20 February 2014      AnnLennon1     Views 7 604    
Category: Fun, Interesting / Films, Movies

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

- ‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები -

‘The Wolf Of The Wall Street’ მარტინ სკორსეზეს შავი კომედია, რომელიც გადაღებულია ჯორდან
ბელფორტის მემუარზე
დაყრდნობით. ფილმის პრემიერა შედგა 2013 წლის 15 ნოემბერს და უმალვე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა არა მარტო კინომოყვარულების, არამედ კინოკრიტიკოსების მხრიდანაც. ბელფორტის როლში გვევლინება ლეონარდო დიკაპრიო, რომელმაც უბადლოდ შესრულებული როლისთვის წლევანდელ ოსკარზე ნომინაცია მოიპოვა. ახლა კი გავიგოთ თუ რა საინტერესო ფაქტი ხდებოდა კადრს მიღმა და რა მსხვერპლის გაღება უწევდათ მსახიობს თავისი როლისთვის.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

❆ თავად ჯორდან ბელფორტი, რომლის პიროვნებასას ფილმში ლეონარდო დიკაპრიო განასახიერებს
ფილმის დასასრულს (ბოლო სცენაში) მონაწილეობს. დღესდღეობით ეს სახელგანთქმული პიროვნება
სპიკერი გახლავთ, რომელმაც წარსულში 22 თვე გაატარა ფედერალურ ციხეში საფონდო გაყალბებისთვის.

ლეოს სწორედ ჯორდანმა გაუწია მენთორობა, რათა ნარკოტიკის მოხმარების
სცენები გაცილებით რეალური და სინამდვილესთან მიახლოებული ყოფილიყო.

❆ სცენები, სადაც მსახიობები კოკაინს იყნოსავენ რეალურად ეს ფხვნილი ‘ბ’ ვიტამინია.

მეთიუ მკონაფი თავის შესრულებულ ასე ვთქვათ ღიღინის სცენას გასახურებლად იყენებს გადაღებების დროს. როდესაც ეს ლეონარდო დიკაპრიომ შეამჩნია, სცადა მსახიობი დაერწმუნებინა, რომ ფილმში ამ მოქმედების გამოყენება მომგებიანი იქნებოდა, რამაც საბოლოოდ გაამართლა.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

∞ სცენა, რომელშიც ბრედი დონის არტყამს რეალურად მოხდა. ჯონ ბერნტალმა იმდენად მწარედ გაარტყა ჯონა ჰილს, რომ ფილმისთვის გამოყენებული პროთეზის კბილებიც კი გადმოაყრევინა.

დონი აზფორის როლის შემსრულებლის ძებნისას სკორსეზემ გადაწყვიტა პირადად შეხვედროდა ჯონა ჰილს, თუმცა მან მოითხოვა, რომ ქასთინგი გაეარა ამ როლისთვის. ეს პირველი ქასთინგი იყო მისთვის 6 წლის განმავლობაში.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

❆ ჯონა ჰილს სურდა ეჭამა ნამდვილი ოქროს თევზი, რადგან ფიქრობდა, რომ გადასაღებ მოედანზე ყველა ბოლომდე იხარჯებოდა. არ სურდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ყველაფერი მარტივად გამოსდის. სწორედ ამიტომ, მან ჩანაფიქრი განახორციელა და ოქროს თევზი სამი წუთის განმავლობაში გაიჩერა პირში.

❆ ფილმში სცენების უმეტესობა იმპროვიზირებულია, რაც რეჟისორის მარტინ სკორსეზეს იდეა გახლავთ.

❆ ავსტრალიელმა მსახიობმა მარგოტ რობიმ, რომელიც ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს მეუღლეს
განასახიერებს ერთ-ერთი სცენის დროს იმდენად მწარედ გაარტყა ლეოს, რომ იფიქრა მსახიობი მას სასამართლოშ უჩივლებდა. გადასაღებ მოედანზე სიჩუმე ჩამოვარდა, მარგოტმა დიკაპრიოს პოდიში მოუხადა, ხოლო ამ უკანასკნელმა კი ახალგაზრდა მსახიობი შეაქო ამ გამბედაობისთვის და სთხოვა კიდევ ერთხელ გაეწნა სილა მისთვის.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

∞ მარტინ სკორსეზემ მარგოტ რობის შესთავაზა მოეცვა ხალათი და არ ყოფილიყო სრულიად შიშველი,
თუმცა მსახიობმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან მისი აზრით ნაომის სხეული მისი ერთადერთი
ვალუტა და არსებობის წყარო იყო მსოფლიოში. რობიმ აღიარა, რომ ამ სცენის გადასაღებად მან სამი ჭიქა
ტეკილა გადაჰკრა, რათა მოდუნებულიყო.

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

სტივენ სპილბერგმა გაატარა ერთი დღე ფილმის გადასაღებ მოედანზე და დაესწრო სტივ მედენის
სიტყვით გამოსვლას
. მან რჩევა მისცა მარტინ სკორსეზეს და არამარტო მას, მსახიობებსაც. სკორსეზემ
განაცხადა, რომ ამ სცენის სწორად გადმოცემაში სპილბერგსაც დიდი წვლილი მიუძღვის.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

∞ მარტინ სკორსეზემ განაცხადა, რომ სცენა სადაც დიკაპრიო ცდილობს მანქანას მიუახლოვდეს და კარი გააღოს იმპროვიზირებულია თავად ლეოს მიერ. სწორედ ლეოს იდეა იყო მანქანის კარი ფეხით გაეღო. ამ სცენის
გადაღებას კი ერთი კვირა დასჭირდა, რაც ლეომ თავადვე განაცხადა ელენ დეჯენერასის შოუში.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

❆ ლეონარდო იმდენად ნერვიულობდა ჯონა ლამლისთვის ეკოცნა, რომ მას 27 დუბლი დასჭირდა ამისთვის.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

❆ დიკაპრიოს ბელფორტის როლის შესრულება 2007 წლიდან სურდა, როდესაც წიგნი პირველად აიღო ხელში
და წაიკითხა. მისი მიზანი არა მხოლოდ ჯორდანის ბნელი მხარის წარმოჩენა გახლდათ, არამედ მისი ნათელი
და დადებითი ემოციების და ცხოვრების ტრაგიკული გაკვეთილის.

❆ ჯორდან ბელფორტის როლისთვის მსახიობები კრის ივანსი და ჯოსეფ გორდონ ლევიტი იბრძოდნენ, ხოლო ნაომის როლისთვის ბლეიკ ლაივლი, როზი ჰეტინგტონ უაითლი, ემბერ ჰარდი და ტერეზა პალმერი.
‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები

‘The Wolf Of The Wall Street’ - საინტერესო ფაქტები


Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top