25 August 2014      niniko     Views 6 883    
Category: Fun, Interesting / Georgians / Stars



Kazantip Republic | Z22 | Anaklia | Georgia | 20-30th August 2014

Kazantip ფესტივალის გახსნის ცერემონიას ანაკლიაში (საქართველო, 20 აგვისტო) ათასობით სტუმარი ადევნებდა თვალს. 300-ზე მეტი მუსიკოსი წარსდგება მსმენელის წინაშე 10 დღის განმავლობაში, თუმცა კაზანტიპის ყველა მონაწილეს მკაცრი შემოწმების გავლა უწევს. სიმბოლური კარის გახსნას კაზანტიპის რესპუბლიკის სტუმრები რამდენიმე საათი რიგში ელოდნენ. ყველა მათგანი მკაცრი კონტროლის გასავლელად მზად იყო. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ პასპორტის და შესაბამისი შტრიხკოდებით არის შესაძლებელი. აკრძალულია იარაღის, სასმელის და ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და მოხარული ვარ რომ ეს გრანდიოზული ფესტივალი ჩემს ვიზიტს დაემთხვა. ძალიან მოხარული ვარ და იმედია ეს მოლოდინი კიდევ უფრო გამიმძაფრებს შეგრძნებებს“ -ამბობს საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი ამერიკელი ტურისტი ფაბიენ გონსალესი.


ფოტოგრაფ Louisa Chalatashvili-ს ფოტოები ინსტაგრამიდან@louisa_s



ორთვიანი ლოდინის შემდეგ საოცნებო რესპუბლიკაში შესვლის მსურველთა საკმაოდ დიდი რიგი იდგა 20 აგვისტოს დილიდან ბილეთების საყიდლადაც. უკრაინიდან, რუსეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს კაზანტიპის რესპუბლიკა, მისთვის უკვე წლების განმავლობაში ჩვეული სახით მასპინძლობს.

სტუმრების დასახვედრად კაზანტიპის რესპუბლიკაში ორი თვე ემზადებოდნენ. სამი კილომეტრის სიგრძის პლიაჟზე ელექტრონული მუსიკისთვის სამი სცენაა დამონტაჟებული. მსმენელის წინაშე სამასამდე შემსრულებელი თუ DJ გამოვა, მათ შორის ქართველებიც.

ინტერნეტში გავრცელებული კომენტარების და თავად ნიკიტას განცხადებით, ისინი უფრო მეტ სტუმარს ელოდნენ კაზანტიპის რესპუბლიკაში, თუმცა კი ყველაფერი წინაა და ფესტივალი კიდევ რამდენიმე დღეს 30 აგვისტომდე გასტანს. აქვე ზოგიერთი უცხოელი სტუმარი უკმაყოფილებას გამოთქვამს ცუდ საცხოვრებელ პირობებსა და მაღალ ფასებზე, myVideo-სთან ინტერვიუში კი სლავი გოგონები ქართველი მამაკაცების მოზღვავებულ ყურადღებაზე საუბრობენ : )

საერთო ჯამში კი, ამ ფოტოებზე დაყრდნობით ვხედავთ, რომ კაზანტიპის 'მოქალაქენი' ძალიან კარგ დროს ატარებენ.

facebook.com/kazantip.official
ფოტომასალა Kazantip-ის 'პრეზიდენტი'ს Nikita Marshunok-ის ფეისბუქის ალბომებიდან









































ფოტოები ინსტაგრამიდან #kazantip













Category: Fun, Interesting / Georgians / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top