;
23 მარტი 2014      te_te_e     3 კომენტარი     ნანახია 10884-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები

ალბათ გიფიქრიათ, თუ არსებობს ისეთი ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც არა მარტო ერთი პრობლემის წინააღმდეგ გამოიყენება, არამედ მთელს ორგანიზმზე იმოქმედებს დადებითად. ეს პროდუქტი ალოე ვერაა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე იყენებენ სამკურნალოდ. ალბათ ბევრ თქვენგანს უკვე გამოუცდია მისი დადებითი თვისება თმის და კანის სამკურნალოდ. კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიები წლებია იყენებენ ალოე ვერას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება სახლის პირობებშიც ყოველგვარი პროდუქტის ყიდვის გარეშეც.

მინდა გაგაცნოთ ალოე ვერას 10 საუკეთესო თვისება
და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გაოცებული დარჩება და შეიყვარებს მას.

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

ალოე ვერა საოცარი მცენარეა. ის წვნიანი მცენარეა და მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახის მცენარეებს. ამ მცენარეებში შედის აგრეთვე ნიორი და ხახვი. მისი სხვადასხვა ნაწილი გამოიყენება სხვადასხვა პრობლემური ადგილების სამკურნალოდ, როგორც გარეგანი ისევე შიდა ორგანოების სამკურნალოდ.
ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის
ალოე ვერა შეიცავს 200 აქტიურ კომპონენტს, მათ შორის ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს,ფერმენტებს, პოლისაქარიდებს და ცხიმოვან მჟავებს. ალოეს ფოთლები სავსეა გელით, რომლის 99% შემცველობა წყალია.

1) ალოე ვერა მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

ალოე ვერა შეიცავს უამრავ ვიტამინს, მათ შორის A, C, E, ფოლიუმის მჟავას, ქოლინის, B1, B2, B3 (ნიკოტინმჟავა), B6. ალოე ვერა ასევე შეიცავს უიშვიათეს ვიტამინს B12.

ალოე ვერაში ასევე 20-მდე მინერალია, მათ შორის კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ქრომი, სელენი, ნატრიუმი, რკინა, კალიუმი, სპილენძი და მანგანუმი.

2) ალოე ვერა მდიდარია ამინონჟავებით და ცხიმოვანი მჟავებით

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

ამინომჟავები ორგანიზმში პროტეინის "აგურებს" წარმოადგენს. ადამიანის ორგანიზმისთვის დაახლოებით 22 ამინომჟავა არის საჭირო და ამათგან 8 ყველაზე აუცილებელია და სწორედ ალოე ვერა შეიცავს 18-დან 20-მდე, ამათგან 8-ს სწორედ საჭირო ამინომჟავას.

ალოე ვერა ასევე მოიცავს ცხიმოვანი მჟავების გასაოცარ სპექტრს. ის ასევე შეიცავს სამი მცენარის სტეროლს, რომლებიც მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებია - HCL ქოლესტერინი ( რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინს), კამპესტეროლი(campesterol) და ბეტა სიტოსტეროლი (β-Sitosterol). ეს ყველა ერთად ამცირებს ალერგიის და მჟავიანობის მოშლის სიმპტომებს.

3) ალოე ვერა სტრესის წინააღმდეგ

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

ალოე ვერა ცნობილია როგორც სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველი მცენარე. იგი ხელს უწყობს სხეულს ბუნებრივი გზით მოახდინოს გარემოსთან ადაპტირება და გაუწიოს წინააღმდეგობა სხვადასხვა დაავადებებს. ალოე ვერა მოგცემთ ძალას გაუმკლავდეთ სტრესს, როგორც ფიზიკურს და ემოციურს.

4) ალოე ვერა დაგეხმარებათ მონელებაში

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

ცუდი მომნელების სისტემა, ბევრ დაავადებას უკავშირდება. ნორმალური მომნელები სისტემის ქონა, თქვენი ჯანმრთელობის გასაღებია. ალოე ვერა წმენს და მწყობრში აყენებს თქვენს მომნელებელ სისტემას. გარდა იმისა, რომ ალოე ვერა ებრძვის სტრესს, ის ასევე დიარეის და შეკრულობის წინააღმდეგაც გამოიყენება. ასევე ის მოგიწესრიგებთ ციკლს, ამიტომ მისი რეგულარული მიღება ნამდვილად საჭიროა. ალოე დაგეხმარებათ შეამციროთ ორგანიზმში მავნე ბაქტერიები და დაიცვათ ნაწლავური ფლორის ბალანსი. ალოე ვერას ასევე გამოიყენებენ ორგანიზმის ჭიებთან საბრძოლველად.

5) ალოე ეხმარება დეტოქსიკაციას

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

ალოე არის ლაბისებრი, ჟელატინისებრი მცენარე, ისევე როგორც ზღვის მცენარეები. ჟელატინისებრი მცენარეების მთავარი დადებითი თვისება მდგომარეობს იმაში, გელი, რომელსაც ისინი შეიცავენ კუჭ-ნაწლავის სისტემით გადაადგილდებიან თქვენს ორგანიზმში და გამოდევნიან მავნე ტოქსინებს.

6) გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობა

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

მართალია არ ჩატარებულა ბევრი კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მეცნიერებს რამოდენიმე ექსპერიმენტიდან გამომდინარე სჯერათ, რომ ალოე ვერა აღწევს სისხლში და ამარაგებს მას ჟანგბადით და ასევე ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. ასევე ერთ-ერთი ბრიტანული ჟურნალი წერდა, რომ ალოე ვერას მიღება აგვაცილებს თავიდან გულის დაავადებებს.

7) ალოე ვერა გვეხმარება იმუნიტეტის ამაღლებაში

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

ვფიქრობ დღევანდელობაში იმუნიტეტის პრობლემა ყველა ადამიანს აწუხებს, რადგან მომრავლდა არაჯანსაღი საკვები და ხშირია ვირუსების შემოტევის რიცხვი, რაც საგრძნობლად ამცირებს და ანგრევს იმუნურ სისტემას. ალოე ვერას წვენი შეიცავს პოლისაქარიდებს, რომლებიც ასტიმულირებს მაკროფაგებ - იმუნური სისტემის თეთრ უჯრედებს, რაც ებრძვის ვირუსებს.

ალოე ვერა არის იმუნიტეტის გამაძლიერებელი, რადგანაც ის შეიცავს მაღალი დონის ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან არასტაბილურ ნაერთებს და ეს ყველაფერი ანელებს დაბერების პროცესს.

8) ალოე ვერა კანისთვის

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

იმის გამო, რომ ალოე ვერას გააჩნია სამკურნალო თვისებები, კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიები მას წლებია იყენებენ სხადასხვა პროდუქტებში. ალოე ვერა გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად. მას იყენებენ დამწვრობის, დაბეჟილობის, კანის დაავადებების და მწერის ნაკბენის წინააღმდეგ. მას ასევე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.
ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის
იმ შემთხვევაში თუ მიიღეთ დამწვრობა, ალოეს ფოთოლი მოათავსეთ საყინულეში და შემდეგ დაიდეთ დამწვარ ადგილას - შედეგით ნამდვილად გაოცებულები დარჩებით.

იმის გამო რომ ალოეში წყლის შემცველობა მაღალია, იგი ატენიანებს კანს და ხდის მეტად ელასტიურს. ასევე მას გააჩნია გამახაალგაზრდავებელი ეფექტი. ალოეს დამამშვიდებელი ეფექტი კანს ამშვიდებს და ხდის ნაზს. ალოე ვერა ამარაგებს კანს ჟანგბადით და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

9) ალოე ვერა ყველა უარყოფითის წინააღმდეგ

ალოე ვერა სადეზინფექციო საშუალებაა. იგი არის ანტიბიოტიკური, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტისოკოვანი და ანტივირუსული საშუალება. ალბათ გაოცებულები დარჩით როდესაც წაიკითხეთ ჩამონათვალი. ასე რომ ალოე ვერა ყოველთვის თქვენს გვერდით იგულეთ. იგი ასევე გამოიყენება სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროსაც.

10) ალოე ვერა წონის დასაკლებად

ალოე ვერა - სასარგებლო მცენარე თავის მოვლისთვის

როგორც უკვე ავღნიშნეთ ალოე ვერა აწესრიგებს მომნელებელ სისტემას, რაც პირველი და მნიშვნელოვანი გზა არის წონის დასაკლებად.

კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები
Tags:

3


  • anukaanuka თქვა:
    24 მარტი 2014 14:03 - ID: 3,
    ხომ არ იცით სად შეიძლება ალოე ვერა შევიძინო და უმად თუ იჭმევა?

  • liliana თქვა:
    24 მარტი 2014 00:26 - ID: 2,
    გუუდ ნიუს love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top