;
6 სექტემბერი 2014      liliana     2 კომენტარი     ნანახია 2329-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ანტონ ჩეხოვი ანტონ ჩეხოვი

[b] ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი [/b] გახლდათ რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი, რომელიც დაიბადა 1860 წლის 29 იანვარს ტაგანროგში,რუსეთში და გარდაიცვალა 1904 წლის 15 ივლისს ბედენვეილერში,გერმანიაში. ჩეხოვი ითვლება მცირე ზომის მოთხრობების და პროზაული ნაწარმოებების ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად მსოფლიოში.მისი კარიერა მოთხრობების გარდა 4 კლასიკურ დრამატურგიულ ნაწარმოებს მოიცავს. ჩეხოვი პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ლიტერატურული კარიერის პარალელურად მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში. მან განაცხადა, რომ :[b] "მედიცინა ჩემი კანონიერი მეუღლეა", ხოლო" ლიტერატურა, ჩემი ბედიო". [/b]
თავდაპირველად მისი მოთხრობა [b]„თოლია“[/b] მკითხველმა უარყოფითად მიიღო, მაგრამ 1898 წელს კონსტანტინ სტანისლავსკის მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლამ „თოლიასთან“ ერთად ჩეხოვის[b] „ბიძია ვანია“ , „სამი დები“ და“ ალუბლის ბაღი“[/b] დადგა,რამაც აუდიტორიის ინტერესი გააღრმავა მისი შემოქმედების მიმართ .ჩეხოვი ხომ მაყურებელს "თეატრის განწყობას" და " ცხოვრებაში ჩაღრმავებას" სთავაზობს.
[b]
ჩეხოვი თავდაპირველად მოთხრობებს მხოლოდ ფინანსური მოგების გამო წერდა, მაგრამ შემდეგ მისი მხატვრული ტექნიკა და ამბიცია გაიზარდა, რამაც ფორმალური გავლენა იქონია და ევოლუცია მოახდინა თანამედროვე პროზაულ სამყაროზე.[/b] მისი მწერლობის ორიგინალურობა მდგომარეობს იმაში რომ მან უარი თქვა მოთხრობის მორალური დასასრულის და ტრადიციული სტრუქტურის გაგრძელებაზე , რაც შემდგომ აითვისეს ჯეიმს ჯოისმა და სხვა მოდერნისტებმა, მან ბოდიში მოიხადა მკითხველის წინაშე რთული წერის მანერის გამო,მაგრამ დასძინა რომ იგი ხელოვანია და მისი ვალდებულებაა კითხვების დასმა და არა პასუხის გაცემა.სიახლეში წარმოგიდგენთ ანტონ ჩეხოვის ბიოგრაფიას.

ანტონ ჩეხოვი

[b]ბავშვობა[/b]
ანტონ ჩეხოვი დაიბადა წმინდა ანტონ დიდის (17 იანვარი ძველი სტილით) ხსენების დღეს, 29 იანვარს ,1860 წელს , აზოვის ზღვის სამხრეთ საპორტო ქალაქ ტაგანროგში,რუსეთში. მამამისი, პავლე ყოფილი ყმა იყო ვილკჰოვატკას სოფლიდან (თანამედროვე უკრაინა) , მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში, იყო ღვთისმოშიში მართლმადიდებელი ქრისტიანი და საკლესიო მგალობელი გუნდის ხელმძღვანელი. ჩეხოვის დედა ევგენია , იყო შესანიშნავი მთხრობელი, რომელიც ბავშვებს ზღაპრებით მოგზაურობის დროს საათობით ართობდა, მამამისი ქსოვილით ვაჭრობდა მთელ რუსეთში და ოჯახთან ერთად ევგენიას ხშირად უწევდა მოგზაურობა. "ჩვენ ნიჭს ვიღებთ მშობლებისაგან ", მაგრამ " სულს დედისაგან" -განაცხადა ანტონმა .
პატარა ანტონმა თავდაპირველად სიარული სკოლა [b]Greek boys[/b]-ში დაიწყო , რასაც მოჰყვა ტაგანროგის გიმნაზია. იგი მღეროდა ტაგანროგის ბერძნულ მართლმადიდებლურ მონასტერში და მამის ანსამბლში. 1892 წელს დაწერილ ერთ-ერთ წერილში მან "ტანჯვა"დაარქვა თავის ბავშვობას და დასძინა:
„როდესაც მე და ჩემი ძმები ვიდექით შუა ეკლესიაში და ტრიოში ვმღეროდით "ჩემი ლოცვა ამაღლებას", ან "მთავარანგელოზის ხმას", ყველა გვიყურებდა სიხარულით აღსავსე და შურდათ ჩვენი მშობლების, მაგრამ ჩვენ იმ მომენტში თავს პატარა მსჯავრდებულებად ვთვლიდით.“
[b]მიუხედავად იმისა, რომ ანტონი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, მოზარდობისას ათეისტი გახდა.[/b]

ანტონ ჩეხოვი ანტონ ჩეხოვი ანტონ ჩეხოვი

1876 წელს, ჩეხოვის მამა გაკოტრდა და მცირედი დარჩენილი ფინანსებით ახალი სახლი ააშენა.იმისათვის რომ მევალეებისა და გადასახადების გადაუხდელობის გამო ციხისათვის თავიდან აერიდებინა პავლე მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ორი უფროსი ვაჟი ალექსანდრე და ნიკოლაი უნივერსიტეტში სწავლობდნენ.მამის გაქცევის შემდეგ ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, ევგენია ფიზიკურად და ემოციურად გატყდა ,ამიტომ ანტონი იძულებული გახდა გაეყიდა საგვარეულო ქონება და სწავლა დაესრულებინა.
ჩეხოვი ტაგანროგში დამატებით სამი წლის განმავლობაში დარჩა. მას უნდა გადაეხადა საკუთარი განათლების საფასური , რასაც სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე მუშაობით და მოკლე ესკიზებისა და სტატიების გაზეთებისათვის მიყიდვით ახერხებდა. ამ დროს ანტონი ფართოდ და ანალიტიკურად კითხულობდა, სერვანტესს, ტურგენევს, გონჩაროვს და შოპენჰაუერს ,რის შემდეგაც დაწერა სრულმეტრაჟიანი კომედია- დრამა, „უმამო“, რომელიც მისი ძმამ ალექსანდრემ, "მიუტევებელი თუმცა უდანაშაულო გაყალბება. " უწოდა .ჩეხოვს უამრავი სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა უამრავ ქალბატონთან, მათ შორის მისი მასწავლებელის ცოლთან.
1879 წელს, ჩეხოვმა დაასრულა სკოლა და საცხოვრებლად მოსკოვში ოჯახთან გადავიდა .მალე მან [b] I.M. Sechenov First Moscow State Medical University [/b]-ში ჩააბარა და პროფესიად ექიმობა აირჩია.




[b]მწერლობის ადრეული წლები[/b]
მოსკოვში საცხოვრებლა გადასვლის შემდეგ დაიწყო ანტონის თანამედროვე რუსული ცხოვრება, იგი წერდა ფსევდონიმებით: „ანტონ ჩეხონტე"[b] (Антоша Чехонте)[/b] და "კაცი ელენთის გარეშე"[b] (Человек без селезенки). [/b]1884 წელს, ჩეხოვი კვალიფიცირდება ექიმად, რომელიც ხდება მისი ძირითადი პროფესია და გაჭირვებულებს და უსახლკაროებს მკურნალობს უსასყიდლოდ.1884- 1885 წლებში, ჩეხოვს ააწუხებდა სისხლიანი ხველა, 1886 წელს ტუბერკულოზური შეტევები გახშირდა და გაუარესდა , მაგრამ მიუხედავად ავადმყოფობისა იგი ყოველკვირეული პერიოდული გამოცემებისათვის სტატიებს და ნარკვევებს წერდა ,რათა მოეგროვებინა საკმარისი ფული იმისათვის რომ მისი ოჯახი უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადაეყვანა. ადრეულ 1886 წელს იგი მიიწვიეს დაწერა ერთი ყველაზე პოპულარულ გამოცემა[b] „ნოვოე ვრემია“[/b]-ში (New Times) სამუშაოდ , რომლის მფლობელი და რედაქტორი,გახლდათ მილიონერი მაგნატი ალექსეი სუვორინი, რომელიც ჩეხოვის საუკეთესო მეგობარი გახდა.
ჩეხოვს ლიტერატურის მიმართ ინტერესი გაუღრმავდა. სამოცდა ოთხი წლის სახელგანთქმული რუსი მწერალი, დიმიტრი გრიგოროვიჩი, წერდა ჩეხოვის წაკითხვის შემდეგ "თქვენ გაქვთ ნამდვილი ნიჭი-ნიჭი, რომელიც განგათავსებთ წინა პლანზე ახალი თაობის მწერლებს შორის .“გრიგორევიჩის რჩევა ყურადღება მიექცია ლიტერატურული ხარისხისა და ღირებულებებისათვის გახდა ინდპირაციის წყარო ჩეხოვისათვის დაეწერა მოთხრობების კრებული[b] At Dusk (V Sumerkakh)[/b],რომლისთვისაც აიღო პუშკინის სახელობის ჯილდო როგორც“ საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებებით.“

[b]გარდამხტეხი პერიოდი[/b]
ავადმყოფობისაგან თავის დაღწევის შემდეგ ანტონმა უკრაინაში მოგზაურობა გადაწყვიტა,რათა უკრაინის ულამაზესი სტეპები ეხილა.უკან დაბრუნებისას დაწერა მოთხრობა The Steppe, რომელსაც თავად "რაღაც საკმაოდ უცნაური და ბევრი ძალიან ორიგინალური“ უწოდა და რომელიც გაზეთ „სევერნი ვესტნიკში“ გამოქვეყნდა.მოთხრობა „სტეპებს“ კრიტიკოსებმა „ჩეხოვის ლიტერატურული ლექსიკონი“უწოდეს.

შემოდგომაზე 1887 წელს, თეატრის მენეჯერმა სახელად კორშმა დაავალა ჩეხოვს დაეწერა პიესა „ივანოვი“, რომელიც მზად ნოემბერში უნდა ყოფილიყო.ახალი პიესა ანტონს მისმა ძმამ ალესანდრემ შეუქო და მას „ორიგინალური“უწოდა,ხოლო მეორე მიხეილ ჩეხოვმა „ივანოვს“ ანტონის “ ინტელექტუალური განვითარების გასაღები“უწოდა.
[b]1989 წელს ანტონს ძმა ნიკოლაი ტუბერკულოზით გარდაეცვალა.[/b]

ანტონ ჩეხოვი ანტონ ჩეხოვი ანტონ ჩეხოვი

[b]სახალინი[/b]
1890 წელს, ჩეხოვმა იკისრა რთული მისი და მატარებლით, ცხენით, ეტლით და მდინარის გემით და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ,სახალინის კუნძულზე გაემგზავრა , სადაც მან სამი თვე ათასობით მსჯავრდებულთა გასაუბრებაში და გადმოსახლებულების აღწერაში გაატარა .წერილები ,რომლებსაც ანტონი ორთვე ნახევრიანი მოგზაურობის განმავლობაში წერდა სახალინის კუნძულის შესახებ ითვლება მის საუკეთესო ნამუშვერებად.აი რას წერდა იგი თვაის დას ქალაქ ტომსკის შესახებ:

ანტონ ჩეხოვი

[b]"ტომსკი არის ძალიან მოსაწყენი ქალაქი დაწყებული ლოთებით,დამთავრებული ინტელექტუალური ადამიანებით,რომლებიც მოვლენ სასტუმროში და გამოხატავენ პატივისცემას ჩემს მიმართ ,მცხოვრებლებიც ძალიან მოსაწყენი, ძალიან.ხანდახან ვხვდებოდი რომ ვხედავდი ყველაზე დეგრადირებულ ადამიანებს.“[/b]
სარკასტული წერილების საპასუხოდ ტომსკის მოსახლეობამ ჩეხოვის სასაცილო ძეგლი აღმართა ქალაქში.
ჩეხოვი განსაკუთრებით აღაშფოთა კოლონიებში გაჭირვებული ოჯახებისა და პატარა ბავშვების ხილვამ:

[b]„ვიხილე მსჯავრდებული, რომელმაც მოკლა თავისი მეუღლე და ამისათვის იჯდა ციხეში,მას ბორკილები ეკეთა ფეხებზე. მისი პატარა 6 წლის ქალიშვილიც მასთან ერთად იყო. შევნიშნე სადაც მსჯავრდებულის გადავიდოდა პატარა გოგონაც თან დაჰყვებოდა და ბორკილები ხელით ეჭირა. ღამით ბავშვს მსჯავრდებულებთან და ჯარისკაცებთან ერთად ეძინა.“[/b]


1893-1894 წლებში გამოქვეყნებული ჩეხოვის დასკვნები,იმის შესახებ რომ მთავრობის ქველმოქმდება საკმარისი არ იყო კოლონიებში სიტუაციის მოსაგვარებლად და აუცილებელი იყო დაფინანსების გარდა ბევრად ჰუმანური მოპყრობა მსჯავრდებულების მიმართ ,მიჩნეულია სახალინის კუნძულის მნიშვნელოვან იმდოინდელ სოციალურ მეცნიერებათა ღირსეულ და ინფორმაციულ სამუშაოდ. ანტონმა „სახალინის ჯოჯოხეთს“ მიუძღნა მოთხრობა „ მკვლელობა“.

ანტონ ჩეხოვი

[b]მელიკოვო[/b]
1892 წელს ჩეხოვმა შეიძინა პატარა სახლი სოფელ მელიკოვოში, დაახლოებით ორმოცი მილის მოცილებით სამხრეთ მოსკოვიდან, სადაც ის 1899 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. "კარგი შეგრძნებაა იყო ლორდი " ხუმრობდა კიდევ ჩეხოვი .თავად ცდილობდა სოფელში მცხოვრები გლეხებისათვის სარგებლობა მოეტანა : ააშენა სამი სკოლა, სახანძრო და კლინიკა, სადაც სამედიცინო მომსახურებას ტუბერკულოზით და ქოლერით დაავადებულ მოსახლეობას უსასყიდლოთ უწევდა .
[b]იალტა[/b]
1897 წლის მარტში ჩეხოვს განუვითარდა ტუბერკულოზის მძიმე ფორმა და დაეწყო სისხლდება ფილტვებიდან .მოსკოვში ექიმებმა დაარწმუნეს რომ აუცილებელი იყო მისთის ეპიდემიის ადგილს გასცილებოდა და რადიკალურად შეეცვალა ცხოვრების სტილი .1898 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ანტონმა იალტის გარეუბანში შეიძინა პატარა სახლი,სადაც დედასთან და დასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა.იგი რგავდა ყვავილებს და უვლიდა ბაღს, ჰყავდა ძაღლები,ხშირად მასპინძლობდა ლევ ტოლსტოისა და მაქსიმ გორკის და წერდა პიესებს.მისი ცხოვრება იალტაში არცთუ მოსაწყენი გახლდათ.
1901 წლის 25 მაისს ანტონმა [b]ოლგა კნიპერზე[/b] იქორწინა.ოლგა გახლდათ პროტეჟე და თან საყვარელი ნემიროვიჩ დარჩენკოსი ,ვისთან ერთადაც ჩეხოვი თეატრში[b] „თოლიას“[/b] რეპეტიციებს გადიოდა.

სწორედ იალტაში დაწერა ანტონმა მისი ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობების კრებული:[b] "ქალბატონი ძაღლით“[/b], რომელიც ასახავს, დაქორწინებული მამაკაცისა და გათხოვილი ქალის შემთხვევით სასიყვარულო კავშირს იალტაში.

[b]სიკვდილი[/b]
1904 წლის მაისში ჩეხოვი სასიკვდილოდ დაავადდა იგი ოლგასთან და დედასთან ერთად სამკურნალოდ გერმანიაში კურორტ ბადენვეილერში წავიდა, საიდანაც მის დას მაშას მხიარული წერილებს სწერდა გერმანული საკვებისა და საცხოვრებელი გარემოს შესახებ მის ერთ ერთ ბოლო წერილში, იგი ჩიოდა გერმანელი ქალბატონების უგემოვნო ჩაცმულობის შესახებ.
ანტონი 1908 წელს ტუბერკულოზმა იმსხვერპლა. იგი მაცივარში გაყინეს და მატარებლით გადაასვენეს რუსეთში,[b]დაკრძალულია მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.[/b]

[b]შემოქმედება[/b]
ჩეხოვის მოთხრობების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იუმორი. იგი კონცენტრირებული იყო ნაწარმოებებისა და პუბლიკაციების ლიტერატურული და მხატვრული ღირებულებების 1886- 1887 წლებში მისმა პუბლიკაციებზე 100-ს გადააჭარბა ,ხოლო 1888 წელს 10 მოთხრობა დაწერა. მის კალამს ეკუთვნის მოთხრობებისა და ნოველების კრებულები და ისეთი ცნობილი წიგნები როგორებიცაა:[b] A night in the cemetery, A life in letters, The story of a nobody, Seagull, A Journey To the End of the Russian Empire, The vaudevilles, The shooting party, Sakhalin Island, Nine Humorous Tales, The Russian master and other stories, Tragic Man Despite Himself, The Sneeze, The Kiss, Ward number six and other stories და უამრავი სხვა მოთხრობები ,რომლებიც დღემდე გამოიყენება თეატრალური დადგმებსა თუ კინო სამყაროში.[/b]


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

2


  • liliana თქვა:
    8 სექტემბერი 2014 13:41 - ID: 2,
    ციტატა: tamo
    საინტერესო სიახლეა.

    მადლობა love

  • tamo თქვა:
    8 სექტემბერი 2014 12:17 - ID: 1,
    საინტერესო სიახლეა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top