21 May 2014      ANGEL     Views 10 720    
Category: Fun, Interesting



bitchy resting face ანუ BRF - ამ მდგომარეობით მრავალი ადამიანი იტანჯება და სატანჯველს აყენებს სხვებს, ამ მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც განურჩევლად იმისა კარგ ხასიათზეა თუ მართლაც რაიმეთია შეწუხებული სახეზე აღებეჭდება არაკეთილგანწყობილი მზერა, რომლითაც თითქოს განიხილავს, აკრიტიკებს და აკნინებს მის გარშემომყოფთ ✗ ეს კლასიკური bitch face გახლავთ, მაგრამ როდესაც ადამიანს მუდმივად ასეთი სახით ვხედავთ და ხშირად ის შესაძლოა მშვენიერ ხასიათზეც იყოს, მაგრამ მისი ფასადი ამ მიმიკას უკავია, ✔ ეს უკვე bitchy resting face გახლავთ.




რატომ არის ცუდი bitchy resting face მდგომარეობა მისი მფლობელისთვის
საზოგადოება ამ სახეს არაკეთილმოსურნედ აღიქვამს, ერიდებიან ასეთ ადამიანთან საუბარს, რადგან რაღაცით შეწუხებულნი და გაღიზიანებულები ჩანან, თითქოს მუდმივად განიხილავენ თანაგარშემომყოფთ და უკმაყოფილონი არიან. მათ ვერ შეატყობთ რომ სიამოვნებთ თქვენს გარემოცვაში ყოფნა, ამიტომაც... ასეთი ხალხისგან დისტანციის დაცვას ვცდილობთ, რადგან თითქოს ეს ის არის, რაც მათ სურთ.

რატომ გვნებს bitchy resting face ნაცნობის ყოლა ჩვენ
რთულია გაარკვიო აწყენინე მათ რაიმე და თუ არა, მოიპოვე თანამოსაუბრის კეთილგანწყობა? ხშირად შესაძლოა უბრალოდ მისალმებისას ასეთი გამომეტყველებით ნათქვამმა სალამმაც დაგაფიქროთ, ამ ადამიანს რაიმე ხომ არ ეწყინა თქვენგან, ან იქნებ საშინლად გამოვიყურებით და ამიტომ შემოგვხედა ასეთი სიძულვილითო?

“Oh my God… that girl totally hates me.”
“Nah, it’s just her Bitchy Resting Face.”


“I tried talking to her but she just looked at me like I was an idiot. How rude!”
“Don’t worry about it. She’s totally listening. That’s her thinking Bitchy Resting Face.”





ეს მდგომარეობა მრავალი კომიქსის და იუმორისტული ვიდეოს შთაგონების წყარო გახდა, მართლაც რომ, სასაცილოა, როდესაც ვიცით განსხვავება bitchy resting face და bitch face -ს შორის, რომ არაფერ შუაში არ ვართ ჩვენ თუ გარემო, უბრალოდ ეს მათი მდგომარეობაა, სრულიად ნორმალური, რომელიც არააანაირ კავშირში არ არის არც მათ იმჟამინდელ ხასიათთან, უბრალოდ მუდმივი ყოფა. :)))



bitchy resting face-ის კარგი მაგალითია მსახიობი ვივიენ ლი და განსაკუთრებით მის მიერ განსახიერებული პერსონაჟი "ქარწაღებულები"-დან, თუმცა ასეთ სახეს უფრო ადრეც ვხვდებით მაგალითად ლეონარდო და დავინჩის ტილოზე, რომელიც ჟენერვა დი ბენჩის პორტრეტს ასახავს :))





ასევე მსახიობ ანა პაკუინის მზერა HBO'ს სერიალ True Blood-ის სუკი სტეკჰაუზის პერსონაჟისთვის შესანიშნავი მაგალითია, ანამ ამ "სინდრომის" შესახებ განმარტება გააკეთა იუმორისტულ შოუში და დემონსტრირებაც გაუწია: ))








Celebrity Resting Bitch Faces

ახლა კი თვალი გადავავლოთ რამდენიმე მსახიობს, რომლებიც
რეალურ ცხოვრებაში დააფიქსირეს პაპარაცებმა მსგავსი სახის გამომეტყველებით



















ახალგაზრდა მომღერალი LORDE კი აქ წარმოდგენილი სხვა ცნობილი პიროვნებებისგან
განსხვავებით ნამდვილი, მუდმივი Resting Bitch Faces -ით გამოირჩევა




ასეთი სახე შეიძლება შეინიშნოს ბავშვებშიც კი




ხშირად რთულია ყალბი სექსუალური მზერის და bitch face-ს შორის ზღვარის დაცვა





ultimate bitch face









cersei - Queen of bitch face
მსახიობ ლენა ჰიდლის მიერ განსახიერებული პერსონაჟი სერიალში Game of Thrones
არ არის ერთადერთი რომელიც ხშირად იჭერს bitch face-ს


















ალბათ თქვენც დაგიფიქსირებიათ bitch face ანუ "სწერვა" სახის გამომეტყველების მრავალი ვარიაცია და მეტიც, გეგულებათ ნაცნობი, რომელსაც მუდმივად bitchy resting face -ის სინდრომი აღენიშნება :)) ნუ განერიდებით BRF ადამიანებს, გახსოვდეთ, ხშირად ეს მათ შინაგან მდგომარეობას და თქვენდამი დამოკიდებულებას სრულიადაც არ ასახავს, ეს უბრალოდ მათი "სწერვული" შემოტევებია.

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top