;
15 ივლისი 2014      -Diana-     10 კომენტარი     ნანახია 7488-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ფრაზები ქართული ნაწარმოებებიდან

დათა თუთაშხია

''ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.''

“…ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორედ გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი – მეორე. ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარი ღირებულებები მისი ზნეობის ღირებულებებით განისაზღვრება. “


''არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა..''
ფრაზები ქართული ნაწარმოებებიდან

''დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისაკენ, ახალი ხალხების დაპყრობისაკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი დაპყრობისათვის, ჟლეტისა და ნადგურის-ცემისათვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ წინასწარ გულში სიძულვილი არ ჩაუთესა. დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი, აუცილებელი შედეგია... პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული... სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული - უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი - მამულიშვილია, პატრიოტია.''

''შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!''

''ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.''

”ერთი ბოროტება რომ ხდება, რაიმე, შენს დასანახზე და ხელმისაწვდომზე, მისი მოსპობა ადვილია, ძალიან. ეგ არის, არაფერი საქმე არ არის ეს, სხვაგან უფრო მეტი ბოროტება მოხდება, უეჭველია, მიზეზი თუ არ მოსპე იმ ბოროტების, ბუდე თუ არ დაუნგრიე. ბუდე აქვს ყველაფერს მზის ქვეშ და –ბოროტებასაც. ბოროტების ბუდის დანგრევა დიდი საქმეა ძალიან. ისე დიდი საქმეა ეს, რომ გასაჭირადაც ღირს და სიკვდილადაც.”
ფრაზები ქართული ნაწარმოებებიდან

”გაწამებულს და გატანჯულს რომ ნახავ ვინმეს, უნდა იღონო რაიმე, რომ ეშველოს იმ კაცს, ადამიანი თუ ხარ. ამას ვშვრებოდი მე, მაგრამ თვითონაც ხომ უნდა გაანძრიოს თავი და ხელი და ხომ უნდა უშველოს თავის თავს და მის ბედში მყოფსაც, სიკეთე და სამართალი თუ უნდა. თვითონ არ გაანძრევს ხელს არასგზით: ერთი –იმიტომ, რომ არ იცის, ვინ ან რა არის მისი გამამწარებელი და გამტანჯველი და მეორე ის, რომ თუ დაანახვე და გააგებინე, – აგერ ეს არის მიზეზი, უბედური რომ ხარ და ამას უნდა მოსპობაო – ვერ შებედავს, მისას ბუზს ვერ აუქნევს ხელს. მისივე სიკეთისთვის როგორ უნდა დავანძრევინო კრინტი, ხელი როგორ გავანძრევინო, ეს მინდა ვისწავლო.”

”გადარჩენილი ერები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფიზიკური არსებობის შესანარჩნუებლად, თვისუფლებისთვის, სულიერი საუნჯის გადასარჩენად იბრძოდნენ და ეს ბრძოლა მათთვის წრთობის პროცესს წარმოადგენდა, ცხოველმოსილების სტიმულატორი იყო. მპყრობელი ერების შემთვევაში სხვა მოვლენებთან გვავქს საქმე: პყრობას, დაოკებას, წინააღმდეგობის ჩახშობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასი ხალხის პყრობას– ასჯერ მეტი ძალისხმევა. უსაზღვრო და ამოუწურავი მზისა ქვეშე არაფერია. მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი. იღლება, იფიტება, ცხოველმოსილება უდუნდება. ჯერ პყრობის უნარს კარგავს, შემდეგ თავდაცვისას, მერე სხვა ერებში ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს. ”

''ხალხს, ჩანს არ უნდა ისე ცხოვრება, ვინმემ თუ არ დაჩაგრა, მოატყუა და გაატყავა. წაკითხულიც მაქვს ბევრგან და კიდეც ვნახე ზოგიერთი კაცები, ასე რომ ამბობენ: ვინმეს გასაჭირს ან ცუდ რამეს თუ დაინახავ, გულმა როგორც გითხრას, ისე მოიქეცი და ის შენი საქციელიც რასაც მოიტანს, მისი უკმაყოფილო ნუ იქნებიო. შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ისიც საფიქრალია, რომ იქნებ არ ღირდეს ადამიანის მოდგმა წესიერი კაცის ზრუნვად და არც ქვეყნის არეულ-დარეულ საქმეებში ჩარევა. ვინ იცის?>.. რასაც ვლაპარაკობ, დაიხსომე ეს, მაგრამ იცოდე თვითონ არ ვიცი, სიმართლე რაშია და სადაა. ფიქრი და გამოცდილება სირია ამას"

"მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, ყველა კაცი ისეცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავის დღე და ხვედრი. ჩემი ბრალია ყველაფერი. იქ რომ მითხარი, უნდა, ალბათ, მაგ ხალხს ყმობა და მონობაო, - მასე ყოფილა მართლაც. აგერ შენ, აგერ მე და იქ, მაღლაღმერთი - ფიცი დამიდვია, აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში, სანამდე არ დავრწმუნდები, ჩარვა ჯობს თუ ჩაურევლობა. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს"

ფრაზები ქართული ნაწარმოებებიდან

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

''საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.''

„ჩვენ კი, ადამიანები , უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე“

"ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს."

„ვისაც სიყრმეში არ გაუხარნია, ვისაც ბავშვობაში სიჭაბუკე მოსწვევია, ხოლო სიჭაბუკეში - შუაკაცობის ტვირთი, მას მარადჟამს თან დაჰყვება განსაცდელი სიყრმისა და სიჭაბუკის დარდი“
ფრაზები ქართული ნაწარმოებებიდან

„კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე“

"მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი."

"ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში."

"როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან."

"არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი."
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."

"თუ გსურს ზეგავლენა მოახდინო ერზე, იგივე უნდა სჭამო, რასაც მრევლი სჭამს და ისე ჩაიცვა, რაც მას აცვია, სხვა მხრით უნდა ეცადო იშვიათად ეჩევენო ხალხს"


ფრაზები ქართული ნაწარმოებებიდან
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

”ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს, საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს, ცოლის მომყვანი კი… არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით – ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა… ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე – იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან – თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას… ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე”…

‎”ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”

"ოკეანე ხარ… დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე…"

„იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.“

„ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, -ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება - თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? - გომბეშოზე. თურმე
გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და
ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი…“
ფრაზები ქართული ნაწარმოებებიდან


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

10


  • madridistagvanca თქვა:
    17 ივლისი 2014 22:07 - ID: 10,
    მადლობა love
    ციტატა: Hermione...♥
    Princess,
    madridistagvanca,
    მთავარ გვერდზე ფეისბუქის ლაიქის ღილაკის გვერდით რომ მწვანე პლიუსია იმას დააჭირეთ :)
    -Diana-,
    რას ამბობ, მადლობა შენ ასეთი საინტერესო ნიუსისთვის!

  • Hermione...♥ თქვა:
    16 ივლისი 2014 19:31 - ID: 9,
    Princess,
    madridistagvanca,
    მთავარ გვერდზე ფეისბუქის ლაიქის ღილაკის გვერდით რომ მწვანე პლიუსია იმას დააჭირეთ :)
    -Diana-,
    რას ამბობ, მადლობა შენ ასეთი საინტერესო ნიუსისთვის!

  • madridistagvanca თქვა:
    16 ივლისი 2014 17:38 - ID: 8,
    ფავორიტებში როგორ ამატებ?
    ციტატა: Hermione...♥
    "ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში." - PREACH THIS!
    დიი, ბრწყინვალე ნიუსია და ძალიან გამიხარდება თუ გააგრძელებ! ეს, რა თქმა უნდა, ფავორიტებში love

  • -Diana- თქვა:
    16 ივლისი 2014 12:54 - ID: 7,
    ციტატა: tami-tami8990
    ყოჩაღ ძალიან კარგი იყო :)

    ციტატა: Princess
    ძალიან კარგი ნიუსია! სიამოვნებით დავამატებდი ფავორიტებში,მაგრამ ახალი დიზაინის გამო არვიცი როგორ დავამატო,იქნებ მასწავლოთ :))

    ციტატა: Butia
    კარგი იყო ძალიან )) ხშირად თუ ვიხილავ ასეთ პოსტებს ან მსგავსს რაიმეს ან წიგნებზე,ძალიან გამიხარდებაა! მომწონს ეს სიახლე request

    ციტატა: Hermione...♥
    "ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში." - PREACH THIS!
    დიი, ბრწყინვალე ნიუსია და ძალიან გამიხარდება თუ გააგრძელებ! ეს, რა თქმა უნდა, ფავორიტებში love

    ციტატა: doit
    ძალიან კარგია,აუცილებლად გააგრძელე.


    - ძალიან დიდი მადლობა love

  • tami-tami8990 თქვა:
    16 ივლისი 2014 12:14 - ID: 6,
    ყოჩაღ ძალიან კარგი იყო :)

  • Princess თქვა:
    15 ივლისი 2014 19:09 - ID: 5,
    ძალიან კარგი ნიუსია! სიამოვნებით დავამატებდი ფავორიტებში,მაგრამ ახალი დიზაინის გამო არვიცი როგორ დავამატო,იქნებ მასწავლოთ :))

  • -Flamingo თქვა:
    15 ივლისი 2014 16:14 - ID: 4,
    "ოკეანე ხარ… დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე…" love

  • Butia თქვა:
    15 ივლისი 2014 14:56 - ID: 3,
    კარგი იყო ძალიან )) ხშირად თუ ვიხილავ ასეთ პოსტებს ან მსგავსს რაიმეს ან წიგნებზე,ძალიან გამიხარდებაა! მომწონს ეს სიახლე request

  • Hermione...♥ თქვა:
    15 ივლისი 2014 14:31 - ID: 2,
    "ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში." - PREACH THIS!
    დიი, ბრწყინვალე ნიუსია და ძალიან გამიხარდება თუ გააგრძელებ! ეს, რა თქმა უნდა, ფავორიტებში love

  • doit თქვა:
    15 ივლისი 2014 13:49 - ID: 1,
    ძალიან კარგია,აუცილებლად გააგრძელე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top