;
11 აპრილი 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 5290-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები, ქართველები, for ANGEL.ge

ფარიკაობის შესახებ (GEO)
წარმოგიდგენთ ენჯელ.ჯი -ს ახალ პროექტს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სპორტის ამა თუ იმ სახეობების შესახებ და ინტერვიუს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდებისგან. პროექტის მიზანია მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია და დაგაფიქროთ - იქნებ თავადაც დავკავდეთ ამ სპორტით? და თუ საკმარის ინფორმაციას არ ფლობთ, მას ჩვენ მოგაწვდით.

პირველ თემად ფარიკაობა ავირჩიეთ, ერთერთი უძველესი, ელიტარული, საბრძოლო ხელოვნება, დღეს სპორტის ოლიმპიური სახეობაა. ფარიკაობის ჩამოყალიბების ისტორია მე-15 საუკუნის ესპანეთიდან იწყება, მისი პოპულარიზება მე-18 საუკუნის იტალიაში, რენესანსის ეპოქაში მოხდა, რომელიც შემდგომ საფრანგეთმა განავითარა და მრავალი სკოლა დაარსა. თუმცა კი მეორე მსოფლიოს ომის და საბრძოლო იარაღების განვითარების შემდეგ ფარიკაობა, ერთ დროს არისტოკრატიული საბრძოლო ხელოვნება სპორტის სახეობად იქცა. ბასრი იარაღი კი ელექტრონულმა სენსორებმა ჩაანაცვლეს. ფარიკაობა ოლიმპიური თამაშების 5-ეულში შედის.



საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა. საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა. იხილეთ მეტი ისტორიული ცნობები ლინკზე: msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=249&info_id=1074

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია თბილისში მდებარეობს, ის 1992 წელს დაარსდა.
დარბაზში, რომელიც ჭავჭავაძის 49ბ-ში მდებარეობს ამჟამად მრავალი ახალგაზრდა ვარჯიშობს
და საკმაოდ წარმატებული სპორტსმენები გყავს.


საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ბ
(+995 32) 2 292 875 / [email protected]




ინტერვიუსთვის ჩავწერეთ საქართველოს ჩემპიონები რაპირით ფარიკაობაში ლუკა ღაღანიძე (17 წლის) და თეო გოგლიძე (17 წლის) მის მწვრთვნელ თეონა ნიშნიანიძესთან ერთად.

ინტერვიუ: ლუკა ღაღანიძე, თეო გოგლიძე, თეონა ნიშნიანიძე
მასალა მომზადებულია www.angel.ge-სთვის


ლუკა ღაღანიძე 12 წლის ასაკიდან მეცადინეობს. უკვე მე-6 წელია აქტიურად ვარჯიშობს. დღეს ის საქართველოს ჩემპიონია ყველა ასაკში (ორგზის) და მრავალი საერთაშორისო შეჯიბრებების პრიზიორი და გამარჯვებული. ლუკა საოჯახო ტრადიციას აგრძელებს, მისი მამა და ბაბუა მოფარიკავეები არიან, მამა რაპირის მთავარი მწვრთვნელი ბაბუა კი თბილისის ფარიკაობის ფედერაციის დირექტორია, სწორედ ისინი ავარჯიშებენ ლუკას.


▶ ლუკა, თუ გახსოვს როდის დაინტერესდი ფარიკაობით
ლუკა: ❝ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ ოჯახის ინიციატივა არასდროს ყოფილა, რომ მოფარიკავე გავმხდარიყავი.❞



ხშირია, როცა მოსწავლეებისთვის ფარიკაობა
საოჯახო ტრადიციის გაგრძელებაა, ან
დედმამიშვილები კავდებიან ამ სპორტით.


თეო გოგლიძეც 12 წლის ასაკიდან ემზადება, რაც თეონამ, ოჯახის მეგობარმა მიიწვია. ყველაფერი უბრალო რეკომენდაციით დაიწყო "იქნებ გეცადა", ამბობს, რომ თავდაპირველად საერთოდ არ მოიხიბლა ამ სპორტით, შემდეგ შეიჩვია და საბოლოოდ კი ძალიან მოეწონა და სერიოზულად მოეკიდა ამ სახეობას.

თეო: ❝შემდგომ მომეწონა ყველაფერი, ჩაცმულობა, ფარიკაობის დგომი, ვარჯიშები, წესები.. საინტერესო სპორტია.
თეო დროის უმეტეს ნაწილს დარბაზში ატარებს, ვარჯიში დაახლოებით 4 საათს გრძელდება, კვირაში 6 დღე.
ფარიკაობის შესახებ (GEO)
თეონა ნიშნიანიძე რაპირაში ამზადებს, ამიტომ თეომაც ეს იარაღი აირჩია. ფარიკაობაში 3 საბრძოლო იარაღია, თავდაპირველად რაპირით იწყებენ ვარჯიშს, შემდეგ კი თუ რომელ იარაღს აირჩევს მოსწავლე მასზეა დამოკიდებული, თითოეულ იარაღს სხვადასხვა ტექნიკა და წესები აქვს.

სისხარტე და ფარიკაობის ტექნიკის დაუფლება
აუცილებელი მოთხოვნებია წარმატებული ასპარეზობისთვის.
ეს სპორტი ანვითარებს სწრაფ რეაქციას და აზროვნებას,
სისხარტეს, სისწრაფეს, მოქნილობას.


▶ რა მონაცემები უნდა ქონდეს ბავშვს, რომ ჩავთვალოთ, ის პერსპექტიულად ამ სპორტში?

თეო: ❝უნდა იყოს სპორტული ბავშვი.
თეონა: ❝განსაკუთრებული მონაცემები არ არის საჭირო, ეს სპორტი მოითხოვს სწრაფ რეაქციას, ტვინის სწრაფ აზროვნებას, სისხარტეს, სისწრაფეს. საინტერესო სპორტია, რომელიც კარგად ანვითარებს ადამიანს. 6 წლიდან იწყება მოსწავლეების მომზადება, ყველაზე გვიანი ასაკი კი არ აქვს ფარიკაობას. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ევროპის ჩემპიონი 70 წლის გივი ანდრიაძე, რომელიც ვეტერანებში გამოდის და ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს.






▶ თეონა, ვხედავთ რომ მოსწავლეები ფარიკაობის ვარჯიშის დაწყებამდე ვარჯიშობენ (თამაშობნდნენ ბურთით)

თეონა: ❝დიახ, ვარჯიშის დაწყებამდე ტარდება მთლიანი ფიზიკური მოთელვა, ორგანიზმი უნდა გახურდეს და გაიწელოს, რომ დგომი და სწრაფი მოძრაობები არ გაუჭირდეს, შემდეგ კი ფარიკაობის სპეციალური ვარჯიშები ტარდება.


▶ უშლის თუ არა ხელს ფარიკაობა სხვა სპორტის სახეობებით დაკავებას?

თეო: ❝როდესაც სერიოზულად უდგები საქმეს და პროფესიონალურად, როდესაც შენი ცხოვრების სტილია ფარიკაობა და დღეში 4 საათი ვარჯიშობ სურვილიც არ გაგიჩნდება სხვა სპორტით დაკავდე.
ლუკა: ❝ჰობი მაქვს, მიყვარს ცურვა, მაგიდის ტენისი, კალათბურთი. ადრე ამ სპორტებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ფარიკაობის შემდეგ უფრო ჰობად დარჩა.
თეონა: ❝ცურვა ყველანაირად ხელს გიწყობს, გამაჯანსაღებელია.❞



ფარიკაობის შესახებ (GEO)

ამ ელიტარულ და არისტოკრატიულ საბრძოლო ხელოვნებაზე - ფარიკაობაზე მზარდი მოთხოვნა გაჩნდა ამ ბოლო დროს. მოსწავლეების მიღება 6 წლის ასაკიდან ხდება და გვიანი ასაკი არ არსებობს, ამ სპორტის სახეობას არ გააჩნია შეზღუდვები აღნაგობის სპეციფიურობასთან დაკავშირებით.


საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში 2013 წლის აგვისტოს თვიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომზადება დაიწყეს.




ფარიკაობის შესახებ (GEO)
მოსწავლეები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან.
დამწყებ ბავშვებს გაკვეთილზე 1 საათს ავარჯიშებენ,
კვირაში რამდენჯერმე.


თეონა: ❝მე ყველას ვურჩევდი დაკავდეს ამ სპორტით, 6 წლიდან შეუძლიათ მოიყვანონ ბავშვი. სპორტული აღნაგობა და მოხერხებულობა, ბევრი მოსწავლე არ არის გამხდარი და ცოტა წონიანი, მთავარია იყოს მოქნილი, ამაზეც ვივარჯიშებთ. დამწყებ ბავშვებს თითო-გაკვეთილზე 1 საათს ავარჯიშებენ, კვირაში რამდენჯერმე.❞

რჩევა ლუკასგან: ❝საჭიროა დაუღალავი შრომა და მონდომება, მოტივაცია.❞



ფარიკაობის შესახებ (GEO)
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დარბაზი ფეშენებელური შენობაა ვაკის საცურაო აუზის მიმდებარედ, მართალია თვიური გადასახადი არც თუ ისე მაღალია, მაგრამ საჭირო ინვენტარი ჯდება საკმაოდ ძვირი, ამიტომაც ეს მაინც რჩება ელიტარულ სპორტის სახეობად. სპორტსმენები ხშირად მოგზაურობენ და იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატებში, დარბაზშიც, სადაც ასე დიდ დროს ატარებენ მეგობრული გარემოა. იარაღი, რომელიც თავდაპირველად საბრძოლო დანიშნულების იყო, ახლა კი სპორტულ ინვენტარს წარმოადგენს ნაკლებად საშიშია, თუმცა სპორტსმენები ვარჯიშის დროსაც ატარებენ დამცავ ჩაფხუტს და სპეციალურ სამოსს, მცირე დაზიანებები გარდაუვალია.


ამჟამად ლუკა ღაღანიძე და თეო გოგლიძე ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის იუნიორებს შორის
და იასპარეზებენ საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე.






ფარიკაობის შესახებ (GEO)


საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ბ
ტელეფონი:(+955 32) 29 28 75
ელ-ფოსტა: [email protected]

ევროპის ფედერაცია: www.eurofencing.info
მსოფლიოს ფედერაცია: www.fie.ch

გაგვიზიარე თქვენი მოსაზრება კომენტარების საშუალებით:
ისურვებდით თუ არა თავად ფარიკაობის შესწავლას?
▶ სასარგებლო და საინტერესო იყო თუ არა თქვენთვის ენჯელ.ჯი-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია?
პროექტის ფარლგებში, სხვა რომელი სპორტის სახეობის შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება?

კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

6


  • verski თქვა:
    14 აპრილი 2014 16:37 - ID: 6,
    love
    წარმატებები თეო <3

  • LiiZii თქვა:
    13 აპრილი 2014 23:14 - ID: 5,
    მე პირადად ძალიან მომწონს "ფარიკაპბა" , მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ არის გავრცელებულიი !!

  • fashion-girl თქვა:
    12 აპრილი 2014 22:34 - ID: 4,
    მაგარია, ჩემი მეგობარი გახდა ევროპის ჩემპიონი შარშან. love love

  • NataLefayStew თქვა:
    12 აპრილი 2014 13:41 - ID: 3,
    მინდაა! love

  • Ni Ni თქვა:
    11 აპრილი 2014 19:48 - ID: 2,
    მეც მოფარიკავე ვარ და ვგიჯდები ისე მიყვარს ეს სპორტი love

  • AnnieMargaret თქვა:
    11 აპრილი 2014 00:58 - ID: 1,
    ძალიან მომწონს ფარიკაობა, ცოტა ხანი დავდიოდი კიდეც smile ოღონდ რაპირაზე არა, დაშნაზე smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top