;
19 მარტი 2014      GilGalad     6 კომენტარი     ნანახია 2421-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring - შემოქმედება, რომელიც ბევრმა მხოლოდ პიტერ ჯექსონის ფილმებიდან იცის: The Fellowship of the Ring (2001), The Two Towers (2002), The Return of the King (2003) აგებულია ინგლისელ მწერალ J. R. R. Tolkien -ის წიგნებზე, (1892 – 1973) რომელიც ფენტეზის ჟანრს მიეკუთვნება.

ახლა კი გადაიღეს ფილმები The Hobbit: An Unexpected Journey (2012), The Desolation of Smaug (2013) და მალე ვიხილავთ There and Back Again (2014), რომლებიც ასევე წარმოადგენენ ეკრანიზაციას, The Lord of the Rings ტრილოგიის პრექუელს.


The Lord of the Rings -  ბეჭდის და საძმოს ისტორია


ვიხილოთ, თუ როგორ ვითარდება ბეჭდის და საძმოს ისტორია The Lord of the Rings


თემა დაყოფილია რამოდენიმე თავად:
1. ბეჭდის ისტორია ( მათთვის ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს ტრილოგია)
2. რამოდენიმე ფაქტი, რაც შეიძლება უცნობი იყოს მკითხველისთვის.
3. ბეჭდის საძმო ბრძოლის შემდეგ.


თავი პირველი - ბეჭდის ისტორია

ისტორია ბეჭედის შესახებ, რომელიც განადგურდა მესამე წლის (Third Age)-ს 3019 წლედის 25 მარტს... ყველაფერი კი დაიწყო მეორე წელს(Second Age), როდესაც ერეგიონის(Eregion) იდეით გაჩნდა შექმნილიყო 19 ბეჭედი, რომელიც რასებს უნდა განაწილებოდა. სამი მათგანი ერგოთ ელფთა მეფეებს, შვიდი ჯუჯების ლორდებს საკუთარ ქვის დარბაზებში, ცხრა კი მომაკვდავ ადამიანებს, სასიკვდილოდ განწირულებს რომ დაღუპულიყვნენ.. სწორედ ამ დროს ბნელმა მართველმა სხვებისგან დამოუკიდებლად, საიდუმლოდ შექმნა კიდევ ერთი ბეჭედი - ოროდრუინის ცეცხლში, რომელიც ყველა სხვა დანარჩენი ბეჭდის ძალას აერთიანებდა.

Three Rings for the Elven-kings under the sky,
Seven for the Dwarf-lords in their halls of stone,
Nine for Mortal Men doomed to die,
One for the Dark Lord on his dark throne
In the Land of Mordor where the Shadows lie.
One Ring to bring them all and in the darkness bind them


The Lord of the Rings -  ბეჭდის და საძმოს ისტორია


საურონმა მისი გამოყენება დანარჩენი რასების გასანადგურებლად გამოიყენა, მის მართველობის ქვეშ კი მოექცნენ ორკები (ძველი ელფები, რომლებიც მელკორმა მრავალგზის ტანჯვის შემდეგ შექმნა, საურონიც სწორედ მისი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეშევრდომი იყო). მათ დაიწყეს დაპყრობითი ომები და მალე შუამიწეთზეც გაბატონდნენ.

ბეჭდის ძალა დამანგრეველი აღმოჩნდა საურონის ხელში, ამის გამო დასუსტებულმა რასებმა გადაწვიტეს უკანასკნელი ძალებით გაერთიანებულიყვნენ და შეეტიათ ბნელი მმართველის წინააღმდეგ.
ამგვარად ჩამოყალიბდა გაერთიანება, რომელსაც "უკანასკნელი ალიანსი" ეწოდა.(ფილმში მხოლოდ ორ რასას ვხვდებით მის შემადგენლობაში : ადამიანებსა და ელფებს,) გადამწყვეტი ბრძოლა გორგოროთში, მორდორში მოხდა, სადაც ალიანსის წინაშე თვით საურონიც კი გამოვიდა. მის მიერ იქნა მოკლული ელენდილი (გონდორისა და არნორის პირველი უმაღლესი მეფე)ისილდურის მამა. ამ უკანასკნელმა შეძლო ელენდილის ხმლით საურონის დამარცხება (მოკვეთა ხელი,რომელზეც ბეჭედი ეკეთა), თუმცა ბეჭდის მსხვერპლი გახდა, მან ვერ შეძლო მისი განადგურება იქ, სადაც შეიქმნა და საკუთარი თავი მის პატრონად გამოაცხადა. ეს ყველაფერი მესამე წლის 3441 წლედში მოხდა, მაგრამ ამავე წლის 5 ოქტომბერს, არნორისაკენ მიმავალ მეფეს ორკები დაესხნენ თავს და მოკლეს. ბეჭედი დაიკარგა და 2463 წლამდე მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. იგი აღმოაჩინა დეაგოლმა, რომელიც საკუთარ ძმასთან სმეაგოლთან(ბეჭდის ხელში ჩაგდების შემდეგ მოიხსენიება, როგორც გოლუმი)ერთად თევზაობდა. სმეაგოლი მაშინვე მოხიბლა ბეჭედმა, იგი ტყვეობაში მოექცა და მის ხელში ჩასაგდებად ძმა მოკლა.

The Lord of the Rings -  ბეჭდის და საძმოს ისტორია

მომავალი 478 წლის მანძილზე იგი მის ხელში იყო, სანამ გობლინების ძველ გამოქვაბულში, გოლუმისაგან დაკარგული ბილბო ბეგინსმა არ იპოვა. (სწორედ ეს უკანასკნელია ჰობიტი, რომელიც შემდგომში შეუერთდება თორინს, ერებორის მეფის კომპანიას)ბილბომ იგი მოგზაურობის დროს იპოვა და შინ დაბრუნებამდე შეინარჩუნა, როდესაც მშობლიურ შაირში დაბრუნდა იგი საკუთარ ძმისშვილს, ფროდო ბეგინსს გადასცა. ბეჭედმა თავისი ძალა ამ შემთხვევაშიც გამოავლინა და დაიწყო ჰობიტის დატყვევება, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ დიდი მოგზაურობისა, რომელიც რივენდელიდან (ელრონდის სამეფოში) დაიწყო და აქვე დამთავრდა. ელრონდის მიერ მოწვეული იქნა ყველა რასის წამომადგენელი, რომლებსაც უნდა გადაეწყვიტათ ბეჭდის ბედი. ბჭობის შემდეგ გადაწყდა, რომ უნდა შექმნილიყო საძმო, რომელიც ახალ მფლობელსს-ფროდოს გაჰყვებოდა მორდორში, ბეჭდის გასანადგურებლად.

The Lord of the Rings -  ბეჭდის და საძმოს ისტორია


საძმოს შემადგენლობა: გენდალფი (მაგიკი) არაგორნი (გონდორისა და არნორის უმაღლესი მეფეების მემკვიდრე) ლეგოლასი (მირკვუდის ტყის მეფის - ტრანდუილის შვილი) გიმლი (დურინის ფოლკის შთამომავალი, კერძოდ გლოინის შვილი) ბორომირი (თეთრი კოშკის მცველი, წარჩინებული გონდორელი ლორდის შვილი) პიპინი ( შაირელი ჰობიტი, შემდგომში კი ცნობილი როგორც თეთრი სასახლის მცველი) მერი (ბუქლენდელი ჰობიტი) სემი (შაირელი ჰობიტი, ბეგინსის მებაღე) ფროდო (შაირელი ჰობიტი და ბეჭდის ახალი პატრონი)

საძმომ დიდხანს არსებობა ვერ შეძლო და დაიშალა მას შემდეგ, რაც გადალახეს მორია და მიადგნენ მდინარე ანდუინს. აქ მათ მოუწიათ ბრძოლა აიზენგარდელი ორკების წინააღმდეგ, რომლებიც სარუმანის (ერთ-ერთი მაგიკოსი, რომელიც საურონს დაემორჩილა) მიერ იყვნენ გამოგზავნილები. ბრძოლაში დაიღუპა საძმოს ერთ-ერთი წევრი ბორომირი, პიპინი და მერი ტყვედ ჩავარდნენ, ფროდომ და სემმა მორდორისკენ მარტომ განაგრძეს სვლა, არაგორნი ლეგოლასი და გიმლი კი იმ ორკებს აედევნენ, რომლებმაც 2 ჰობიტი დაატყვევა.

სემს და ფროდოს მალე ახალი თანამგზავრი შეუერთად - სმეაგოლი იგივე გოლუმი, რომელიც დაპირდა, რომ გაუწევდა მეგზურობას მორდორის მთისკენ... მათ ერთად 10 წელი დაჰყვეს.. გოლუმმა მართლაც გაუწია მათ მეგზურობა, მაგრამ ბეჭდის განადგურების დროს სცადა მისი დაუფლება, მისი ლტოლვა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, იმდენად, რომ ბეჭდის გამო მთის გულში არსებულ ლავაში ჩავარდა...

ამგვარად სრულდება ბეჭდის ისტორია, რომლის განადგურების თარიღად მესამე წლის 3019 წლედი მოიაზრება.




თავი მეორე - რამოდენიმე ფაქტი, რაც შეიძლება უცნობი იყოს მკითხველისთვის
საინტერესო ფაქტები (არაფილმისეური ვერსია და ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის ფარგლებს გარეთ) :

1. ვერსიაში უკანასკნელ ალიანსში შედიოდნენ : გონდორისა და არნორის ადამიანები, ლოთორიენის, რივენდელის, ლინდოლის, მირკვუდის ელფები და მორიის მკვიდრი ჯუჯები.
2. უკანასკნელი ალიანსის ბრძოლაში დაიღუპა უკანასკნელი ნოლდორელი მეფე გილ-გალადი.
3. არნორის სამეფო განადგურებული იქნა ანგმარიის მეფის მიერ.
4. ადამიანებს ეკუთვნოდათ პალანტირი, მხედველი ქვა (ის სფეროსებური ქვა, რომელიც სარუმანს აქვს)
5. ელენდილის, გონდორისა და არნორის პირველი უმაღლესი მეფის სიმაღლე გამორჩეული იყო ნებისმიერი ადამიანისგან - 2,41 სმ.
6. ელრონდი - რივენდელის მბრძანებელი, რომელმაც შეკრიბა ბეჭდის საძმო იყო ნახევრად ელფი და ნახევრად ადამიანი.
7. როჰანის ციხის - ჰელმ'ს დიფის ბრძოლისას ადამიანებს მარტო უწევთ ბრძოლა( ჯექსონისეულ ვერსიაში მათ დასახმარებლად მოდის ჰალდირი ელფებთან ერთად)
8. სარუმანის მიერ დაკავებული ტერიტორია - აიზინგარდი ითვლებოდა გონდორის ერთ-ერთ ციხედ.
9. მხედრები, რომლებსაც ფილემბში ვხვდებით შემდეგი სახელით - ნაზგული, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბეჭდებმა დაიტყვევეს. ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ ანგმაარის მეფეს, რომელსაც ბევრი ვიჩ-კინგის სახელით იცნობს.


თავი მესამე - ბეჭდის საძმო ბრძოლის შემდეგ

რა მოუვიდათ ბეჭდის საძმოს წარმომადგენლებს მას შემდეგ რაც ბეჭედი განადგურდა:
1. არაგორნი - იგი კანონიერად გახდა გონდორის მეფე (არნორის მეფობაც ერთ-ერთი მისი ტიტული იყო, თუმცა ეს სამეფო განადგურდა). იგი დაქორწინდა ელრონდის ქალიშვილზე - არვენზე. გარკვეული დროის შემდეგ როჰანისა და გორნდორის გაერთიანებული ძალებით აწარმოა კამპანია ჰარადრიმების წინააღმდეგ, რომლებიც ბრძოლის დროს ითვლებოდნენ მორდორის მოკავშირეებად და დაიპყრეს გონდორის ტერიტორიები. არაგორნს და არვენს ჰყავდათ სამი შვილი : 1 ვაჟი (ელდარიონი) და 2 გოგო ( ამ უკანასკნელების სახელები ცნობილი არაა).იგი გარდაიცვალა მეფობის 120-ე წელს, 210 წელს.

2. ლეგოლასი - ბეჭდის განადგურების შემდეგ, გორნდორში დარჩა და დაესწრო არაგორნის კორონაციასა და ქორწილს. შემდეგ კი უარი თქვა მირკვუდში დაბრუნებაზე. საკუთარ ხალხთან ერთად დამკვიდრთა "იტილიენში" და დაიწყო მისი აღდგენა. გონდორის მეფის სიკვდილის შემდეგ ააგო გემი, დატოვა შუამიწეთი და ზღვას მიაშურა.

3. გიმლი - ბრძოლის შემდეგ იგი საკუთარ მოდგმის წარმომადგნელებთან ერთად ჰელმ'ს დიფთან ახლოს დასახლდა.გლითერინგის გამოქვაბულში ახალი სამეფო შექმნა და მისი მმართველი გახდა. მისი სიკვდილის შესახებ ზუსტი ცნობები არ არის, მაგრამ თუ რამოდენიმე წყაროს დავუჯერებთ, იგი დიდი ხნის დაშორების შემდეგ კვლავ შეხვდა ლეგოლასს და მას გაჰყვა ზღვაში ( იგი იყო ერთდაერთი ჯუჯა, რომელმაც მოახერხა ზღვაში გასვლა და უკვდავებასთან ზიარება).

4. სემი - ბრძოლის შემდეგ დაბრუნდა შაირში, სადაც ცოლად მოიყვანა როსი კოტონი. მათ 13 შვილი ჰყავდათ. მაშ შემდგერ, რაც გაიგო რომ ფროდო ტოვებდა შუამიწეთს მისი წიგნი ჩაიბარა (მისი წერა დაიწყო ბილბო ბეგინსმა საკუთარი მოგზაურობების შესახებ შემდეგ კი განაგრძო ფროდომ) და უკანასკნელი სიტყვები თვითონ დაწერა. საკუთარი ცოლის სიკვდილის შემდეგ წიგნი დაუტოვა ერთ-ერთ შვილს, თვითონ კი შაირი დატოვა. ცნობებით ელფებმა მას მისცეს უფლება, როგორც ბეჭდის ერთ-ერთ მატარებელს გამგზავრებულიყო ზღვაში.

5.ფროდო - ბეჭდის მოშორების შემდეგ დაბრუნდა შაირში, სადაც მიიღო მაიორის ტიტულიც, მაგრამ მალევე დატოვა, რადგან მოგზაურობა აღარ სურდა.. რამოდენიმე წლის შემდეგ გენდალფთან, ფილბოსთან, ელრონდთან,გალადრიელთან და ცილერონთან ერთად დატოვა გემით შუამიწეთი და ზღვას მიაშურა.

6.მერი - ბრძოლის შემდეგ დაბრუნდა ბუკლენდში სადაც ცოლი მოიყვანა, მაგრამ შვილებზე უარი თქვა, რადგან დალეული ჰქონდა ენტების წყაროს წყალი( რაც იწვევდა ჰობიტის სიმაღლეში ზრდას)
. მან მხოლოდ ერთდაერთი ვაჟიშვილი გააჩინა. მიიღო ბუკლენდის მერის ტიტული და 60 წელი მართავდა. ამის შემდეგ პიპინთან ერთად გონდორს მიაშურა და იქ დაიღუპა.

7.პიპინი - შაირში დაბრუნების შემდეგ შეირთო ცოლი. ჰყავდა ერთადერთი ვაჟიშვილი - ფარამირი, რომელიც სემის ერთ-ერთი შვილის ქმარი იქნება მომავალში. იგი 32-ე შაირის ტაინის ტიტულით დაჯილდოვდა, მაგრამ მალევე მერისთან ერთად დატოვე მშბობლიური მხარე და გონრდორს მიაშურა. მეგობრის მსგავსად ისიც იქვე დაიღუპა. ელესარის - არაგორნის სიკვდილის შემდეგ ისინი მეფის გვერდზე დაასაფლავეს.

8.გენდალფი - მასთან დაკავშირებით ბევრი ცნობა არ მოიპოვება. ცნობილია ის, რომ ბეჭდის განადგურების შემდეგ გარკვეული დრო იმყოფებოდა ტომ ბამბადილთან, შემდეგ კი ელფებთან და ჰობიტებთან ერთად დატოვა შუამიწეთი და ზღვას მიაშურა.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

6


  • anthea თქვა:
    20 მარტი 2014 21:56 - ID: 6,
    ჩემი ლეგოლასიიიი love

  • lizz131 თქვა:
    20 მარტი 2014 20:41 - ID: 5,
    ვგიჟდები ბეჭდების მბრძანებლის და ჰობიტის წიგნებზე ^_^ აი რაგაც საოცრებაა, ყველასგან განსხვავებულადაა დაწერილი love

  • Ruska თქვა:
    20 მარტი 2014 17:46 - ID: 4,
    მიყვარს ეს ფილმი. აი წიგნები ნამდვილად არ მაქვს წაკითხული

  • m.a.r.i თქვა:
    20 მარტი 2014 12:43 - ID: 3,
    როგორც მე მახსოვს დეაგოლი და სმეაგოლი ძმები არ იყვნენ ან რავი შეიძლება ვცდები,საბოლოო ჯამში მართლა ძალიან კარგი სტატიაა ყოჩაღ love ბეჭდების მბრძანებელი კი უბრალოდ შედევრი საუკეთესოა თავის ჟანრში love

  • haru-chyan თქვა:
    19 მარტი 2014 22:55 - ID: 2,
    love

  • MaRyaLiCe თქვა:
    19 მარტი 2014 21:34 - ID: 1,
    საოცარი ნამუშევარია !! ასეთი სიახლე ამ საიტზე მგონი არც მინახავს, ყოჩაღ ავტორო <3 :*

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top