;
30 მარტი 2014      te_te_e     11 კომენტარი     ნანახია 10507-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად ვხედავთ მაღაზიის დახლებზე არაჯანსაღ და გენმოდიფიცირებულ საკვებს, სასმელს და ა.შ. მინდა შემოგთავაზოთ შეიკების რეცეპტები , რომლებიც დაგეხმარებათ როგორც წონის დაკლებაში, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც. ამ ყველაფრის მომზადება ძალიან ადვილია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ნოყიერების მიუხედავად არ შეიძლება საკვების მაგივრად მუდმივად სასმელი მივიღოთ.

1) მწვანე ჩაის, დარიჩინის და თაფლის შეიკი - კოფეინის შეიკი

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს და ასევე შეგმატებთ ენერგიასაც. ცნობილია, რომ დარიჩინი და მწვანე ჩაი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. თაფლი კი სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს ასე რომ ამ შეიკის მიღების შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ. ამ შეიკის მიღების შემდეგ თქვენ აუცილებლად უარს იტყვით ჩაციებულ კოფეინიან სასმელებზე და დაჯერდებით 139 კალორიის მქონე შეიკს.

ინგრედიენტები:

1/2 გაციებული მწვანე ჩაი
1/2 უშაქრო ნუშის რძე
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
1/2 ბანანი

მომზადების წესი:

მოამზადეთ მწვანე ჩაი 2 პაკეტისგან და საყინულეში კარგად გააციეთ. სურვილიდან გამომდინარე შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ისპანახის ფოთოლი. დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად და მიირთვით მომზადებისთანავე.


2) მუცლის გასახდომი მოცვის შეიკი

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


ყველა პროდუქტი, რომელსაც ეს შეიკი შეიცავს მუცლის გასახდომ ინგრედიენტებს შეიცავს. იოგურტი მდიდარია კალციუმით და პროტეინებით და ეს ორივე ერთად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. მოცვი კი პირდაპირ მუცლის გასახდომად გამოიყენება. თუ ეს ყველაფერი საკმარისი არაა, შეიგძლიათ დაუმატოთ ანანასი, რომელიც დაგეხმარებათ დაწვათ ცელულიტები.

ინგრედიენტები:

90 გრამი დაბალკალორიული ვანილის იოგურტი
1 სუფრის კოვზი ნუშის კარაქი
1/2 ჭიქა გაყინული მოცვი
1/2 გაყინული ანანასი
1 ჭიქა ხუჭუჭა კომბოსტო
3/4 ჭიქა წყალი

მომზადების წესი:

დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად და მიირთვით მომზადებისთანავე.


3) ალუბლის და მარწყვის შეიკი - კუნთების ტკივილის დროს

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


ეს შეიკი დაგეხმარებათ ვარჯიშის შემდგომი კუნთების ტკივილის მოსახსნელად. მარწყვი და ხუჭუჭა კომბოსტო შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ტკივილს ამსუბუქებს, ისევე როგორც E ვიტამინით მდიდარი ხორბლის ჩანასახი, რომელიც ვარჯიშის დროს შეგიმსუბუქებთ კუნთების ტკივილს. ეს შეიკი შეიცავს 260 კალორიას.

ინგრედიენტები:

1 ჭიქა გაყინული ალუბალი
1 ჭიქა მარწყვი
1 ჭიქა ხუჭუჭა კომბოსტო
1/8 ჭიქა ნიგოზი
1 ჩაის კოვზი ხორბლის ჩანასახი
1/2 ჩაის კოვზი ახლად გახეხილი კოჭა
3/4 ჭიქა მწვანე ჩაი


4) მანგოს და კივის შეიკი - თმისთვის და კანისთვის

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


თუ თქვენი თმა მშრალი და მტვრევადია, დროა ძვირადღირებული შამპუნები ნატურალური დამატენიანებელი პროდუქტებით შეცვალოთ. შეიკის ინგრედიენტები შეიცავს ისეთ მინერალებს, რომლებიც თმას დაატენიანებს და ასევე დაეხმარება გაიზარდოს. ლობიო, რომლითაც ეს შეიკი მზადდება არა მარტო თმისთვის, არამედ კანისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ეს შეიკი შეიცავს 400 კალორიას.

ინგრედიენტები:

90 გრამი დაბალკალორიული ვანილის იოგურტი
1 ჭიქა ახალი ისპანახი
1/2 ჭიქა გაყინული მოცვი
1/2 ჭიქა გაყინული მანგო
1 ცალი დაჭყლეეტილი კივი
1/4 ჭიქა მოხარშული ლობიო
1/8 ჭიქა ნიგოზი
3/4 ჭიქა ცივი წყალი

5) პაპაიას, კოჭას და პიტნის შეიკი - მონელების სისტემის მოსაწესრიგებლად

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


თუ თავს შებერილად გრძნობთ და ამავდროულად ენერგია გაკლიათ მაშინ ეს შეიკი თქვენთვისაა. პაპაია გაგათავისუფლებთ შეკრულობისგან, იოგურტი მოგცემთ ნატურალურ პრობიოტიკებს ხოლო კოჭა და პიტნა დაგიმშვიდებთ კუჭ-ნაწლავს.

ინგრედიენტები:

1 დაჭყლეტილი პაპაია
1/2 ჭიქა ყინული
1/2 ჭიქა უცხიმო იოგურტი
1/2 სუფრის კოვზი ახლად გახეხილი კოჭა
1/2 სუფრის კოვზი თაფლი
1/2 ლიმნის წვენი
წყალი გემოვნებით
4 ახალი პიტნა გასაფორმებლად და არომატისთვის

6) მოცვის შეიკი - პროტეინების მისაღებად

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


ეს შეიკი მზადდება პროტეინის ფხვნილით და შესაბამისად ამ შეიკის მიღების შემდეგ თქვენი ორგანიზმი გამდიდრდება პროტეინებით და თავს გამოკვებილად იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

1- 1/2 ჭიქა უშაქრო ნუშის რძე
1-2 მწიკვი ვანილის პროტეინი
1/2 ჭიქა გაყინული მოცვი
1 ჭიქა ისპანახი
1/2 ჭიქა უცხიმო იოგურტი
ყინულის კუბები


7) ისპანახის ტკბილი შეიკი - წონაში დასაკლებად

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გოგონების უმეტესოფა ფორმაში ჩადგომაზე ოცნებობს. მინდა გირჩიოთ სელებრითების საყვარელი შეიკი, რომელიც ორგანიზმს გაამდიდრებს ვიტამინებით და ასევე დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი შედეგი.

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ისპანახის ფოთლები
1 მწიფე დაჭყლეტილი მსხალი
15 წითელი ან თეთრი ყურძნის მარცვალი
150 გრამი უცხიმო იოგურტი
2 სუფრის კოვზი გახეხილი ავოკადო
1 ან 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

8) ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი შეიკი

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


იმისათვის, რომ არ დაგერღვეთ ნივთიერებათა ცვლა საჭიროა დილის სადილი და სწორი ჯანსაღი კვება. ეს შეიკი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.

ინგრედიენტები:

150 გრამი უცხიმო იოგურტი
10 ნუში
1/4 ბროკოლის ყვავილები
1 გაყინული მარწყვი
1/4 ჭიქა თეთრი ლობიო
3/4 ჭიქა გაყინული მწვანე ჩაი
1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი

9) მოხიტოს შეიკი

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


არაალკოჰოლური მოხიტო შეიცავს უამრავ ვიტამინს და გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რადგან მასში შემავალი ინგრედიენტები ძირითადად ბოსტნეულია.

ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა სოიოს რძე
1 გაყინული ბანანი
1 ჭიქა ახალი ისპანახი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/2 პატარა ლაიმის წვენი
1/2 ჭიქა ახალი პიტნა
ყინული


10) ისპანახის შეიკი - სახის კანისთვის

Healthy Diet : ჯანსაღი და ნატურალური შეიკები (ნაწილი 1)


ეს შეიკი მზადდება E ვიტამინით მდიდარი ისპანახისგან და ავოკადოსგან, ხოლო სიტკბოსთვის უნდა დავუმატოთ მწვანე ან წითელი ყურძენი. ასევე შეიკი გამდიდრებულია მარწყვის არომატით, რომელიც ებრძვის თავისუფალი რადიკალების დაზიანებას და კანს ბრწყინვალებას აძლებს.

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ისპანახი
1/4 ავოკადო
1/2 ჭიქა წითელი ან თეთრი ყურძენი
1/2 ჭიქა გაყინული მარწყვი
1 სუფრის კოვზი ნუშის კარაქი
1 ჭიქა წყალი

კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები
Tags:

11


  • nikoleta თქვა:
    3 აპრილი 2014 20:11 - ID: 11,
    პაპაი სად ვიშოვო? ან როგორია საერთოდ wink

  • nini:)(: თქვა:
    31 მარტი 2014 14:50 - ID: 10,
    ძალიან კარგია, მაგრამ ინგედიენტები არც თუ ისე ადვილი საშოვნელია თბილიში სულ რამდენიმე სუპერმარკეტი ვიცი სადაც ყველაფრის ყიდვას შეძლებ ან არ ვაკვიდები კარგად ...:/ ისე საინტერესო იქნება ალტერნატიული პროდუქციით შეცვლა თუ არის შესაძლებელი, რომელიც უფრო ადვილი საშოვნელი იქნება და შესაბამისად ყოველდღიურ ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს რაციონიში love

  • te_te_e თქვა:
    30 მარტი 2014 22:57 - ID: 9,
    ციტატა: anukaanuka
    სამწუხაროდ საქართველოში ბევრი პროდუქტი არ იშოვება ან ძვირია.მაგალითად სადმე გინახავთ ნუშის ან ქოქოსის რძე? პაპაი ავოკადო და კოჭა ძვირია.უცხიმო იუგურტი არ იყიდება.


    ამაზონიდან ვიწერ ხოლმე მე :* http://www.amazon.com/Foods-Sweet-Almond-Moisturizing-ounce/dp/B0019LVFSU/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1396205831&sr=8-1&keywords=almond+oil

  • anukaanuka თქვა:
    30 მარტი 2014 22:05 - ID: 8,
    სამწუხაროდ საქართველოში ბევრი პროდუქტი არ იშოვება ან ძვირია.მაგალითად სადმე გინახავთ ნუშის ან ქოქოსის რძე? პაპაი ავოკადო და კოჭა ძვირია.უცხიმო იუგურტი არ იყიდება.

  • sesi თქვა:
    30 მარტი 2014 21:14 - ID: 7,
    ვაუ ძაან მაგარია. დავიწყებ ნელ-ნელა ამათ გაკეთებას.

  • Takokhmiadashvili თქვა:
    30 მარტი 2014 20:13 - ID: 6,
    წონის მოსამატებელი შეიკები არარის ? :3 :დდ

  • demetria თქვა:
    30 მარტი 2014 18:10 - ID: 5,
    სიამოვნებით გავსინჯავდი თითოეულს love

  • natianatia თქვა:
    30 მარტი 2014 13:48 - ID: 3,
    რა კარგი სიახლეა love

  • ANGEL თქვა:
    30 მარტი 2014 13:14 - ID: 2,
    რა კარგი სტატიაა <3
    თუ ესეთი სმუზები გაინტერესებთ ინსტაზე მიყევით @SimpleGreenSmoothies სულ ეგეთ რეცეპტებს და რჩევებს დებენ, საიტსაც გაეცანით, პროგრამა აქვთ 30 დღიანი, უფასოა რეცეპტების გამოგზავნა:)

    ამწამსაც გავიკეთე ბანანის (გაყინული) და მანგოს შეიკი, მაგრამ ამ შპინატს ანუ ისპანახს და საერთოდ სხვა მწვანილებს ვერ ვეგუები:)) ნელ-ნელა უნდა შევეჩვიო:// >> http://distilleryimage8.ak.instagram.com/956f3808b7e611e38d3b12c6ba81c438_8.jpg

    ისე ამ პროდუქტებიდან ხილის უმეტესობა იშოვება ჩვენს სუპერმარკეტებში,
    პაპაია არ შემხვედრია ერთი მგონი და ჯერ მოცვი:)

  • Meli__ თქვა:
    30 მარტი 2014 10:59 - ID: 1,
    Vaime dzalian magaria smile aucileblad gavaketeb romelimes love sul eset karg siaxleebs deb ! love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top