;
25 მარტი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 11873-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები


რა არის სპორტული კვება?

სპორტული კვება – ეს არის ნატურალური პროდუქტების ჯგუფი, სპეციალიზირებული დანამატები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპორტსმენს ყველა საჭირო ნივთიერებებით – პროტეინებით (ცილები), გეინერებით (ნახშირწყალ–ცილოვანი შენარევები), ამინომჟავებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ენერგეტიკებით. ასევე სპორტულ საკვებ დანამეტებს განეკუთვნება კრეატინი, სახსრების და ძვლების საშუალებები, ცხიმის გასანადგურებელი დანამატები და სხ. ანაბოლიკური სტეროიდები არ განეკუთვნებიან სპორტულ კვების დანამატებს!


fit: საკვები დანამატები
რა არის სპორტული კვება
კვებითი დანამატების პლიუსები და მინუსები

სტატია Digomi Gym -ს ბლოგიდან: www.digomigym.ge


ადამიანის კვება, რომელიც სპორტს მისდევს, განსხვავდება ადამიანის კვებისგან რომელიც არ არის დაკავებული სპორტით. პროფესიონალური სპორტი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას კვების რაციონის მიმართ. სწორად დაგეგმილ ვარჯიშთან ერთად საჭიროა სწორი კვებაც. ეს ასპექტი სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სხვებისგან განსხვავებით, სპორტსმენი იღებს დამატებით დატვირთვას, აქედან გამომდინარე ესაჭიროება დამატებითი დახმარება. დახმარების ფუნქციას ითავსებს სწორადაც სპორტული კვება. საბოლოო ჯამში კვება განსაზღვრავს წარმატებას პაუერლიფტინგში, ბოდიბილდინგში თუ სხვა სპორტის სახეობაში.

არსებობს მცდარი შეხედულება იმის შესახებ, რომ სპორტული კვება არ არის საჭირო, რომ სპორტსმენის მოთხოვნილებებს აყმაყოფილებს ჩვეულებრივი კვება. როგორც წესი ამას იძახიან ის ადამიანები, რომლებიც შორს არიან სპორტისგან.



fit: საკვები დანამატები
მოდით გავერკვიოთ: თუ არ ვარჯიშობთ აქტიურად, არ გინდათ კუნთოვანი მასის ზრდა, მაშინ თქვენთვის ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი კვების რაციონში სავსებით საკმარისი იქნება. ცილების საჭიროება ადამიანისთვის რომელიც ფიზიკურ დატვირთვებს მოცილებულია, შეადგენს 1,5 გრამი ცილას წონის ერთ კილოგრამზე. ხოლო ის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, საჭიროებს 2–2,5 გრამ ცილას საკუთარი წონის ერთ კილოგრამზე. გამოდის, რომ ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი!? როგორ მიიღო ამდენი საკვები, თან ცილების გარდა ის შეიცავს ასევე ცხიმებს და ნახშირწყლებს, რაც კანქვეშა ცხიმებისკენ მივყავართ. სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ნატურალური პროდუქტი, რომელშიც იქნება მხოლოდ ცილა. მეცნიერებამ და კვების ინდუსტრიამ გადაწყვიტეს ეს პრობლემა, და შექმნეს სპეციალიზირებული პროდუქტები– რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სპორტულ კვებას.

ბოლო წლების ძირეულმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს გავრცელებული მოსაზრება, რომ სპორტული კვება არამხოლოდ უვნებელია ორგანიზმისთვის, ასევე ძალიან სასარგებლოა. ყველაზე სასარგებლო იგი, რათქმაუნდა სპორტსმენებისთვისაა, განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის რომლებიც დაკავებულები არიან სიმძიმეების აწევით, ბოდიბილდინგით,ფიტნესით. შეუძლებელია გავაცალკევოთ პროფესიული სპორტი სპორტული კვებისგან. ყოველი სპორტსმენი, ეს იქნება მოჭიდავე თუ მოცურავე, სპორტული დანამატების გარეშე ვერ მიაღწევს კარგ შედეგებს თავის სპორტის სახეობაში. სპორტული დანამეტების განსხვავება სტეროიდებისგან არის უდიდესი და არ უნდა გვეშლებოდეს!


სპორტული კვება - პლიუსები და მინუსები

სპორტული კვების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ახალბედებს ხშირად აშინებენ მომავალში ორგანიზმის ფუნქციონალური სისტემების მოშლით, მედიკამენტებზე დამოკიდებულების განვითარებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, ამიტომაც უნდა განხილული იქნას სპორტული კვების მნიშვნელობა და მოხდეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შეაფასება.

fit: საკვები დანამატები
სპორტული კვების ამოცანა სპორტით, ფიტნესით, ცეკვითა და სხვა სახის ფიზიკური აქტივობით დაკავებული ადამიანების დახმარებაა, კერძოდ ეს არის ზრუნვა მათი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისათვის, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ზედმეტი წონის მოცილებაში, ზოგჯერ კი - კუნთოვანი მასის გაზრდაში.

სპორტული კვება არ წარმოადგენს საკვები დანამატების ნაკრებს. იგი შედგება პროტეინების, კრეატინის, გეინერებისაგან, რომლებიც წარმოადგენს ნატურალური საკვები ნედლეულის გადამუშავების შედეგს, ანუ ეს არის ჩვეულებრივი საკვები, რომელსაც მოცილებული აქვს ის ნივთიერებები, რომლებიც ზედმეტად ჩაითვალა, ანუ არ იყო სასარგებლო. აქედან გამომდინარე, ასეთი საკვები ადამიანისათვის უსაფრთხო უნდა იყოს.

პროტეინები სპორტული კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს არის ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის კონცენტრირებული ცილა, რომელიც სხვადასხვა გზით მიიღება ნატურალური პროდუქტებისაგან. თუკი ადამიანი ინტენსიურად ვარჯიშობს, მას შეიძლება განუვითარდეს ცილის დეფიციტი. ასეთ შემთხვევაში დიეტა ცილების მომატებული რაოდენობით სწორედაც რომ საჭიროა და ის ხელს შეუწყობს ორგანიზმში წონასწორობის შენარჩუნებას.

გეინერები - ეს არის ცილებისა და ნახშირწყლების მომატებული რაოდენობის შემცველი კოქტეილები. ისინი ეხმარებიან სპორტსმენს კუნთოვანი მასის ეფექტურად დაგროვებაში და ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგიის აღდგენაში. განსაკუთრებით მოსწონთ ეს პროდუქტი დამწყებ სპორტსმენებს. სამწუხაროდ, გეინერის ძირითადი ეფექტი - ეს არის მხოლოდ მასის სწრაფად დაგროვება და არა რელიეფური კუნთების ”გამსხვილება”, რაც მიიღწევა მხოლოდ სწორად დაგეგმილი ინტენსიური ვარჯიშით, გაძლიერებული და სწორი სპორტული კვებით.

ცხიმების დამწველი ანუ თერმოგენული კომპლექსები - ახდენენ ნივთიერებათა ცვლის აქტივიზაციას უჯრედულ დონეზე ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის დაჩქარებისა და ორგანიზმიდან დაშლის პროდუქტების გამოდევნის გზით. ეს პროცესი სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში განსხვავებული სისწრაფით ხასიათდება, ზოგჯერ სწრაფია, ზოგჯერ პირიქით - ნელი.

fit: საკვები დანამატები
ცხიმების დამწველ კომპლექსები განსხვავებული ინგრედიენტებისაგან შედგება - მათ შორის არის მწვანე ჩაი და კოფეინი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ისინი აძლიერებენ იმუნიტეტს, და ზრდიან ორგანიზმის მიერ კალორიების ხარჯვის უნარს, რაც ხელს უწყობს ცხიმების გაძლიერებულ წვას. სხვები ურჩევენ ადამიანებს, თავი შორს დაიჭირონ კოფეინისაგან იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი იწვევს ნერვული სისტემის ზედმეტ აღზნებას.

ძალიან აქტუალურია ე.წ. ”სტეროიდების თემა”. ეს პრეპარატები თავისი სტრუქტურით ახლოს დგანან ტესტოსტერონთან და ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე. მათი დახმარებით მცირე დროში შესაძლებელია კუნთოვანი მასის დაგროვება და ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტული შემცირება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სტეროიდები ითვლება დოპინგურ პრეპარატებად. გარდა ამისა, მათი ზემოქმედებით ათლეტების ორგანიზმში ადგილი აქვს იმუნური სისტემის მხრივ შეუქცევადი ცვლილებების განვითარებას, ასევე მატულობს სისხლში ქოლესტერინის შემცველობა, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სპორტული კვების პროდუქტების ზედმეტად მოხმარებას შეუძლია ბოდი-ბილდინგისაგან და ფიტნესისაგან მიღებული დადებითი ეფექტები უარყოფითად აქციოს. სპორტული კვება - ეს მხოლოდ სწორი ფიზიკურ დატვირთვის დამატებითი ელემენტია. ყველამ, ვინც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, ყოველთვის უნდა მიიღოს საჭირო კონსულტაცია ექიმისაგან და ისე გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მისაღები და რა არა.



კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები
Tags:

5


  • Anaastasiaa თქვა:
    26 მარტი 2014 18:40 - ID: 5,
    კარგი სიახლეა, ჩემი ძმა იღებს მემგონი WHEY-ის პროდუქტებს კუნთოვანი მასის გაზრდისთვის, რავი კარგად ვერ ვერკვევი ეგეთებში wink

  • liliana თქვა:
    26 მარტი 2014 12:56 - ID: 4,
    ძალიან კარგი სიახლეა.. სად შეიძლება ცხიმის დამწველებზე უფრო მეტი ინფომაციის მიღება?




მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top