;
22 მარტი 2014      te_te_e     2 კომენტარი     ნანახია 5847-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები

როგორ გავხადოთ კანი ჯანმრთელი
ზოგჯერ, იმის მიუხედავად თუ რამდენ კრემს, ნიღაბს და სახის დასაბან საშუალებას ვიყენებთ, ჩვენი კანი მაინც არ ბრწყინავს და არ გამოიყურება ჯანმრთელად. თუ ეს თქვენ შემთვევაში ასეა, მაშინ დროა კვების რაციონის შეცვლა და ისეთი საკვების დამატება, რომელიც კანს გამოაჯანმრთელებს. გარდა წყლის საკმარისი რაოდენობის მიღებისა, არსებობს საკვები, რომელიც დაგვეხმარება კანის გაახალგაზრდავებაში.
როგორ გავხადოთ კანი ჯანმრთელი
იმის გამო, რომ დღესდღეობით თითოეული ჩვენგანი ძალიან დაკავებულია და არ აქვს დრო საჭმლის მოსამზადებლად, მე შევარჩიე ადვილად მოსამზადებელი საკვები, რომელიც შეგვიძლია დღის ნებისმმიერ მონაკვეთში მივირთვათ.

1) კენკრის სუპერ სასმელი

როგორ გავხადოთ კანი ჯანმრთელი

კენკრა შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას და ვიტამინების A და C კომპლექსს, რომელიც კანს გლუვს ხდის. ამასთა ეს სასმელი შეიცავს ქოქოსის და სელის თესლის ზეთს და კიდევ ნატურალურ თაფლს. ასე რომ თქვენ ამ სასმელით ბოლომდე შეიარაღებული ხარღ მშრალი და გამოფიტული კანის წინააღმდეგ.

ინგრედიენტები:

1) 1/4 ჭიქა მოცვი
2) 1/4 ჭიქა მაყვალი
3) 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
4) 1 სუფრის კოვზი სელის თესლის ზეთი
5) 1 სუფრის კოვზი თაფლი
6) 1 კვერცხი

მომზადების წესი:

ხილის გარეცხვის შემდეგ ჩავასხათ კვერცხი ბლენდერში და კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ კენკრა, შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები და ავთქვიფოთ მანამ სანამ რ მივიღებთ კრემისებურ მასას.

2) არუგულას და ტუნას სალათა

როგორ გავხადოთ კანი ჯანმრთელი

დროა მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს და ცხიმებს მალავენ. დროა მოვირთვათ ჯანსაღი საკვები. გთავაზობთ ადვილად მოსამზადებელ სალათს, რომელიც გაამდიდრებს ჩვენს ორგანიზმს. თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და იოდის დიდ რაოდენობას, რომელიც ფანტასტიკურია კანისათვის, ხოლო არაგულა მიაწვდის თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებს, რომელიც კანს ბრწყინვალებას მიანიჭებს.

ინგრენდიენტები:

1) არუგულა
2) ტუნას ფილე
3) 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4) კამის თესლი
5) 1/2 პომიდორი

მომზადების წესი:

წავუსვათ ტუნას ზეითუნის ზეთი და შემდეგ 90-90 წამის განმავლობაში თითოეული გვერდი შევწვათ. როდესაც ტუნა გაგრილდება დავაჭრათ არუგულას ფოთლები და დავუმატოთ კამის თესლი და დაჭრილი პომიდორი. ეს ყველაფერი კი ზეითუნის ზეთთან ერთად შევაზაოთ და მივირთვათ.

3) ყავისფერი ბრინჯის კერძი

როგორ გავხადოთ კანი ჯანმრთელი

ზედმეტად დამუშავებულიკარბოჰიდრანტები ნამდვილად არ არის კარგი კანისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კარბოჰიდრანტი უსარგებლოა. მარცვლეული და კარბოჰიდრანტების კომპლექსი დაგეხმარებათ შეინარჩუნნოთ სუფთა კანი.

ინგრენდიენტები:

1) 1 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი
2) 1/2 ავოკადო
3) 1/2 პომიდორი
4) 1/4 ჭიქა შავი ლობიო
5) 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
6) 1/4 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ცალ-ცალლე ყავისფერი ბრინჯი და ლობიო. დავჭრათ ავოკადო და პომიდორი. მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში. დავჭყლიტოთ ნიორი და დავუმატოთ ავოკადო და პომიდორი. ამის შემდეგ ყველა ინგრენდიენტი ავურიოთ ერთმანეთში და შევაზაოთ ზეითუნის ზეთთან ერთად.

კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები
Tags:

2


  • tako_takunebi თქვა:
    22 მარტი 2014 23:04 - ID: 2,
    კარგია მომეწონა

  • The Glamour თქვა:
    22 მარტი 2014 17:10 - ID: 1,
    სასარგებლო სიახლეა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top