;
11 იანვარი 2014      -Diana-     7 კომენტარი     ნანახია 3425-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ძალიან ბევრი ბნელი და მისტიური რამ მოხდა ინგლისის საკულტო დედაქალაქ
ლონდონში - ჯეკ მფატრავი, ლონდონის მონსტრი, დიკ უან დაიკის აქცენტი,.. ეს არის
ქალაქი, რომელიც დაწვეს, დაბომბეს და გაანადგურეს, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც
დაიბრუნა თავისი დიდება. წითელი ავტობუსებისა და შავი ტაქსების სამშობლოს შეუძლია
ბევრი ინტრიგული, მისტიკური და ბნელი ამბის შესახებ მოგვითხროს. ამ სიახლეში
შემოგთავაზებთ ლონდონის 10 მისტიურ ამბავს, რომელიც ჯერ კიდევაც პასუხგაუცემელია

ედმუნდ გოდფრის მკვლელობა
ლონდონის საიდუმლოებანი (ნაწილი 1)

ინგლისელი მოსამართლე ედმუნდ გოდფრი 1678 წელს მკვდარი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკვლელობისათვის სამი ადამიანი დაისაჯა და მათ ჩამოხრჩობის განაჩენი გამოუტანეს, დღესდღეობით ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ისინი უსამართლონი იყვნენ და ამ დანაშაულის ჩადენაში წვლილი არ მიუძღოდათ.
XVII საუკუნის დასასრულს ლონდონში რელიგიური დაძაბულობა იყო. იმ დროისათვის მეფე ჩარლზ II იყო ტახტზე, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. სწორედ ამიტომ მისი გარდაცვალების შემდგომ ტახტზე მისი ძმა უნდა ასულიყო. ჩარლზი პროტესტანტი იყო, ხოლო მისი ძმა ჯეიმსი კათოლიკე, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ინგლისელი პროტესტანტები წინააღმდეგნი იყვნენ იმისა, რომ კათოლიკეს ხელში გადასულიყო მმართველობა. ამ დროს კი ადამიანმა სახელად ტიტუს ოუტსმა დასახა გეგმა, რომელსაც the Popish Plot ეწოდებოდა. ოუტსმა პროტესტანტები დაარწმუნა, რომ კათოლიკეებს სურდათ მეფე ჩარლზის მოკვლა, რათა ჯეიმსი ასულიყო სამეფო ტახტზე. რა თქმა უნდა, ეს მტკიცებულება მცდარი იყო.
გოდფრიც ჩაერთო ამ საკითხში, როცა მას ტიტუსმა ეს ''მტკიცებულება'' გააცნო. მოსამართლეს სიმპატია ჰქონდა კათოლიკეების მიმართ და მისი ამ საკითხში ჩართულობა ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს კი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ედმუნდი 12 ოქტომბერს გაუჩინარდა.
ხუთი დღის შემდეგ მოსამართლე დამხრჩვალი იპოვეს. ვერცხლმჭედველი მაილს პრენსი ამტკიცებდა, რომ დაინახა თუ როგორ მოკლა კათოლიკე მღვდლებმა გოდფრი. მაგრამ შემდეგ მან აღიარა, რომ იცრუა.
1682 წელს, სამმა ადამიანმა განაცხადა, რომ გოდფრიმ თავი მოიკლა. ეს განხილვის საკითხი იყო 1685 წლამდე, მანამ სანამ მეფე ჩარლზი გარდაიცვალა და ქვეყნის მმართველობა მისმა ძმამ გადაიბარა. ახალმა მეფემ კიდევ ერთხელ გამოიძია გოდფრის საქმე და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გოდფრიმ თავი მოიკლა.
დღესდღეობით ისტორიკოსები თვლიან, რო გოდფრი ტიტუს ოუტსმა და მისმა მომხრეებმა მოკლეს, ზოგიც თვლის, რომ მოსამართლე პემბურკის გრაფის მსხვერპლი გახდა, რადგან ადრე გოდფრიმ ეს არისტოკრატი მკვლელობაში დაადანაშაულა. იმის დამტკიცება თუ რა მოხდა სინამდვილეში შეუძლებელია

The Cheapside Hoard



1812 წლის 12 ივნისს ინგლისელმა მუშაკებმა დაანგრიეს ლონდონის ცენტრში არსებული საცხოვრებელი სახლი. ისინი განცვიფრდნენ, როცა შენობის დანგრევის დროს აღმოაჩინეს უზარმაზარი განძეულობა. განძეულობა შეიცავდა 500-ზე მეტ სამკაულს, რომლებიც გაფორმებული იყო ულამაზესი ძვირფასი ქვებით. დღეისათვის კი არავინ იცის ვის ეკუთვნოდა ეს განძი.
განძეულობა XVII საუკუნითაა დათარიღებული. იმ პერიოდისათვის ინგლისში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ამ სახლში კი მრავალი ოქრომჭედელი ცხოვრობდა. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ოქროჭედელმა ეს ძვირფასეულობა დამარხა იმის გამო, რომ ომის პერიოდში არ განადგურებულიყო. ის კი ომში წავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა. ომის შემდეგ ლონდონში უამრავი შენობა დაიწვა და განადგურდა, მათ შორის ეს სახლიც, მაგრამ გადარჩა სარდაფი, სადაც ძვირფასეულობა ინახებოდა.
მუშებმა განძეულობა,რომელიც ტალახითა და ჭუჭყით იყო დასვრილი, იუველირს მიუტანეს, რომელიც Stony Jack-ის სახელით არის ცნობილი. იუველირმა გაწმინდა ძვირფასეულობა და შემდეგ ლონდონის მუზეუმს გადასცა. დღესდღეობით მუზეუმის სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ ძვირფასი ნივთები. ისტორიკოსები კი ცდილობენ, რომ დაადგინონ ვის ეკუთვნოდა განძი და რატომ მოუხდა მფლობელს მისი დატოვება

სენტ პანკრასის ლომვეშაპი
ლონდონის საიდუმლოებანი (ნაწილი 1)

ლონდონში არქეოლოგები თხრიდნენ სენტ პანკრასის ეკლესიის სასაფლაოს, რადგან იქ უნდა აეშენებინათ სარკინიგზო ხაზი. XIX საუკუნის პირველ ნახევარში აქ სასაფლაო იყო. 1822-1854 წლებში აქ 44,000-ზე მეტი ადამიანი იყო დაკრძალული. არქეოლოგების გაკვირვება ერთ-ერთმა სამარხმა გამოიწვია, რომელიც დანარჩენებისაგან განსხვავდებოდა. მეცნიერებმა კუბო გახსნეს და შიგ რვა ადამიანის ნეშტი და ლომვეშაპი იპოვეს. ვერავინ მიხვდა როგორ აღმოჩნდა ლომვეშაპი სასაფლოზე. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მასზე დაკვირვებებს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ატარებდნენ, მაგრამ იმ დროისათვის ამხელა ცხოველზე დაკვირვებას არავინ არ ატარებდა. დღესდღეობით კი ამასმეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან

ვის ეკუთვნის ვიტანჰარსტის რეზიდენცია?
ლონდონის საიდუმლოებანი (ნაწილი 1)

ლონდონში ვიტანჰარსტის რეზიდენცია სიდიდით მეორე ადგილზეა ბუკინგემის სასახლის შემდეგ. ბუკინგემის სასახლე დედოფალს ეკუთვნის, მაგრამ არავინ იცის სიდიდით მეორე რეზიდენციის მფლობელის ვინაობა. რეზიდენცია XVIII საუკუნეში აშენდა. 2008 წელს, 65 ოთახიანი სასახლე 50 მილიონ ფაუნდად შეაფასეს

ელიზაბეტ ქენინგის მოტაცება
ლონდონის საიდუმლოებანი (ნაწილი 1)

1753 წელს, ელიზაბეტი მთელ გაერთიანებულ სამეფოში იყო ცნობილი. ამავე წლის პრველ იანვარს ელიზაბეტი გაუჩინარდა და ოთხი კვირის განმავლობაში ის არავის უნახავს. არავინიცის დანამდვილებით მართალი იყო თუ არა მისი მონათხრობი, მაგრამ ცხადზე ცხადი იყო ის, რომ ამ მონათხრობმა ერი ორ ნაწილად დაყო.
ელიტაბეტი ამბობდა, რომ ის რამოდენიმე ყაჩაღმა გაიტაცა და ქალაქგარეთ მდებარე საროსკიპოში წაიყვანეს. საროსკიპოს მფლობელები მას პროსტიტუციას აძალებდნენ და როცა მისან უარი მიიღეს, ქალი გაქურდეს და სხვენში ჩაკეტეს. მას მხოლოდ და მხოლოდ გამხმარ პურს აჭმევდნენ, მანა სანამ ქალმა გაქცევა შეძლო. ეს 29 იანვარს მოხდა.
დაბრუნებულმა ელიზაბეტმა თავისი ისტორია მიყვა, რის შემდეგაც პოლიციამ საროსკიპოს მფლობელები დააკავა და ქურდობისათვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
როცაინგლისის ლორდმა ქრისპ გასკოინმა გაიგო ამ ამბის შესახებ, გაიფიქრა, რომ სიმართლე არ იყო. მან გამოიძია ეს საქმე და გაიგო, რომ ერთ-ერთი დამნაშავე მერი აქუაირსი იმ დროისათვის ინგლისის სხვა მხარეს იმყოფებოდა და ამ დანაშაულთან არაფერი აკავშირებდა. ლორდმა დახმარება მეფე ჯორჯ II-ეს სთხოვა და გამოძიებით დამტკიცდა, რომ მერი უდანაშაულო იყო და ყველანაირი სასჯელი მოეხსნა. ამან ხალხის გარკვეული ნაწილის გაბრაზება გამოიწვია და დიდი თუ პატარა ამ საკითხზე დაობდა. ბევრი ბროშურა თუ ლექსი გამოქვეყნდა ამ ამბის შესახებ. საფრანგეთის ინტელიგეციის წარმომადგენელი ვოლტერიც ჩაერია ამ ამბავში. ამპერიოდისათვის ქენინგი გაუჩინარდა. ისინი ვინც ელიზაბეტის წინააღმდეგ იყვნენ ამტკიცებდნენ ის იმიტომ გაიქცა, რომ უკანონო შვილი მოიცილოსო და მის გაუჩინარებას სირცხვილის არიდებას მიაწერენ. ცოტა ხნის შემდეგ ის სიცრუეში დაადანაშაულეს და შვიდი წელი მიუსაჯეს. ამ ამბის შემდეგ ის აღარასოდეს დაბრუნებულა და 1773 წელს გარდაიცვალა.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • liii :) თქვა:
    13 იანვარი 2014 18:46 - ID: 7,
    ძალიან მიყვარს მსგავსი სახის სიახლეები,განსაკუთრებით რომელიც ეხება მისტიკას love

  • beonce თქვა:
    12 იანვარი 2014 22:06 - ID: 6,
    საინტერესო სტატია იყო feel თან ლონდონს ეხებოდა და მე ყველაფერი მაინტერესებს რაც ლონდონსა და ინგლისს ეხება.

  • NataLefayStew თქვა:
    12 იანვარი 2014 21:02 - ID: 5,
    ჩემი ლონდონი!!!!!!!! love

  • TaKki თქვა:
    12 იანვარი 2014 15:41 - ID: 4,
    კიდეეე მინდაა ოღონდ უფრო შავბნელი ამბები am wink

  • -Diana- თქვა:
    12 იანვარი 2014 14:12 - ID: 3,
    ციტატა: NiNi_N
    ძალიან კარგი ნიუასია, შრომატევადი :)
    და ძალიან ახლოსაა ჩემ საყვარელ თემასთან love

    ციტატა: megi:)
    კიდე მინდა ესეთები love


    - უღრმესი მადლობა გოგოებო, შევეცდები მალე დავდო მეორე ნაწილი :)

  • megi:) თქვა:
    12 იანვარი 2014 12:11 - ID: 2,
    კიდე მინდა ესეთები love

  • NiNi_N თქვა:
    12 იანვარი 2014 11:10 - ID: 1,
    ძალიან კარგი ნიუასია, შრომატევადი :)
    და ძალიან ახლოსაა ჩემ საყვარელ თემასთან love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top