;
9 აპრილი 2014      LiiZii     10 კომენტარი     ნანახია 3277-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები

9 აპრილის ტრაგედია !


9 აპრილი - დიდი და წითელი ლაქა საქართველოს ისტორიაში

საქართველოს უამრავი განსაცდელის გადატანა მოუხდა, მათ შორის კი არის 9 აპრილის უბედურებაც.
1989 წლის 9 აპრილის, თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამო. რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.






1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილმა დილის 4 საათზე, მთავრობის სახლის წინ მყოფი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 21 კაცი ადგილზევე დაიღუპა, აქედან 14 ქალი იყო, ერთი მათგანი - ორსული . ბარბაროსულად მოკლულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა იყო.

9 აპრილის ტრაგედია !



ყველაფერი კი ასე დაიწყო:

აფხაზეთში "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" მიტინგებს ატარებდა. ერთ - ერთი აქციის შემდეგ სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ.

2 აპრილს ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც უამრავი აფხაზი მონაწილეობდა.
4 აპრილიდან ტბილისში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, დღის 3 საათზე.
5 აპრილს აფხაზეთის პრობლემატიკამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
7 აპრილისათვის მთავრობის სახლის წინ 10 - 20 ათასი მომიტინგე იმყოფებოდა.
8 აპრილისთვის გავრცელდა ხმა, რომ სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ ბრძანება ჰქონდათ მიღებული.
9 აპრილს კი ისინი მზად იყვნენ ბრძანების შესასრულებლად. მომიტინგეთა დაშლა "საქართველოს მილიციასაც" კი არ ანდეს. სულ 420 ჯარისჯაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით გამოაგზავნეს. მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს. ისინი მომწამვლელ გაზსაც იყენებდენ.


ლელა ვეფხვაძე - "მიმაჩნია, რომ 9 აპრილი ამაღლებული დღე უფრო იყო, ვიდრე ტრაგიკული, რადგან ასეთი ერთიანი ქართველი ერი მე არ მინახავს. ადამიანებს შორის საოცარი თბილი დამოკიდებულება სუფევდა. მაშინ თავი თავს ქალად გრძნობდა, კაცი - კაცად. ურთიერთობა ისეთი ფაქიზი გახლდათ, რომ შეიძლება ცრემლი მოგრეოდათ, რასაც დღევანდელ ვითარებაზე ვერ ვიტყვი. დღეს ხალხი ძალიან აგრესიულია."


9 აპრილის ტრაგედია !


ეს ის სახელებია, რომელიც ჩვენ ქართველმა ერმა არ უნდა დავივიწყოთ.
რადგან მათ თავი შესწირეს 9 აპრილის უბედურებას.


1) აზა ადამია, 22 წლის
2) ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
3) ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
4) ნატო გიორგაძე, 23 წლის
5) თამუნა დოლიძე, 28 წლის
6) თინა ენუქიძე, 70 წლის
7) ნინო თოიძე, 25 წლის
8) ზაირა კიკვიძე, 61 წლის
9) მანანა ლოლაძე, 33 წლის
10) თამარ მამულიშვილი, 50 წლის
11) ვენერა მეტრეველი
12) მამუკა ნოზაძე, 22 წლის
13) ნანა სამარგულიანი, 41 წლის
14) შალვა ქვასროლიაშვილი
15) მარინა ჭყონია - სამარგულიანი, 31 წლის
16) ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
17) თამარ ჭოველიძე, 16 წლის
18) ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
19) მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
20) მანანა მელქაძე, 23 წლის
21) გია ქარსელაძე, 25 წლის


9 აპრილის ტრაგედია !

9 აპრილის ტრაგედია !

კატეგორია: საინტერესოა, ქართველები
Tags:

10


  • ano... თქვა:
    10 აპრილი 2014 21:20 - ID: 10,
    ციტატა: Hermione...♥
    ძალიან კარგი სტატიაა და დიდი მადლობა ავტორს ამისთვის.
    airwalk,
    ano...,
    Red_Hair_Girl,
    გეთანხმებით, მაგრამ არც ევროპა და ამერიკაა გამოსავალი, ამას ისტორიული გამოცდილება გვასწავლის. ეეჰ, კარგი იქნებოდა ნეიტრალიტეტი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ... იმედია, ოდესმე ამის საშუალებაც მოგვეცემა :)

    კი ნამდვილად გეთანხმები არც ევროპაა და არც ამერიკა გამოსავალი კარგია ნეიტრალიტეტი მაგრამ რას ვიზამთ არ არის. როგორც ადრე და ეხლაც რეალურად ყველაზე მეტი საშიშროება რუსეთიდან მოდის ად არ მესმის ზოგიერთი ქართველის მაინც რუსი რო უნდათ

  • liliana თქვა:
    9 აპრილი 2014 22:44 - ID: 9,
    [quote=LiiZii] არ ვემორჩილებით ლიზა.. არსებობს პრორუსული მენტალობის ხალხი რომელსაც ის ერთღამიანი ნატაშები და 30 მანეთი ენტრებათ ,,ის მუცლის ხალხი რომელსაც კარგი ჭამა სმა ენატრებათ და სულ კიდიათ საბჭოთა ჯალათები კამაზებით რომ ანგრევდნენ ჩვენი წინაპრების აშენებულ ეკლესიებს..ეჰჰ ეს ხალხიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან სამწუხაროდ .. თუმცა მათი მისწრაფებები ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანისკენ უბრალოდ ბოდვაა და მეტი არაფერი.. რუსეთისადმი მონობა კი მოსყიდვის შედეგია და გაუნათლებლობის,როგორ შეიძლება როცა იცი რა გაუკეთა შენს ქვეყანას რუსეთმა ამის შემდეგ მას ემორჩილო თუნდაც დიდი ფულის ნაცვლად...მარაზმია

  • LiiZii თქვა:
    9 აპრილი 2014 22:13 - ID: 8,
    ციტატა: Hermione...♥
    ძალიან კარგი სტატიაა და დიდი მადლობა ავტორს ამისთვის.
    airwalk,
    ano...,
    Red_Hair_Girl,
    გეთანხმებით, მაგრამ არც ევროპა და ამერიკაა გამოსავალი, ამას ისტორიული გამოცდილება გვასწავლის. ეეჰ, კარგი იქნებოდა ნეიტრალიტეტი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ... იმედია, ოდესმე ამის საშუალებაც მოგვეცემა :)

    ციტატა: liliana
    მადლობა ავტორს სტატიისთვის..ღმერთმა გვაცილოს ასეთ უბედურებებს და ქედს ვიხრი თითოეული გარდაცვლილის წინაშე.. recourse


    არაფრის ! კარგია თუ მოგეწონათ და მიხარია თქვენც ის რომ იგრძენით რაც მე !!! love

    ესეიგი საქართველოს უდიდეს ნაწილს გული კიდევ შერჩა !
    ალბათ გაგიკვირდათ , ასე რატომ ვთქვი ! აბა რა შეიძლება ვუწოდოთ ჩვენ თავს , ამ ყველაპრის შენდეგ კიდევ რუსეთს რომ ვემორჩილებით !! recourse recourse

  • liliana თქვა:
    9 აპრილი 2014 21:55 - ID: 7,
    მადლობა ავტორს სტატიისთვის..ღმერთმა გვაცილოს ასეთ უბედურებებს და ქედს ვიხრი თითოეული გარდაცვლილის წინაშე.. recourse

  • elga თქვა:
    9 აპრილი 2014 21:13 - ID: 6,
    დამბუძგლა ეხლა და ამეტირა სახელებს და გვარებს რომ ვკითხულობდი ვინც თავისუფლებას შეეწირა

  • Hermione...♥ თქვა:
    9 აპრილი 2014 20:52 - ID: 5,
    ძალიან კარგი სტატიაა და დიდი მადლობა ავტორს ამისთვის.
    airwalk,
    ano...,
    Red_Hair_Girl,
    გეთანხმებით, მაგრამ არც ევროპა და ამერიკაა გამოსავალი, ამას ისტორიული გამოცდილება გვასწავლის. ეეჰ, კარგი იქნებოდა ნეიტრალიტეტი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ... იმედია, ოდესმე ამის საშუალებაც მოგვეცემა :)

  • Red_Hair_Girl თქვა:
    9 აპრილი 2014 18:49 - ID: 4,
    და კიდე რუსეთისკენ რომ აქნევენ ტრაკს ზოგიერთები

  • ano... თქვა:
    9 აპრილი 2014 15:55 - ID: 3,
    ციტატა: airwalk
    Aხლა რომ ვუყურებ ვითარებას ქვეყანაში ჩანს რომ ტყუილად დაიღუპა ეს ხალხი. ამდენი რამის მერე კიდე რუსეთს რომ ვუძVრებით

    გეთანხმებიი

  • demetria თქვა:
    9 აპრილი 2014 15:26 - ID: 2,
    რისთვის ვიბრძოდით ასე ადვილად რომ დავთმოთ ის რაც ჩვენია, ვიმედოვნებ რომმ ახმ ხალხის და კიდევ ბევრი ქართველის სისხლიი ტყუილად არ დაღვრილა smile

  • airwalk თქვა:
    9 აპრილი 2014 15:17 - ID: 1,
    Aხლა რომ ვუყურებ ვითარებას ქვეყანაში ჩანს რომ ტყუილად დაიღუპა ეს ხალხი. ამდენი რამის მერე კიდე რუსეთს რომ ვუძVრებით

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top