;
24 ივნისი 2014      katherine07     13 კომენტარი     ნანახია 5662-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

დოსტოევსკის ფრაზები
მსოფლიო დონის რუსი მწერლის - ფიოდორ დოსტოევსკის ფრაზები, რომლებმაც შესაძლოა დაგაფიქრონ ადამიანსა და მის ფსიქოლოგიაზე, ვფიქრობ ნებისმიერი თქვენგანი რაღაც თავისას იპოვის ამ სტატიაში

ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია... კი, ნამდვილად ასეა... საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა...

უბრალო რამ წვრილმანსა და სისულელეს შეუძლია მთელი განზრახვა ჩაგიშალოს!

წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...

სიღარიბეში შეიძლება კიდევ შეინარჩუნოთ თანდაყოლილი კეთილშობილური გრძნობები, მაგრამ გლახაკობაში ვერასოდეს ვერავინ ვერ შეინარჩუნებს.

თუ მართლა საზიზღარი არ არის ადამიანი და მთელი ადამიანის ტომი? ჩანს, მაშინ ყველაფერი ცრუმორწმუნეობა და განგებ შექმნილი შიში ყოფილა, არავითარი საზღვარი არ არსებულა და ყოველივე ასეც უნდა იყოს!..


სიცრუე ადამიანის ერთადერთი უპირატესობაა, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით. იცრუებ - მართალს მიაგნებ. იმიტომაც ვარ ადამიანი, რომ ვცრუობ. არც ერთი ჭეშმარიტებისთვის ისე არავის მიუგნია, ერთი თოთხმეტჯერ მაინც არ ეცრუა; თოთხმეტჯერ კი არა, იქნება ასთოთხმეტჯერაც იცრუა, ვინ იცის; ეს კი საპატიო რამ არის. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ჩვენდა თავად, ჩვენი ჭკუით ცრუობაც არ შეგვიძლია! სიცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად, აი, მაშინ შემიყვარდები და გაკოცებ. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის გამეორებას მაინც სჯობია. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში!


ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი!... და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.

ხანდახან ხუთი წუთი კაცს მთელ საუნჯეს ურჩევნია.

ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი და ჩვენ-ჩვენი დამახასიათებელი რამ, სხვებს იქნებ იმათზე მეტიც, ვინც თითით საჩვენებლად ჰყავთ გამხდარი.

თქვენ რა იცით, რას არ ჩაადენინებს კაცს თავმოყვარეობა.


ასე სჩვევიათ ხოლმე ზოგჯერ ადამიანებს: მოაგონდებათ უეცრივ საშინელი რამ, მეტადრე - სამარცხვინო, და წუთით ერთ ადგილზე გახევდებიან.

- ვთქვათ ვინმემ დუელში გამოგიწვიათ, რას იზამდით?
- მე... მე დუელში არავინ გამომიწვევს.
- მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ?
- მგონი... შემეშინდება.
- მართლა? მაშ ლაჩარი ხართ?
- აარა; მგონი, არა. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.

რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარსდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს.


კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება.


- ჩემო საყვარელნო, ძვირფასნო, რატომ მემსახურებით, განა ღირსი ვარ რომ მემსახუროთ? ღმერთი თუ შემეწევა და ვიცოცხლებ, მე თვითონ გემსახურებით, იმიტომ რომ ყველანი ერთმანეთს უნდა ვემსახურებოდეთ.
- ჩემო ძვირფასო, ამას ავადმყოფობა გალაპარაკებს.
- დედა, ჩემო სიხარულო, შეუძლებელია, ბატონები და მსახურები რომ არ იყვნენ, მაგრამ, დაე, მე ჩემი მსახურების მსახური ვიყო, ისე, როგორც ისინი ჩემი მსახურნი არიან. დედიკო, ამასაც გეტყვი, რომ ყოველი ჩვენგანი ყველას წინაშე ყველაფრის გამო დამნაშავეა, ხოლო მე ყველაზე მეტად ვარ დამნაშავე.

ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“

ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს.


- ჯოჯოხეთი რა არის?
ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია.

ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია.

- ო, მერწმუნეთ, რომ გამოცდილი მკურნალი ვარ სულისა.
- ქალბატონო, თუ თქვენ გამოცდილი მკურნალი ხართ, სამაგიეროდ, მე გამოცდილი სნეული ვარ.

სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.

რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.

მე ვარ და მე მიყვარს.


შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია.

არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ.

მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია.


დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“

ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი.

არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს.


კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის.

იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს.


ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება.

დოსტოევსკის ფრაზები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

13


  • sofi-sofi თქვა:
    4 ივლისი 2014 23:11 - ID: 13,
    dzalian momewona aset saintereso postebs tu gaaketeb dzalian gamixardeba

  • beonce თქვა:
    26 ივნისი 2014 18:01 - ID: 12,
    ძალიან კარგი მწერალია :)

  • nini__O_o__ თქვა:
    25 ივნისი 2014 23:47 - ID: 11,
    იცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად, აი მაშინ შემიყვარდები და გაკოცებ <3 <3 love

  • The Glamour თქვა:
    25 ივნისი 2014 12:04 - ID: 10,
    ძალიან მიყვარს დოსტოევსკი! კიდევ გააკეთე ასეთი პოსტები ))

  • fuck selena თქვა:
    25 ივნისი 2014 00:06 - ID: 9,
    love

  • mariami222 თქვა:
    24 ივნისი 2014 23:26 - ID: 8,
    მაგარიაააააააააააააააა კიდევ გააკეთე რა

  • Countess A. თქვა:
    24 ივნისი 2014 21:34 - ID: 7,
    შესანიშნავი სტატიაა.. ! winked

  • liii :) თქვა:
    24 ივნისი 2014 21:25 - ID: 6,
    მიყვარს ასეთი სიახლეები,თუ დადებ კიდევ კარგი იქნება love smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top