;
29 მაი 2014      AnnLennon     21 კომენტარი     ნანახია 9687-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები

'A hero is somebody who voluntarily walks into the unknown.' -Tom Hanks




ცნობილი ადამიანებისთვის გმირული საქციელის ჩადენა სხვადასხვანაირი გზითაა შესაძლებელია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სანდრა ბალოკი და ანჯელინა ჯოლი, რომლებმაც 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს წითელ ჯვარში ცუნამით დაზარალებული იაპონიის დასახმარებლად და ამით უამრავ ადამიანს გაუწოდეს დახმარების გზა. არიან ისეთი სელებრითებიც, რომლებიც ‘real-life heroes’ კატეგორიაში შედიან. საუბარია ცხოვრებისეულ ინციდენტებზე და უბედურ შემთხვევებზე , რომლებიც თვითმხილველნი სწორედ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები გახდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სიტუაციას გასცლოდნენ მათ ნამდვილი გმირობა და სიმამაცე გამოიჩინეს და უამრავი ადამიანი სიკვდილს თუ უბედურ შემთხვევას იხსნეს. მათი ამგვარი ქმედება ნამდვილად დასაფასებელი და სამაგალითოა.

რეპერი T.I.

სელებრითების გმირული საქციელი


რეპერი T.I. ატლანტაში, ხმისჩამწერი სტუდიისკენ მიემართებოდა, როდესაც ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს 22-ე სართულიდან სურდა გადმოხტომა. მუსიკოსმა უმალვე გამოსავალი იპოვა, რათა საბრალო კაცს დახმარებოდა. მან ჩაწერა ვიდეო, რომელიც შემდგომ პოლიციამ ამ ადამიანს მოასმენინა. ‘არაფერია ისეთი ღირებული, როგორც სიცოცხლე. არც ერთი პრობლემა არაა იმდენად ფასეული, რომ სიცოცხლე წაგართვას. შენს გვერდით ვარ, რათა დახმარების ხელი გამოგიწოდო. გთხოვ, ჩამოდი დაბლა და ვისაუბროთ.’ ამ სიტყვების მოსმენისთანავე ადამიანი მართლაც დაეშვა დაბლა და რეპერთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რომ არა რეპერი T.I. ატლანტის შტატი თვითმკვლელობის მომსწრე გახდებოდა.



ჰარისონ ფორდი

სელებრითების გმირული საქციელი


ის არა მარტო დიდი ეკრანის და ფილმების სუპერ გმირია, არამედ ცხოვრებისეული მხსნელიც. ჰოლივუდის ერთ-ერთ უნიჭიერეს მსახიობს ვაიმინგში სახლი აქვს და საკუთარი ვერტმფრენი, რომლის გამოყენების საშუალებას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს აძლევს უბედური შემთხვევის დროს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ადამიანების გადარჩენაში. 2000 წელს, მეგან ფრიმანმა და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს ვაიმინგში ერთ-ერთი მთა დაელაშქრათ. მოულოდნელად მეგანი შეუძლოდ გახდა. მათ სამაშველო სამსახურს უხმეს. გამოჩნდა ვერტმფრენი, რომელსაც თავად ჰარისონი მართავდა. მსახიობმა პირველადი დახმარება გაუწია დაზარალებულს, ხოლო შემდგომ კი საავადმყოფოში გადაიყვანა. რამოდენიმე წლის შემდეგ, ჰარისონმა 13 წლის ბიჭი გადაარჩინა , რომელიც ექსკურსიაზე მყოფ მეგობრებს გამოეყო და ტყეში დაიკარგა.

სელებრითების გმირული საქციელი


რაიან გოლსინგი

სელებრითების გმირული საქციელი სელებრითების გმირული საქციელი


ვიდეო ,რომელიც youtube-ზე გამოჩნდა ასახავს კაცს, რომელსაც აცვია ზოლებიანი ზედა, თავზე ახურავს კეპი და ჰგავს ადამიანს ,რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ. ესაა მსახიობი - რაიან გოსლინგი . მან ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე გამწვავებული ჩხუბი ჩაახშო. ჩხუბის მიზეზი როგორც ჩანს ნახატის მოპარვა იყო, რომელიც ერთ-ერთმა პიროვნებამ მეორეს მოჰპარა. თვითმხილველმა ქალმა განაცხადა: 'რაიანმა ისინი კუთხეში გაიყვანა და გაარკვია ჩხუბის დაწყების მიზეზი. გამყიდველს ,რომელსაც ნახატი მოჰპარეს ფული აჩუქა.’

ვიდეოს ხილვის შემდეგ სოციალურ ქსელებზე შემდეგი შინაარსის კომენტარებს იხილავდით:
'რატომ ცდილობს ჰოლივუდი ხელოვნური სუპერგმირის შექმნას, როცა რაიან გოსლინგი უკვე გვყავს.'



ტომ კრუზი

სელებრითების გმირული საქციელი


მას არც თუ ისე დადებითი რეცენზია აქვს რელიგიური შეხედულებებისა და პირადი ცხოვრების გამო, მაგრამ მიუხედავად უარყოფითი მხარეებისა ტომს ნამდვილად ოქროს გული აქვს. 1996 წელს, ლოს ანჟელესში კრუზი უბედური შემთხვევის თვითმხილვევლი გახდა, როდესაც ქალბატონი მანქანამ გაიტანა. მსახიობი უმალვე შემთხვევის ადგილზე გაჩნდა და სასწრაფო დახმარების გამოჩენამდე საბრალო ქალი არ მიუტოვებია. ესეც არ იკმარა და სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში გაჰყვა. როდესაც მან გაიგო, რომ დაზარალებულს სახელმწიფო დაზღვევა არ ჰქონდა 7,000 დოლარი გადარიცხა მის ანგარიშზე და ყველანაირი ხარჯი დაფარა. დაზარალებულმა ქალბატონმა შემდგომ განაცხადა, რომ ტომი მფარველ ანგელოზად მოევლინა.

ქეით უინსლეტი

სელებრითების გმირული საქციელი


ქეით უინსლეტი არა მარტო დამსახურებული მსახიობია, არამედ ‘Real Life Hero’-ს სტატუსსაც ატარებს. 2011 წლის ზაფხულს, ის ოჯახთან ერთად ბრიტანელი ბილიონერის რიჩარდ ბრენდონის ვილას სტუმრობდა ვირჯინის კუნძულებზე, როდესაც უზარმაზარ სახლში მოულოდნელად საშინელი ხანძარი გაჩნდა. მსახიობმა ბავშვებთან ერთად ხანძარს უსაფრთხოდ დააღწია თავი, თუმცა ბრენსონის 90 წლის დედამ ევამ სახლიდან დროულად გამოსვლა ვერ მოახერხა. მამაცი ქეითი კვლავ შებრუნდა ალწაკიდებულ ვილაში და საბრალო ევა სიკვდილს გადაარჩინა. ‘მეგონა, რომ გადასაღებ მოედანზე ვიმყოფებოდი, სადაც ელოდები თუ როდის იტყვიან ‘Cut’-ს’ - იხსენებს უინსლეტი.

სელებრითების გმირული საქციელი


არნოლდ შვარცნეგერი

სელებრითების გმირული საქციელი


შვარცნეგერი ნამდვილად ჰოლივუდის ბლოკბასტერების სუპერ გმირია, რომლისთვის ალბათ შეუძლებელია არაფერია. მსახიობი ჰავაის კუნძულებზე ოჯახთან ერთად თავისუფალ დროს ატარებდა, როდესაც სანაპიროდან შენიშნა ადამიანი, რომელიც იხრჩობოდა. არნოლდი უმალვე გაემართა მის დასახმარებლად და მისთვის სრულიად უცნობი პიროვნება სიკვდილს გადაარჩინა.

ვინ დიზელი

სელებრითების გმირული საქციელი


ერთ მშვენიერ დღეს ‘Fast and Furious’-ის ვარსკვლავი ვინ დიზელი ჰოლივუდის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მის მოპირდაპირედ მიმავალმა მანქანამ კონტროლი დაკარგა და ხეს შეასკდა. დიზელმა უმალვე მიირბინა მანქანასთან და თავდაპირველად ორი მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანა , ხოლო შემდგომ კი მათი მამა. რამოდენიმე წუთში კი მანქანა ცეცხლის ალმა შთანთქა.

სელებრითების გმირული საქციელი


რაიან კვენტენი

სელებრითების გმირული საქციელი


ვინ იფიქრებდა, რომ ცნობილი ტელესერიალის ‘True Blood’-ის ვარსკვლავი რაიან კვენტენი ‘Real Life Hero’ იქნებოდა. 2011 წელს, ჰოლივუდში მსახიობმა საკუთარი მანქანიდან იხილა კაცი, რომელიც შუაგზაზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. თვითმხილველის თქმით მას არავინ ეკარებოდა და ყველა შორიდან უყურებდა. რაიანი გადმოხტა მანქანიდან, მიუახლოვდა დაზარალებულს და უსაფრთხოდ მოახერხა მისი ტროტუარზე გადაყვანა. სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე მის გვერდით იყო და ამხნევებდა.

სელებრითების გმირული საქციელი


ბრედ პიტი

სელებრითების გმირული საქციელი


2008 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე ყველასთვის საყვარელი მსახიობი ბრედ პიტი ერთ-ერთ გემზე ფანებისთვის ავტოგრაფეს არიგებდა, როდესაც თინეიჯერი ფანი მოულოდნელად გემიდან გადავარდა. რომ არა ბრედის სხარტი რეაქცია ბავშვი, რომელმაც ცურვა არ იცოდა დაიხრჩობოდა. სუპერვარსკვლავი მას ამოსვლაში დაეხმარა და ინციდენტის შემდგომ ავტოგრაფითა და თბილი სიტყვებით დაასაჩუქრა.

ჯონი დეპი

სელებრითების გმირული საქციელი


ჯონი დეპის ისტორია საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს სასაცილოა. მსახიობი მეგობართან ერთად ლოს ანჯელესში არსებულ ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიას ტოვებდა, როდესაც მათ მძარცველი დაესხა თავს, რომელსაც ხელში გადატეხილი ბოთლი ეკავა და მათ მოკვლით ემუქრებოდა. ყაჩაღმა რამოდენიმე გასროლილი მუქარის შემდგომ ჯონი იცნო: ‘მე არ გავძარცვავ კაპიტან ჯეკს’ - თქვა მან. სანამ შემთხვევის ადგილს დატოვებდა, მსახიობმა მძარჩველს ფული აჩუქა და ცხოვრების წესის შეცვლა ურჩია.

სელებრითების გმირული საქციელი


სელებრითი გმირები თვითერიდან - რიანა და დემი მური

სელებრითების გმირული საქციელი სელებრითების გმირული საქციელი სელებრითების გმირული საქციელი


ამ ორი შემთხვევით მტკიცდება, რომ სოციალური ქსელები დღევანდელი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და სიკეთის ჩადენა და სხვათა ხსნა თუ სწორ გზაზე დაყენება მათი საშუალებითაც შეიძლება. თვითერზე დემი მურის ერთ-ერთმა მიმდევარმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ თავის მოკვლას აპირებს. მსახიობს ეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ჰკითხა მას იყო თუ არა ეს სერიოზული განაცხადი. ყოველივე ამის შემდეგ მან დასახმარებლად ადამიანთა ჯგუფს მიმართა, რომლებმაც ამ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდეს და სწორ გზაზე დააყენეს.

სელებრითების გმირული საქციელი



დაახლოებით იმავე გზით დაეხმარა ცნობილი პოპვარსკვლავი რიანა თავის მიმდრევრებსა და ფანებს თვითერზე, როდესაც მან იხილა პოსტი, რომელშიც ეწერა, რომ კიბოთი დაავადებულ ბავშვებს სასწრაფოდ დონორები ესაჭიროებოდათ ძვლის ტვინის გადასანერგად. მომღერალმა მოკლე დროში მოახერხა დონორთა პოვნა და ბავშვების დასახმარებლად საკუთარი წვლილის შეტანა.


პერიზ ჰილტონი

სელებრითების გმირული საქციელი


ვის წარმოედგინა, რომ ამ ბარბი თოჯინას, ერთ-ერთ განებივრებულ და სკანდალურ სელებრითს ჰილტონს კურდღლების გადარჩენა შეეძლო? ადგილობრივ შინაურ ცხოველთა მაღაზიაში მსახიობმა კურდღლები შენიშნა, რომლებითაც გველები უნდა გამოეკვებათ. ‘მე უნდა გადამერჩნა ისინი. დაახლოებით 20 მათგანი წამოვიყვანე მაღაზიიდან და დღეს ისინი ბედნიერად ცხოვრობენ ჩემი სახლის უკანა ეზოში. მე მათი ბედი შევცვალე. - განაცხადა ჰილტონმა.

∞ ∞ ∞

იმსახურებენ ეს ადამიანები ‘Real Life Hero’-ს წოდებას თუ არა ამის განსჯა მკითხველთათვის მომინდია, თუმცა ფაქტია, რომ ზოგიერთი მათგანის ქმედება ნამდვილად დასაფასებელი და სამაგალითოა.

სელებრითების გმირული საქციელი

კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

21


  • sofi-sofi თქვა:
    5 ივლისი 2014 00:31 - ID: 21,
    hiltonis garda yvela kargi iyo gamecina joni depze :D :D :D

  • handbags თქვა:
    23 ივნისი 2014 07:17 - ID: 20,
    we specialize in top high qualityReplica Rolex. Replica Handbags UK are ideal for the birthday gifts and valentine's gifts. Replica handbags aren't cheap imitations; they're genuine replica from the original products. Wearing these expensive Replica Watches UK
    is prestigious; they make a statement at function and at play Chanel. Hermes Designer Replica Handbagsare precisely appear like original Replica Handbagsand virtually nobody, not even the original makers of 'Chanel' bags can inform whether what you are carrying is a Discount Replica Designer Handbags, as long as you get your Chanel replica bags from the right outlets like

  • lovejohnnydepp თქვა:
    18 ივნისი 2014 20:10 - ID: 19,
    cheeems johnnyze vicodii eg faqti love chemi gmiriiii kaciiii love

  • lermaniac=) თქვა:
    6 ივნისი 2014 21:52 - ID: 18,
    ციტატა: Ggvantsa
    კურდღლები და გველებზე რატომ არ ფიქრობთ? საწალი გველები ალბათ შიმშილით დაიხოცნენ

    სხვა რაღაცებითაც არის მათი გამოკვება შესაძლებელი :D

  • Ggvantsa თქვა:
    31 მაი 2014 17:50 - ID: 17,
    კურდღლები და გველებზე რატომ არ ფიქრობთ? საწალი გველები ალბათ შიმშილით დაიხოცნენ

  • anthea თქვა:
    30 მაი 2014 18:58 - ID: 16,
    პერის ჰილტონი მარტო კურდღელს თუ გადაარჩენდა :D

  • Naian თქვა:
    30 მაი 2014 14:28 - ID: 15,
    პერის ჰილტონი მაინც დებილია

  • ano... თქვა:
    30 მაი 2014 12:03 - ID: 14,
    ციტატა: Hermione...♥
    არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მათგანს (კონკრეტულად არ დავასახელებ) ყველაფერი პიარისთვის გაეკეთებინა, მაგრამ ფაქტია, რომ თავიანთი ქმედებებით ვიღაცის ან რაღაცის სიცოცხლე გადაარჩინეს ან უკეთესობისაკენ შეცვალეს. ყველას გმირობას და უინსლეტივით ცეცხლმოკიდებულ სახლში შესვლას ვერ მოთხოვ, მაგრამ ქარაფშუტა ჰილტონისგან კურდღლების გადარჩენაც დასაფასებელია. ნიუსი მომეწონა :)

    გეთანხმები.. kargi სიახელა

  • smileyz_xato თქვა:
    30 მაი 2014 00:54 - ID: 13,
    დასაფასებელია ნამდვილად

  • beonce თქვა:
    30 მაი 2014 00:23 - ID: 12,
    კიდევ რამდენი მსგავსი შემთხვევა არაა ცნობილი მათი ცხოვრებიდან.მისასალმებელია მათი მხრიდან გმირული საქციელი. :)

  • B2UTY თქვა:
    29 მაი 2014 20:06 - ID: 11,
    ტომი <3

  • demetria თქვა:
    29 მაი 2014 19:31 - ID: 10,
    ვაუ, ძალიან მაგარი სიახლე იყოო თითოეული მათგანის საციელი დასაფასებელია ტუნდაც პიარისთვის გაკეთებინათ,ვიღაცას დაეხმარნენ ფაქტი ფაქტიაა)))))

  • keetaa თქვა:
    29 მაი 2014 18:55 - ID: 9,
    კარგია

  • cuca :))) თქვა:
    29 მაი 2014 18:37 - ID: 8,
    პიარია თუ არა მათ გადაარჩინეს ადამიანები , ზოგმა ცხოველები .. ეს ფაქტია და ვერაფერს უზამთ :)))

  • odmerly თქვა:
    29 მაი 2014 16:39 - ID: 7,
    ძალიან კარგი და მისასაალმებელია როცა გავლენას კარგ საქმეებს ახმარენ! მართალია რო ბევრი პიარისთვის აკეთებს მაგრამ ამ დახმარებით რამდენის სიცოხლე გადარჩა და რამდენის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ.

  • liliana თქვა:
    29 მაი 2014 14:55 - ID: 6,
    კარგი სიახლეა....

  • khatikko თქვა:
    29 მაი 2014 14:47 - ID: 5,
    ხო,ნუ ზოგიერთი ამას ალბათ პიარისთვის გააკეთებდა,ზოგის კი ნამდვილად დასაფასებელია :))))))))

    ბავშვებო,სიახლეს ვერ ვამატებ ვერაფრით,სურათის დადება რო მინდა საერთოდ არ მიხსნის ბლანკს და იქნებ მითხრათ რა ჭირს ?! უკვე რამდენი ხანია ესეა,მადლობა :*

  • I.M თქვა:
    29 მაი 2014 14:19 - ID: 4,
    კარგია, რომ მიუხედავად დიდი წარმეტებისა ამ ადამიანებს უბრალო და მოსიყვარულე გული აქვთ, რამდენიმე მართლა სამაგალითოა..! ძალიან საინტერესო სიახლე იყო :))

  • Grunge ▲ თქვა:
    29 მაი 2014 14:13 - ID: 3,
    ძალიან საინტერესოო იყო

  • elga თქვა:
    29 მაი 2014 14:13 - ID: 2,
    პერისზე კი გამეცინა მაგლამ ხო გადაალცინა გოგომ ყულცქვიტები :D.

    ქეიტმა მართლა თავი გაწირა და მართლაც თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.
    კარგია რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებენ. ვინ დიზელი შემიყვარდა ეხლა.
    კარგი ნიუსია ძალიან

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top