;
25 აპრილი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2474-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები


საქართველოდან 3,000 მონაწილე მსოფლიოსთან ერთად
ირბენს მათთვის ვისაც ეს არ შეუძლია!

Wings for Life World Run

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება. რეგისტრაცია უკვე შეწყდა, საქართველოში დარეგისტრირებულია 3,000 მონაწილე!



4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 6 კონტინენტის 35 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს 6 საათი, ავსტრალიაში და ტოკიოში კი დილის 4 საათი იქნება. საქართველოში ირბენენ მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ქართველი სპორტსმენები, კომპანიების წარმომადგენლები და ყველა მსურველი, ვისაც კი აერთიანებს მიზანი - დაეხმაროს და გამოხატოს თანადგომა, ირბინოს მათთვის ვისაც ეს არ შეუძლია! შემოსული თანხის 100% გადაირიცხება Wings for Life ფონდში რომელიც აფინანსებს ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებს.

ყველა მეცნიერი ერთად თანხმდება, რომ დაზიანებულ ნერვულ უჯრედებს აქვთ რეგენერაციის უნარი. ბოლო წლებში Wings For Life-ს საშუალება ჰქონდა წამოეწყო იმედის მომცემი ბევრი პროექტი, ძირითადად წინა კლინიკური კვლევები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ შედეგების კლინიკურ კვლევაში ჩართვა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს ზურგის ტვინის ტრავმის განკურნებამდე. გაიგე მეტი მეცნიერთა მიღწევების შესახებ: www.wingsforlife.com/en/research/

The official ‪#‎WorldRun‬ anthem - "You're not alone" by FDTF




Wings for Life World Run- ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება Wings for Life World Run -ის 2 გლობალური გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი), რომლებიც საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს რბენის გამარჯვებულებს (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ.



Catcher Car მსოფლიო რბენის ერთ-ერთი უნიკალური ელემენტია. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

მორბენალს, რომელიც შეჯიბრს გამოეთიშება, უკან სტარტზე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მონაწილის შედეგების კონტროლი ხდება ავსტრიიდან.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი. სცენა ლოპოტას გადასახვევთან, სტარტის ზონაში იქნება მოწყობილი. მონაწილეობას მიიღებენ ქართული მუსიკალური ჯგუფები: "ყველა", "გამოუვალი მდგომარეობა", "მწვანე ოთახი", "Loudspeakers", "Catch the Clouds"



ყველა მონაწილეს გადაეცემა ჩანთა, მონაწილის ნომრით,
საკვები ვაუჩერით, ბენდენათი და საინფორმაციო ფლაერით.
▶ ჩანთის გაცემა მოხდება კახეთში, ღონისძიების ლოკაციაზე.
▶ ღონისძიებაზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ორგანიზატორი.
▶ სარბენი გზის ყოველ 5კმ-ში განლაგებული იქნება გამაგრილებელი პუნქტები:
წყალი, ხილი, ენერგეტიკული სასმელი.

სარბენი ბილიკის შესახებ / About the running track:

მონაწილის განრიგი / Participant agenda


დავით ქაცარავა - "მე ვირბენ ბოლომდე, სანამ არ დავეცემი."

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო რბენაში?
"ეს პროექტი გაცილებით მეტია ვიდრე მარათონი, მზად ვართ დავეხმაროთ ადამიანებს ზურგის ტვინის დაზიანებით, გვერდში დავუდგეთ მათ - ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. გარდა ამისა, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შენი თუნდაც უმნიშვნელო სირბილით ეხმარები სხვა ადამიანს."
რამ გადაგაწყვეტინათ რომ გამხდარიყავით Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩი?
"სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა არგუმენტებმა"
რა რჩევებს მისცემდით მონაწილეებს, როგორ შეიძლება მოემზადონ უკეთ და აჩვენონ საუკეთესო შედეგი?
"ივარჯიშონ ყოველდღიურად"
რა არის თქვენი მიზანი, რამდენი კილომეტრის გარბენას აპირებთ?
"ბოლომდე, სანამ არ დავეცემი."




მერაბ დუკაშვილი - მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი საქართველოში.



ქეთი ხატიაშვილი - ტანმოვარჯიშე




2014 წლის 4 მაისი , 6 კონტინენტის 35 სხვადასხვა ქვეყანა და ასი ათასობით მორბენალი.
კახეთი ლოპოტის ტბის ჩასახვევთან, 10 კილომეტრში თელავი-ყვარელის გზატკეცილიდან.
რბენა დაიწყება ჩვენი დროით 14:00 საათზე.

კახეთი - მსოფლიო რბენის ლოკაცია.






ირბენე მათთვის ვისაც ეს არ შეუძლია!
Wings for Life World Run


THESE ARE THE PEOPLE WE’RE RUNNING FOR
<< IT COULD SO EASILY BE YOU >>


საკონტაქტო ინფორმაცია / Contact Info :
ცხელი ხაზი / Hotline - 570 200070
www.wingsforlifeworldrun.com/ka/contact/

www.wingsforlifeworldrun.com/ka/
facebook.com/events/Wings for Life World Run - Georgia
თემატური ნიუსი: angel.ge - მსოფლიო ირბენს მათთვის ვისაც ეს არ შეუძლია!


კატეგორია: საინტერესოა, ქართველები
Tags:

2


  • demetria თქვა:
    26 აპრილი 2014 12:45 - ID: 2,
    simmovnebit sheuertdebodii <33

  • verski თქვა:
    26 აპრილი 2014 02:06 - ID: 1,
    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top