;
30 იანვარი 2014      te_te_e     7 კომენტარი     ნანახია 3346-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"თუ გინდათ იყო უბადლო, აუცილებლად უნდა იყო განსხვავებული".
კოკო შანელი, 1883-1971 წ.
მოდის ისტორია : პანიე
მას შემდეგ რად დედოფალი ელიზაბედი გარდაიცვალა, ფარტინგეილები სწრაფად გადავიდა მოდიდან. მოდა ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ორასი წლის თავზე, კვლავ გამოჩნდა უზარმაზარი სალტეები, მაგრამ ამჯერად მისი ძირითადი დამახასიათებელი იყო სიგანე. პანიე წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან "„panier", რაც კალათას ნიშნავს. ესპანეთში ქალები დიდი ზომის კალათებს ამაგრებდნენ კაბას, პროდუქტის ჩასალაგებლად. საფრანგეთმა აიტაცა კაბის სტილი და მას ნაირფერი გამოხატულება სწორედ საფრანგეთში, ვერსალის სამეფო კარზე, ლუი XVI-ის მეფობის ბოლო წლებში მიეცა.
მოდის ისტორია : პანიე
მარცხნივ: მარკიზა დე პომპადური 1760 წ.
მარჯვნივ: დედოფალი მარია ტერეზა


პანიე გამაგრებული იყო ორ იარუსად განლაგებული და ლენტებით შეკრული ვეშაპის ულვაშის ან ტირიფის წნელების რგოლებით.კაბის წინა ნაწილი სწორად ეშვებოდა. მუცელზე გადაჭიმული ფოლადივით მტკიცე კორსაჟი და წელზე გარშემორტყმული ორად გაყოფილი სალტე თეძოების გასადიდებლად და კაბისთვის ფართო ოვალური ფორმის მისაცემად გამოიყენებოდა.

მოდის ისტორია : პანიე
სურათებზე : მარია ანტუანეტა

მარია ანტუანეტა საფრანგეთის დედოფალი, იმპერატორი ფრანც I-ისა და მარია-ტერეზიის უმცროსი ქალიშვილი და საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის მეუღლე გახლდათ. დედოფალი თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა და ცდილობდა აესრულებინა ყველა ახირება და ფანტაზია. სწორედ მარიამ მოახდინა დიდი გავლენა საფრანგეთის მოდაზე, რაც მალევე მთელი ევროპის ჩაცმულობაზეც აისახა.

მოდის ისტორია : პანიე
არიზელ მკერავებს ძალიან ბევრი საქმე გამოუჩნდათ, რადგან პანიე კიდევ უფრო მდიდრულად მორთული, ნაქარგი და სამკაულებით გაწყობილი უნდა ყოფილიყო. იმ დროის დახვეწილი კაბა არაამქვეყნიურ სილამაზეს ასხივებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ზედ დაკიდებული 4კგ ვერცხლის ხარჯზე ხდებოდა.

ანიეს ტარების უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებსა და მაღალი წარმომავლობის ქალების ვიწრო წრეს ჰქონდა. მათთვის მოდურად ჩაცმა სავალდებულო იყო და სამეფო წვეულებებზე სრული რეგალიით გამოუცხადებლობა შესაძლოა დიპლომატიური კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო. საპატიო მიზეზად მხოლოდ ორსულობა ითვლებოდა.

1750 -იანი წლებისათვის პანიეს ზომები სიგანეში 3მ-ს აღწევდა და უამრავ პრაქტიკულ პრობლემას ქმნიდა. ქალებისათვის შეუძლებელი იყო ერთ ტახტზე დაჯდომა, რის გამოც აუცილებელი ხდებოდა ავეჯის გაგანიერება, რათა კაბის მთელი სიგანე დატეულიყო ზედ. თეატრსა და ოპერაში ვიზიტიც ძალიან ძვირი ჯდებოდა, რადგან საჭირო იყო გვერდითა ადგილების შეძენა.









მოდის ისტორია : პანიე






ორნამენტების სიუხვე
ანიეს გამოჩენამ ურთიერთ-საპირისპირო კომენტარები გამოიწვია "ედისონისა" და "სტილის" გვერდებზე, სადაც მოდის ყველა ასპექტი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა.

"მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკიდურესობაში გადაეშვნენ. მათი უზომოდ გაბერილი კაბები, თაღებივით გამოიყურება ... უხვი ორნამენტები თითქოს თავიდან ჩამოუცვივდათ და ტანისამოსის ქვედა ნაწილზე მოეფინა. რაც სიმაღლეში აკლდათ, სიგანეში აინაზღაურეს და არქიტექტურის ყველა წესი დაარღვიეს - მათ საძირკველი გააფართოვეს და ზედნაშენი დაავიწროვეს".

საფრანგეთის დედოფალი, რომელიც მარჯვედ ახდენდა თავისი მაღალი სტატუსის დემონსტრირებას და ხალხის აღტაცებულ მზერას იზიდავდა, იძულებული იყო საკლამოდ არაელეგანტურად, გვერდულად გაევლო კარში.






საბოლოოდ საფრანგეთის რევოლუციამ ბოლო მოუღო დედოფალ მარია ანტუანეტას და მის ახირებულ სტილს. ფართო და დიდებულად მორთულ-მოკაზმული პანიე შეცვალა უფრო მოსახერხებელმა კაბებმა, რომლებსაც ვერსალის ექსტრავაგანტულობისა უკვე არაფერი ეტყობოდა.
მოდის ისტორია : პანიე

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • beonce თქვა:
    31 იანვარი 2014 17:19 - ID: 7,
    საინტერესო სიახლეა. winked

  • liii :) თქვა:
    30 იანვარი 2014 22:55 - ID: 6,
    ძალიან კარგი სიახლეა love თუ შეძლებ გააგრძელე :)

  • te_te_e თქვა:
    30 იანვარი 2014 22:53 - ID: 5,
    ციტატა: loseyourself
    კარგი სიახლეა ძალიან, გაგრძელება კარგი იქნება აგალითან შანელმა რა გააკეთა, და მანამდე რა ეცვათ, მერე დიორი .... ანტუანეტა კი შეიწირა ა ფუფუნებამ feel

    ეგეც იქნება ისტორიას მივყვები :)) <3

  • cuca :))) თქვა:
    30 იანვარი 2014 22:23 - ID: 4,
    მომწოონსს

  • loseyourself თქვა:
    30 იანვარი 2014 18:45 - ID: 3,
    კარგი სიახლეა ძალიან, გაგრძელება კარგი იქნება აგალითან შანელმა რა გააკეთა, და მანამდე რა ეცვათ, მერე დიორი .... ანტუანეტა კი შეიწირა ა ფუფუნებამ feel

  • demetria თქვა:
    30 იანვარი 2014 18:03 - ID: 2,
    ვაუ კარგი გაგრძელება იყოო, საწყალი ქალები ამის ტარებას მეხუმრებითთ ალბათ როგორ უჭირდათ request

  • Dudu თქვა:
    30 იანვარი 2014 16:06 - ID: 1,
    კარგი სიახლეა,მე მომეწონა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top