12 January 2014      -Diana-     Views 9 076    
Category: Fun, Interesting

ინგლისელი მწერალი უილიამ შექსპირი ერთ-ერთ უნიჭიერეს და საუკეთესო
მწერლადაა აღიარებული. მისი ნაწარმოებების მიხედვით მრავალი ფილმია გადაღებული,
რამოდენიმეჯერ მისი სონეტებიც გაჟღერდა სხვადასხვა ფილმში, რაც ყველაზე
მთავარია, მისი ნამუშევრები უამრავ ენაზე ითარგმნა და მილიონობით მკითხველის მოწონება
დაიმსახურა. წარმოგიდგენთ უილიამ შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებებს


ოტელო
შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებები

ითვლება, რომ ნაწარმოები 1603 წელს დაიწერა. მასში გამოკვეთილია ოთხი მთავარი პერსონაჟი: ოტელო, მისი მეუღლე დესდემონა, მისი თანაშემწე კასიო და მრჩეველი იაგო. ნაწარმოები დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ადასტურებს ის, რომ 1622 წლიდან 1705 წლამდე წიგნი შვიდჯერ გამოიცა. ნაწარმოები უამრავ თემას ეხება: რასიზმს, სიყვარულს, შურსა და გამცემლობას. ეს საკითხები დღევანდელ ცხოვრებასაც შესააბამება და სწორედ ამიტომ უამრავ თეატრში იდგმება სპექტაკლები შექსპირის ამ უკვდავი ნაწარმოების მიხედვით

ჭირვეულის მორჯულება
შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებები

ისტორიკოსთა აზრით ნაწარმოები 1590-1594 წლებში დაიწერა. აქ მოთხრობილია, თუ როგორ დაარწმუნეს ერთი ლოთი ადამიანი, იმაში, რომ წარჩინებული იყო, ულამაზესი სასახლე ჰქონდა და უმშვენიერესი მეუღლე ჰყავდა. ამ ნაწარმოებმა ხალხში დიდი დავა გამოიწვია. მაგრამ, მიუხედავად განსხვავებული აზრებისა, წიგნის მიხედვით დაიდგა მრავალი სპექტაკლი და მიუზიკლი

იულიუს კეისარი
შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებები

ეს ტრაგედია 1599 წელს დაიწერა. მასში გადმოცემულია ნამდვილი ამბავი რომის ისტორიიდა. აქ აღწერილია შეთქმულება, რომელიც სენატორებმა მოაწყვეს უდიდესი სახელმწიფო მმართველის წინააღმდეგ. ამავდროულად აღწერილია შეთქმულების შემდგომი პერიოდიც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების სახელი "იულიუს კეისარია", კეისარი მთავარ პერსონაჟი არ არის, ის მხოლოდ სამ სცენაში გვხვდება და კვდება მესამე მოქმედების დასაწყისში

მაკბეტი
შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებები

მაკბეტი შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი ისტორიული პიესაა, რომელიც 1603-1606 წლებში დაიწერა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მაკბეტი მწერლის ყველაზე პატარა ტრაგედიაა. მრავალჯერ გამოცემულა მისი ადაპტირებული ვერსია, გადაუღიათ ფილმი და დაუდგამთ სპექტაკლი. პიესა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილსა და მგობრების ღალატზე მოგვითხრობს. ზოგს სჯერა, რომ ნაწარმოები "დაწყევლილია", ამიტომ მსახიობები, რომლებიც სპექტაკლში ან ფილმში მონაწილეობდნენ, ნაწარმოების სახელს ხმამაღლა არ წარმოთქვამდნენ და მას სხვა სახელით მოიხსენიებდნენ “The Scottish Play.”

ზაფხულის ღამის სიზმარი
შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებები

ეს რომანტიული კომედია საახლოებით 1590-იან წლებში დაიწერა და მოგვითხრობს ოთხ არაპროფესიონალ ათენელ მსახიობზე, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ათენის ჰერცოგ და ჰერცოგოვინასთან. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შექსპირმა პიესა სამოცი წლის სერ თომას ჰენიჯისა და გრაფის ქვრივის ქორწილს მიუძღვნა. ზაფხულის ღამის სიზმარი ხშირად დადგმულა სხვადასხვა თეატრში და მსფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. ხშირად შექსპიროლოგები ამ ნაწარმოებს რომეო და ჯულიეტას ამსგავებენ, რადგან ორივე პიესაში აღწერილია ორი ოჯახის დაპირისპირება. ამ დაპირისპირების მსხვერპლი კი ამ ოჯახთა შვილები ხდებიან

რომეო და ჯულიეტა
შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებები

მიიჩნევა, რომ "რომეო და ჯულიეტა" შექსპირის პირველი ტრაგედიაა, რომელიც თინეიჯერების სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. შეყვარებული წყვილი თავიანთი ოჯახების მტრობის მსხვერპლნი ხდებიან. კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა ნაწარმოების ენამ და მისმა დრამატულობამ. რომეო და ჯულიეტა იმ ნაწარმოებთა ერთ-ერთთაგანია, რომელმა შექსპირის სიცოცხლეშივე ძალიან დიდი წარმატება და მკითხველთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. უილიამ შექსპირის ეს უკვდავი ნაწარმოები არ კარგავს პოპულარობას, მის მიხედვით იღებენ ფილმებს და დგამენ სპექტაკლებს, რომლებიც მნახველთა უზომო მოწონებას იღებს

ჰამლეტი
შექსპირის საუკეთესო ნაწარმოებები

ჰამლეტი 1599-1601 წლებში დაიწერა, რომელიც გადმოვცემს დანიის სამეფო კარის ისტორიას. მეფეს თავისი ძმა კლავდიუსი კლავს, რომელიც შემდეგ სამეფო ტახტზე ადის. პრინც ჰამლეტს კი სურს, რომ შური იძიოს ბიძიაზე და პასუხი აზღვევინოს იმ დანაშაულისათვის, რაც მან ჩაიდინა. ეს შექსპირის ყველაზე გრძელი პიესაა და ასეე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ნაწარმოებია. ჰამლეტი ისეთი ცნობილი მწერლების ინსპირაცია გახდა, როგორებიცაა: გოეთე, დიკენსი, ჯოისისა და მარდოკის. ასევე პიესა დაასახელეს, როგორც “the world’s most filmed story after ‘Cinderella'".


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top