;
31 იანვარი 2014      te_te_e     10 კომენტარი     ნანახია 5043-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა".
კოკო შანელი, 1883-1971 წ.
მოდის ისტორია : კრინოლინი
1830-იან წლებში ინგლისის დედოფალი ვიქტორია სათავეში ჩაუდგა მოდას, რომელზეც ყველა ფენის ქალებს მიუწვდებოდათ ხელი. მართალი დღეს ჩვენი გადმოსახედიდან კაბები ზღაპრულად ლამაზია, მაგრამ იმისათვის, რომ ვიქტორიანულ დროინდელ ქალბატონებს მაქსიმალურად გაეშალათ კაბები, ისინი მიმართავდნენ ყველაზე არაპრაქტიკულ საშუალებებს.
მოდის ისტორია : კრინოლინი
სურათების სერია სატირული მულტიპლიკაციური ფილმიდან "კრინოლინის მეფობა" ასახავს კაბის სიურრეალურ აბსურდულობას.

XVIII საუკუნის ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო თავისი დროის ქალებზე წერდა: "ყველაფერი მათზეა დამოკიდებული ... ყველაფერი კეთდება მათთვის და მათი თანამონაწილეობით".

მოდის ისტორია : კრინოლინი
იტყვა კრინოლინი წარმოდგება ფრანგული სიტყვებისგან : crin - ძუა და lin - სელი და წარმოადგენს ცხენის ძუისა და სელის ტილოსაგან შეკერილ, გამაგრებულ ქვედაბოლოს. რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტი სარჩულის გამოყენება ხდებოდა საჭირო, რათა ქვედაბოლოს შთამბეჭდავი ზომა მიეღო და საბოლოოდ ექვსი სარჩული გახდა სავალდებულო. არც იყო გასაკვირი, რომ ვიქტორიანული ერის ქალებს ხშირად უწუხდებოდათ გული, განსაკუთრებით ზაფხულის მცხუნვარე დღეებში, როდესაც ცხენის ძუისგან შესრულებული ქვედაბოლოს სიმძიმე სრულიად აუტანელი ხდებოდა.

მოდის ისტორია : კრინოლინი




1850 -იან წლებში მოდაში შემოიღეს ლითონის კრინოლინი, რომელმაც ქალები ცხენის ძუისგან გაათავისუფლა. ლითონის კრინოლინი მორთულ გალიას გავდა და მისი დაპატენტება ამერიკელმა ვ.ს.ტომასმა მოახერხა. ამ გამოგონებამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, რადგან მისი წყალობით ქალებს ბოლოს და ბოლოს შეეძლოთ კაბის ქვეშ ფეხების თავისუფლად მოძრაობა. კაბის ამ ვერსიასაც კრინოლინი ერქვა თუმცა ლითონის რგოლებზე გადაჭიმულ ქვედაბოლოს წარმოადგენდა. რგოლებს დრეკადი ლითონისგან ამზადებდნენ და ერთმანეთზე წვრილი მავთულით აბამდნენ ისე, რომ წელიდან კოჭებამდე რგოლების დიამეტრი თანდათან იზრდებოდა.

მოდის ისტორია : კრინოლინი
ალები აღფრთოვანდნენ - მათი სამეჯლისო კაბები დაჯდომისას აღარ დაიჭმუჭნებოდა, ხოლო დახვეწილი მიხრა-მოხრისას კაბა ისე ირხეოდა, რომ თაყვანისმცემლებს ქალის მოხდენილი წვივისთვის თვალის მოკვრაც შეეძლოთ. თუმცა ქარშუ კრინოლინი ისე ფრიალებდა, რომ გრძელი საცვლის ტარება სავალდებულო გახდა.

მოდის ისტორია : კრინოლინი
ვენი გადმოსახედიდან ისე ჩანს თითქოს ქალები გამომწყვდეულები იყვნენ ლითონის გალიაში, თუმცა იმ დროს ლითონის ეს ნაკეთობები საყოველთაოდ იყო მიღებული. ეს იყო პირველი დემოკრატიული ნაბიჯი მოდაში, რადგან კრინოლინის ტარება შეეძლო ყველა კლასის წარმომადგენელს, თუმცა კაბის იაფიან ვერსიას ლითონის რგოლები ზოლებად ეტყობოდა და მიმზიდველობას უკარგავდა.

ითონის ინდუსტრიაში დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდა. 1860 წელს მხოლოდ შეფილდში კვირაში იმდენ ლითონს გადაამუშავებდნენ, რომ ნახევარი მილიონი რგოლის დასამზადებლად იყო საკმარისი. კრინოლინების დამზადება ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი სფერო გახდა.

მოდის ისტორია : კრინოლინი
ითონის კრინოლინი მრავალ დაბრკოლებას უქმნიდა პატრონს. მოქნეულ კაბას შეეძლო ტრორუარებიდან გამვლელები გადმოეყარა, ხოლო ოთახში ნივთები აქეთ იქით მიმოეფანტა. ქალები კარში გასვლას ძლივს ახერხებდნენ და იმ შემთხვევაში თუ წაიქცეოდნენ, მათი საცვლები მთელ სამყაროს შეეძლო ენახა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, კრინოლინები ყველა ფენის ადამიანისთვის იყო შექმნილი და ყველა ქალბატონი სწორედ ამ კაბას ატარებდა, რაც ძალიან მოუხერხებელი იყო მათთვის ვინც ქარხნებში მუშაობდა. კაბა დანადგარებში ყვებოდათ, ხოლო მათთვის ვისაც მიწასთან უწევდა მუშაობა, კაბა უფრო მძიმე ხდებოდა ზედ მიკრული ტალახის გამო.

ტიკეტის დაცვა სავალდებულო იყო და ავეჯიც კაბების შესაბამისად შეიცვალა. დაიწყეს მოკლეფეხებიანი და დახრილზურგიანი სკამების დამზადება. ყველაფერ ამასთან ერთად, შემაძრწუნებელი იყო ისიც, რომ მატერია რომლისგანაც კაბა იკერებოდა ძლიერ აალებადი იყო.

1863 წელს, სანტიაგოში მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც ცეცხლმოკიდებულ ტაძარში შეკრებილ ქალებს მოძრაობის უნარი წაერთვათ, რაც არა მხოლოდ პანიკამ არამედ მათმა აალებულმა კაბებმა გამოიწვია.
მოდის ისტორია : კრინოლინი
მოდის ისტორია : კრინოლინი
ითონის კრინოლინები სწრაფად გადიოდა მოდიდან, რადგან მათ მიმართ ინტერესმა იკლო. ცხადი იყო, ქალები უნდა გათავისუფლებულიყვნენ გალიისმაგვარი კაბებისაგან, თუმცა ახალმა მოდამ, რომელიც აქცენტს ქალის სხეულზე აკეთებდა, სხვა მოთხოვნები წამოყენა. დედოფალმა ვიქტორიამ სავალდებულო გახადა კაბებზე ქსოვილის ფენების დამატება, რომელიც გამოკვეთდა და ადიდებდა ქალის საჯდომს. ეს საკმაოდ საეჭვო ნაბიჯი იყო ქალის თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლაში.

მოდის ისტორია : კრინოლინი
დიორის ახალი სტილის მიხედვით ვიწრო წელის ეფექტს, ზონრით შეკრული კორსეტი ე.წ. "კრაზანა" იძლეოდა.

წრიული ქვედაბოლო


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა წრიულმა ქვედაბოლომ, რომელიც მთლიანი, შუაში ამოჭრილი ქსოვილისაგან იკერებოდა. ქსოვილის რაციონალურად ხარჯვის მიზეზი ომის შემდგომი მომჭირნეობის პერიოდი გახდა. კრისტიან დიორის ეს ვერსია წააგავდა 1890-იან წლების ვიქტორიანულ სტილს. ქვედაბოლო მაშინაც ერთი მთლიანი ნაჭრით იკერებოდა, ოღონდ სიგრძის მოსამატებლად მაქმანებიანი ქსოვილი ჰქონდა მიკერებული. 1950-იან წლებშიწრიული ქვედავოლო, რომელსაც ვიწრო წელი და მტკიცე ფარფაშა სარჩული ჰქონდა, წვივის კუნთამდე დამოკლდა.

მოდის ისტორია : კრინოლინი
ქვედაბოლო "პუდელი"

"პუდელი" - წრიული ქვედაბოლოს თინეიკერული ვერსია - აშშ-ში წარმოიშვა და მთელმა მსოფლიომ აიტაცა. ნათელი ფერის ქსოვილით შეკერილი ეს კაბა ცეკვის დროს შესანიშნავად ფრიალებდა და როკ-ენ-როლის ერას მართლაც შეეფერებოდა.
ამ კაბის დასახელება წარმოიშვა მისი პირველი მოდელის მიხედვით, რომელსაც პუდელის კონტური ამშვენებდა, თუმცა შემდგომში ის იქცა მასალად, რომლის მეშვეობითაც თინეიჯერ გოგონებს თვითგამოხატვის საშუალება მიეცათ. ნაქარგებისა და მძივების გარდა კაბის ზედაპირს ამშვენებდა მრავალნაირი აპლიკაცია, ტელეფონით დაწყებული, ვინილის ფირფიტებით დამთავრებული.
ერთ დროს არსებული მოდა რომელიც ქანებს აიძულებდათ ლითონის რგოლები ეტარებინათ, შეცვალა სტილმა, რომელიც პირველად ისტორიაში თავად გოგონებმა შექმნეს.

მოდის ისტორია : კრინოლინი
მოდის ისტორია : კრინოლინი
კრინოლინის დაბრუნება

1930-იან წლებში კრინოლინი კვლავ გამოჩნდა მოდის ისტორიაში. წამყვანი დიზაინერები ბალენსიაგა და მოლინექსი, ცდილობდნენ, ომამდელი პერიოდის მკაცრი სტილისთვის გვერდი აევლოთ. ახალ მოდას "Vogue"-ს 1938 წლის გამოცემა ენთუზიაზმით შეხვდა. "ვიში" წედა : კრინოლინებმა ლონდონის იერსახეს ძველი ჰაეროვანი და ფაიფურის სინაზე დაუბრუნა. ეს გრძნობა აფრებაშვებული გემის ამაყ ცურვას მოგვაგონებს". 1950-იანი წლების დასაწყისში ჟაკ ფარტმა შექმნა მდიდრული სამეჯლისო კაბები ახალგაზრდა პარიზელი ქალებისთვის, რომლებიც ფილმ "ქარწაღებულებისთვის" შესაფერისი აღმოჩნდა.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

10


  • tatask122 თქვა:
    1 თებერვალი 2014 00:40 - ID: 10,
    ძალიან კარგი ნიუსია love ერთი სული მაქვს შანელზე როდის დადებ. ძალიან კარგია love

  • koko10 თქვა:
    1 თებერვალი 2014 00:00 - ID: 9,
    ძალიან საინტერესო ნიუსი იყო.ყოჩაღ ავტორ love

  • cuca :))) თქვა:
    31 იანვარი 2014 19:48 - ID: 8,
    ველოდებით ყველა ახალ ნაწილს wink

  • liii :) თქვა:
    31 იანვარი 2014 18:31 - ID: 7,
    ვაფრენთ ასე სიახლეებზე love

  • demetria თქვა:
    31 იანვარი 2014 15:07 - ID: 6,
    ვაუ მაგარი სიახლე იყოო, ვერც წარმოვიდგენდი საწყალ ქალებს რისი გადატანა მოხდოვნიათ winked
    უამგრესი იყოო love

  • ani_1008 თქვა:
    31 იანვარი 2014 14:54 - ID: 5,
    ძალიან საინტერესო ნიუსი იყო შემდეგ ნაწილს ველოდები love

  • Dudu თქვა:
    31 იანვარი 2014 14:30 - ID: 4,
    არასდროს მეზარება ესეთი საინტერესო სიახლეების კითხვა.სუპერ სიახლეა love

  • natuka555 თქვა:
    31 იანვარი 2014 14:23 - ID: 3,
    უზომოდ მომწონს სიახლეების ეს სერია <3 ველოდები შემდეგს love

  • Remediosi თქვა:
    31 იანვარი 2014 12:17 - ID: 2,
    ძალიან საინტერესოა ველოდები ახალ სიახლეს

  • loseyourself თქვა:
    31 იანვარი 2014 10:54 - ID: 1,
    არაჩვეულებრივი ნიუსია, ვველოდები ჩემს შანელს, სწორედ მან მოაშორა ქალებს კორსეტი love love არ ვიცი როგორ შეგაქო, ასეთI ნიუსები უფრო საინტერესოა ბევრად, თან რომ არ გეზარება winked feel love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top