;
6 მარტი 2014      tatia-tatia777     13 კომენტარი     ნანახია 15817-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ცნობილი სულთანი ''ჰიურემი''
მე-16 საუკუნე, ოსმალეთის იმპერია. გარდაიცვალა სულთან სელიმი და ტახტზე მისი ერთადერთი უფლისწული სულეიმანი ავიდა. იგი შემდგომში ცნობილი გახდა ''სულთან სულეიმან დიდებული ' ' . ოსმალეთის იმპერიაში ამ პერიოდში მხოლოდ სულთან სულეიმანმა არ მიაღწია გასაოცარ წარმატებას. მსოფლიომ გაიცნო მისი ცნობილი ხარჭა ''ჰიურემი'', ყოფილი მონა და შემდგომში მისი კანონიერი მეუღლე, 5 უფლისწულის და ერთი სულთნის დედა. ჰიურემ სულთნის ცხოვრება ბუნდოვანია, სავარაუდო ცნობებს მასზე ინახავს ოფიციალური დოკუმენტები, მაშინდელი გავლენიანი პოლიტიკოსების წერილები და თქმულებები. ვინ იყო სინამდვილეში თავად ჰიურემ სულთანი იგივე ალექსანდრა (ან ანასტასია) ლისოვსკა, იგივე ''როკსოლანა ''

დაახლოებით 1502-1505 წლებში იგი დაიბადა ყირიმში, უკრაინა. მისი მამა ადგილობრივი მღვდელი, დედა კი მასწავლებელი იყო. გოგონას შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა რაც იგი სულთან სულეიმანის ჰარემში მიიყვანეს.
ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ცნობილი სულთანი ''ჰიურემი''

თქმულების თანახმად ჰიურემი მაშინ გაიტაცეს როცა მოთარეშე თათრები თავს დაესხნენ მის სოფელს. დახოცეს ქალები,ბავშვები,მოხუცები და ლამაზი გოგონები ტყვედ წამოასხეს. მათ შორის იყო მშვენიერი ალექსანდრა . სავარაუდოდ იგი შემდეგში ტყვედ გაყიდეს სტამბულის მონათა ბაზარზე. მონღოლთა იმპერიის მთავარმა მსახურმა ვინმე იბრაჰიმმა გოგონა ბაზარზე ნახა და ჩათვალა, რომ იგი ძალიან კარგი საჩუქარი იქნებოდა ტახტზე ახლად ასულ სულეიმანისთვის.
ალექსანდრა შეისყიდა რამოდენიმე გოგონასთან ერთად და დედაქალაქში გამოგზავნა სულთან სულეიმანის ჰარემში. გოგონა თავიდანვე გამოირჩეოდა ველური ხასიათით რითიც უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა. იმის შესახებ თუ რის აღსანიშნავად აჩუქეს ალექსანდრა სულეიმანს არსებობს ორი ვერსია: პირველი ტახტზე ასვლის აღსანიშნავად და მეორე 25 წლის იუბილეს მისალოცად

ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ცნობილი სულთანი ''ჰიურემი''
კადრი სერიალიდან "დიდებული საუკუნე", გერმანელ-თურქი მსახიობი: მერიემ უზერლი

გოგონა სულთან სულეიმანს წარუდგინეს და მან იცეკვა მბრძანებლისთვის. თქმულების მიხედვით მისი ცეკვისგან მონუსხულმა მბრზანებელმა მას იისფერი ცხვირსახოცი აჩუქა. იისფერი ცხვირსახოცი ნიშნავდა, რომ ის ხდებოდა სულეიმანის პირადი და განსაკუთრებული ხარჭა და მას უნდა ეცხოვრა მის მდიდრულ აპარტამენტებში.
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა სულთანი უფრო და უფრო ხდებოდა მიჯაჭვული ხარჭაზე . მისი ინტერესი კი აცოფებდა საგვარეულოს წევრებს განსაკუთრებით კი სულეიმანის მეორე ფავორიტს და უფლისწულ მუსტაფას დედას მაჰიდევრანს . მათ დაპირისპირებაზე წერდნენ მაშინდელი ელჩები სხვადასხვა ქვეყნებიდან ,რომ უფლისწულის დედამ სცემა ხარჭა და კაბა შემოახიაო . მეორე დღეს კი როცა მბრძანებელმა თავისი ძვირფასი ხარჭა იხმო და არ მოვიდა სულეიმანმა ჩაიდინა გაუგონარი რამ,ის პირადად შეიჭრა ჰარემში და ხარჭას ეახლა თავის ოთახში. როცა მოისმინა მიზეზი ისე განრისხდა რომ უფლისწულის დედას სასახლიდან აგდებდაო. მაგრამ ამ ამბავში დედა სულთანი აიშე ჰაფსა სულთანი ჩაერია და სულეიმანს მოუწოდა გონიერებისკენ,ვის გაუგონია ხარჭის გამო უფლისწულის დედის სასახლიდან გაგდებაო. თუ გინდა რომ მსოფლიო მბრძანებელი გახდე უმწიკლო რეპუტაცია უნდა გქონდესო . სულეიმანმა არ წავიდა დედის წინაარმდეგ და მაჰიდევრანს აპატია .მაგრამ იმ დღის მერე ჰიურემი პირველ ხარჭად დაინიშნა . საყვარელ ხარჭას კი უწოდა სახელი ''ჰიურემი'' რაც ნიჭნავდა ''ბავშვურს'' ''საყვარელს'' ''დიდებულს''

ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ცნობილი სულთანი ''ჰიურემი''

რაც დრო გადიოდა მწვავდებოდა დაპირისპირება სასახლეში. დინასტიის წევრები ,თანამდებობის პირები არ ურიგდებოდნენ მეორე პლანზე ყოფნას და გაილაშქრებდნენ ხოლმე ჰიურემის წინაარმდეგ. ამას ისიც დაემატა რომ ჰიურემი მუსლუმანად მოინათლა. მისი პოზიციები კარზე მყარდებოდა ,მან შეძლო და მოახერხა, რომ მბრძანებლისთვის გაეჩინა უფლისწული და გამხდარიყო სულთანი .ტრადიციის თანახმად ოსმალეთის მბრძანებელს უფლება ქონდა 500 მდე ხარჭა ყოლოდა ჰარემში,ჰიურემის გამოჩენის მერე კი სულეიმანი არ უხმობდა სხვა ქალს,მათ შორის არც მაჰიდევრანს. ეს აცოფებდა ყველას და ცდილობდნენ ჰიურემი ჩამოეშორებინათ მბრძანებლისთვის. არაოფიციალური ინფორმაციით ჰიურემის მრავალგზის მკვლელობის მცდელობა მოხდა საეჭვო ვითარებაში .
ცნობილია ჰარემში მომხდარი ფაქტი რომლის მიხედვითაც სულთან სულეიმანმა ყირიმის ხანის მიერ გამოგზავნილი ხარჭები უკან დააბრუნა რადგანაც მიხვდა რომ ჰიურემს ეწყინა მათი ნახვა .ხოლო დედა სულთანს ჰიურემისთვის ბოდიშის მოხდაც კი მოუწია .
ჰიურემმა მომდევნო წლებში კიდევ 4 უფლისწული და ერთი გოგონა გააჩინა .ჰიურემი ევროპელებისთვის ცნობილი იყო როგორც ''როკსოლანა'' რაც ნიშნავდა ''უკრაინელს '' .
ისტორიულად ცნობილია რომ ჰიურემი იყო ძალიან ჭკვიანი ქალი.მან ჰარემში მიიღო ძალიან კარგი განათლება. ის სიცოცხლის ბოლომდე იყო სულთან სულეიმანის პირადი პოლიტიკური მრჩეველი.ცნობილია ,რომ მან რამოდენიმე ბრძოლის წარმოებისკენაც კი უბიძგა სულეიმანს.მისი სიჭკვიანის და სიმტკიცის მიმართ ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას უცხოელი ელჩები. მათ ქონდათ პატივი შეხვედროდნენ პირისპირ სულთნის ცნობილ მეუღლეს რომელზეც საუბრობდა მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო. ჭორებად დადიოდა რომ მან სულთანი მოაჯადოვა . იგი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაასაფლავეს მისსავე აშენებულ მეჩეთში. ცნობილია რომ სულთან სულეიმანი სივდილამდე გლოვობდა ჰიურემს და საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას არ აძლევდა. მხოლოდ წყალზე და პურზე იყო . მას განსაუთრებულად უყვარდა ჰიურემთან შეძენილი ქალიშვილი მიხრიმახი რომელსაც გვერდიდან არ იშორებდა რადგანაც ძალიან გავდა დედამისს.

ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ცნობილი სულთანი ''ჰიურემი''
ჰიურემი სიცოცხლეშივე ანხორციელებდა დიდ საქველმოქმედო საქმიანობებს. აშენებდა მეჩეთებს, სასადილეობს, საავადმყოფოებს. აპურებდნენ და იფარავდნენ ობლებს, ქვრივებს, უსახლკაროებს. საბოლოოდ ტახტზე ავდა ჰიურემის შვილი სელიმი. რომელმაც სულ 8 წელი მართა და მიჩნეულია როგორც ოსმალეთის ყველაზე სუსტი მმართველი.


ფაქტები ჰიურემ სულთანზე

* ჰიურემი იყო პირველი ხარჭა, რომელიც წმინდა ხუთშაბათის ღამეს აღმოჩნდა მბრძანებლის ოთახში.
* ჰიურემი იყო ერთადერთი ხარჭა, რომელმაც ოსმალეთის ისტორიაში ერთზე მეტი უფლისწული გააჩინა. რადგანაც კანონით ხარჭას ერთი უფლისწულის გაჩენის უფლება ჰქონდა.
* ჰიურემი იყო ერთადერთი ხარჭა, რომელიც სიკვდილამდე ჰარემში, მბრძანებელთან ცხოვრობდა. სხვა შემთხვევაში ხარჭები ჰარემიდან მიდიოდნენ და მარტო მაშინ ბრუნდებოდნენ, როცა უფლისწული გაიზრდებოდა.
* ჰიურემი იყო ერთადერთი ხარჭა, რომელთანაც მბრძანებელი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ის იყო ერთადერთი, ქალი რომელიც იყო ერთადერთი ქალი მბრძანებლისთვის.
* ჰიურემი იყო ერთადერთი ქალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, რომელიც მბრძანებელს კანონიერად გაყვა ცოლად. რადგანაც ეს იკრძალებოდა.
* ჰიურემი იყო ერთადერთი ქალი რომელსაც უფლება ქონდა ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში.
* ჰიურემი იყო ერთადერთი ქალი რომელიც ერეოდა პოლიტიკურ პროცესებში.
* ჰიურემი იყო ერთადერთი მმართველი ქალი ოსმალეთის ისტორიაში.
* ჰიურემი იყო ერთადერთი ქალი რომელიც ესწრებოდა მბრძანებილს ოფიციალურ შეხვედრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰარემის ქალებისთვის შეხედვა კანონით ისჯებოდა. ჰიურემის აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე მიუთითებს შემორჩენილი უამრავი სახელმწიფო ხასიათის დოკუმენტი, რომელზეც დასმულია მისი პირადი ბეჭედი. სახელმწიფო საბუთებზე ბეჭედს არ სვამდნენ ჰარემის ქალები.


ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ცნობილი სულთანი ''ჰიურემი''

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • likunia თქვა:
    16 მაი 2014 19:29 - ID: 13,
    როგორც ვიცი,მაჰიდევრანს მეორე უფლისწულიც ჰყავდა,რომელიც პატარა დაიღუპა.
    ის იყო ერთადერთი, ქალი რომელიც იყო ერთადერთი ქალი მბრძანებლისთვის.
    ჰიურემი იყო ერთადერთი ქალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, რომელიც მბრძანებელს კანონიერად გაყვა ცოლად. რადგანაც ეს იკრძალებოდა.
    ჰიურემი იყო ერთადერთი ქალი რომელსაც უფლება ქონდა ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში.
    ჰიურემი იყო ერთადერთი ქალი რომელიც ერეოდა პოლიტიკურ პროცესებში.
    ჰიურემი იყო ერთადერთი მმართველი ქალი ოსმალეთის ისტორიაში. –––––––––––> უკაცრავად მაგრამ ესენი ტყუილია,რადგან სელიმსაც მოყავს ცოლად ნურბანუ ტახტზე ასვლის შემდეგ,რომელიც გახდება პირველი დედა სულთანი „ქალთა სულთანატის“ პერიოდში ანუ როცა ქალებს განსაკუთრებული ძალაუფლება ჰქონდა, იმპერიის მართვაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულად ერეოდნენ.
    გარდა ამისა სულეიმანს შემდეგ სხვა ქალისგან კიდევ შეეძინა შვილი.
    ჩემი აზრით, კი ჰიურემი მაგარი აფერისტი და ინტრიგანი ქალი იქნებოდა.აშკარად ჭკვიანიც,რადგან ამ ყველაფერს მოხერხება ხომ უნდა.ძალიან ეშმაკიც იქნეობოდა და გაუმართლა კიდეც.

  • mashicocoblog თქვა:
    15 მარტი 2014 15:45 - ID: 12,
    ადმინ ეს რა მაფიაა? :) ამასწინად იგივე სტატია მე არ გამომიქვეყნე ასეთ სტატიებს აქ არ ვდებთო სხვა გვერდიდან დაკოპირებულსო და ახლა შეიძლება ხომ? :))

  • NataLefayStew თქვა:
    14 მარტი 2014 23:29 - ID: 11,
    უიმეეეეეეე.ტვინი მაქვს ნაღრძობი.სულთან სულეიმანი რომ წავიკითხე,ეგრევე სიცილი ამიტყდა! lol lol wink

  • tatia-tatia777 თქვა:
    8 მარტი 2014 10:20 - ID: 10,
    ციტატა: liii :)
    ბევრი რამ გავიგეე love მოიცა და შენ ეს ყველაფერი იცი?(თუ ზოგიერთი რაღაც ინტერნეტიდან გაქვს გადმოწერილი? :დ )
    არა ვიცი .
    ინტერნეტში ძაან მწირი ინფორმაციაა ჰიურემზე
    ქართულ ენეზე მითუმეტეს

    ციტატა: liii :)
    ბევრი რამ გავიგეე love მოიცა და შენ ეს ყველაფერი იცი?(თუ ზოგიერთი რაღაც ინტერნეტიდან გაქვს გადმოწერილი? :დ )

    ინტერნეტშში ძაან მწირი ინფორმაციაა მითუმეტეს ქართულ ენაზე

  • liii :) თქვა:
    7 მარტი 2014 21:51 - ID: 9,
    ბევრი რამ გავიგეე love მოიცა და შენ ეს ყველაფერი იცი?(თუ ზოგიერთი რაღაც ინტერნეტიდან გაქვს გადმოწერილი? :დ )

  • beonce თქვა:
    7 მარტი 2014 14:37 - ID: 8,
    საინტერესო სიახლე იყო.სერიალს არ ვუყურებ,თუმცა ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა ეს ქალი და ინტერესი დავიკმაყოფილე.:)) ცბიერი და ინტრიგანი,რომ არ ყოფილიყო,მარტო სიყვარულით და სილამაზით,ალბათ,ვერც გახდებოდა მთელს ოსმალეთში მეორე პირი.

  • tatia-tatia777 თქვა:
    7 მარტი 2014 00:11 - ID: 7,
    კი ბევრი ინტრიგა დაატრიალა
    დაპირისპირებასი იყო დინასტიის წევრებთან რადგან ფაქტიურად მე-2 კაცი იყო იმპერიაში
    მართავდა კიდევაც სულეიმანის ომსი ყოფნის დროს იმპერიას
    არადა ეს ზოგადად ქალებს ეკრძალებოდათ,მიტუფრო სახელმწიფო ბეჭდის გამოყენება


    მადლობა,მეტიც შეიძლებოდა მაგრამ ვიფიქრე ძაან ბევრი გამოვათქო

  • tamo თქვა:
    6 მარტი 2014 23:36 - ID: 6,
    რუსულ წყაროებში წავიკითხე დიდი ინტრიგანი ვინმე იყოო,უმეტესობა სასხლის კარზე მის ინტრიგებს შეეწირა და მისი მსხვერპლი იყოო.

    კარგი სიახლეა,რამდენი გიწერია,ამის დაწერას მეხუმრები ? :D

  • Mari.♫ თქვა:
    6 მარტი 2014 22:55 - ID: 5,
    მერიემის სილამაზე მაგიჟებს.
    საოცრად ასრულებს როლს.

  • tatia-tatia777 თქვა:
    6 მარტი 2014 22:03 - ID: 4,
    ციტატა: LiiZii
    კარგი სტატიააა
    ციტატა: tatia-tatia777
    მაჰიდევრანს არ ყავდა შემდეგ შვილი.ეგ მხოლოდ ვარაუდიია, რომ ჰიურემამდე გააჩინა გოგონა რომელიც გარდაიცვალა . ჰიურემის მერე სულეიმანისთვის შვილი სხვა ქალს არ გაუჩენია

    love love მომეწონა

    მადლობა

  • LiiZii თქვა:
    6 მარტი 2014 20:47 - ID: 3,
    კარგი სტატიააა
    ციტატა: tatia-tatia777
    მაჰიდევრანს არ ყავდა შემდეგ შვილი.ეგ მხოლოდ ვარაუდიია, რომ ჰიურემამდე გააჩინა გოგონა რომელიც გარდაიცვალა . ჰიურემის მერე სულეიმანისთვის შვილი სხვა ქალს არ გაუჩენია


    love love მომეწონა

  • tatia-tatia777 თქვა:
    6 მარტი 2014 18:20 - ID: 2,
    მაჰიდევრანს არ ყავდა შემდეგ შვილი.ეგ მხოლოდ ვარაუდიია, რომ ჰიურემამდე გააჩინა გოგონა რომელიც გარდაიცვალა . ჰიურემის მერე სულეიმანისთვის შვილი სხვა ქალს არ გაუჩენია

  • anuk-anuki თქვა:
    6 მარტი 2014 18:11 - ID: 1,
    ertaderti xarcha iyo romelic gaxda sultnis coli da ara qali. kanonoeri coli yvela sultans hyavda. da hiurremis shemdegac mahidevrantan hyavda shvili ubralod seriali rom gadaiges iq ar chans.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top