;
28 მაი 2014      AnnLennon     28 კომენტარი     ნანახია 10920-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები

სელებრითები არიან ადამიანები, რომლებსაც მუდამ უწევთ კამერების წინ პოზიორობა, ღიმილიანი სახის დაჭერა და თავმდაბლობა, რათა ხალხის სიყვარული მოიპოვონ და შესაბამისად დიდხანს ატარონ ვარსკვლავის ტიტული. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც საკმაოდ მომთხოვნი, არაადეკვატური ხასიათითა და ქცევებით გამოირჩევიან. სწორედ ამგვარი სელებრითები გაჰყავთ ისეთ კატეგორიაში, როგორიცაა ‘Difficult To Work With.’ ეს ფაქტი ხშირ შემთხვევაში საქმეს უფუჭებს მათ მედიაში, საზოგადოებაში თუ პროფესიულ საქმეში. სტატიაში იხილავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კეტრინ ჰეიგლი, რასელ ქროუ, გვინეტ პელტროუ, მირანდა ქერი, ერინ ჰიზერტონი და სხვ. ზოგიერთი მათგანის ხილვა ამ სიაში ალბათ წარმოუდგენელი, თუმცა რეალურია.


- კეტრინ ჰეიგლი -

Celebs Difficult To Work With


ალბათ რთული დასაჯერებელია, რომ ამ სათნო და მუდამ მომღიმარი სახის მიღმა გაუსაძლისი და რთული პიროვნება იმალება. სანდო წყარო ირწმუნება, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობის ატანა ურთულესია მისი უხეში საქციელებისა და მოთხოვნების გამო. ‘ის გამუდმებით უხასიათოდაა, პრეტენზიული ყველასა და ყველაფრის მიმართ ჩაცმულობა იქნება ეს თუ სცენარი. ხანდახან გვალოდინებს და ოთახიდან არ გამოდის. გამუდმებით გაუთავებელი კითხვებით გვაწუხებს.’ თუმცა, კრიტიკისდა მიუხედავად არიან ისეთებიც, რომლებიც კეტრინთან მუშაობას კვლავ ისურვებდნენ გრეგ ბერლანტი ფილმ ‘Life as We Know It’-ის რეჟისორი ამბობს: ‘დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად კვლავ. არაჩვეულებრივი მსახიობია.’ ამბობენ, რომ მსახიობი ცდილობს გამოსწორდეს და კინოინდუსტრიის მოგულების გული კვლავ მოიპოვოს. ‘ჰეიგლს ყველაფრის უკან დატოვება და ახალი სამუშაო ეთიკის შემუშავება სურს.’

Celebs Difficult To Work With

Celebs Difficult To Work With


- გვინეტ პელტროუ -

Celebs Difficult To Work With


ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნადი ვარსკვლავი გახლდათ წარსულში, თუმცა დღესდღეობით მისი გრაფიკი არც თუ ისე დატვირთულია სხვადასხვა პროექტებით. ალბათ, ეს გამოწვეულია მისი რთული ხასიათით. სპორტდარბაზში ვარჯიშისას საშხაპის ხელახლა დალაგებას ითხოვს, რათა სხვისი ნაბანი წყალი არ შეესხას. ამბობენ იმასაც, რომ ‘რკინის კაცი 2’-ის გადასაღებ მოედანზე გვინეტი ყურადღებას არ აქცევდა სკარლეტ იოჰანსონს და გამუდმებით აიგნორებდა მას.

Celebs Difficult To Work With


შესაბამისი დასკვნის გამოტანა მისი ქედმაღლური ინტერვიუებიდანაც შეიძლება. აი რა კომენტარი გააკეთა მან საუკეთესო მეგობრის ბიონსეს შესახებ. ‘ბიონსე? დიახ, ის კარგია. ვოკალური მონაცემები ძალიან კარგი, თუმცა მისი მოსმენით ვერ გაერთობი.’

Celebs Difficult To Work With


გვინეტი მსახიობ რიზ ვიზერსპუნის შესახებ: ‘მორიგი რომანტიკული კომედია? შეხედავ მას და იტყვი ღმერთო ის შეუდარებელია. შემდეგ კი გაიფიქრებ ‘რატომ მონაწილეობს იგი ამ სულელურ რომანტიკულ კომედიებში გამუდმებით?’ თუმცა რა თქმა უნდა, ეს ფულისა და სტატუსის გამო ხდება.’

Celebs Difficult To Work With Celebs Difficult To Work With


- რასელ ქროუ -

Celebs Difficult To Work With


ალბათ, არავის გაუკვირდება რასელის ამ კატეგორიაში ხილვა, რადგან მის უხასიათობასა და უხეშ დამოკიდებულებაზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის, თუმცა მსახიობი თავისი შეუდარებელი ნიჭის წყალობით კვლავ აქტუალური და მოთხოვნადია. გადასაღებ მოედანზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გამართული კონფლიქტები, ფილმის პროდიუსერების მიმართ მუქარა და თვითერის საშუალებით ადამიანების ლანძღვა.

Celebs Difficult To Work With


მან ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნიც გააკრიტიკა სარეკლამო რგოლებში მონაწილეობის გამო და უბრალოდ გაყიდვადი სახე უწოდა. რასელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ყოველივეზე ამგვარად ისაუბრა: ‘დიახ, გასაგებია, რომ ვარ რთული ხასიათის მქონე პიროვნება და მუდამ არ ვიღიმი კამერების წინაშე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უხეში, არაადეკვატური და ბოროტი ადამიანი გახლავარ. მედია ამ ყველაფერს მხოლოდ შავად აპიარებს. არ ვარ ისეთი დივა და მონსტრი, როგორადაც მახასიათებენ.’

- ქანიე უესტი -

Celebs Difficult To Work With


ამ ცნობილი რეპერის და დიზაინერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ალბათ ქედმაღლობაა, რომელსაც თითოეულ ინტერვიუში გამოხატავს. სწორედ ამ მიზეზით იმსახურებს კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ.
უილ ფარელი, რომელიც რეპერთან ერთად ‘Anchorman 2’-ში მონაწილეობდა აცხადებს: ‘ის მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა. სიმღერებს ხმამაღლა უსმენდა და ამიტომ გადაღებები რამოდენიმეჯერ შევაჩერეთ. შეშინებულნი 18 წლის მოზარდებივით მივმართავდით მას. როდესაც ქანიეს მონაწილეობით სცენები გადავიღეთ მან გადასაღები მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა, კულისებში ხალხს ეჩხუბებოდა და ლანძღავდა მათ.’

Celebs Difficult To Work With


‘რას ნიშნავს ქანიე უესტი და ვინაა ის? მე მას სტივ ჯობსთან გავაიგივებდი. სტივი ინტერნეტის მამა იყო, მე კი მოდისა და კულტურის.’ - ერთ-ერთ ინტევიუში განაცხადა მან.

“I don’t even listen to rap. My apartment is too nice to listen to rap in“.

Celebs Difficult To Work With


- მადონა -

Celebs Difficult To Work With


პოპდივად აღიარებული მადონა არ უარყოფს ჭორებს იმის შესახებ, რომ მასთან მუშაობა რთული საქმეა. მისი სამუშაო ეთიკა უდიდესი დოზით იდეალურობას ითხოვს, რაც ძალიან ცოტას შეუძლია, პროფესიონალებსაც კი. მას არ აინტერესებს ხალხის აზრი და არ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.

Celebs Difficult To Work With


ჟურნალისტი ჯინი დოგერი მადონას შესახებ: გავფრინდი ლოს ანჟელესში, რათა მასთან დაგეგმილი ინტერვიუ ჩამეწერა, თუმცა მან ახსნა განმარტების გარეშე უარი განაცხადა ჩემთან თანამშრომლობაზე. ორი დღის შემდეგ კი გამოცხადდა, ინტერვიუს განმავლობაში უხეში იყო, ხოლო მისი პიროვნება კი ბუნდოვანი.’ პოპვარსკლავის ტრენერი ნიკოლი კი საპირისპიროზე მეტყველებს: ‘არაჩვეულებრივი ქალია. მისი თავგამოდება, სამუშაო ეთიკა იდეალური. ვერც კი ვინატრებდი მასზე უკეთეს პარტნიორს ვარჯიშისას.’

- ლინდსი ლოანი -

Celebs Difficult To Work With


მსახიობის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ადვილი მიუხედავად მილიონებისა და ცნობადობისა. გაუთავებელი სასამართლო პროცესები, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლისკენ მიდრეკილება და სხვა მრავალი. ლინდსი მუდამ იგვიანებდა გადასაღებ მოედანზე და არაფხიზელ მდგომარეობაში ქასთის წევრებს უხეშად ეპყრობოდა. ‘ლინდსი არ შედის იმ მსახიობთან კატეგორიაში, რომლებთან მუშაობაც სასიამოვნო და უადვილესია. თუმცა, ის არაჩვეულებრივი, პროფესიონალი მსახიობია, რასაც ვერ ვიტყვი მის ადამიანურ მხარეზე, თუმცა ეს ალბათ არც მოეთხოვება.’ - აცხადებს ერთ-ერთი მსახიობი.

Celebs Difficult To Work With

Celebs Difficult To Work With


- ჯენიფერ ენისტონი -

Celebs Difficult To Work With


ვინ იფიქრებდა, რომ ყველასთვის საყვარელი რომანტიკული ჟანრის ფილმების ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი დივა იქნებოდა. სანდო წყარო აცხადებს, რომ ჯენი თითქმის ყველა ფილმის გადასაღებ მოედანზე ყველასგან იზოლირებულად მიირთმევს ლანჩს და არანაირი კომუნიკაცია არა აქვს ქასთის წევრებთან. მისი საცხოვრებელი ოთახი გადაღებების პერიოდში ყველაზე გამორჩეული და ძვირადღირებულია, რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მიუხედავად ამ ბრალდებებისა ის დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური და მოთხოვნადი სახეა ჰოლივუდში.

Celebs Difficult To Work With



- ლეა მიშელი -

Celebs Difficult To Work With


ამ კატეგორიაში ყველაზე წარმოუდგენელი ალბათ რეიჩელ ბერის იგივე ლეა მიშელის ხილვაა. ირწმუნებიან, რომ სატელევიზიო შოუს ‘გლის’ ერთ-ერთი საყვარელი წევრი ნამდვილი დივაა. ‘ლეა ქედმაღალი პიროვნებაა. გადასაღებ მოედანზე ხშირად ქასთის დანარჩენ წევრებს არც კი ესალმება და უარს აცხადებს მათთან საუბარზე.’

- მირანდა ქერი -

Celebs Difficult To Work With


სანდო წყაროს თქმით, ცნობილი მოდელის მირანდა ქერის 1 მილიონიანი კონტრაქტი ვიქტორია სიკრეტთან სწორედ ამ უკანასკნელის ურთულესი ხასიათის გამო შეწყდა. ამასთან, მოდელის რეპუტაცია და პირადი ცხოვრებაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. ორნალდო ბლუმთან განქორწინების შემდეგ მას უამრავ რომანს მიაწერდნენ. ეს ყველაფერი კი ამ სუპერპოპულარული ბრენდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მირანდამ კონკურენცია ვერ გაუწია ისეთ მოდელებს, როგორებიც არიან ალესანდრა ამბროსიო და ქენდის სვეინპოლი და ბრენდს პოპულარულობა იმ დოზით ვერ მოუტანა, როგორც ალესანდრამ და ქენდისმა.’

Celebs Difficult To Work With

Celebs Difficult To Work With


- ერინ ჰიზერტონი -

Celebs Difficult To Work With


იმავე ბედი გაიზიარა, ვიქტორია სიკრეტის ყოფილმა მოდელმა და ლეონარდო დიკაპრიოს ექს გოგონამ ერინ ჰიზერტონმა. ‘New York Post’-ზე დაყრდნობით ბრენდის წარმომადგენლებისთვის მასთან მუშაობა ურთულესი მისია იყო.

Celebs Difficult To Work With

კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

28


  • ma ri mari თქვა:
    18 ივლისი 2014 15:44 - ID: 28,
    ლინდსი საერთოდ არ არის ესეთი საშინელი, რასელი არაჩვეულებრივი მსახიობია და ეპატიება, ჯენიფერიც ძალიან საყვარელია, მირანდას ერთი შეხედვითაც ეტყობა,საშინლად მაღიზიანებს am

  • annabanna თქვა:
    17 ივნისი 2014 22:05 - ID: 27,
    ყველა გასაგებია და ქანიე ვესტს რა აუვარდა თავში.. რასელ ქროუ ალბათ უბრალოდ მძიმე ხასიათისაა, ნამდვილად ნიჭიერებს არასოდეს უვარდებათ თავში რაიმე. ".სპორტდარბაზში ვარჯიშისას საშხაპის ხელახლა დალაგებას ითხოვს, რათა სხვისი ნაბანი წყალი არ შეესხას. " გვინეტ პელტროუსი მესმის ამ საკითხში, ეს ფსიქიკური პრობლემაა და მეც მჭირდა. თუმცა ვძლიე.

  • amanda თქვა:
    13 ივნისი 2014 02:11 - ID: 26,
    ქეთრინ ჰეიგლიზე არ მჯერა და არც დავიჯერებ :D ასევე ერინზე და ჯენიფერზე:)) ქეთრინზე ვგიჟდები ისე მიყვარს <3 უსაყვარლესია <3

  • rukuta თქვა:
    31 მაი 2014 19:18 - ID: 25,
    ჯენიფერზე ნაღდად ტყუილია. ეს ქალი ყველაზე საყვარელია <3 მაგის ინტერვიუები რო ნახოთ თქვენც დარწმუნდებით ;)

  • Lovatic ♥ თქვა:
    29 მაი 2014 19:26 - ID: 24,
    jeniferze gamikvirda dzalian

    ციტატა: natuka555
    ლეაზე სისულელე მგონია. ძალიან მარტივად შეიძლება ამ ჭორების უარყოფა, იუთუბზე უამრავი ვიდეო დევს სადაც კარგად ჩანს როგორი ახლო ურთიერთობა აქვს მთელ ქასთს, იმდენი სასაცილო მომენტი აქვთ ერთმანეთში რომ შეუძლებელია გადაღებებზე არ ესალმებოდეს. შეიძლება ზოგადად იყოს ქედმაღალი, მაგრამ ეს არ მისალმება ცოტა ზედმეტია. ელემენტარული გლის დღიურები ქვია მოგნი ვიდეოების სერიაა და არაჩვეულებრივად ჩანს მისი და დანარჩენი ქასთის ურთიერთობა.
    რასელი ისეთი მაგარი მსახიობია, უფლება აქვს როგორი ხასიათიც უნდა ისეთი ქონდეს :D ქანიეზე მგონი არავის გაკვირვებია. ქეთრინზე გამიკვირდა ძალიან. ლინსის ნეტა რა აქვს თავში ასავარდნი -_- ენისტონი სულ სწერვა მეგონა :D მირანდაც ცოტა ქედმაღალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

    გეთანხმები

  • natuka555 თქვა:
    29 მაი 2014 02:08 - ID: 23,
    ლეაზე სისულელე მგონია. ძალიან მარტივად შეიძლება ამ ჭორების უარყოფა, იუთუბზე უამრავი ვიდეო დევს სადაც კარგად ჩანს როგორი ახლო ურთიერთობა აქვს მთელ ქასთს, იმდენი სასაცილო მომენტი აქვთ ერთმანეთში რომ შეუძლებელია გადაღებებზე არ ესალმებოდეს. შეიძლება ზოგადად იყოს ქედმაღალი, მაგრამ ეს არ მისალმება ცოტა ზედმეტია. ელემენტარული გლის დღიურები ქვია მოგნი ვიდეოების სერიაა და არაჩვეულებრივად ჩანს მისი და დანარჩენი ქასთის ურთიერთობა.
    რასელი ისეთი მაგარი მსახიობია, უფლება აქვს როგორი ხასიათიც უნდა ისეთი ქონდეს :D ქანიეზე მგონი არავის გაკვირვებია. ქეთრინზე გამიკვირდა ძალიან. ლინსის ნეტა რა აქვს თავში ასავარდნი -_- ენისტონი სულ სწერვა მეგონა :D მირანდაც ცოტა ქედმაღალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

  • miranda.. თქვა:
    29 მაი 2014 02:04 - ID: 22,
    საერთოდ არ გამაღიზიანა ამ სტატიამ. პრობლემა ამ ხალხში კი არა მათშია ვინც საშუალებას აძლევს ასეთ ხალხს სხვებს ზემოდან უყურონ. რიგითი მსახობიც რომ ვყოფილიყავი აქეთ ეთქვა მადლობა ლეას და მისნაირებს საერთოდ რომ შემემჩნია, გამარჯობის თქმა ხომ ზედმეტია. შენ თუ არ დაიმცირებ თავს, ძალით ვერავინ მოგაყენებს შეურაცხყოფას !!

  • tamo თქვა:
    28 მაი 2014 23:30 - ID: 21,
    რასელიი <3

  • smileyz_xato თქვა:
    28 მაი 2014 22:30 - ID: 20,
    ლინდსის მადონას ქანიეს და მირანდას ამბავი ვიცოდი მარა ლეა ? o.O ვსიო აღარ მევასება ეგ გოგო :D ჯენიფერმა და კეტრინმა გამაკვირვა მარა მაინც ორივე ძალიან მიყვარს <3

  • ano... თქვა:
    28 მაი 2014 22:22 - ID: 19,
    ქეთრინ ჰეიგლზეე ვერ ვიფიქრებდიი მაგრამ მაინც ძალიან მომოწნს მაგრაი ქალია <3 გვინეტზე არ გამკვირვებია ერთი შეხედვიდაც ჩანს მაგრამ მე მაინც მომწონს

  • ni_nini თქვა:
    28 მაი 2014 22:18 - ID: 18,
    ყველა ჩამოთვლილთაგანი შეუგნებელი ხალხია,რომელიც პირდაპირ კავშირშია გაუნათლებლობასთან ... განათლებული და შეგნებული ადამიანი არასდროს იუკადრისებს სხვას და მასზე მეტიც,რომ იყოს ამას არასდროს აგრძნობინებს... ვერ ვიტან ასეთ ხალხს... საუბედუროდ ჩვენ შორისაც მრავლად არიან ასეთები ზოგი მაგარ სამსახურში გაიჩითება და დადის ცხვირაბზუებული,ზოგიც ორ წიგნს წაიკითხავს და იმასთან ვისაც 1ც კი აარააქ წაკითხული თავი მაგრად მოაქვს,მოკლედ ყველა სხვადასხვანაირად ავლენს თავის სიშტერეს.. :დ

    ისე მეგან ფოქსზეც ეწერა,რომ ტრანსფორმერების პირველი ნაწილის გადაღებებისას უპრეტენზიო იყოო,მერე კი როცა პოპულარული გახდა მეორე ნაწილის გადაღებების დროს თურმე ვერ აუდიოდნენ მის უაზრო პრეტენზიაებ ,ამიტომაც მესამედან მოისროლეს და კარგიც ქნეს :D

    კიდევ ჯესიკა ალბა იხსენებდა ერთ-ერთი ფილმის გადაღებებს(მაში ნარ იყო ცნობილი მსახიობი) თურმე უფლება არ ჰქონდათ ფილმის მთავარი გმირებისთვის თვალებში ჩაეხედათ გადაღებების გარდა... შემდეგ ჯესიკამ მათ სულელები უწოდა :D

  • TikuSi თქვა:
    28 მაი 2014 22:06 - ID: 17,
    კეტრინზე ძაან გამიკვიირდააა : O
    რასელლლ :* :* ვგიჟდები შენზეეეეე : D

  • Holly ❤ Shit თქვა:
    28 მაი 2014 21:15 - ID: 16,
    ვააახ, ზოგი მართლა გამიკვირდა. ძალიან კარგი სიახლე იყო, სიამოვნებით ვკითხულობდი

  • LohanFan თქვა:
    28 მაი 2014 20:55 - ID: 15,
    ლინდსი ძალიან არაპუნკტუალურია და სულ აგვიანებს თორე ისე ყველა მსახიობი ვისაც უმუშავია ამბობს რო ძაან კარგი იუმორის გრძნიბა აქვს და რაღაც.
    კეტრინზე და გვინეტზე უარესებიც გამიგია.ლეაზე რავი მეეჭვება დაიანასთAნ ერთად ცხვოვრობდა და კიდე რავი. ისე საინტერესო იყო ძალიან

  • mariamininutsa თქვა:
    28 მაი 2014 20:49 - ID: 14,
    ციტატა: NiNi_N
    Hermione...♥
    ზუსტად ისე დაახასიათე გვინეტი და ლეა რასაც მე ვფიქრობდი მათზე!
    აი მართლაც, ვერასოდეს ვიგებდი და ახლაც ვერ ვიგებ რა მოსწონთ ამ დებილ გვინეტ პელტროუში! ან კიდე მსოფლიოში ყველაზე ლამაზად ქალად რო დაასახელა People-მა ყბა ჩამომოვარდა! ეს თუ ლამაზია..

    ასევე ლეა მიშელი! დებილი გოგო. ვითომ მეამიტი და საყვარელი, არადაა რიგითი ამპარტავანი უტვინო სელებრითი! რაც ყველზე ცუდია, მსახიობადაც არ ვარგა და რით მოაქ თავი მაინტერესებს... ერინზე რა ვთქვა, მაგრამ მირანდა ქერი არასდროს მეხატებოდა გულზე. რაღაცნაირი ქალია, ოდნავი სიმპათიაც არ მიჩნდბა მის მიმართ! ქანიე უესტი და მადონა ხო საერთოდ - გადაშენდნენ! კარგი ნიუსია :)

    ლეას დახასიათებაში გეთანხმები 100%. მახინჯი,გვაჯი და "ჩერეზ" ხასიათიც საშინელი რო გაქვს როგორ ტეხავს.

  • lovejohnnydepp თქვა:
    28 მაი 2014 20:45 - ID: 13,
    kanye-ze vicodii daaa rasselze vxvdebodii :D enistonze da ketrinze piri davage :D danarcheni ar mainteresebs :D

  • mariamininutsa თქვა:
    28 მაი 2014 20:45 - ID: 12,
    ენისტონი და ერინი იყო შოკი,ვერ ვიჯერებ ისეთი კეთილი სახეები აქვთ.ვერ ვიტან ამ ქედმაღალ ხალხს.ეს მახინჯი ლეა ხალხს რო არ ესალმება უბრალოდ სასაცილოა.ასეთი წარმატებული რო ხარ რატო უნდა იყო სულ ცუდ ხასიათზე არ მესმის.ნეტა ყოველთვის ეგეთები იყვნენ თუ წარმატებამ შეცვალა? მე თუ მივაღწევ რამეს(ღმერთმა ქნას) არავითან შემთხვევაში არ შევიცვლები.
    ძალიან კარგი სტატია იყო,კითხვა არ მომბეზრებია.სიამ კი შოკში ჩამაგდო.გვინეტი,ჰეიგლი. ვერ ვიტან ამ ამპარტავნებას და მუდმივ უხასიათობას.ეს ქანიე მაინც მევასება და რა ვქნა აჰაჰაჰაჰ რა ბოროტია.ჩემი ფიცხი <3(ფარელი მართლა 18 წლის ბიჭს გავს <3 <3 <3)

  • I.M თქვა:
    28 მაი 2014 20:29 - ID: 11,
    ლეაზე ვერ წარმოვიდგენდი, ისედაც არ მომწონდა და ახლა ხო საერთოდ ..ძალიან საინტერესო ნიუსია ^^

  • NiNi_N თქვა:
    28 მაი 2014 20:23 - ID: 10,
    Hermione...♥
    ზუსტად ისე დაახასიათე გვინეტი და ლეა რასაც მე ვფიქრობდი მათზე!
    აი მართლაც, ვერასოდეს ვიგებდი და ახლაც ვერ ვიგებ რა მოსწონთ ამ დებილ გვინეტ პელტროუში! ან კიდე მსოფლიოში ყველაზე ლამაზად ქალად რო დაასახელა People-მა ყბა ჩამომოვარდა! ეს თუ ლამაზია..

    ასევე ლეა მიშელი! დებილი გოგო. ვითომ მეამიტი და საყვარელი, არადაა რიგითი ამპარტავანი უტვინო სელებრითი! რაც ყველზე ცუდია, მსახიობადაც არ ვარგა და რით მოაქ თავი მაინტერესებს... ერინზე რა ვთქვა, მაგრამ მირანდა ქერი არასდროს მეხატებოდა გულზე. რაღაცნაირი ქალია, ოდნავი სიმპათიაც არ მიჩნდბა მის მიმართ! ქანიე უესტი და მადონა ხო საერთოდ - გადაშენდნენ! კარგი ნიუსია :)

  • odmerly თქვა:
    28 მაი 2014 19:50 - ID: 9,
    კეიტი ბომბა ქალია < 3 რასელლ <3

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top