;
1 თებერვალი 2014      te_te_e     5 კომენტარი     ნანახია 6080-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.".
კოკო შანელი, 1883-1971 წ.
მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
ველი ბერძნები და რომაელები სწორედ მართკუთხედ ქსოვილს იხვევდნენ სხეულზე. ასეთი ჩაცმულობა იმ დროის განვითარებული ცივილიზაციის უტყუარ ნიშანს წარმოადგენდა. რომაელების აზრით, შეკერილი ტანისამოსი ბარბაროსული იყო და ერთხანს ისეთი წესიც ჰქონდათ, რომ ვისაც საკუთარი დაუდევრობის გამო ასეთ სამოსში გამოიჭერდნენ, სიკვდილით სჯიდნენ.

ლბათ ყველას აინტერესებს უზარმაზარი კაბების შემდეგ როგორ შემოიჭრა მოდის სამყაროში ნაზი, ტანზე შემოხვეული კაბები და ვინ იყო მისი ფუძელმდებელი.

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
სურათზე: ძვ.წ. I ს-ის ამ რომაულ მოზაიკაზე გამოხატულია პლატონი თავისი მოწაფეებით.

ზეწარი ტანსაცმლის ნაცვლად

ალებიცა და კაცებიც მხრებზე შემოხვეულ გრძელ ქსოვილს - ქიტონს ატარებდნენ, რომელსაც ერთგვარი საკინძით - ფიბულათი იკრავდნენ. მას სამკაულის დანიშნულებაც ჰქონდა. რომაული სტოლა, რომელიც გათხოვილი ქალის სამოსი იყო, მამაკაცის ტოგის მოკრძალებულ ეკვივალენტს წარმოადგენდა. ეს ერთგვარი უსახელო ტუნიკა ბამბის, შალის ან აბრეშუმისგან იკერებოდა, მხრებთან მოკლე ზონრებით იკვრებოდა, ძირს ეშვებოდა და მკერდის ქვემოთ სარტყელი ეჭირებოდა.

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები







ტოლაზე გრძელ მოსასხამს, პალას , ატარებდნენ, რომლის ერთ ბოლოს ჯერ მარცხენა მხარზე გადაიდებდნენ, შემდეგ მარჯვენა იღლიის ქვეშ ამოიტარებდნენ, მთელ ტანზე შემოიხვევდნენ და ზურგის მხრიდან მარცხენა მხარზე გადმოიგდებდნენ. რომაელი ქალები იმდენ პირ ნაჭერში იყვნენ გახვეულები, რომ ქმრები მათ პატიოსნებაში ეჭვს ვეღარ შეიტანდნენ. თუმცა, ცნობილია ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ქმარი ცოლს იმის გამო დაშორდა, რომ ამ უკანასკნელს დაავიწყდა, სახლიდან გასვლამდე თავი დაებურა.

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
სურათზე: 5 საუკუნის დროინდელი ფიბულა - ბროში
ომაელი და ათენელი ქალების უბრალო ტანისამოსი ერთმანეთისგან ფერით, ორნამენტებითა და აქსესუარებით განსხვავდებოდა, რაც ადამიანის სტატუსზე მიანისშნებდა. ქიტოს ანუ "ზეწარს" ხშირად კაშკაშა წითლად, მუქ იასამნისფრად ან ზაფრანის ფერებში ღებავდნენ. ღარიბებს კი ერთფეროვან, უბრალო და უღიმღამო ქიტონი ეცვათ. წელის სარტყელს ზოგჯერ ოქროსგან აკეთებდნენ, ხოლო ფიბულა ანუ ბროში, ხანდახან ისეთ ზომებს აღწევდა, რომ მისი იარაღად გამოყენებაც კი შეიძლებოდა.

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
ხლა კი დროა თანამედროვე დროში დავბრუნდეთ და ვისაუბროთ დიზაინერზე, რომელმაც პირველმა შემოიტანა რომაული სტილის კაბა მოდის "ზღვაში". ეს დიზაინერი გახდათ წარმოშობით ესპანელი Mariano Fortuny, რომელიც 1871 წელს დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და დედასთან ერთად 18 წლის ასაკში, დედასთან ერთად პარიზში, ბიძასთან გადავიდა საცხოვრებლად. მარიანოს ბიძა მხატვარი იყო და ძმიშვილს შეასწავლა ხელოვნება. ალერგიის გამო, რომელიც მას ცხენებისგან აწუხებდა, ოჯახი იძულებული იყო ვენეციაში გადასულიყო საცხოვრებლად სადაც ისინი დაბინავდნენ 19 საუკუნის შემობაში. იმის მიუხედავად რომ იგი სულ სხვა გარემოში იზრდებოდა, იტაცებდა აღმოსავლური სტილი და ეს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.





ან პირველი ტექსტილი 1906 წელს შექმნა, ხოლო 1 წლის შემდეგ, მან ამ მატერიისგან შექმნა ყველასთვის ცნობილი Delphos-ის კაბა. მისი შთაგონების წყარო ქანდაკება სახელად: Charioteer of Delphi გახდა, რომელიც ბრინჯაოსგან შექმნილ რომაელი კაცის ფიგურას წარმოადგენს. კაბის სახელიც სწორედ ქანდაკების სახელიდან მომდინარეობს.

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები














იზაინერმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო ქალბატონები, უბრალო თანამედროვედ შეკერილი კაბებით შეემოსა. კაბები შეკერილი იყო დაპლისული მატერიისგან, რომელიც ერთმანეთზე გადაკერებული იყო სქელი თასმებით და უზორებზე ძვირფასი ქვები ამშვენებდა. სწორედ ეს ქვები აძლევდა კაბას "დავარდნილ" ეფექტს. დელფოსის კაბებმა ძალიან მალე ჰპოვა პოპულარობა და ქალებმაც საბოლოოდ დააღწიეს თავი მოუხერხებელ გალიებს.
























არიანომ კაბა 1909 წელს დააპატენტა და ოდნავ განსხვავებული და დახვეწილი წარმოგვიდგინა. კაბის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ დიზაინერი 2 ერთნაირ კაბას არ კერავდა, ხოლო კაბას ყუთით ყიდდა, რადგან მატერიის დახვევა ძალიან ადვილი იყო და უფრო მიმზიდველადაც გამოიყურებოდა.
მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
სურათზე: მარცხნივ Lillian Gish; მარჯვნივ კაბის უკანა ხედი

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
სურათზე: მარცხნივ Isadora Duncan-ის ქალიშვილები; მარჯვნივ: Mrs Selma Schubert

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
სურათზე: მისი კაბა ასევე მოირგო მსახიობმა Lauren Bacall-მა ოსკარის 1978 წლის დაჯილდოებაზე

მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები
ანამედროვე ეპოქაში შემოსახვევ ტანისამოსს ყველაზე ეფექტური ფორმა მოუძებნა პარიზელმა დიზაინერმა მადამ გრესმა, რომლის დაშვებული პლისეს მოსასხამები სისადავით გამოირჩევა. 1970 წელს, მან გამოფენაზე გაბედული ავანგარდული დიზაინის მოდელები წარმოადგინა, სადაც ნეოკლასიკური მოსასხამებით გაფორმებული კოლექცია თვალისმომჭრელი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
მოდის ისტორია : სამოსში შეხვეულები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

5


  • demetria თქვა:
    3 თებერვალი 2014 21:23 - ID: 5,
    გაააგრძელეე love

  • elga თქვა:
    2 თებერვალი 2014 19:41 - ID: 4,
    აუ რა კარგი პოსტი იყო. საინტერესო ძალიან მომეწონა

  • liii :) თქვა:
    2 თებერვალი 2014 14:58 - ID: 3,
    ძალიან მომეწონა და თუ შეძლებ გააგრძელე love

  • marika0704 თქვა:
    2 თებერვალი 2014 13:30 - ID: 2,
    ძალაინ საინტერსო იყო.

  • BarcaFan თქვა:
    2 თებერვალი 2014 10:32 - ID: 1,
    დიდი მადლობა ავტორს :) ნამდვილად ძალიან საინტერესეო ინფორმაცია იყო ... წარმატებები winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top