;
30 იანვარი 2014      te_te_e     13 კომენტარი     ნანახია 3406-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"მოდა არქიტექტურაა: ყველაფერი პროპორციებზეა დამოკიდებული."
კოკო შანელი, 1883-1971 წ.

მოდის ისტორია : ფარტინგეილი
ისტორიაში ყოველთვის და ყველგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოდას უპირატესობას ანიჭებდნენ და ამავდროულად ქმნიდნენ მას. იყო ისეთი დროც, როცა არ არსებობდნენ დიზაინერები და სწორედ მოდის მიმდევრები ადგენდნენ მოდის კანონებს, რომლებსაც დღეს ჩვენც "ვემორჩილებით". ძირითადად კი ასეთ ადამიანებს დიდგვაროვნები წარმოადგენდნენ, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობით რაღაცის დამტკიცებას და მათი სოციალური სტატუსის წარმოჩენას ცდილობდნენ.


მოდის ისტორია : ფარტინგეილი
მარცხნივ: დედოფალი მერი I
შუაში: მეფე ფილიპ II
მარჯვნივ: დედოფალი ელიზაბედ I


ფარტინგეილები, რომლებიც ცნობილი იყო სიდიდით და სიმძიმით, პირველად 15 საუკუნეში, ესპანეთში გაჩნდა. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო : ეპანეთის მეფეს ფილიპ II-ს მეუღლედ ჰყავდა ინგლისის და ირლანდიის დედოფალი მერი I (სისხლიანი მერი), რომლის წყალობითაც იგი ინგლისის თანამეფე გახლდათ. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ინგლისის ტახტზე მერი I-ის და ელიზაბედ I ავიდა, ამიტომაც მეუღლის და სტატუსის გარეშე დარჩენილმა ფილიპ II-მ ელიზაბეტს ხელი სთხოვა. ელიზაბედი ესპანეთში გაემგზავრა მოსალაპარაკებლად და სწორედ მაშინ აღმოაჩინა ესპანური ფარტინგეილები, რომელსაც ესპანეთში ჯერ ტირიფის და ლერწმის ტოტებისგან ამაგრებდნენ და შემდეგ თოკით აბამდნენ ერთმანეთზე, ხოლო შემდეგ ტოტები მავთულის, ხისა და ვეშაპის ულვაშისგან დამზადებული რგოლებით ჩაანაცვლეს, რაც კაბას გასაოცარ ფორმას აძლევდა. ფარტინგეილები ესპანეთში აუცილებელ კაბას წარმოადგენდა მოდის მიმდევრებისთვის. ამ უზარმაზარი კაბებით დიდგვაროვანი ქალბატონები ამაყად დასეირნობდნენ სამეფო ბაღებში და თან კაბის კალთებით მიწას მიხვეტდნენ.

მოდის ისტორია : ფარტინგეილი
ართალია ელიზაბედის და ფილიპის დაქორწინების მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრა მ სამაგიეროდ ელიზაბეტმა ესპანეთში ნანახმა ფარტინგელიებმა აღტაცებული დატოვა და როდესაც ინგლისში დაბრუნდა მტკიცედ გადაწყვიტა ეს მოდა ინგლისშიც შემოეღო. წლების მანძილზე ელიზაბედი კაბას საკუთარი სურვილისამებრ ცვლიდა. მისი მმართველობის დასასრულისათვის ეს უცნაური ტანისამოსი სამეფო ძლევამოსილებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა.

1580 -იან წლებში, დედოფალ ელიზაბედს თავისი ბრწყინვალე კაბები ვეება ფარტინგეილის წყალობით ექსტრემალურ ფართობზე ჰქონდა გადაჭიმული. გაზვიადების გარეშე, ფარტინგეილი ეტლის ბორბლის სიდიდის იყო. ამ მოუხერხებელ სარტყელს ქვედაბოლოს ბევრი ფენა, ხოლო ზემოდან მძიმე ნაქარგი კაბა ფარავდა.

აქარგი კაბა შუაში ჩახსნილი იყო, რათა ქვედაბოლო გამოჩენილიყო, ხოლო ზურგის მხარეს ჩამაგრებული ბალიში წინ დაქანებას ქმნიდა, რაც გრძელი ტორსის და მოკლე ფეხების ეფექტს იძლეოდა. თუ გავითვალისწინებთ კაბის ქვეშ მოქცეულ უამრავ ფენას და "ბორბალს", სავარაუდოდ ქალბატონების თაყვანისმცემლებს ყველა გზა ჰქონდათ მოჭრილი მათთან მიახლოების და ფიზიკური კავშირის.



მოდის ისტორია : ფარტინგეილი


ლიზაბედმა კარგად იცოდა თუ რამეხელა მნიშვნელობა ჰქონდა კაბას საზოგადოებრივი იმიჯისათვის, ამიტომ ყველა პორტრეტში მისი მოუხერხებელი კაბები უფრო მდიდრული და უფრო მეტად მოქარგული ჩანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ინგლისის დედოფალმა ელიზაბედმა, მოდის ტყვეობაში მოაქცია მაშინდელი ქანბატონები. იგი არავის აძლევდა უფლებას მის მოდაზე უარი ეთქვათ. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი უიღბლო სეფექალის დახვეწილმა, მარგალიტებით და ოქროთი გაწყობილმა ველვეტის კაბამ მისი უდიდებულესობის რისხვა გამოიწვია და სეფექალი ლონდონის ციხეში ჩაამწყვდიეს, ხოლო შემდგომ იგი სასწაულებრივად გადაურჩა თავის მოკვეთას.



მოდის ისტორია : ფარტინგეილი

ათთვის, ვისაც არ შეეძლო ამ "აბჯრის" ტარება, ბალიშიანი ფარტინგეილი გასაოცარი ალტერნატივა გამოდგა. მოგრძო ფორმის ბალიშს ე.წ."საჯდომის ბალიშს", წელზე იხვდევდნენ და წინ ლენტით იკრავდნენ. ეს ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო ვიდრე "ბორბალი" ფარტინგეილი. ამასთანავე ბალიშიც მილის ფორმას აძლევდა კაბას და სხვაობა ოდნავი შესამჩნევი იყო.

ლიზაბედმა სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატა ფარტინგეილებს და სიბერისგან დასუსტებული, მაინც მედიდურად დაატარებდა უზარმაზარ და მძიმე ფარტინგეილებს ოთახიდან ოთახში. შეიძლება ვიფიქროთ კიდეც, რომ იგი ამით ბოლო წლებში დაკარგული სილამაზის და ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობდა.


მოდის ისტორია : ფარტინგეილი

მოდის ისტორია : ფარტინგეილი
სახელმწიფო მოღვაწის, ბრეკლის I ვისკონტის, თომას ეგერტონის ქალიშვილებს ერთნაირი კაბები აცვიათ (დაახლ. 1602წ). სურათი ლონდონის აუქციონზე გაიყიდა £620,000-ად.


მისი გარდაცვალების შემდეგ ქალბატონებმა შვებით ამოისუნთქეს რადგან მალევე გადავიდა მოდიდან ფარტენგეილები. მჭიდროდ შეკრული კორსეტები ისევ მოდას დაუბრუნდა, ხოლო ამჯერად უფრო სახეშეცვლილი. მის დაბოლოებას ახლა უფრო ჰაეროვანი კაბები ამშვენებდა.

მოდის ისტორია : ფარტინგეილი


ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა. სად იყვნენ მამაკაცები და როგორ აისახა ელიზაბეტის მოდა მამაკაცების ჩაცმულობაზე?!


ლიზაბედის დროინდელი მამაკაცები ნამდვილად ვერ გაუწევდნენ კონკურენციას ფარტინგეილის მსგავს ექსტრავაგანტური ზომების ტანისამოსით, თუმცა მათ მოახერხეს შეექმნათ მისი მოკრძალებული ალტერნატივა - გაბერილი ქვედაბოლო - აითვისეს მოკლე კამზოლის სტილი, რომლის ქვედა ნაწილს სქელი სატენით ავსებდნენ და ისიც ბუშტივით იყო გამობერილი. ეს სტილი რომ ეტარებინათ აუცილებელი იყო გამოყვანილ წვივებზე აქცენტის გაკეთება ზედ შემოჭერილი ლენტებით. თუ დააკვირდებით ეს მოდა 21-ე საუკუნეში დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად მას ქალბატონები ატარებენ.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • niniko თქვა:
    5 თებერვალი 2014 22:32 - ID: 13,
    რა კარგი გოგო ხარ

    ასე დაწერილმა ბავშვობა გამახსენა, ზღაპრებში იწერებოდა ხოლმე ასე.,, ძმები გრიმები " მქონდა ზღაპრები და მასე იყო, ახლა გამახსენდა, გადავბარგდი ძველ დროში

  • dreamer26 თქვა:
    1 თებერვალი 2014 00:20 - ID: 12,
    ასეთი ნიუსები მომწონს !!! ასე გააგრძელე აუცილებლად გავეცნობი ხოლმე შენს სიახლეებს

  • Lizi.mamuchadze თქვა:
    31 იანვარი 2014 21:05 - ID: 11,
    კარგი იყო love

  • beonce თქვა:
    31 იანვარი 2014 17:12 - ID: 10,
    ძალიან საინტერესო ნიუსია. feel

  • Remediosi თქვა:
    31 იანვარი 2014 12:08 - ID: 9,
    ძალიან საინტერესო სიახლეა, დაინტერესებული ვარ მოდის ისტორიით და ბევრი რამ ჩემთვის უცნობი ფაქტი იყო. მადლობა ავტორს გააგძელე და თანამედროვე მოდაზეც თუ შეძლებ გააკეთე ესეთი სრულფასოვანი სტატია

  • liii :) თქვა:
    30 იანვარი 2014 22:49 - ID: 8,
    შესანიშნავია love

  • demetria თქვა:
    30 იანვარი 2014 17:55 - ID: 7,
    ვაუ ელიზაბედზე ბევრი მსმენია მაგრამ მოდაზე ბევრი არაფერი გარდა იმისა რომ როცა გადაიცვალა მისი გადეროფი სულ 3000 კაბს ითვლიდა love

  • Dudu თქვა:
    30 იანვარი 2014 16:16 - ID: 6,
    საინტერესოა love დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ესეთ სიახლეებს,ბრავო ავტორო.

  • ANGEL თქვა:
    30 იანვარი 2014 14:48 - ID: 5,
    wow, შესანიშნავი სიახლეა te_te_e, საინტერესო და ამ კაპიტალ ასოებით და ფოტომასალით ... რაღაც გასაოცარი ეფექტია
    "ინგლისის დედოფალმა ელიზაბედმა, მოდის ტყვეობაში მოაქცია მაშინდელი ქალბატონები". - ანუ კინოეკრანიზაციებში არ აჭარბებენ დედოფლის კაბებს, მართლაც ასეთი გამორჩეული მოდა დაამკვიდრა
    გაბერილი ქვედაბოლო - კაცებზე, როგორი საშინელი სამოსია ნახატებზე და ფილმებში რომ ვხედავ, მეცინება:)) საკმაოდ ბევრის გადატანა მოუწია ხალხს მოდის გამო:)))) ნეტა რას იტყვიან ჩვენს ეპოქაზე

  • te_te_e თქვა:
    30 იანვარი 2014 12:52 - ID: 4,
    ციტატა: cuca :)))
    კარგია :)) გააგრძელეთ მსგავსი ნიუსები რა love

    <3 აუცილებლად კიდევ ბევრი იქნება და კიდევ უფრო საინტერესო <3

  • cuca :))) თქვა:
    30 იანვარი 2014 12:28 - ID: 3,
    კარგია :)) გააგრძელეთ მსგავსი ნიუსები რა love

  • nini:)(: თქვა:
    30 იანვარი 2014 12:02 - ID: 2,
    ძალიან საინტერესო სიახლეა love

  • Melakoo თქვა:
    30 იანვარი 2014 10:41 - ID: 1,
    კარგია winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top