;
3 ივლისი 2014      khatikko     9 კომენტარი     ნანახია 4084-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



Rio de Janeiro - "იანვრის მდინარე". რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს ღონისძიება სამხრეთ ამერიკის ქალაქში ჩატარდება. ასევე, მარაკანას სტადიონი უმასპინძლებს 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს.





Cristo Redentor — „მხსნელი ქრისტე“ - ღირსშესანიშნაობებს რაც შეეხება,
რა თქმა უნდა, პირველად კორკოვადოს მთას ვესტუმროთ, იესო ქრისტეს გიგანტურ ქანდაკებას.









Pão de Açúcar-"შაქრისთავა მთა",მდებარეობს გუანაბარის ყურის სანაპიროზე, პატარა ნახევარკუნძულზე, რომელიც ატლანტის ოკეანეშია შეჭრილი. მისი სიმაღლეა 396 მეტრი. მთის ეს სახელწოდება გამოწვეულია იმით, რომ მას ძალიან ამსგავსებდნენ შაქრის თავს (იმ ფორმას, რომელსაც ადრე რაფინირებულ შაქარს აძლევდნენ).







Jardim Botânico do Rio de Janeiro-ბოტანიკური ბაღი,ჟარდიმ-ბოტანიკუს რაიონში, სამხრეთის ზონაში.



Estádio do Maracanã - (ბრაზილიაში იყო და ეს ადგილი არ ნახო,შეუძლებელია !) ღია ცის სტადიონი ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონი,რომელიც 199 000 ადამიანს იტევს. სწორედ ამდენი მნახველი ესწრებოდა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.სადაც ფინალურ თამაშში ურუგვაიმ ბრაზილია 2-1 დაამარცხა.









შემდეგი გაჩერება Copacabana!







სადაც შეგიძლიათ იხილოთ, ოოო როგორი მშვენიერი ქმნილებები...









Confeitaria Colombo





Feira do Rio Antigo - რიოს, ძველი და ყველაზე ცოცხალი სავაჭრო ადგილი.








"Caipirinha" - ნიშნავს "სოფლელს" - "ტყიურ კაცს"
ძლიერი,გამაგრილებელი,ალკოჰოლიკური სასმელი,
რომელიც მზადდება: კაშაცას,ლიმონის,შაქრისა და ყინულისგან.











Feijoada - ბრაზილიური ეროვნული კერძი „ ფეიჯოადა“.
ეს გახლავთ საქონლის გულის პატარა ნაჭრები შავ ლობიოსთან ერთად.











შემდეგი გაჩერება; Rio Scenarium კარგი, გემოვნებიანი ადგილი/მუსიკა + საინტერესო ხალხი.









Rio Carnival - რიოს ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კარნავალი. თავდაპირველად, ეს სანახაობა მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის ეწყობოდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში შესამჩნევი გავლენა იქონია აფრიკულ-ბრაზილიურმა დასარტყამმა ინსტრუმენტებმა და მუსიკამ. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის მრავალი არჩევანი აქვს. მათ შორისაა სამბას ცნობილი სკოლების აღლუმები სამბადრომზე და ქუჩის მსვლელობები, რომლებიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში იმართება.








კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • -Diana- თქვა:
    9 ივლისი 2014 13:21 - ID: 9,
    - იმედია ერთხელ მაინც მოვხვდები რიოში love

  • Ani culee :))) თქვა:
    6 ივლისი 2014 13:17 - ID: 8,
    ჩემი ოცნების ქვეყანა ^_^ ერთI ბარსელონაზე ვგიჟდები ასე და მეორე რიოზე <3

  • liii :) თქვა:
    4 ივლისი 2014 17:36 - ID: 7,
    ოცნებით დიდად არ ვვოცნებობ,მაგრამ დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ამ საოცრებას love smile

  • new member თქვა:
    4 ივლისი 2014 16:00 - ID: 6,
    ჩემი ოცნებაა აქ წასვლა და იმედი მაქვს რომ ეს ოცნება ოდესმე ამისრულდება love love

  • demetria თქვა:
    4 ივლისი 2014 12:13 - ID: 5,
    ოცნება არა მაგრამ სიამოვნებით ვინახულებდიი, თან კობაკაპანს პირველრიგშიი wink love

  • Nina√ თქვა:
    4 ივლისი 2014 11:06 - ID: 4,
    ვგიჟდები ამ ქალაქზე ჩემი ოცნებაა აქ წასვლა request
    ძალიან კარგი სიახლეა

  • liliana თქვა:
    4 ივლისი 2014 00:43 - ID: 3,
    kargi siaxlea...

  • nini:)(: თქვა:
    4 ივლისი 2014 00:10 - ID: 2,
    ვაიმე რა კარგი იყო love უნდა ვაღიარო თავდაპირველად ბარაზილია სერიალებიდან გავიცანი და არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ნამდვილად კარგი იყო ჯერ მარტო ხედების და ხალხის ყურება რად ღირდა love N-1 ქალაქია რიო ჩემთვის და დიდი იმედი მაქვს ოდესმე ვეწვევი love

  • Bao თქვა:
    3 ივლისი 2014 23:59 - ID: 1,
    მიყვარხაარრ დე-ჟანეიროოოოოოოოოოო! love request feel

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top