;
25 სექტემბერი 2014      ANGEL     14 კომენტარი     ნანახია 13810-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნამდვილი It Girl -ია,
ახალგაზრდა გოგონა წარმატებული სამოდელო კარიერით საქართველოსა და უცხოეთში (Next Models). თაკო ამ სფეროში ჩართვამდეც მუდამ ყურადღების ქვეშ ექცეოდა, არა მხოლოდ ვიზუალის გამო, რაც მშობლების გენეტიკის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ - დედა ნინო ცქიტიშვილი, მოდელი, LOOK MODELS სააგენტოს დამფუძნებელი და მამა ვატო ნაცვლიშვილი, ყოფილი კალათბურთელი და პოლიტიკოსი. თაკო მათი უფროსი შვილია, ის ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული და ახლა კი დედის კვალს მიყვება.



თაკო ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჰონგ კონგიდან, რის შემდეგაც ევროპასაც ესტუმრა. ამბობს, რომ რომ არ გაუჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა: "ჩემი ყოველი დღე ჰონგ კონგში რა თქმა უნდა დატივრთული და ასევე სასიამოვნოც იყო. იმდენად მსიამოვნებს ეს საქმე, რომ იშვიათად ვგრძნობდი დაღლას. ყველაფერ სხვანაირად იყო საქართველოსგან განსხვავებით და ამან უდიდესი განვითარება მომიტანა. ჰონგ კონგი ძალიან დამეხმარა, რომ შემდგომ ევროპაში გადამენაცვლა და იქ გამეგრძელებინა ჩემი კარიერა, ამჟამად პარიზში ვიქნები და იმედი მაქვს ახლო მომავალში კიდევ ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებ დროთა განმავლობაში კი უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ. "

ინტერვიუში სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის ვისაუბრეთ თაკოს სამოდელო კარიერაზის სირთულეებზე უცხოეთში და პერსპექტივაზე საქართველოში, მეგობრობასა და კონკურენციაზე და თუ სად შოპინგობს თაკო.

მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: სალომე დომბროვსკაია



◆ თაკო, რამდენად ნაყოფიერი იყო სამოდელო ვიზიტი ჰონგ კონგში და
როგორც ვიცით შემდგომ ტაიბეისა და პარიზსაც ესტუმრეთ, ესეც საქმიანი ვიზიტი გახლდათ?


ჰონგ კონგში ჩემმა სამოდელო კარიერამ ნამდვილად კარგად ჩაირა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე როგორც დამოუკიდებლად ცხოვრებაში, ასევე სამოდელო საქმიანობაში. ჰონგ კონგი ძალიან დამეხმარა, რომ შემდგომ ევროპაში გადამენაცვლა და იქ გამეგრძელებინა ჩემი კარიერა, ამჟამად პარიზში ვიქნები და იმედი მაქვს ახლო მომავალში კიდევ ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებ დროთა განმავლობაში კი უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის მიღწევა გამიჭირდებოდა, რომ არა ჩემი სამოდელო სააგენტო.



shooting for louis vuitton editorial


◆ მონაწილეობა მიიღეთ მრავალ სარეკლამო კამპანიაში და ლუქბუქში, როგორც სოციალური ქსელიდან გადევნებდით თვალს ყოველი დღე დატვირთული იყო ფოტოსესიებით, თუ მიიჩნევთ, რომ განვითარდით, როგორც მოდელი ასეთი გამოცდილების მიღებით ◆ და რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევას ამ პერიოდისთვის?

ჩემი ყოველი დღე ჰონგ კონგში რა თქმა უნდა დატივრთული და ასევე სასიამოვნოც იყო. იმდენად მსიამოვნებს ეს საქმე, რომ იშვიათად ვგრძნობდი დაღლას. ყველაფერ სხვანაირად იყო საქართველოსგან განსხვავებით და ამან უდიდესი განვითარება მომიტანა.

◆ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, იმის და მიუხედავად, რომ დედის მოღვაწეობის სფეროდან გამომდინარე გარკვეული ხართ, თუ რა ვითარებაა სამოდელო ბიზნესში, არ გაგიჭირდათ უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა?
თავიდან სულ სხვანაირი წარმომედგინა ყველაფერი, როდესაც ჩავედი და სააგენტომაც კარგად მიმიღო მივხვდი, რომ არ გამიჭირდებოდა მარტო ცხოვრება, პირიქით ძალიან გამიადვილდა. საქართველოდან დედა მეხმარებოდა და ამიტომ ყველაფერს მალე შევეგუე.





◆ ალბათ ახალი მეგობრებიც შეიძინეთ ამ ვიზიტიდან, თუ პირიქით, იყო კონკურენტული და არამეგობრული გარემო?
რა თქმა უნდა ვერაფერს შევძლებდი მეგობრების გარეშე, ვერ ვიტან მარტოობას და ჩემთვის წარმოუდგენელია ცხოვრება მეგობრების გარეშე, რა თქმა უნდა იყვნენ კონკურენტებიც, მათთანაც ვცდილობდი მეგობრული ურთერთობა მქონოდა, მაგრამ ზედმეტს არავის არ ვაბედინებდი.

◆ როდის გადაწყვიტეთ მოდელობა? და რა პროფესიას აირჩევთ სამომავლოდ?
მოდელობა სულ რაღაც 2 წელია რაც გადავწყვიტე, ვერ ვიტყვი თვითონ მოხდა ყველაფერი. ბავშვობიდან სპორტს მივყვებოდი, ჩოგბურთს ვთამაშობდი 7 წელი და მიზნად მქონდა სპოტსმენობა, მაგრამ როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ უბრალოდ ჰობი იყო, რა თქმა უნდა არ ვაპირებ მხოლოდ მოდელობას. ვისწავლი და ალბათ უცხოეთშიც წავალ სასწავლებლად. ბევრს არ ჯერა, რომ მოდელი და სწავლა დასაშვებია, მაგრამ მე ალბათ გამონაკლისი ვიქნები, რადგან ჩემი ცხოვრება მხოლოდ ამ ამპლუაში არ წარმომიდგენია, როდესაც მივალ იმ ასაკამდე და დავამთავრებ მოდელობას სხვა პროფესიით გავაგრძელებ.


თაკო instagram-ზე @takonats



◆ მიიჩნევთ თუ არა პერსპექტიულად საქართველოში მოდელის პროფესიას და თუ გეგმავთ კვლავ უცხოეთში წასვლას. ალბათ მაქსიმალურად გიწყობთ ხელს დედა ამ პროფესიაში გზის გაკვალვაში, ◆ რამდენად ემთხვევა თქვენი შეხედულებები და გადაწყვეტილებები ერთმანეთს?
რა თქმა უნდა არა, იმისდა მიუხედავად რომ მიყვარს ჩემი სამშობლო თავს ვერ მოვიტყუებ და აქ არანაირი წინსვლა არ არის ამ სფეროში, უცხოეთში გავაგრძელებ ჩემს პროფესიას. დიახ, ნინო ძალიან მეხმარება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზღვრებს გარეთ მივაღწიო წარმატებას. თითქმის ყველაფერში ვემთხვევით და მიხარია, რომ ასეა, ერთნაირი შეხედულებები რომ არ გვქონდეს ძალიან გამიჭირდებოდა ეს ყველაფერი.

◆ როგორ ზრუნავთ ფორმაში ყოფნაზე, ან საერთოდ თუ წარმოადგენდა ჯერ ეს თქვენთვის ოდესმე პრობლემას?:)
ვცდილობ, რომ ვაკონტროლო თავი და არ მოვიმატო, მაგრამ ეს ძალიან იშვიათადაა ჩემი გენეტიკისდა გამო.




◆ top 3 სიმღერას თქვენი პლეილისტიდან
Marvin Gaye - Sexual Healing
.N.E.R.D - Hypnotize You
Justin Timberlake- Sexy Back


◆ რომელი მოდელი წარმოადგენს თქვენთვის სილამაზის და პროფესიონალიზმის ეტალონს და მისაბაძ მაგალითს?
კოკო როშა და ჟიზელი, ეს ორი ადამიანი არის ჩემი ეტალონი. კოკო პროფესიონალია, ყოველთვის ვუყურებ მის ვიდეოებს როგორ პოზირობს, 30 წამში 30 ზომას იღებს და ჟიზელი ძალიან თავისებური და განსხვავებულია, ამიტომ მომწონს.

◆ როგორ აღწერთ საკუთარი ჩაცმის სტილს, თავად თუ ფლობთ ქართველი დიზაინერების და უცხოური ბრენდების სამოსს და სად შოპინგობთ, როგორ ანახლებთ გარდერობს
საერთოდ რაც მომწონს ყველაფერს ვყიდულობ ცნობილ ბრენდსაც და ჩვეულებრივ ბრენდსაც, არ არის აუცილებელი იყოს ბრენდი,
მთავარია მომეწონოს და კომფორტულად ვიგრძნო თავი მასში. ყველაზე ხშირად ვშოპინგობ უცხოეთში და ყველაზე მეტად ვიმყოფები laffayete-ში პარიზში, ყველანაირი ბრენდის მაღაზიაა შიგნით, ასევე ძალიან მომწონს H&M, რადგან არ არის საქართველოში და ვიცი, რომ აქ იგივეს სხვაზე ვერ ვნახავ.






თაკო ნაცვლიშვილი / ნინო ცქიტიშვილი

თაკო დედასთან ერთად



Tako for Dior

In Vera Wang Gown for Tatler HK



კატეგორია: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags:

14


  • tata.tatka თქვა:
    14 თებერვალი 2015 13:42 - ID: 14,
    დახვეწილი სახის ნაკვთები ქვია მაას ! და არა ზოგიერთი ქართველი ვითომ ლამაზმანები რომ არიან, ბადურაშვილის თამადობით

  • annabanna თქვა:
    19 დეკემბერი 2014 23:46 - ID: 13,
    ქენდალს გავს მართლა. ქართველებიდან ანა ახვლედიანის მერე ეს მომწონს <3

  • QueenL თქვა:
    15 ნოემბერი 2014 12:17 - ID: 12,
    ცუდი გოგო არაა,მაგრამ იმდენი მართლაც საოცარი მოდელები არიან უცხოეთშI,თანაც ახალი აღმოჩენლები,კონკურენციის გაწევა გაუჭირდება,მაგრამ წარმატებები love

  • amanda თქვა:
    17 ოქტომბერი 2014 00:32 - ID: 11,
    აუუ ძაან მომწონს აი ძაან რაააა ,ულამაზესია love

  • TikuSi თქვა:
    26 სექტემბერი 2014 19:16 - ID: 10,
    ძაანნ ლამაზიიააა აიი ძალიიანნ love უაზროოო გამოხედვაოოო wink

  • natianatia თქვა:
    26 სექტემბერი 2014 17:31 - ID: 9,
    აი ზუსტად ესეთი გოგოები მომწონს იდეალური გარეგნობა აქვს ჩემი აზრით

  • liliana თქვა:
    26 სექტემბერი 2014 09:40 - ID: 8,
    ჩვეულებრივი გოგოა.... რავი გადასარევი არაფერი...

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    25 სექტემბერი 2014 21:41 - ID: 7,
    კენდალს გავს, not bad

  • salomeq თქვა:
    25 სექტემბერი 2014 19:10 - ID: 6,
    როგორ მოდელი ვაფშე არ მომწონს, ძალიან ჩვეულებრივია. უბრალოდ ძალიან ლამაზი გოგოა და ეგაა, გამოხედვა აქვს რაღაც უაზრო

  • mariami-mako თქვა:
    25 სექტემბერი 2014 18:11 - ID: 5,
    ძალიან ლამაზები არიან <3 წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ მოდელს, იმედი მაქვს დიდი მოდის სამყაროში გვასახელებენ.

  • demetria თქვა:
    25 სექტემბერი 2014 16:03 - ID: 4,
    ვაა რა კარგიი გოგოაა love love

  • mis nina თქვა:
    25 სექტემბერი 2014 14:31 - ID: 3,
    ძალიან ლამაზია ეს გოგო

  • Challo თქვა:
    25 სექტემბერი 2014 10:54 - ID: 2,
    ვააა ლამაზია

  • anuki თქვა:
    25 სექტემბერი 2014 08:32 - ID: 1,
    ძალიან ლამაზია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top