13 February 2014      gvanntsi     Views 17 372    
Category: Fun, Interesting

წარმოგიდგენთ რუსი რომანისტის, მწერლის და ესეისტისს თედორე დოსტოევსკის გამონათქვამებს, რომელზეც ამბობდნენ, რომ - ისე არავის გაუანალიზებია ადამიანის რთული სტრუქტურა, როგორც დოსტოევსკის. მისი ფსიქოლოგიური შეგრძნება უძლეველი და ოცნებებით აღსავსეა

რუსი კლასიკოსის გამონათქვამები : თედორე დოსტოევსკი

გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა

ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული

მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური

ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ

ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა

ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს

არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს

რუსი კლასიკოსის გამონათქვამები : თედორე დოსტოევსკი

სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება

რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში

რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც

კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი

მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი

ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა

ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა

რუსი კლასიკოსის გამონათქვამები : თედორე დოსტოევსკი

უნაკლო და ჰარმონიული კაცი მართლაც თითქმის სრულიად არ მოიძებნება; ასში და ათასში მხოლოდ ერთია ასეთი და ისიც მოიკოჭლებს

წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს

შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა

რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი

თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას

ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო.

რასაც არ უდნა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს

ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად

რუსი კლასიკოსის გამონათქვამები : თედორე დოსტოევსკი

იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი

როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით დამდგარს

ყველა საკუთარი თავი სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ – სიცოცხლე შენთვის სულ ერთია

სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია

ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია

ადამიანთა ყოფიერების საიდუმლო მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იცოცხლოს, არამედ იმაშიც, რისთვის იცოცხლოს

თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია

ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება

რუსი კლასიკოსის გამონათქვამები : თედორე დოსტოევსკი

თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს?- ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი

არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული

მეორეხარისხოვანი როლის არ მესმოდა და სწორედ ამიტომაც, რეალობაშიც ყოველთვის უკანასკნელი ვიყავი. ან გმირი ხარ, ან ტალახი, შუალედი არ არსებობს

როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით დამდგარს

სისულელეები ძალიან სჭირდება დედამიწას, რადგან მსოფლიო სისულელეებზე დგას

გამომგონებლები და გენიოსები თავიანთი საქმიანობის დასაწყისში (ძალიან ხშირად დასასრულსაც) ხშირად მიაჩნდათ საზოგადოებაში უგუნურებად

მსახურებს გაცილებით მეტი ჭკუა გააჩნიათ,ვიდრე მათ ბატონებს გონიათ

ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი

ადამიანის ცხოვრების მეორე ნახევარი პირველ ნახევარში დაგროვილი ჩვევებისაგან შედგება

რუსი კლასიკოსის გამონათქვამები : თედორე დოსტოევსკი

ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს… უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, ფარული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი

რა ადვილად ეჩვევა ადამიანი ფუფუნებას და რარიგ უჭირს ხოლმე უიმისობა,როცა მის გემოს იგებს და ძვალ რბილში გაუჯდება

ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა

დანაშული წარმოადგენს პროტესტს სოციალური წესწყობილების უკუღმართობის წინააღმდეგ

ყოველგვარი ზომების მიუხედავად , ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ: შერჩება გრძნობები,ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება

სიკვდილი სულერთია , სიკვდილის შემდეგაც სიყვარულია

ნუ შეშინდები ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე
რუსი კლასიკოსის გამონათქვამები : თედორე დოსტოევსკი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top