;
30 მაი 2014      Nina√     17 კომენტარი     ნანახია 22516-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა


აბუდელაურის ფერადი ტბები - სამოთხე დედამიწაზე

აბუდელაურის ფერადი ტბები-სამოთხე დედამიწაზე

აბუდელაურის ფერადი ტბები, რომელიც ტრადიციებითა და კულტურით მდიდარი, მაღალმთიანი ხევსურეთის თვალწარმტაც მიდამოებს მეტ ხიბლს სძენს, დამეთანხმებით, რომ აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ ბუნების უიშვიათეს ქმნილებათა სიას. აბუდელაურის ფერადი ტბები მყინვარული (მორენული) წარმოშობის ტბებია აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), სოფლების როშკასა და ჯუთასთან ახლოს ზღვის დონიდან 2812 მეტრზე. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ტბები ყინულითაა დაფარული, რომლისგანაც მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.


კომლექტში სამი ტბა შედის: მწვანე, თეთრი და ლურჯი ტბები, რომლებიც არც თუ ისე დიდი მანძილით არიან დაშორებულნი. ტბებში არ ბინადრობენ თევზები.



სოფელი როშკა

საავტომობილო გზა სოფელ როშკასთან წყდება. აქედან საკმაოდ დიდი და რთული გზა უნდა გაიაროთ, რათა ტბებამდე მიაღწიოთ. თუმცა, ნამდვილად არ მოიწყენთ, რადგან გზად ირგვლივ მიმოფანტულ როშკის ლოდებს გადააწყდებით, სადაც ლეგენდის თანახმად, თურმე დევებს სამჭედლოები ჰქონიათ. ცოტა ხანში კი, ღრუბლებში ჩამალულ ჭაუხების მასივს მოჰკრავთ თვალს. ცოტაც და აი, ლურჯი ტბაც აქვეა. საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცი.


ლურჯი ტბა

უძველესი ლეგენდის თანახმად, სწორედ ლურჯ ტბაში შეაფარა თავი იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა ( ეს კლდე დღესაც დგას როშკის თავში), ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ვეღარ შეძლო ამოსვლა, სანამ ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს. ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, რომ მის სიკეთეს არ დაივიწყებდა და სანაცვლოდ ამისა, სამ თხოვნას შეუსრულებდა. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო. იახსარი აქედან მალე გაფრინდა და ლიქოკის თავზე, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ, აქ იახსრის კოშკი და საზარე დგას და ამაყად გადმოჰყურებს აბუდელაურის დიად სანახაობას.



აქვეა მწვანე ტბაც. მისი წყალი გამჭირვალე და მუდამ სუფთაა. დაღლილი ტურისტები ყოველთვის ამ ტბასთან ბანაკდებიან. შეიძლება ითქვას, რომ აქ ღამის გათევა ძალიან არაკომფორტულია, რადგაც ღამით ძალიან ცივა და არც შეშა მოიპოვება კოცონის დასანთებად. ამიტომ თუ აქ წასვლას გადაწვეტთ, აუცილებლად წადით თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში , თან წაიღეთ საკრავი ინსტრუმენტები და დამიჯერეთ, ნამდვილად არ მოიწყენთ. უფრო მეტიც, თავი ნამდვილ სამოთხეში გეგონებათ და ალბათ, არასდროს ისურვებთ აქედან წასვლას.


მწვანე ტბა

თუმცა ეს ყველაფერი არაა. თქვენ კიდევ უფრო მაღლა მოგიწევთ ასვლა, რათა იხილოთ ა ბუდელაურის ტბების ყველაზე ლამაზი ტბა, რომელიც თეთრი შეფერლობისაა. მართალია, სიარულს თოვლი, ქვა-ღორღი და დეკის ბუჩქები აძნელებს, მაგრამ არ შეჩერდეთ. ძალიან მალე, თეთრად მოლივლივე წყალს შეავლებთ თვალს, რომელიც აქა-იქ შეიძლება ცისფერი შეფერილობისაც მოგეჩვენოთ. ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ეს სილამაზე. უბრალოდ შთამბეჭდავია. დაჰყურებ ბუნების ამ ნამდვილ საოცრებას და გული სიამაყითა და სითბოთი გევსება. უეცრად თითქოს დრო ჩერდება. თვალს ხარბად ავლებ ბუნებას და თანდათან, უფრო მძლავრად აღიქვამ მის მშვენიერებას. გგონია, სანუკვარი ოცნება აისრულე, რომელიც აქამდე არც კი იცოდი, თუ გქონდა. აღარ გინდა დაბრუნება ხმაურიან ბარში, სადაც მანქანების გამონაბოლქვის გარდა, თითქოს მეტი არც არაფერია. შენი სულის ნაწილი მთაში რჩება და სამარადისოდ იძირება ამ ტბების უსასრულო სიღრმეში. ხევსურეთი სამუდამოდ ხდება შენი სახლი, რომელიც თვალის მოწყვეტის წუთიდან სიცოცხლის ბოლომდე გენატრება…


თეთრი ტბა
____________________________































დიახ, ეს ჩვენი სამშობლო საქართველოა!

გინახავთ აბუდელაურის ფერადი ტბები?

დიახ
არა
არა, თუმცა დიდი სურვილი მაქვს და ვგეგმავ ვნახო

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • lermaniac=) თქვა:
    6 ივნისი 2014 22:13 - ID: 17,
    აუ რამაგარი სიახლეა... <3 <3 კიდე დადეთ ესეთები <3

  • maco თქვა:
    6 ივნისი 2014 21:00 - ID: 16,
    საოცარი ადგილია. ძალიან მინდა წავიდე და ვნახო იქაურობა ^_^

  • tusia თქვა:
    4 ივნისი 2014 18:44 - ID: 15,
    აუუ კვირას ვიყავიიიი სუპერ (Y)

  • Mari.♫ თქვა:
    3 ივნისი 2014 13:40 - ID: 14,
    ხევსურეთი ყველაზე ლამაზი კუთხეა,
    როგორ მინდა მონახულება!:((

  • Imaginary თქვა:
    3 ივნისი 2014 13:22 - ID: 13,
    ხევსურეთი ულამაზესია, სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი :/ მარტვილის კანინოების ნახვაც მინდა ძალიან

  • beonce თქვა:
    2 ივნისი 2014 00:35 - ID: 12,
    რა სილამაზეა! ლურჯი ტბა ყვლაზე ლამაზია.სიამოვნებით ვნახავდი სამივეს.

  • Anne თქვა:
    1 ივნისი 2014 09:05 - ID: 11,
    აქ რომ ფეხით არ ახვიდეთ თუნდაც ერთხელ იმდენ სიამოვნებას დაკარგვათ უბრალოდ ვერც კი წარმოიდგნეთ.
    მიყვარს ეს ადგილები, დედიკოს სოფელია როშკა, მეც ხევსური ვარ.
    ისე კი გამიხარდა ეს სიახლე რომ დავინახე აქ :- )

  • demetria თქვა:
    31 მაი 2014 19:21 - ID: 10,
    ვაიმე ღმერთო რა სილამაზეა, როგორ მაინტერესებსს <33

  • marisha თქვა:
    31 მაი 2014 18:40 - ID: 9,
    რა სილამაზეაა :))

  • elga თქვა:
    31 მაი 2014 11:55 - ID: 8,
    ღმერთო რა სილამაზეა. და რამდენი ლამაზი ადგილი გვაქვს კიდევ საქართველოში და ჩვენ საზღვარგარეთ ვიქაჩებით არადა როცა ჩვენი სამშობლოში რა სილამზეცაა ნახევარზე მეტმა და მათ შორის მეც არ გვაქვს ნანახი.
    ყველა ამ ადგილს უდიდესი სიამოვნებით მოვინახულებდი. ლურჯი ტბა საოცრებაა და თითუეული ეს ადგილი რაღაც არაამქვეყნიური.
    მუსიკაც როგორ მოუხდა ამ ყველაფერს.
    აი რა კარგი სიახლეა.

  • Challo თქვა:
    31 მაი 2014 10:56 - ID: 7,
    ვაიმე ცუდად ვარ ისეთი ლამაზია

  • N.N თქვა:
    31 მაი 2014 09:32 - ID: 6,
    რა სილამაზეაააააა

  • Imperfectly Perfect თქვა:
    30 მაი 2014 22:43 - ID: 5,
    რა კარგიაა :xxxx

  • tusia თქვა:
    30 მაი 2014 22:27 - ID: 4,
    კვირას მივდივარ <3

  • liliana თქვა:
    30 მაი 2014 20:46 - ID: 3,
    ულამაზესია... კარგი სიახლეა...

  • I.M თქვა:
    30 მაი 2014 20:44 - ID: 2,
    ვაიმე რა კარგი ნიუსი იყო ^^ მუსიკაც ისე მოუხდა, რო ვკითხულობდი და ფოტოებს ვათვალიერებდი სხვა სამყაროში მეგონა თავი.. ასე ვისიამოვნე ძალიან და ეს ტბები რო ვნახო ალბათ სულ იქ დავრჩები <3 მადლობა ამ ნიუსისთვის <3

  • Lel Oo★ თქვა:
    30 მაი 2014 20:44 - ID: 1,
    ჩემი ხევსურეთი <3 ჩემი გულიი <3 მე დავბრუნდებიი <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top