10 June 2014      AnnLennon1     Views 4 108    
Category: Fun, Interesting

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან


დარსი ოკი - 26 წლის ილუზიონისტია კანადიდან, რომელმაც წლევანდელი ბრიტანული ნიჭიერის სცენაზე გამოჩენის პირველივე დღიდან არამარტო ინგლისის, არამედ მთელი მსოფლიოს უდიდესი სიმპატია დაიმსახურა. დარსი ერთ-ერთი უნიჭიერესი ილუზიონისტია, რომელსაც პროფესიონალიზმთან ერთად უზადო ფიზიკური მონაცემებიც ეხმარება პოპულარობის სწრაფად მოპოვებაში. მამამისი ცნობილი ილუზიონისტი გახლდათ, შესაბამისად დარსი ადრეულ ასაკში დაეუფლა მაგიურ ხელოვნებას. 16 წლის ასაკში მან 'საერთაშორისო მაგთა’ შეჯიბრებაზე გაიმარჯვა და მას შემდეგ უამრავი ჯილდოს მფლობელია. დარსის შოუები მსოფლიოს მასშტაბით იმართება, ნიუ-იორკის თაიმ სქუეარზე, ლას ვეგასში, მალაიზიაში, სლოვაკეთში, სინგაპურში, ცნობილ კაზინოებსა და კრუიზებზე. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა საღამოებსა და სატელევიზიო შოუებში.

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან


დარსის თითოეული პერფორმანსი შოკისმომგვრელი და საოცრად მაღალხარისხოვანია. მსოფლიომ ფართომასშტაბით ეს კანადელი ილუზიონისტი ბრიტანული ნიჭიერის საშუალებით გაიცნო, სადაც პირველივე ტურიდან გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. რომ არა დარსი ოკის კანადური წარმომავლობა ის ალბათ ნიჭიერის გამარჯვებულის ტიტულს დაიმსახურებდა, თუმცა მე-5 ადგილის მოპოვებითაც არაა უკმაყოფილო და აცხადებს, რომ შოუს დახმარებით ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან


პირველ ტურშივე დარსიმ მოახერხა ოთხივე ჟიურისა და საზოგადოების გაოცება თავისი უდავო პროფესიონალიზმითა და შარმით. მტრედების დახმარებით შესრულებულმა ნომერმა მცირე დროში Youtube-ზე თითქმის 27 მილიონი ნახვის მოპოვება მოახერხა. გოგონა, რომელსაც პერფორმანსის დასასრულს ვიხილავთ დარსის შეყვარებული გახლავთ.

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან




სემი ფინალურ შოუზე 26 წლის ილუზიონისტმა ნომერში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო და კვლავ მოახერხა ხალხის გაკვირვება ეფექტური პერფორმანსის საშუალებით.

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან




ფინალურ შოუზე კი ბრიტანული ნიჭიერის აუდიტორიამ განუმეორებელი და ყველაზე ექსტრემალური, ამასთან საშიში სანახაობა იხილა. დარსიმ საკუთარი სიცოცხლე დიდი რისკის ქვეშ დააყენა, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, დიდმა საიმონ ქოველმა მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: ‘ვფიქრობ, რომ ჩვენ უდიდესი ვარსკვლავის დაბადების მოწმენი გავხდით.’ მიუხედავად იმისა, რომ ამ უნიჭიერესმა ადამიანმა გამარჯვება ვერ მოიპოვა და მე-5 ადგილის მფლობელი გახდა მსოფლიო აღიარება და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.




დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან



დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან


დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან

დარსი ოკი -ილუზიონისტი კანადიდან



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top