;
25 აპრილი 2014      mariami222     3 კომენტარი     ნანახია 3482-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ჩვენს ცხოვრებას მომენტები ქმნიან, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ბედნიერია თუ არა, მთავარია ფაქტი, ამიტომ გთავაზოვთ პატარა ცხოვრებისეული ისტორიების მეხუთე ნაწილს, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე.

დღეს, 60 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბაბუაჩემი და ბებიაჩემი გარდაიცვალნენ ერთად მხოლოდ 1 საათის განსხვავებით.


დღეს, როდესაც დავინახე მოხუცი კაცი, რომელიც ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, ფეხს ავუჩქარე, ვიცოდი მოწყალებას ითხოვდა, მაგრამ მან უცებ მომაძახა: ,,მადამ, საფულე დაგივარდათ"


დღეს, მძღოლმა, რომელმაც შეიწირა ჩემი ბიჭის სიცოცხლე, გახდა დონორი ჩემი პატარა გოგონასი


დღეს, მე და დედაჩემს გვაქვს დაბადების დღე. მე გავხდი 15-ის, ის კი - 28ის.

დღეს, 40 წლის შემდეგ რაც კიბოს დიაგნოზი დამისვეს, მე ავღნიშნავ 90 წლის იუბილეს.


ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებთ


დღეს, მე ინტერვიუ ავიღე ძალიან წარმატებული ბიზნესმენისგან, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია. როდესაც მას ვკითხე, თუ რა იყო მისი წარმატების მიზეზი, ის გაჩერდა, დაფიქრდა და მიპასუხა ,,ეს მოხდა 2 წლის წინ, როდესაც დავკარგე გაადგილების უნარი და მივეჯაჭვე სავარძელს. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასაკარგი და ამის უფლება არ უნდა მივცე საკუთარ თავს.


დღეს, 40 წლის შემდეგ რაც კიბოს დიაგნოზი დამისვეს, მე ავღნიშნავ 90 წლის იუბილეს


დღეს, გოგონა, რომელსაც სკოლაში მე და ჩემი მეგობრები დავცინოდით (და ახლა მრცხვენია ამის), არის ძალიან წარმატებული კომპანიის დირექტორი, სადაც მე ვმუშაობ.


დღეს, ზუსტად გავიდა 2 წელი მას შემდეგ რაც ქირურგმა ჩემი ცოლი 1 კვირიან პროცედურებზე დატოვა საავადმყოფოში და მითხრა, რომ ორშაბათს გამოწერდა. მე დღემდე ველოდები ორშაბათს.


დღეს, როდესაც ბაბუაჩემი სიკვდილს ებრძოდა, ბებიაჩემმა გვერდზე პალატაში მითხრა: ,,ხანდხან ამ ყველაფერს ვეღარ ვუძლებ და ვტირი შეუჩერებლად, მაგრამ ამას მას არასოდეს ვანახებ. მე ვარჩევ ჩვენი უკანსკნელი წუთები დავუთმოთ სიცილს, მოგონებებს, ჩვენ სიყვარულს. არ მინდა მან ნახოს, როგორ დავიტანჯები, როცა აღარ იქნება"

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებთ


დღეს, მოხუცმა ქალბატონმა, რომელიც ჩვენი კაფის მუდმივი სტუმარია, მაგიდაზე დამიტოვა 1000 დოლარი და პატარა ბარათი: ,,დიდი მადლობა ყველაფრისთვის. შენი ღიმილი და კარგი დამოკიდებულება ყოველთვის მიხალისებდა ვახშამს. ახლა მე მივდივარ ამ ქალაქიდან და მინდა მადლობის ნიშნად ეს პატარა თანხა დაგიტოვო. მინდა გისურვო, რომ ცხოვრება ისე მოგექცეს, როგორც შენ მექცეოდი"


დღეს, ჩემ 18 წლის დაბადების დღეზე, ზუსტად 10 წლის შემდეგ მომივიდა მამაჩემის დალუქული წერილი, რომელსაც პატარა შესავალი ჰქონდა: ,,მამაშენი იყო გმირი. მან ეს წერილი დაწერა 10 წლის წინ საავადმყოფოში. მე მას დავპირდი, რომ ზუსტად ამ დღეს გამოგიგზავნიდი მას. გილოცავ დაბადების დღეს!"



დღეს, მე წავიკითხე ჩემ მიერ დაწერილი წერილი, რომელიც 5 წლის წინ თვითმკვლელობის მცდელობისას დავწერე და მივხდი რა ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემი მეუღლე, რომელმაც მითხრა: ,,მე ვღელავ შენზე"


დღეს, ჩემს მამინაცვალს, ციხის გისოსებს მიღმა ვუთხარი, რომ ის არის ჩემი გმირი, ჩემი მასწავლებელი, ჩემი აღმზრდელი, რომ ვამაყობ მისით


დღეს, როდესაც მე და მამა საყიდლებზე ვიყავით, ის შეჩერდა და მითხრა: ,,წამოდი დედას ყვავილები ვუყიდოთ" მე გავიკვირდა და ვუთხარი, რატომ ახლა? მან კი მიპასუხა: ,,რატომ ახლა არა? აბა როდის? ხვალინდელი დღე ჩვენთვის გარანტირებული არ არის" და მაშინ მე გამახსენდა, რომ მისი პირველი შეყვარებული ქორწილის წინა ღამეს დაიღუპა.


დღეს,მე ჩემი მეუღლის ფერფლი ფიჯის კუნძულებზე წავიღე, როგორც ეს მას შევპირდი. სწორედ იმ ბილეთით წავედი, რომელიც 3 თვის წინ ჩვენი ქორწინების 10 წლის თავისთვის ვიყიდეთ.


ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებთ



დღეს, როდესაც აეროპორტში ჩემს მეგობრებს ველოდებოდი (სამხედრო ფორმა მეცვა), ჩემთან მოვიდა პატარა ბიჭუნა და მკითხა: ,,ოკეანის იქით მიდიხარ?" მე მას ვუპასუხე, რომ კი და 1 კვირაში დავბრუნდებოდი. მან ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: ,,როდესაც იქ წახვალ მამას უთხარი, რომ მიყვარს და მენატრება. დედა ამბობს, რომ ის არასოდეს აღარ დაბრუნდება"



დღეს, დედამ მითხრაა: ,,ყოველთვის ვიცოდი, რომ მამაშენი მიყვარდა, მაგრამ ამას ვერ ვაანალიზებდი ბოლომდე, სანამ ის არ დავკარგე"



დღეს, ბაბუაჩემი უკანასკნელი სიტყვები იყო: ,, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის...."


დღეს, როდესაც ჩემი კაბინეტისკენ მივდიოდი დავინახე პაციენტი, რომელიც ტირილით ათვალიერებდა ტელეფონში თავის ძველ სურათებს. სურათებს, რომელიც ხანძრამდე გადაიღო.


დღეს, ვერც წარმოვიდგენდი თუ რა გამანადგურებული აღმოჩნდებოდა სიჩუმე, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ჩამოწვა.



დღეს, ზუსტად 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა მეუღლემ თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააიგდო, რათა გამოეყვანა თანაკურსელი გოგონა ცეცხლწაკიდებული კოლეჯის შენობიდან. აი როგორ გავიცანი ის მე.


ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებთ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

3


  • tamo თქვა:
    6 მაი 2014 18:31 - ID: 3,
    დღეს, ვერც წარმოვიდგენდი თუ რა გამანადგურებული აღმოჩნდებოდა სიჩუმე, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ჩამოწვა. 

  • Mari.♫ თქვა:
    26 აპრილი 2014 18:16 - ID: 2,
    დღეს, როდესაც დავინახე მოხუცი კაცი, რომელიც ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, ფეხს ავუჩქარე, ვიცოდი მოწყალებას ითხოვდა, მაგრამ მან უცებ მომაძახა: ,,მადამ, საფულე დაგივარდათ"

  • Little-star თქვა:
    26 აპრილი 2014 12:34 - ID: 1,
    ძალიან,ძალიან მაგარი სტატიაა love ყოჩაღ ავტორო!!! თვალებზე ცრემლი მომადგა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top