;
10 აგვისტო 2014      liliana     4 კომენტარი     ნანახია 2850-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ხელოვნება / ART



რეუნოსკე აკუტაგავა გახლავთ იაპონელი მწერალი, რომელიც დაიბადა 1892 წლის 1 მარტს ტოკიოში. ცხოვრების გარკვეული ნაწილი ლიტერატურულ საზოგადოებაში მოღვაწეობდა ფსევდონიმებით: „ჩოკოდუ შიჯინი“ და „გაკი“.რეუნოსკეს მოღვაწეობა იაპონურ ლიტერატურაში დაემთხვა „ტაიშოს პერიოდს“, ანუ 1912 წლის 30 ივლისი-1926 წლის 26 დეკემბერი, პერიოდს როცა იაპონიას იმპერატორი ტაიშო მართავდა. ახალი იმპერატორი ცდილობდა პოლიტიკური ძალაუფლება ძველი ოლიგარქებისაგან „დემოკრატიული პარტიის“ხელში გადმოეტანა .ქვეყანაში არასტაბილურმა და დაძაბულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ვითარებამ საზოგადოება ლიბერალური „ტაიშოს დემოკრატიული მოძრაობის“ჩამოყალიბებამდე მიიყვანა. აღნიშნული მძიმე პერიოდი საზოგადოების ყველა ფენაზე არცთუ სახარბიელო შედეგებით აისახა .გამონაკლისი არც რეუნოსკე გახლდათ, მას „იაპონიის მძიმე ხანის“ და „იაპონიის მოკლე ისტორიის მწერალსაც „ უწოდებენ.
Ryunosuke Akutagawa
მამამისისათვის ტოშიჰო ნიიზარასთვის და დედისათვის ფუკუ ნიიჰარასათვის რეუნოსკე მესამე ვაჟიშვილი გახლდათ. მას სახელი რეუნოსკე ანუ „დრაკონოს ვაჟიშვილი“ დაარქვეს იმის გამო რომ იაპონური კულტურის და ჰოროსკოპის მიხედით: იგი დაიბადა დრაკონის წელს,დრაკონის თვეში,დრაკონის დღეს და დრაკონის საათს. დედა მშობიორობას გადაჰყვა, ხოლო პატარა რეუნოსკე მისმა ბიძამ აკუტაგავა დოშომ აღზარდა, სწორედ ბიძისაგან მიიღო მან ოფიციალური გვარი.

ბავშვობაში რეუნოსკე დაინტრესებული იყო ჩინური ლიტერატურით, განსაკუთრებით კი გატაცებული გახლდათ მორი ოგაის და ნაცუმე სოსეკის შემოქმედებით.1910 წელს მან სკოლაში სიარული დაიწყო.აკუტაგავას კლასში სწავლობდნენ ისეთი იაპონელი მწერლები როგორებიცაა: კან კიკუჩი, კუმე მასაო,იამამოტო იუზო და ტსუჩია ბუნმეი.1913 -1916 წლებში რეუნოსკე ტოკიოს უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა.უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ კი სამხედრო-საინჟინრო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად დაიწყო მუშაობა.სტუდენტობის პერიოდში აკუტაგავამ მისი ბავშვობის მეგობარ ფუმი ცუკამოტოზე იქორწინა,რომელთანაც 3 შვილი შეეძინა: ჰიროში აკუტაგავა,რომელიც მსახიობი გახლდათ,ტაკაში აკუტაგავა,რომელიც სამხედრო სასწავლებელში მოკლეს და იასუში აკუტაგავა,რომელიც კომპოზიტორი გახლდათ.

Ryunosuke Akutagawa

1915 წელს აკუტაგავამ ლიტერატურულ ჟურნალ Teikoku Bungaku ("Imperial Literature")- ში მისი პირველი მოთხრობა „რაშმონი“გამოაქვეყნა,რომელმაც კრიტიკოსებისაგან დადებითი შეფასება მიიღო,ხოლო თავად რეუნოსკეს გზა გაუხსნა მაღალი ლიტერატურული წრეების და საღამოების ხშირი სტუმრობისაკენ ,სადაც იგი მისი ბავშვობის კუმირს ნაცუმე სოსეკის შეხვდა.სწორედ, სოსეკისაგან მიიღო რეუნოსკემ ქება-დიდების წერილი 1916 წელს გამოქვეყნებული მოთხრობის „Hana „-ს ანუ „ცხვირის“ გამო ,რომელმაც მას დიდება და პოპულარობა მოუტანა.სწორედ ამ პერიოდში დაირქვა მან მისი პირველი ფსევდონიმი „გაკი“.

„გაკის“ ფსევდონიმით მან იაპონიის ისტორიის Heian, Edo და Meiji-ის პერიოდების ამსახველი კლასიკური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი მოთხრობების კრებულები გამოაქვეყნა: Gesaku zanmai ("A Life Devoted to Gesaku", 1917) ,Kareno-shō ("Gleanings from a Withered Field", 1918), Jigoku hen ("Hell Screen", 1918); Hōkyōnin no shi ("The Death of a Christian", 1918), Butōkai ("The Ball", 1920),Mikan ("Mandarin Oranges", 1919) და Aki ("Autumn", 1920).

1921 წელს რეუნოსკე ჩინეთში გადავიდა საცხოვრებლად და 4 თვე ჟურნალ Osaka Mainichi Shinbun-ის მომხსენებლად მუშაობდა,თუმცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუუარესდა და იძულებული შექნა სამშობლოში დაბრუნებულიყო.1922 წელს მან გამოაქვეყნა მოკლე მოთხრობა "In a Grove".
რეუნოსკემ მოღვაწეობის უკანასკნელი წლები ფსიქიკურ და მენტალურ აშლილობაში გაატარა.მძიმე დაავადება მას დედისაგან მემკვიდრეობით ერგო ,თუმცა ავადმყოფობის მიუხედავად გამოაქვეყნა ფოლკლორული და ავტობიოგრაფიული მოთხრობები : Daidōji Shinsuke no hansei ("The Early Life of Daidōji Shinsuke", 1925) ,Tenkibo ("Death Register", 1926), Kappa (1927), Haguruma ("Spinning Gears", 1927), Aru ahō no isshō ("A Fool's Life") დაBungeiteki na, amari ni bungeiteki na ("Literary, All Too Literary", 1927). 1927 წლის 24 ივლისს, 35 წლის ასაკში სიცოცხლე მან თვითმკვლელობით დაასრულა და მისი უკანასკნელი სიტყვების მიხედვით თავს „გაურკვევლად დაუცველად“ გრძნობდა.

რეუნოსკე აკუტაგავა 150-მდე მოთხრობის ავტორია. 1935 წელს მისმა მეგობარმა კან კიკუჩიმ დააარსა რეუნოსკე აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული ჯილდო, რომელიც დღემდე გადაეცემათ წარმატებულ იაპონელ ლიტერატურულ მოღვაწეებს. მისი მოთხრობების მიხედვით რამდენიმე ფილმიცაა გადაღებული.









კატეგორია: საინტერესოა, ხელოვნება / ART
Tags:

4


  • liliana თქვა:
    20 აგვისტო 2014 22:29 - ID: 4,
    ციტატა: Gciffer
    კაი მწერალია სიახლეც კაია

    მადლობა love

  • ani_1008 თქვა:
    10 აგვისტო 2014 19:27 - ID: 3,
    რამოდენიმე მოთხრობა მაქვს წაკითხული და ძალიან საინტერესო მწერალია love

  • Gciffer თქვა:
    10 აგვისტო 2014 18:07 - ID: 2,
    კაი მწერალია სიახლეც კაია

  • NiNi_N თქვა:
    10 აგვისტო 2014 15:02 - ID: 1,
    ძალიან მომწონს მისი წერის სტილი, მართლა მაგარია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top