;
22 ივნისი 2014      katherine07     11 კომენტარი     ნანახია 4785-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

უცნაური და იშვიათი ფსიქოლოგიური დაავადებები,
რომლებმაც შესაძლოა გაგაოცოთ


უცხო აქცენტის სინდრომი
თურმე ეს ძალიან იშვიათი სინდრომი ყოფილა, 1941 წლიდან 2006 წლამდე მხოლოდ 50 შემთხვევაა დაფიქსირებული. იშვიათთან ერთად ჩემი აზრით საკმაოდ უცნაურიცაა, რადგან ადამიანი უცებ იწყებს სხვა აქცენტით ლაპარაკს. ანუ ლაპარაკობს ჩვეულებრივ მშობლიურ ენაზე, მაგრამ სხვა ენის აქცენტით. სინდრომს უმეტესად იწვევს თავის ტრავმა.
ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევაა 61 წლის ტიფანი რობერტსის ამბავი, რომელმაც თავის ტრამვა მიიღო, გამოჯანმრთელების შემდგომ კი აღმოაჩინეს, რომ იგი წმინდა ბრიტანული აქცენტით საუბრობდა. არადა ტიფანი არასოდეს ყოფილა ბრიტანეთში, იგი ამერიკელია და ინდიანას შტატში დაიბადა.

უცნაური ფსიქოლოგიური დაავადებები


Cotard’s Syndrome (მოსიარულე მკვდრის სინდრომი)

ეს დაავადება მართლაც რომ ძალიან უცნაურია, თითქმის წარმოუდგენელიც კი და რთულად სამკურნალო. ამ სინდრომს ,,მოსიარულე მკვდრების სინდრომსაც” უწოდებენ. საქმე ისაა, რომ დაავადებულებს სჯერათ, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან, ზოგჯერ იმდენად შორს მიდის მათი ფანტაზია, რომ ჰგონიათ სისხლი უკვე ყარს, ხოლო მათი სხეული კი გახრწნილია. ბუნებრივია ეს ყოველივე აისახება მათ ყოველდღიურ ქცევაზეც. მათ სრულიად განსხვავებული ხედვა აქვთ და ვერ აზროვნებენ ნორმალური ადამიანებივით.
ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფი იმდენად დარწმუნებულია თავის სიკვდილში, რომ აღარც კი ჭამს, ფიქრობს, რომ მკვდარ სხეულს კვება არ ესაჭიროება. ეს სინდრომი ხშირად შიზოფრენიით დაავადებულებს ემართებათ.

უცნაური ფსიქოლოგიური დაავადებები


Capgras Delusion

აშლილობის ეს სახე მეტად სახიფათოა, თავად დაავადებულებისთვის იმდენად არა, რამდენადაც გარშემომყოფთათვის. ავადმყოფი ზოგჯერ ამოიჩემებს რომელიმე მის ახლო მყოფს ადამიანს და ჰგონია, რომ ის ის აღარაა, არამედ სხვა, უცხო ადამიანია.
ერთი შემთხვევა ასე გამოიყურებოდა: 74 წლის ქალბატონს, დიასახლისს, სჯეროდა, რომ მისი ქმარი სხვა იყო.. იგი ცალკე ოთახში იძინებდა და კარებს მაგრად რაზავდა, თავის დაცვის მიზნით. ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა ქმრის წინააღმდეგ. ქალს პრობლემა არ ჰქონდა ოჯახის დანარჩენ წევრებთან, თითოეული მათგანი მშვენივრად ახსოვდა, მხოლოდ ქმარზე იყო გადაკიდებული.


Fregoli Delusion

ამ ილუზიით დაავადებულები მიიჩნევენ, რომ როგორც მონეტას აქვს ორი მხარე, ისე ადამიანსაც აქვს. მათ მყარად სჯერათ, რომ ყველა ერთი და იგივე ადამიანია, რომლებიც შიგადაშიგ იცვლიან გარეგნობას, ტანსაცმელს, მოკლედ ნიღაბს ატარებენ. ავადმყოფი მთლიანად კარგავს ახლოს მყოფი ადამიანებისადმი სიყვარულსა და პატივისცემის გრძნობას, აღარ ენდობა მათ. ისინი საბოლოოდ პარანოიკებს ემსგავსებიან.

პირველად ამ ილუზიის არსებობის ფაქტი 1927 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქალბატონს სჯეროდა, რომ მას ორი ადამიანი დასდევდა. ეს ორი მამაკაცი მან თეატრში დაინახა და მსახიობები იყვნენ. ისინი ქალის წარმოდგენით განუწყვეტლივ იცვლიდნენ ნიღბებს, ტანსაცმელს და მისი ახლობლების სახით ევლინებოდნენ. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს დაავადება ტვინის დაზიანებითაა გამოწვეული.
უცნაური ფსიქოლოგიური დაავადებები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

11


  • annabanna თქვა:
    24 ივნისი 2014 23:14 - ID: 11,
    ძალიან საინტერესოა <3

  • lermaniac=) თქვა:
    23 ივნისი 2014 23:41 - ID: 10,
    კიდე დადეთ რა ამის მსგავსი სიახლეები :)

  • Nicolas Bye თქვა:
    23 ივნისი 2014 23:38 - ID: 9,
    ძალიან დამაინტერესა ))) იქნებ მეორე ნაწილიც გააკეთო...

  • Hermione...♥ თქვა:
    23 ივნისი 2014 19:51 - ID: 8,
    ძალიან მაგარი ნიუსი იყო და დიდი ინტერესით წავიკითხე, ყოჩაღ! love

  • Tekle_S თქვა:
    23 ივნისი 2014 19:25 - ID: 7,
    საინტერესო იყო ძაან belay belay

  • liii :) თქვა:
    23 ივნისი 2014 18:15 - ID: 6,
    საინტერესოა :)

  • demetria თქვა:
    23 ივნისი 2014 13:07 - ID: 5,
    არსსროს მსენია ამის შესახებ

  • Lel Oo★ თქვა:
    23 ივნისი 2014 11:34 - ID: 4,
    საინტერესო იყო smile

  • Holly ❤ Shit თქვა:
    23 ივნისი 2014 10:40 - ID: 3,
    ძალიან სანტერესო იყო love

  • doit თქვა:
    23 ივნისი 2014 09:06 - ID: 2,
    საინტერესოა ძალიან.

  • Little-star თქვა:
    22 ივნისი 2014 23:49 - ID: 1,
    ძალიან საინტერესოა ვგიჟდები ასეთ სტატიებზე.მადლობა ავტორო <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top