;
26 აგვისტო 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4307-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, მამაკაცი, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლევან ჩიჩუა (თიელი)

BUON VIAGGIO-ს პროექტს „Holiday Inn-მა“ უმასპინძლა. კრისტის სტუმარი მომღერალი ლევან ჩიჩუაა . როგორია მისი სტილი, რა აქსესუარები უყვარს და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტევიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




• რა არის შენთვის მოდა, მიჰყვები მას თუ შენი დამოუკიდებელი სტილი გაქვს?

ჩემთვის ეს ძალიან რთული მომენტია, მერამდენე წელია ვერაფერი ვერ მოვიხდინე.
არ ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი სტილი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე.

• ხშირად იცვლება შენი სტილი?

კი, იცვლება. თუმცა, ეს ყოველდღიურად არ ხდება რომ დავდგე და ვიფიქრო, რა შევცვალო. კარგად ჩაცმა ზაფხულში უფრო ადვილია და უფრო კარგად გამომდის. უფრო თავისუფლად მაცვია. ზაფხული უფრო მიყვარს ვიდრე ზამთარი.



„ჩემთვის ეს ძალიან რთული მომენტია, მერამდენე წელია ვერაფერი ვერ მოვიხდინე.
არ ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი სტილი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე.“


„ისე ვიცვამ, რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე.“


• ფიქრობ ხოლმე რა უნდა ჩაიცვა? მაგალითად, დღეს ჩვენთან რომ მოხვედი ,უცბად რაც შეგხვდა ის ჩაიცვი თუ წინასწარ გიყვარს ხოლმე დაგეგმვა?

ხანდახან ვფიქრობ, ხანდახან არა. პრინციპში სადმე რომ მივდივარ ვგეგმავ რა უნდა მეცვას. დღეს სხვა რამე მეცვა და მერე რომ გამახსენდა, რომ ბასეინზე ამოვდიოდი სხვანარიად ჩავიცვი, უფრო საზაფხულოდ.

• რაც შეეხება სასცენო კოსტუმებს,გარდერობში ცალკე ადგილი უკავია მათ?

სასცენო კოსტუმები არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია სცენაზე არ გავსულვარ.
თუ სადმე გავდივარ დიზაინერები თვითონ მიკერავენ.




• არ ერევი სასცენო კოსტუმის შექმნაში?

არ ვერევი, ძალიან მცირე დოზით კი. ალბათ, უნდა ჩავერიო? ვფიქრობ,რომ ეს დიზაინერის საქმეა. თუ რამე დისკომფორტს მიქმნის მაშინ მცირე დოზით ვერევი.

• „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ არ ერეოდი კოსტუმის შექმნაში?

არა, იქიდან გამომდინარე რომ შოუ იყო და მათ ვენდობოდი. ვფიქრობ,რომ ყველა თავის საქმეშია პროფესიონალი. არ არის სწორი ჩარევა,რომ „ეს არ ვარგა“ ან „ეს არ მომწონს.“ თუ მიანდე სხვას საქმე, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვე და შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენო.

• რომელია შენი საყვარელი ფერი?

ძალიან მომწონს წითელი, თეთრი. სტაფილოსფერი მიყვარს ძალიან. შავი უკვე აღარ მომწონს, აღარ არის მოდური. ყველას შავი აცვია და ვცდილობ, რომ შავი აღარ ჩავიცვა, თუმცა შავი ფერი მემგონი ყველაზე მეტად მიხდება.


„გეგმები ბევრი მაქვს. ჩემი ალბომი უნდა გამოვუშვა. ასევე, ძველი ქართული სიმღერების რემიქსი გავაკეთე.“

• ჩანთებს თუ ხმარობ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ ამ ფუნქციას მანქანა ითავსებს?

არა, ყოველდღიურად არ ვხმარობ. ერთი ჩანთა მაქვს Diesel-ის, რომელსაც ხშირად ვატარებ.

• ტატუები ბევრი გაქვს, ეს შენთვის მოდურია თუ სხვა დატვირთვა აქვს?

ტატუები ბევრი მაქვს. არ ვიცი, როგორც იტყვიან ერთს რომ გაიკეთებ მერე კიდევ და კიდევ გინდება რომ მეტი გაიკეთო.




• ძალიან ხშირად გახურავს ქუდი,შენი საყვარელი აქსესუარია?


თმა მცვივა. არა, მარტო ამის გამოც არ მახურავს. მიყვარს ქუდები.

• გყავს საყვარელი დიზაინერი,რომლის სტილიც ყველაზე მეტად მოგწონს?


ძალიან მომწონს Hermès.



(„ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს სასცენო კოსტუმებზე) „ვფიქრობ, რომ ყველა თავის საქმეშია პროფესიონალი. არ არის სწორი ჩარევა, რომ „ეს არ ვარგა“ ან „ეს არ მომწონს.“ თუ მიანდე სხვას საქმე, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვე და შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენო.“


• რომელია შენი ყველაზე საყვარელი აქსესუარი?

მომწონს საათები, ბეჭდები. არ მიყვარს სათვალეები.

• თავისუფალი ადამიანი ხარ,რომელსაც არ აინტერესებს რა აცვია?

არა, ასეც არ არის. ისე ვიცვამ, რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე. მიყვარს ფერადი სამოსი.
შავ-თეთრიც მიყვარს, მაგრამ ყოველდღიურად არ ვიცვამ.

• როგორია შენი სამომავლო გეგმები?

გეგმები ბევრი მაქვს. ჩემი ალბომი უნდა გამოვუშვა. ასევე, ძველი ქართული სიმღერების რემიქსი გავაკეთე. ლიზა ყენიასთან ერთადაც ვმუშაობთ ალბომზე.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!






Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე

კატეგორია: საინტერესოა, მამაკაცი, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

3


  • ma ri mari თქვა:
    25 აგვისტო 2014 18:10 - ID: 3,
    რა საყვარელია love

  • liliana თქვა:
    25 აგვისტო 2014 14:44 - ID: 2,
    ციტატა: Mari__Angel
    უი რა სიმპატიური ბიჭია :) და კარგი ინტერვიუა - მცირე, მაგრამ გასაგებია მისი დამოკიდებულება სტილის და მოდის ტენდენციების მიმართ <3

    გეთანხმები აბსოლიტურად..ისე მაღალიც რომ იყოს და ტიპიური ქართველი ბიჭივით 160 სმ არა უმაგრესი იქნებოდა..თნ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია..წარმატებები ლევან

  • ANGEL თქვა:
    25 აგვისტო 2014 13:27 - ID: 1,
    უი რა სიმპატიური ბიჭია :) და კარგი ინტერვიუა - მცირე, მაგრამ გასაგებია მისი დამოკიდებულება სტილის და მოდის ტენდენციების მიმართ <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top