24 March 2014      ANGEL     Views 16 008    
Category: Fun, Interesting / Take Care / Georgians / for ANGEL.ge



პროექტი Fit სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, ენჯელ.ჯი-სგან
ინტერვიუ: თიკა ალავიძე-ფაჩულია


კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასოჯახი მოგეხსენებათ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც ის თამაშობს Milwaukee Bucks-სთვის, მისი მეუღლე თიკა ალავიძე კი როგორც მისი ინსტაგრამიდან ვხედავთ აქტიურად ვარჯიშობს და მრავალ ფოლოუერს მოტივაციას უწევს მისი ასეთი მისწრაფება. სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, 3 შვილის დედა პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშობს და ჩვენ თიკას ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილებები, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში, თავად ამბობს, რომ სურს მოტივაცია მისცეს პირველ რიგში დედებს და უთხრას, რომ შეუძლებელი არაფერია: "მე თუ შევძელი, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილი გამხდარიყო, სხვაც აუცილებლად შეძლებს. არ არის აუცილებელი პერსონალური ტრენერი, ბოქსის დარბაზი, თუნდაც სახლის პირობებში მრავალი რამის გაკეთება შეგვიძლია."

თიკა იკვებება ჯანსაღად და არ იღებს კვებით დანამატებს პროტეინებს, საჭირო ნივთიერებების მიღებას სწორად შერჩეული რაციონიდან ცდილობს, ვარჯიშში კი მას ზაზაც ეხმარება და საჭირო რჩევებს აძლევს. იხილეთ ინტერვიუსთან ერთად თიკას ვარჯიშების ამსახველი ვიდეო-მასალა მისი instagram-დან: @tikaalavidzepachulia



#Tbt #assa #sukhishvili #Tbilisi


თიკა, იყავით მოცეკვავე და ბუნებრივია ადრეული ასაკიდან ვარჯიშობდით და ეწეოდით აქტიური ცხოვრების რეჟიმს, მუდამ შესანიშნავ ფორმაში იყავით, თუმცა როგორც ვხვდებით ახლა დაიწყეთ აქტიურად ვარჯიში
10 წლიდან შევუდექი აქტიურ ვარჯიშს, ვსწავლობდი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და მოგეხსენებათ რამხელა შრომას და ძალიასხმევას მოითხოვს ბალეტი, შემდეგ გადავწყვიტე გადავსულიყავი სუხიშვილებში, სადაც არანაკლები ვარჯიში მიწევდა. გათხოვების შემდეგ ყველაფერს თავი დავანებე რაც ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან ცეკვის სიცარიელეს ვერაფრით ვინაზღაურებდი. ამის შემდეგ მქონდა მცირეოდენი პაუზა და ეხლა ისევ აქტიურად შევუდექი ვარჯიშს.

რა პრინციპით განსაზღვრეთ ვარჯიშის ტიპი, როდესაც ასეთ ფართო არჩევანს გვთავაზობენ
ძალიან მინდოდა ახალი რაღაცეები მეცადა, რაც აქამდე არასოდეს გამიკეთება, მაგალითად კიქ ბოქსინგი, ასევე არასოდეს მყოლია პირადი მწვრთნელი რომელიც ზუსტად ამიხსნიდა რომელი ვარჯიში რომელ კუნთს ანვითარებს და საერთოდ როგორ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა სწორად, რომ ამ ყველაფრისგან დიდი შედეგი და სიამოვნება მიიღოს.


#9round #greatworkout #kickboxing


ვარჯიშობთ სპორტ დარბაზში, როგორია თქვენი სავარჯიშო პროგრამა და თუ გეხმარებათ და გაძლევთ რჩევებს ზაზა?
სავარჯიშო პროგრამა: ვვარჯიშობ კვიარაში 4 ჯერ, ხანდახან 5 ჯერ, მყავს პერსონალური მწვრთნელი, რომელიც თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია და სწორ მიმართულებას მაძლევს, ასევე ძალიან მეხმარება ზაზა, როდესაც თავისუფალი დრო აქვს, მომყვება, მაძლევს შენიშნვებს რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:) დავამატებ იმას, რომ ყოველდღე ვარჯიში არ არის მიზანშეწონილი, რადგან კუნთმა უნდა მოასწროს აღდგენა და დასვენება, ძალიან ზედმეტი ვარჯიშით შეიძლება უკუ ჩვენება მივიღოთ.


Good defense tika😂 @zazapachulia




რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია, მაგრამ რომელ ვარჯიშებს გამოყოფდით?
ჩემი ვარჯიშებიდან ვერაფერს გამოვყოფ, რადგან ყველას თავის დატვირთვა აქვს, მთავარია ადამიანმა ეს ყველაფერი გააკეთოს სწორად, არ აქვს მნიშვნელობა სად ივარჯიშებ, სახლში, გარეთ თუ GYM-ში. მე მაინც კველას ვურჩევდი, დღეში ერთი საათი სირბილს ან უბრალოდ სიარულს.

ვხედავთ, რომ სპორტ დარბაზი, სადაც ვარჯიშობთ აღჭურვილია მრავალი არასტანდარტული და თანამედროვე მეთოდის ტრენაჟორით, მრავალი მეგობარი გყავთ საქართველოში, რომლებიც ასევე ვარჯიშობენ, თუ შეგიძლიათ შეადაროთ ამერიკასა და საქართველოში წარმოდგენილი სპორტ დარბაზები?
შედარების გაკეთება ძალიან ძნელია, რომ ჩამოვალ აუცილებლად გავაგრძელებ ვარჯიშს და განსხვავებას მერე გეტყვით. ჩემი მეგობრები ვინც ამჟამად ვარჯიშობს ყველა ძალიან კმაყოფილია. ვარჯიში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ადამიანს, მთავარია ამისთვის დრო გამოინახოს და არ დაიზაროს.

თუ ეცნობით ჟურნალებს, საიტებს და ინსტაგრამ გვერდებს, რომლებიც სხვადასხვა რჩევებს და სამოტივაციო ფოტოებს ანთავსებენ
მე ყოველთის ვეცნობი იმ საიტებს სადაც ლაპარაკია ჯანმრთელ ცხოვრების წესზე, გასაკვირი არ იქნება ჩემგან ეს თემა, რადგან სპორტსმენის მეუღლე ვარ და ყოველდგიურად მიცწევს ამ ყველაფერთან შეხება. ერთი რაღაც უნდა გავითავისოთ კიდევ, რომ არ უნდა ივარჯიშო მარტო გასახდომად, არამედ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან.



#Morning workout mood😍 thx #Nike #greentealatte #goodmorningworld
#yogi tea #detox #dietslim #healthylife #allnaturale #




თავადაც ხშირად გვიზიარებთ ინსტაგრამზე ვარჯიშის ამსახველ ვიდეო-მასალას და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ მრავალი ქალბატონისთვის, რა მიზნით ანთავსებთ ამ ვიდეოებს პერსონალურ გვერდზე
ვიდეოების დადებას რაც შეეხება, მინდა მოტივაცია მივცე პირველ რიგში დედებს, რომელთაც ყავთ შვილები და მინდა ვუთხრა, რომ შეუძლებელი არაფერია. მე თუ შევძელი, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილი გამხდარიყო, სხვაც აუცილებლად შეძლებს. არ არის აუცილებელი პერსონალური ტრენერი, ბოქსის დარბაზი, თუნდაც სახლის პირობებში მრავალი რამის გაკეთება შეგვიძლია.

ვარჯიშის პარალელურად როგორ შეიცვალა თქვენი კვების რაციონი, თუ იღებთ დამატებით პროტეინებს
კვების რაციონი შეიცვალა იმ მხრივ, რომ ვცდილობ არ ვჭამო პური და ტკბილეული. ასევე ხანდახან დილაობით ვიღებ ბოსტნეულის წვენს, რომელსაც მე თვითონ ვამზადებ, ამის მრავალი რეცეპტი არსებობს ინტერნეტში, ასევე ვდებ ხოლმე ჩემი ინსტაგარმის გვერდზე. ხშირად მომდის შეკითხვები ინბოქსში ამ თემასთან დაკავშირებით და არასდროს არ მეზარება პასუხის გაცემა, ძალიან მიხარია თუ ვინმესთვის ეს პატარა სტიმული მაინც არის.

არანაირ ხელოვნურ პროტეინს არ ვიღებ, ვცდილობ ვჭამო ვარჯიშის შემდეგ მაგალითად ქათმის ხორცი და ის პროდუქტები, რაც დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს. რაც მთავარია ძალიან ბევრი წყალი, დღეში სულ ცოტა 8 ჭიქა. თავიდან ძალიან გამიჭირდა ვარჯიში, მაგრამ დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განუყოფელი ნაწილია.


ANGEL: მადლობა თიკას ამ ონლაინ-ინტერვიუსთვის და ჩვენი მკითხველისთვის რჩევების გაზიარებისთვის.





იხილეთ ინტერვიუსთან ერთად თიკას ვარჯიშების ამსახველი ვიდეო-მასალა მისი instagram-დან: @tikaalavidzepachulia


I workout for confidence, strength, the feeling of accomplishment, health, my loved ones,
happiness, stress relief, and most of all, for me! I don't make excuses, i make results





#workout #gym #feelingamazing



Monday #hard #day #workoutfun stay strong


@tikaalavidzepachulia Conditioning day 💪 #kickboxing #box #workout #healthylife


After great workout that's what you need! Lot's of vegetables, proteins and good cook:) special lunch for @zazapachulia by me😘 💪


Start week with energy 💪 #greatworkout @vitaadvantage




თიკას პერსონალური ფოტოები ინსტაგრამიდან
@tikaalavidzepachulia


#Yogatime #beautifulday #lovesun @zazapachulia /


Last day in Atlanta! #atlanta #goingout #zazapachulia ❤❤


Shopping with my little princes ❤ #shopping #littleprinces


My family my love ❤




რეკომენდაცია ენჯელ.ჯი-სგან
● მიყევით თიკა ალავიძეს ინსტაგრამზე, რომელიც აქტიურად გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას: @tikaalavidzepachulia
● და გადმოწერეთ პროგრამა Nike-სგან თქვენს სმარტფონსა და პლანშეტზე, რომელიც სახლის პირობებში ვარჯიშისთვისაა განკუთვნილი : N+TC Nike Training Club / apps/nike-training-club

YOUR PERSONAL
TRAINER. ANYTIME.
ANYWHERE.




Category: Fun, Interesting / Take Care / Georgians / for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments
Back to Top