;
30 ივნისი 2014      nini:)(:     7 კომენტარი     ნანახია 3851-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Clive Wearing- კაცი მეხსიერების გარეშე

წარმოგიდგნეთ ამნეზიის ყველაზე საშინელ და დრამატულ ფორმას ე.წ.
,, 10 წამიანი მეხსიერების ფენომენს"

Clive Wearing- კაცი მეხსიერების გარეშე
მოდით ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. Clive Wearing ეს არის ბრიტანელი მუსიკათმცოდნე, ტენორი, დირიჟორი, პიანისტი და გავლენიანი კრიტიკოსი. ერთი შეხედვით კლაივს იდეალური ცხოვრება ჰქონდა - ჰყავდა საყვარელი მეუღლე, შვილი და შესანიშნავი კარიერა. თუმცაღა ერთ დღეს მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. თავდაპირველად მას მხოლოდ უბრალო გაციების ნიშნები ჰქონდა, მეორე და მესამე დღეებში ზიანი მიდგა მის მეხსიერებას და ეს იმდენად სერიოზულ ფორმაში, რომ კლაივი შვილსაც კი ვერ ცნობდა, ხოლო მომდევნო დღეს იგი მოათავსეს საავადმყოფოში მძიმე კომაში მყოფი. როგორც აღმოჩნდა მას ტვინის ჰერპესის ერთ-ერთი უიშვითესი დაავადება დაემართა რამაც ორგანოს უდიდესი ნაწილი იმსხვერპლა.

დიდი ხნის კომაში ყოფნის შემდეგ კლაივი ფიზიკურად გამოჯანმრთელდა, მაგრამ რაც შეეხება ფსიქიკას აქ ყველაფერი საშინლად წარიმართა, იმაზე უარესად ვიდრე მედიკოსები წინასწარმეტყველებდნენ. მას აღარ ახოვს არავინ და არაფერი, მის მეხსიერებაში წაშლილია ყველანაირი სახის წინარე მეხსიერება. მაგრამ ყველაზე საინტერესო და დრამატული ის ფაქტია, რომ როგორც წესი ყველაზე რთული ფორმის ამნეზიის შემთხვევაშიც კი, ადამინს შეძლება დაავიწყდეს ყველაფერი მეტყველებაც კი, თუმცა მას აქვს ახლის შემეცნების უნარი. აი სწორედ ამაშია კლაივის დაავადების ყველაზე დიდი საშინელება, მას არ შეუძლია არათუ ძველის გახსნება არამედ ახლის ათვისება, სწავლებაც კი. მისი მეხსიერების ხანგრძლივობა კი მხოლოდ 10 წამია. ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ თუ რაოდენ დიდი საშინელებაა, როდესაც ყოველ 10 წამში ერთხელ თავიდან იწყებ ცხოვრებას, იმის წარმოდგენაც კი რთულია თუ რა უნდა მოასწროთ ისწავლოთ ამ დროის განმავლობაში ანდა ის, რომ რამდენიმე წამში შენი მეხსიერება ქრება. კლაივს ყოველი 10 წამის შემდეგ ჰგონია, რომც ხელახლა იწყებს ცხოვრებას, ამის სადემონასტრაციოდ მინდა გაჩვენოთ მისი დღიური:

Clive Wearing- კაცი მეხსიერების გარეშე

თავად ხედავთ, რომ ყოველი 10 წამიანი ინტერვალის შემდეგ იგი წერს, რომ ცოცხალია, ახლა გამოღვიძა და იწყებს ცხოვრებას, თუმცა მომდევნო 10 წამის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება, მისავე ჩანაწერებს შლის და ჰგონია, რომ სხვისი დაწერილია.


Clive Wearing- კაცი მეხსიერების გარეშე
ჩემთვის ყველაზე საინტერესო რაც ამ ადამინთან შეხებისას წავაწყდი შემდეგში მდგომარეობს. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ კლაივს ჰყავს მეუღლე დებორა, გითხარიც ისიც რომ მას ყველა დაავიწყდა და არც დებორა წარმოადგენს გამონაკლისს, თუმცა, აქ ერთ ალოგიკურ ფაქტს ვაწყდებით - საქმე იმაშია, რომ როდესაც იგი დებორას ანუ მის მეუღლეს ხედავს არ ახსოვს ვინაა თუმცა ძალიან კარგად იცის, მთელი არსებით უყვარს. ამ ფაქტის ახსნა დღემდე უჭირთ იმ მედიკოსებსა თუ ფსიქოლოგებს, რომლებიც კლაივთან მუშობენ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება
Clive Wearing- კაცი მეხსიერების გარეშე დებორას დანახვა არის ერთადერთი ნათელი წერტილი კალივის ცხოვრებაში, მისი დანახვისას ყოველთვის უდიდეს სიყვარულს გამოხატავს და ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს.


გარდა ამისა მას მეხსიერების კიდევ ერთი ფორმაც შემორჩა საქმე ეხება პროცედურულ მეხიერებას მას შესანიშნავად ახსოვს დაკვრა:). იგი კვლავ ვირტუოზულად აგრძელებს ფორტეპიანოზე დაკვრას თუმცა ეს სარისკოა და იშვიათად ხდება, რადგან როგორც კი კლაივს რაიმე ეშლება საშინელ სტრესში ვარდება.
ამ ეტაპზე კლაივი უკვე 76 წლისაა, ცოხოვრობს ბრიტანეთის ერთ-ერთ პანსიონში და მისი მდგომარეობა კვლავ უცვლელია.


Clive Wearing- კაცი მეხსიერების გარეშე

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • Ggvantsa თქვა:
    6 ივლისი 2014 21:37 - ID: 7,
    "50 პაემანი" ხომ გაქვთ ნანხი, იქ მშვენივრადაა გადმოცემული ასეთი ამნეზიის ამბები :))

  • verski თქვა:
    1 ივლისი 2014 13:48 - ID: 6,
    ვაიმე საცოდავი

  • Nina√ თქვა:
    30 ივნისი 2014 20:37 - ID: 5,
    რა საინტერესო იყო გავოგნდი wassat
    ძაუან მაგარი სტატიაა love

  • Imaginary თქვა:
    30 ივნისი 2014 20:24 - ID: 4,
    არ მეგონა კიდევ რამე თუ გაამკვვირვებდა O.O მომეწონა სიახლე ძაან

  • nini:)(: თქვა:
    30 ივნისი 2014 16:51 - ID: 3,
    ციტატა: mamnika
    ყოჩაღ! არაჩვეულებრივი ინფორმაციაა, არ ვიცოდი. მე თვითონაც პიანისტი ვარ, ერთი მხრივ საშინელი ისტორიაა, მეორე მხრივ სასიამოვნო_სიყვარული და მუსიკა ყველაზე ძლიერია ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი აზრით დაკვრა იმიტომ ახსოვს, რომ ხელი მიჩვეულია, ხშირად არის ისე, შეიძლება აზროვნება გაგეთიშოს, მაგრამ ის რაც "გამჯდარია თითებში" თავისით იკვრება.

    მადლობა^^ რაც შეეხება ფორტეპიანოზე დაკვრას, არსებობს მეხსიერების რამდენიმე ტიპი ერთ-ერთი მათგანია პროცედურული მეხსიერება. მაგალითად მანქანის ტარება, დაკვრა, ცურვა და ა.შ, და ამ პროცესების შესრულებისას ხშირად არ გვიწევს მეხსიერების სხვა უფრო რთული ტიპების გამოყენება სწორედ ამის შედეგია ეს ფაქტიც.

  • Deakoo თქვა:
    30 ივნისი 2014 15:48 - ID: 2,
    ვაუ.. what ნამდვილად არ ვიცოდი და აი ძალიან საინტერესო იყო... ეს სიყვარილი ხოო wink მაგრამ ნამდვლად შემიყვარდა ეს კაცი და მსიმა დღიურმა შემაშფოტა sad სიახლე გადასარევია love ყოჩაღ!! love

  • mamnika თქვა:
    30 ივნისი 2014 10:45 - ID: 1,
    ყოჩაღ! არაჩვეულებრივი ინფორმაციაა, არ ვიცოდი. მე თვითონაც პიანისტი ვარ, ერთი მხრივ საშინელი ისტორიაა, მეორე მხრივ სასიამოვნო_სიყვარული და მუსიკა ყველაზე ძლიერია ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი აზრით დაკვრა იმიტომ ახსოვს, რომ ხელი მიჩვეულია, ხშირად არის ისე, შეიძლება აზროვნება გაგეთიშოს, მაგრამ ის რაც "გამჯდარია თითებში" თავისით იკვრება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top