;
19 მაი 2014      Ann_J     4 კომენტარი     ნანახია 10104-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ♥ დისტანციაზე ✈




ვფიქრობთ, რომ ჩვენს მკითხველებს შორის უამრავია ისეთი ადამიანი, რომელთაც თავიანთი საყვარელი ადამიანებისგან შორს უწევთ ყოფნა და ამის მიზეზი მხოლოდ ერთია - ათასობით კილომეტრი . ერთი შეხედვით ჩანს რომ, მსგავსი ურთიერთობა განწირულია წარუმატებლობისათვის, თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც სირთულეებსა და დაბრკოლებებს არ უშინდებიან და მზად არიან შეინარჩუნონ და ამასთანავე განავითარონ ჰარმონიული ურთიერთობები შორეულ მანძილზე. სიშორე შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორებით იყოს განპირობებული მაგალითად : ახალი პერსპექტივები კარიერისა და განათლების სფეროში ან უბრალოდ შემაფერხებელი კოლომეტრები სხვადასხვა ქალაქებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ურთიერთობა სერიოზული გამოცდაა შეყვარებულთათვის.

▼რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ურთიერთობას შორეულ მანძილზე?
▼რაზეა სავალდებულო განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება რომ შევინარჩუნოთ ის?


სასარგებლო რჩევები მათთვის ვინც ამას საჭიროებს და იძულებულია იცხოვროს მოშორებით საყვარელი ადამიანისგან


მონატრება
ამ ურთიერთობის ნაკლოვანება უკვე აშკარაა. შეყვარებულებს უზომოდ ენატრებათ ერთმანეთი და ეს მუდმივი მონატრება არ აძლევს მოსვენებას ყოველდღიურ ცხოვრებას. შემდეგი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ასეთი ურთიერთობის დროს ალბათომა იმისა, რომ გამოვლინდება ეჭვიანობა და მომავლის შიში მაღალია. გარდა ამისა, ცხადია, რომ როცა წყვილი ინარჩუნებს დისტანციურ ურთიერთობას, ისინი ფიზიკურად ნაკლებ დროს ატარებენ ერთად. შესაბამისად შესაძლოა ამ ყოველივემ წარმოქმნას ერთმანეთისადმი "გაუცხოება" პირისპირ შეხვედრისას. ზოგი უბრალოდ ხელს ჩაიქნევს და ისე გააგრძელებს ცხოვრებას, რომელიც მეტ კომფორტს შეუქმინს.

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ♥ დისტანციაზე ✈


იყო შეყვარებული, როგორც პირველ დღეს

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიყვარულს დისტანციაზე აქვს თავისი უპირატესობები, რომლის დავიწყებაც არ ღირს. წყვილი, რომელთაც საზოგადოება იშვიათად ხედავს ერთად, ინარჩუნებენ განსხვავებულ და ამაღელვებელ გრძნობებს ერთმანეთისადმი. ისინი განსაკუთრებით აფასებენ დროს, ერთად გატარებულ თითოეულ წუთს. აქეადნ გამომდინარე, ცდილობენ დღეები იყოს უფრო რომანტიკული და მრავალფეროვანი. ხშირ შემთხვევაში ასეთი ადამიანები შედარებით, მარტივად ინარჩუნებენ ინდივიდუალიზმს. ისინი რჩებიან დამოუკიდებლები და აქვთ მეტი შესაძლებლობა რეალიზებისთვის. უმეტეს შემთხვევაში, ეს არაა საკმარისი მათთვის, რომლებთაც მრავალწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ.

სასარგებლო და მნშვნელოვანი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ
ხშირი კონტაქტი
გქონდეთ რაც შეიძლება ხშირი კომუნიკაცია თქვენს პარტნიორთან : SMS-შეტყობინებებით, ზარებითა და Skype -თი. მნიშვნელოვანია რომ მუდმივად შეინარჩუნოთ კონტაქტი და დაიკავოთ განსაკუთრებული ადგილები ერთმანეთის ცხოვრებაში. შეეცადეთ გაცვალოთ ერთმანეთთან არამაარტო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არამედ ყურადღება გაამახვილოთ წვრილმან დეტალებზე, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ♥ დისტანციაზე ✈


მსგავსი ურთიერთობის დაწყებისთანავე დაუსვით ერთმანეთს მნიშვნელოვანი კითხვები, რათა დარწმუნდეთ რომ ისიც იმავეს გრძნობს და მოელის რასაც თქვენ. ჩამოყალიბდით, რას წარმოადგენთ ერთმანეთისთვის, რა ტიპის სტატუსს მოიცავს თქვენი ურთიერთობა : ერთმანეთთან სიყვარული გაკავშირებთ, თუ ხართ მხოლოდ მეგობრები, რომლებიც სიამოვნებით შეხვდებიან ერთმენთს იმ შემთხვევააში თუ მოხვდებიან ერთიდაიმავე ქალაქში. დიახ, ამ კითხვების დასმა რთული და უხერხულია თუმცა აუცილებელი რათა ყველაფერი იყოს ნათელი და თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და იმედგაცრუება. თუ ამ ყველაფერს მოაგვარებთ, გაგიავდილდებათ დასახული მიზნისკენ სწრაფვა.

მიეცით გამოწვევა მანძილს და გააკეთეთ ერთად რაღაც რაღაცეები. დაფიქრდით, შეყვარებული წყვილები, რომლებიც ერთაც ცხოვრებენ ან უმეტეს დროს ერთად ატარებენ ნაკლებ დროს უთმობენ საუბარს, ისინი დროის გარკვეულ მონაკვეთს რაღაცის კეთებაში ატარებენ რაც დისტანციურ ურთიერთობებშიც შესაძლებელია. მაგალითად, ერთდროულად უყურეთ ერთსა და იმავე ფილმს ან გადაცემას, ითამაშეთ თამაშები , მოამზადეთ სადილი Skype -ით ლაპარაკის დროს, იმღერეთ ერთი და იმავე სიმღერა კარაოკეს დახმარებით, წაიკითხეთ ერთი და იმავე წიგნები. ყოველთვის გახსოვდეთ ამ ურთიერთობის დადებითი მხარეები რათა გაგიადვილდეთ არსებულ სიტუაციაში ცხოვრება: თქვენ შეგიძლიათ დიდი დრო დაუთმოთ ოჯახსა და მეგობრებს, არ ეკამათოთ შეყვარებულს საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე.

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ♥ დისტანციაზე ✈


ნუ ეცდებით მუდმივად აკონტროლოთ საყვარელი ადამიანი, სანამ ორთავე პიროვნება დაინტერესებულია ურთიერთობით, ისინი შეძლებენ მის შენარჩუნებას. მაგრამ როგორც კი ერთ ერთი მათგანი გადაწყვეტს რომ მსგავსი ურთიერთობა აღარ აკმაყოფილებს ან მის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი პირი, ურთიერთობაც დასრულდება და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ცხოვრობთ 3000 კილომეტრის დაშორებით ერთმანეთისგან, ერთ ქალაქში თუ ერთი და იმავე ოთახში.

აკეთეთ ერთმანეთისვის რაღაცეები. ალბათ არსებობს ისეთი რამ , რომლის გაკეთებაც თქვენ ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ ამისთვის არ გაგაჩნდათ საკმარისი მოტივაცია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ამის კეთება საყვარელი ადამიანის გამო დაიწყოთ. მაგალითად გავაუმჯობესოთ ჩვენი ფიგურა ან დავოსტატდეთ კულინარიაში. შეხვედრისას თქვენ სიამოვნებით აღნიშნავთ მიღწეულ შედეგებს და გაიხსენებთ მომენტებს რომლებიც არც ისეთი მარტივი იყო როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.

განიხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები, რომ ზუსტად იცოდეთ საით მიემართებით, რომ გაანალიზოთ რისთვის ცდილობთ ამდენი სირთულის დაძლევას და მსგავს პრობლემასთან ჭიდილს რასაც შორეული მანძილი ქმნის. გახსოვდეთ რომ ბევრი რამ დროსთან ერთად უმჯობესდება და ურთიერთობაც დღითიდღე სასიამოვნო და თბილი ხდება. მთავარია იმედი

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ♥ დისტანციაზე ✈


შეძლებისდაგვარად გაახშირეთ შეხვედრები. ურთიერთობა ვერ განვითარდება ჰარმონიულად, თუ თქვენ მარტო ვირტუალური სამყარო გაკავშირებთ. გამოიყენეთ ყველა არსებული საშუალება შეხვედრისთვის.

ყველაზე იოლი გზა რომელიც ანადგურებს ურთიერთობას შორეულ მანძილზე არის უნდობლობა და ეჭვიანობა. როდესაც ერთად დგამთ ამ ნაბიჯს და მიდიხართ პრობლემების წინაშე მაშინ მზად უნდა იყოთ სირთულეებისთვის, რომელიც ამ ყოველივეს თან ახლავს. შეყვარებულის ერთგულებაში 100% ით უნდა იყოთ დარწმუნებულნი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ამაოა. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი მეგობრებთან ერთად წავიდა გასართობად, სახლში დაბრუნების შემდეგ არ უნდა მოვუწყოთ დაკითხვა რატომ დაიგვიანა, არ გვიპასუხა ან დაბრუნებისთანავე არ მოგვწერა. უნდობლობა მოსვენებას არ მოგცემთ. ამიტომ საჭიროა ამ ყველაფრის გათვალისწინება. თუმცა შეეცადეთ დაიცვათ ბალანსი. არ უნდა იყოთ სრულიად გულუბრყვილო და არ უნდა დახუჭოთ თვალები აშკარა ფაქტზე, რომელიც შეყვარებულის ღალატისკენ მიგვითითებს.

აჩუქეთ საყვარელ ადამიანს რაიმე სამახსოვრო ნივთი, უმჯობესია ისეთი, რის ტარებასაც ყოველდღიურად შესძლებს ან უბრალოდ შეეხება და თქვენს სითბოს იგრძნობს. მსგავსი ნივთები სასიამოვნო გრძნობას აღგიძრავთ და გიბიძგებთ უფრო მეტი იფიქროთ თქვენს შეყვარებულზე.

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ♥ დისტანციაზე ✈


ჰარმონიული ურთიერთობა - უდიდდეს შრომას, ძალისხმევასა და მონდომებას მოითხოვს. მთავარია რომ ეს წყვილს კარგად ესმოდეს და აანალიზებდეს. ხელს უწყობდეს იმას რომ ურთიერთობა დააფუძნებული იყოს ურთიერთგაგებაზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ კამათი ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის აუცილებელია განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის რომელთაც დისტანცია აშორებთ. მაქსიმალურად შეეცადეთ კამათი არ გადაიზარდოს მწვავე ჩხუბში რომელიც არც თუ ისე სახარბიელო შედეგებს მოგიტანთ. დებატები ერთმანეთში, მოგცემთ შესაძლებლობას მკაფიოდ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. ეს ყოველივე კი ურთიერთობას უფრო სტაბილურსა და ნათელს ხდის.

ალბათ დამეთანხმებით რომ ზემოაღნიშნული რჩევები არც თუ ისე მარტივია და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა თუ თქვენ გულწრფელი სიყვარული გაკავშირებთ. ამ სირთულეებსაც დაძლევთ. ერთად თანაცხოვრება კი თქვენთვის გაცილებით უფრო მარტივი იქნება. არ არასებობს გამოუვალი მდგომარეობა. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი სკეპტიკურად უყურებს მსგავსი სახის ურთიერთობას მაგრამ დამერწმუნეთ რომ ყველაფერი შესაძლებელია. იმედია მათ ვისაც მსგავსი სახის პრობლემა გაწუხებთ რჩევებითა და პოზიტივით შეგიმსუბუქეთ . ბედნიერებას გისურვებთ!

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ♥ დისტანციაზე ✈

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

4


  • Ruska თქვა:
    19 მაი 2014 19:11 - ID: 4,
    ძალიან მაგარი სიხლეა :* ^_^ რომ შემიყვარდება გამომადგება ეს რჩევები :D

  • nusho თქვა:
    19 მაი 2014 18:57 - ID: 3,
    პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან რთულია საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა ჩემი საქმრო სულ რაღაც 8 თვეში ჩამოვა შტატებიდან..თუმცა სკაიპი რომ არა გავაფრენდი..ამ სიახლეში ზუსტი და გასათვალისწინებელი რჩევებია. ყოჩაღ :))) <3.

    ზუსტი და გასათვალისწინებელი რჩევებია. ყოჩაღ :))))<3.[/quote]

  • Ann_J თქვა:
    18 მაი 2014 22:20 - ID: 2,
    დიდი მადლობა თამ :* :* ვეცადე :DD დამვიწყებია სიახლის მომზადება

  • ta_mo თქვა:
    18 მაი 2014 21:53 - ID: 1,
    დაბრუნებაც ასეთი უნდა ან <3 ძალიან, ძალიან მაგარი სიახლე იყო, შენი ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიე, სუპერ! <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top