;
31 იანვარი 2014      te_te_e     10 კომენტარი     ნანახია 4349-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"მოდა მიდის, სტილი კი რჩება".
კოკო შანელი, 1883-1971 წ.

მოდის ისტორია : ტურნიური
1870 - იან წლებში კრინოლინის ზომაში შემცირდა და ვიქტორიანული დროის ქალბატონებმა თავი დააღწიეს გალიისმაგვარ კაბებს, მაგრამ არც უკეთეს დღეში აღმოჩნდნენ. კრინოლინის კაბებში ისინი ფეხებს მაინც ამოძრავებდნენ, მაგრამ ახალი დიზაინის კაბაში - ტურნიურში, შებოჭილ ქალბატონებს მძიმე უკანა კალთის ტარება უწევდათ. ეს გახლდათ ცნობილი ტურნიური, რომლის "კურტუმის" ზომა ისე გაიზარდა, რომ ზედ ჩაიდნითა და ფინჯნებით სავსე ლანგარი თავისუფლად მოთავდსდებოდა.
მოდის ისტორია : ტურნიური
ძიმე და მოუხერხებელი კრინოლინი ჩაანაცვლა ტურნიურმა, რომელსაც ასევე მასიური უკანა ნაწილი ჰქონდა. ქალებს კვლავ სჭირდებოდათ ხერხი წელის ვიზუალურად დასაპარატავებლად, მით უმეტეს, რომ 1860-იან წლებში, ზარის ფორმის კრინოლინისგან განსხვავებით, მათი სამოსი ვიწრო იყო და მხოლოდ უკანა ნაწილს ამშვენებდა ქსოვილის დიდი, აკეცილი ფენა. ტურნიურის უკანა მხარეს ქსოვილის მოგროვება იყო ერთგვარი ხერხი მოძრაობისა და ფორმის კომბინირებისთვის.

მოდის ისტორია : ტურნიური


პოლონეზი - à la polonaise

ანტია რომელსაც à la polonaise, ანუ პოლონეზი უწოდეს 1770-80-იან წლებში გამოჩნდა და დაახლოებით ერთი საუკუნის შემდგომ კვლავ განმეორდა მოდის ისტორიაში. როგორც წესი, ეს იყო კორსეტზე მორგებული კაბა, რომელიც წინიდან შუაზე იყო გაჭრილი, ხოლო უკან აკეცილი. ქვეშიდან მოჩანდა კაბასთან შედარებით კონტრასტული ფერის სარჩული. კაბის ასეთი ფორმა, სავარაუდოდ გამოიწვია სუფთა ჰაერზე სეირნობისას მისი ტალახიდან იოლად ამოთრების აუცილებლობამ. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და საფრანგეთში ბევრი სხვადასხვა სტილი დამკვიდრდა.

ერმინი პოლონეზი კვლავ იხსენიებოდა XX საუკუნის შუა ხანებში და აღწერდა გარშემო მოფარდაგებულ ნებისმიერი სახის ქვედაბოლოს.







მოდის ისტორია : ტურნიური








ეროტიკული ფორმები

1880 -იან წლებში ტურნიურის გამოზნექილი ფორმა ქალის საჯდომზე მეტად მკერდს უსვამდა ხაზს დ ქმნიდან ვიზუალურად დიდ ფორმებს, რომელსაც ვიქტორიანული ხანის ყველა ტრადიციული მამაკაცებიც კი ეროტიკულად და მიმზიდველად თვლიდნენ.

არის ფორმის კრინოლინის პირველი სახესხვაობა შედარებით დახვეწილი იყო. ახალ კაბებს სწორი წინა ნაწილი ჰქონდა , ხოლო უკან აკეცილი ჭარბი ქსოვილი ლენტებითა და ღილებით იყო შეკრული. კრინოლინის უკანა ნაწილის ასამაღლებლად ჯერ ცხენის ძუისგან დამზადებულ ცალკე ტურნიურს იყენებდნენ, 1870-იან წლებში კი კრინოლინი მთლიანად ტურნიურმა ჩაანაცვლა.

აბის მთელი ქსოვილი უკან იყო შეკრული, მხრებიდან კი ვიწრო, მარაოსებური შლეიფი ეშვებოდა ძირს. თავდაპირველად ტურნიური სამეჯლისო კაბებისთვის იკერებოდა, მაგრამ მალე ეს დეტალი დღის კაბებსაც მოარგეს.






ურნიურის პოპულარობა ნიშნავდა იმას, რომ ინგლისის მაღალი მოდის მამა, დიზაინერი ჩარლზ ფრედერიკ ვორთი ტექსტილის მომწოდებლებს კარგა ხნით დაასაქმებდა, რადგან ამ სტილის კაბას რა ქსოვილიც წინიდან აკლდა, უკანა მხრიდან ზედმეტადაც კი ჰქონდა ანაზღაურებული.
მოდის ისტორია : ტურნიური
მარცხნივ: ჩარლზ ფრედერიკ ვორთი
მარჯვნივ: ელისაბედ ბავარიელი დიზაინერის შეკერილ კაბაში



მოდის ისტორია : ტურნიური




იწრო კაბისა და ბრტყელი კორსეტის მოსაგებლად საჭირო იყო, ქალს თხელი ფიგურა ჰქონოდა, თუმცა ტანად სილუეტს უკან გაბერილი ტურნირი მაინც არღვევდა. ამგვარი სტილი არ მოუხდებოდა ფაშფაშა ფორმების მქონე დედოფალ ვიქტორიას.

იბეზე ასვლა თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი კაბით, რომელსაც მუხლის სიმაღლეზე სარტყელი ჰქონდა შემოხვეული. კაბის ეს დეტალი ე.წ "ბორკილი", მოდაში მოგვიანებით შემოსული ვიწრო კაბის დამახასიათებელი შტრიხია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ იგი ტურნიურისა და შლეიფის ეფექტის გასაზრდელად იყო საჭირო.

XIX საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა ფუნქციური საკერავი მანქანები და სინთეტიკური საღებავები, რამაც ტანისამოსზე ფასები დაწია. ტანსაცმლის კერვა "დემოკრატიულ"საქმედ იქცა და რადგან მისი შეძენა მზა ფორმით გახდა შესაძლებელი, ყველას გაუჩნდა საშუალება მოდურად ჩაეცვა.







ირველი საკერავი მანქანის მოგონებას მიაწერენ ინგლისელ თომას სეინტს 1790 წელს. მას შემდეგ საკერავი მანქანები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რამაც შესაძლებელი გახადა ქსოვილისა და ტანსაცმლის მრეწველობის პროდუქტიულობისა და წარმადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება
მოდის ისტორია : ტურნიური

მოდის ისტორია : ტურნიური


ურათზე ნაჩვენებია რენუარის ნახატი "ცისფერი ქალი". ახალმა ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა ცისფერი ქსოვილის წარმოება, თუმცა ეს ფუფუნება მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.



აღორძინება და დაღმასვლა

1880 -იან წლებში ტურნიურის კიდევ უფრო გაზვიადებული ვარიანტი გამოჩნდა. ქვედაბოლოს საჯდომთან ჩალით გატენილ ბალიშს აკერებდნენ და სარჩულის ქვეშ ლითონის რკალებს აყოლებდნენ, რის გამოც კაბის უკანა ნაწილი წელს ქვემოთ ჰორიზონტალურად იყო გამოშვერილი. მოგვიანებით ტურნიურის ზომა შემცირდა და მხოლოდ ბალიშის ამარა დარჩა, რის შემდგომაც იწყება ედვარდიანული მოდის ეპოქა.


მოდის ისტორია : ტურნიური











აქმანებით. ლენტებითა და ფოჩებით მორთულ-მოკაზმული ტურნიური მოდის ისტორიაში სასაცილო ეტაპს წარმოადგენს. ტურნიური, მისთვის დამახასიათებელი გრძელი შლეიფით, იშვიათად ახლაც ჩნდება წითელ ხალიჩაზე, თუმცა ძალიან მცირე შანსი არსებობს, რომ ქალებმა კვლავ მოინდომონ ასეთი საოსის ტარება, რომელიც მათ საჯდომს ძალიან ადიდებს.

ვიქტორიანული სამოსის რეფორმა

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ატლანტის ორივე ნაპირზე მცხოვრებმა სუფრაჟისტებმა გააჩაღეს მოძრაობა, რომელიც ითხოვდა ქალებისათვის არამარტო საარჩევნო უფლების მონიჭებას, არამედ უფრო მოსახერხებელი ტანისამოსსაც. გარდა ამისა, რომ ტურნიური ზღუდავდა ქალების მოძრაობას, ის საკლაოდ მძიმეც იყო.
მოდის ისტორია : ტურნიური

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

10


  • LiiZii თქვა:
    31 იანვარი 2014 21:30 - ID: 10,
    უმაგრესიი სიახლეაა ....

  • MARAUDER თქვა:
    31 იანვარი 2014 20:53 - ID: 9,
    მხოლოდ ერთს ვიტყვი-ფავორიტებში love

  • cuca :))) თქვა:
    31 იანვარი 2014 19:47 - ID: 8,
    მომეწონაა ძალიან love კარგი თემა გაქვთ აღებული love

  • Remediosi თქვა:
    31 იანვარი 2014 19:37 - ID: 7,
    მოუთმენლად ველოდები შენს სიახლეებს love

  • liii :) თქვა:
    31 იანვარი 2014 19:05 - ID: 6,
    ვაუ მაგარია love

  • Vintage თქვა:
    31 იანვარი 2014 18:52 - ID: 5,
    ციტატა: Williams
    აქ მარტო გოგონები ხართ, თუ ბიჭებიც მოსულა? no

    მოსულა wink

  • Williams თქვა:
    31 იანვარი 2014 18:00 - ID: 4,
    აქ მარტო გოგონები ხართ, თუ ბიჭებიც მოსულა? no

  • beonce თქვა:
    31 იანვარი 2014 17:42 - ID: 3,
    ყველა ნაწილი მომეწონა. love

  • demetria თქვა:
    31 იანვარი 2014 17:25 - ID: 2,
    ყველაფერი გავიგე ძველი მოდის შესახებ თან დაწვრილებით :დ მართლა შესანიშნავი ნიუსია love

  • Vintage თქვა:
    31 იანვარი 2014 17:14 - ID: 1,
    ბრავოო love ოთხივე პოსტი შესანიშნავია,როგორც ინფორმაციით,ისე ფოტომასალითურთ winked ძალიან მომეწონა.
    ვიმედოვნებ გაგრძელდება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top