;
15 სექტემბერი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 11119-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



ინტერვიუ ქართველ მომღერალ ნინა სუბლატთან
"საქართველოს ვარსკვლავი"-ს გამარჯვებულმა სულ ცოტა ხნის წინ ჩაწერა სადებიუტო
მუსიკალური ალბომი DARE TO BE NINA SUBLATTI, რომელიც გამოსვლისთანავე
ყველაზე გაყიდვადი ქართული ალბომი გახდა, სინგლები კი უკვე რამდენიმე თვეა ჩარტებში პირველობას არ თმობენ.
ნინა ნამდვილი It Girl -ია, ის მუდამ ექცევა ყურადღების ქვეშ.

მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება სამხატვრო აკადემიიდან სწავლა კონსერვატორიაში განაგრძოს
და უკვე დაიწყო მეორე ალბომზე მუშაობა, რომელზეც გაცილებით დიდი გეგმები აქვს. ამ ყოველივეს შესახებ ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრა, ფოტოსესიას კი Factory 27 -ში წარუძღვა ჩვენი ფოტოგრაფი.


მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: სალომე დომბროვსკაია
ლოკაცია: კაფე-რესტორანი Factory 27 , ზანდუკელის ქ.27



◆ ნინა, როგორ ჩაიარა ვიზიტმა აშშ-ში. როგორც ვხვდებით საქართველოში რჩებით, რასაც ადასტურებს, რომ მობილობის წესით სამხატვრო აკადემიიდან კონსერვატორიაში გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება.

აშშ-ში ვიზიტმა მშვენივრად ჩაიარა, ნიუ იორკმა რათქმაუნდა ჩემი მოლოდინი გაამართლა და ისეთივე კარგი აღმოჩნდა რეალურად, როგორიც ჩემს წარმოსახვაში იყო. წინასწარ რთული და აზრს მოკლებული მეჩვენება საუბარი იმის შესახებ, რომ შეიძლება საქართველო დავტოვო. ამას დრო და ჩემი შრომის ხარისხი გვიჩვენებს, თუმცა სურვილი რათქმაუნდა, როგორც ალბათ ყველას, მეც დიდი მაქვს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებას, უფრო სწორად დაწყებას, ეს იმის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ უფრო მეტი მინდა ვიცოდე, შესაბამისად, მეტი ცოდნა მეტ შესაძლებლობას მომცემს.



◆ ხომ არ მოხდა რაიმე რადიკალური ცვლილებები თქვენში?

ეს ისაა, რაც მე ძალიან მიყვარს. ყოველთვის ველოდები აღმოჩენას, რომელიც რაღაცას შეცვლის, სიტუაციურად თუ პიროვნულად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რაღაც ახალი ხდებოდეს. რადიკალურად არასდროს შევცვლილვარ, ამას უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, განვითარების ეტაპების გავლა ჰქვია ჩემთვის: ყოველი ახალი ინფორმაცია ხომ ახლებურ მოქმედებას მოითხოვს..


ინსტაგრამზე @ninabgal






◆ როგორ ფიქრობთ მოახერხებთ საკუთარი თავის სრულად რეალიზებას საქართველოში?

ხელოვნების რეალიზება, ვფიქრობ ჩვენ ქვეყანაში რთული თემაა. პირველი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები საქართველოში დაუწერელ კანონს, იმას, რომ შრომას ანაზღაურება უნდა მოჰყვეს, არ არღვევენ. თუმცა ამას ვერ გააკრიტიკებ, აბსოლუტურად მართლები არიან. რთულია როცა შრომობ და ამას არავინ "გიფინანსებს". ფინანსები კი ცალკე რთული თემაა ქვეყანაში. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ "წინაპრები" - როგორც საგანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როგორც ისტორია. შესაბამისად მათი ჩარჩოებიდან გამოსვლა დიდ რევოლუციას მოითხოვს, რომელიც ჯერ არ ყოფილა და კიდევ დიდი ხანი ვერ იქნება, იმიტომ რომ რთულია, მოითხოვო ისეთი რაღაც, რაც ჯერ არ გინახავს და არ გაგისინჯავს. იგივეა რაა, "აბა ადრე რომ ხატავდნენ, ეგრე ახლა ვინმე ხატაავს?" -კი! უკეთესად ხატავენ, ისეთებს რომ ფოტოსგან ვერ გაარჩევ, უბრალოდ სტანდარტები შეიცვალა!! ხოდა აი სანამ ამ ორს არ მოვაგვარებთ ახალგაზრდები, იქამდე ხელოვნების განხრით რეალიზება რთული ამბავია. გარკვეულწილად განვითარდები, მაგრამ ვერასდროს მიაღწევ სასურველის მინიმუმს. ამ ყველაფერს თან ერთვის უაზრო კრიტიკა უაზრო ხალხისგან: "ეგენიც "ბიონსეები" არ იყვნენ".. ბევრს აქვს უსაზღვრო პოტენციალი, აღნიშნულზე უკეთესიც ალბათ, მაგრამ ყველაფერს შრომა განსაზღვრავს, რომელსაც სტიმული უნდა. სტიმულის შენარჩუნება კი ისეთ სიტუაციაში როგორიც აქ და ახლაა ძალიან , ძალიან რთულია და მე პირველი არ ვარ ვინც ამას აღნიშნავს.





◆ თუმცა კი ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთერთი გამორჩეული და აქტიური მომღერალი ხართ (იმის გათვალისწინებით რისი შემოთავაზებაც კი შეუძლია საქართველოს მუსიკალურ სივრცეს) მუსიკალურ კონკურში გამარჯვება, სადებიუტო ალბომი და კონცერტები, თქვენ კი კვლავ აგრძელებთ სწავლას, რამ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება?


ეს გადაწყვეტილება შეიძლება უკეთესი მომავალის იმედია. ყოველთვის მჯეროდა და ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ ამ გამეფებულ სიზარმაცეს მხოლოდ კონკურენტობის სურვილი შეცვლის.
მაგალითად ვინმეს, ნიჭიერს, მოუნდება, რომ ჩემ ალობმზე უკეთესი ალბომი ჩაწეროს. ჩემ სიმღერაზე უკეთესი სიმღერა დაწეროს.. და დიახ, ზუსტად ასეც ხდება. ცოტა უცნაურად და შურიანად კი აკეთებენ ამ ყველაფერს, თავსაც იქებენ ხოლმე უაზროდ და ამტკიცებენ რომ საუკეთესოები არიან, თუმცა ეს მე მხოლოდ მიხარია. მიყვარს როდესაც იმ საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ სხვაც სიამოვნებით ემსახურება. ეს სიამოვნება კი ნელნელა მიდის ყველასთან. მთავარია ლაპარაკის ნაცვლად საქმე აკეთონ. მე სწორად ასე ვიქცევი, ყოველთვის ვმუშაობ. არ აქვს მნიშვნელობა კომერციულს ვაკეთებ თუ არა. სხვანაირად არ შემიძლია, ვერ ვძლებ უსაქმურად. ამ ყველაფერში დიდ სიყვარულს ვდებ და მიხარია, რომ ჩემი სიყვარული გადამდებია.


◆ თქვენი სტატუსებიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ სიგარეტის მოწევასაც დაანებეთ თავი, ეს ყოველივე კონსერვატორიის მოსამზადებელი პერიოდის გამო მოხდა? და თუ გამოწივია სხვა ცვლილებები ამ გადაწყვეტილებამ.

მოწევა ეს ისაა, რაც სამწუხაროდ ყველაფერზე მეტად მიყვარს. თავი ბევრჯერ დავანებე, თუმცა მაინც ბოლომდე ვერ ვეშვები. ეს ყველაფერი კონსერვატორიას არაფრით უკავშირდება. მე მუსიკის ტექნოლოგიას ვსწავლობ და არა ვოკალს.




◆ როგორც ვიცით ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით გამართეთ კონცერტი ქუთაისსა და ბორჯომში (თუ არ მეშლება), რა სამომავლო გეგმები გაქვთ ალბომის პრომოუშენთან დაკავშირებით და რა გეგმებს ამყარებთ მასზე. თქვენი სადებიუტო ალბომი მოიცავს 5 ქავერ და 5 თქვენს სიმღერას, რომლებმაც უკვე მოიპოვეს პოპულარობა ინტერნეტიდან და ალბომის გაყიდვების მაჩვენებლებიც საკმაოდ შთამბეჭდავია ქართული რეალობიდან გამომდინარე.

ალბომის მხარდასაჭერი კონცერტი საქართველოს ბევრ ქალაქში გავმართე, ფაქტიურად მთელი ზაფხული გზაში გავატარე.
რაც შეეხება ალბომს, სიამაყით ვიტყვი, რომ ის, გამოსვლისთანავე ყველაზე გაყიდვადი ქართული ალბომი გახდა, სინგლები კი უკვე რამდენიმე თვეა ჩარტებში პირველობას არ თმობენ. სადებიუტო ალბომის გამოშვებისთანავე დავიწყე მეორე ალბომზე მუშაობა, რომელიც უკვე შემოდგომის ბოლოს გამოვა. საინტერესო გეგმები მაქვს და თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც წესით უნდა იყოს, ვფიქრობ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პირველი. (თუ უფრო მეტად არა))


Bravo Records presented Nina Sublatti's debut CD album


PHOTOSHOOT FOR: "DARE TO BE NINA SUBLATTI"




◆ როგორ მიმდინარეობდა ალბომზე მუშაობის პროცესი და როგორ შეირჩა სიმღერები? ◆ ვფიქრობთ თქვენ პერფექციონისტი ხართ და საკუთარი თავისგან მაქსიმალურს ითხოვთ, ◆ რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში და სად შეგვეძლება თქვენი მოსმენა?

პირველ ალბომზე მუშაობა ურთულესი საქმეა ჩემნაირი ადამიანისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ არაფერი "მიფუჩეცებული" არ მიყვარს. - ყველაფერი და ყველგან იდეალურად უნდა იყოს. მეორე კი ყველაზე რთული ამბავია: მაშინ, როდესაც რაღაც საქმეს იწყებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ალბომის ჩაწერა იქნება თუ მინისტრად მოსვლა, ათასი ადამიანი გეხვევა თავს, რომელიც თავისმხრივ ათასივე რჩევას გაძლევს. ეს ყველაფერი რაღაც ანარქიას ემსგავსება და თუ ამ პროცესში ძლიერი არ აღმოჩნდი, მწარე უარის თქმა არ ისწავლე და პირველ რიგში შენი შეხედულება არ დააყენე, ჩვეულებრივ აჯაფსანდალს იღებ. თან ისეთს, რომელსაც მშვიდი გონებით არასდროს გააკეთებდი. ამიტომ ალბომის ჩაწერის პროცესი გაიწელა. მომიწია რომ ყველასთვის უარი მეთქვა და სათავეები საკუთარ ხელში ამეღო. ამიტომ თითქმის ყველანაირი სამუშაო, შავი თუ თეთრი ჩემით მოვაგვარე. მე შევადგინე კონცეფცია, მე ვიზრუნე იმიჯზე, მე გავანაწილე ფინანსები, მე დავწერე სიმღერები და ბევრი ასეთი… რეპერტუარი კი გადავწყვიტე ყველანაირი ჟანრის ყოფილიყო, რადგან ეს სადებიუტო ალბომია, ანუ ის რომ ეს ალბომი მე უნდა ჩამეწერა და არა სხვას, საქართველოს 47 პროცენტის მოთხოვნა იყო. -ეს იმას ნიშნავს, რომ მსმენელიც მრავალფეროვანი მყავს. ყველანაირად ვეცადე თითოეული მათგანის მოთხოვნა დამეკმაყოფილებინდა. თუ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ამ ყველაფერს თავი კარგად გავართვი ))

რაც შეეხება პირველ ალბომში შესულ ხუთ ქავერს, ისევ ავღნიშნავ, რომ ეს არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. ეს იყო იმ ხელშეკრულების პირობა, რომელიც დიდი ხნის წინათ დაიდო ჩემ დამოუკიდებლად.




მომავალში, უფრო სწორად ახლო მომავალში, ძალიან საინტერესო მეორე ალბომს ელოდება ჩემი მსმენელი. მეორე ალბომიდან ერთი სინგლი "DOWN", რომელშიც პატარა, თუმცა ძალიან მაგარი მონაკვეთის ჩაწერა ნინი ცნობილაძეს შევთავაზე, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა ჩემ შემოთავაზებას, უკვე ძალიან ცნობილია ჩემი მსმენელისთვის. პირობას ვდებ, რომ დანარჩენი სიმღერებიც არანაკლებ საინტერესო და კარგია.. ამ ალბომთან დაკავშირებით კი გაცილებით დიდი გეგმები მაქვს, რომელიც ვფიქრობ გულგრილს არავის დატოვებს… წინასწარ სხვას ვერაფერს გეტყვით.





◆ თქვენთან ერთად აკადემიიდან კონსერვატორიაში გადავიდა მარიკო ლეჟავა, პლიუს სხვა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ხომ არ უნდა ველოდოთ თქვენს ერთობლივ ნამუშევარს?

გადასვლის იდეა ჩემი იყო და როგორც ყოველთვის ის ჩემ საუკეთესო მეგობარს გავუზიარე, რომელიც ისეთ ადგილას სწავლობდა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ხელოვნებასთან, სამხატვრო აკადემიისგან განსხვავებით. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და მარიკო როდესაც ჩვენ საქმეში რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის ერთად აღმოვჩნდებით ხოლმე: ერთად ვიყავით სკოლაში, "ჯორჯიან დრიმ სტუდიაში", საქართველოს ვარსკვლავში, არაფერს რომ ვაკეთებთ მაშინაც ერთად ვართ)) ახლაც ასე მოხდა: ისევ ერთად ვსწავლობთ კონსერვატორიაში. ერთობლივ მუშაობას რაც შეეხება, დაგეგმილი არაფერი გვაქვს. იმის მიუხედავად, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ, მუსიკალური გემოვნება რადიკალურად განსხვავებული გვაქვს: მარიკოს ბიონსე უყვარს მე ბიორკი; მარიკო მელიზმებზე გიჟდება, მე მძულს მელიზმები… იმას ვგულისხმობ რომ ერთობლივი მუშაობა ცოტა უცნაურია ჩვენ შორის (თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავ). ისე კი ყოველთვის მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და რჩევებს არ ვიშურებთ.


angel.ge - instagram - @wwwangelge

ინსტაგრამზე @ninabgal



კატეგორია: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags:

17


  • Eneitiai თქვა:
    23 ოქტომბერი 2014 19:14 - ID: 17,
    ალბათ მაღალი IQ აქვს love

  • sweetheart თქვა:
    16 სექტემბერი 2014 15:55 - ID: 16,
    როგორ მიყვარს ნინა,მიხარია რომ საქართველოში ასეთი მიზანდასახული,ნიჭიერი,გემოვნებიანი მომღერალი გვყავს. წარმატებები სუბლატს love ნინი ცნობილაძეც მაგრად მომწონს,განსხვავებული ხმა აქვს, DOWNკარგი გამოვიდა ძალიან.

  • ma ri mari თქვა:
    16 სექტემბერი 2014 15:18 - ID: 15,
    ძალიან მიყვარს ნინა და მისი სიმღერები love

  • natianatia თქვა:
    16 სექტემბერი 2014 14:19 - ID: 14,
    კარგია მართლა , ძაან ლამაზია და თან ნიჭიერი love

  • demetria თქვა:
    16 სექტემბერი 2014 12:36 - ID: 13,
    მაგარიი გოგოა ძალიანნ love

  • N.J Siren თქვა:
    16 სექტემბერი 2014 12:17 - ID: 12,
    ციტატა: liliana
    ნუკას ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს.... მამისაგან მიტოვებული ბავშვის პიარმა იმოქმედა...არ ვამბობ რომ ცუდი ვოკალი აქვს მაგრამ ნუკა სხვა დონეა..უნიკალური ხმა აქვს... და ნუკას უნდა მოეგო..

    გეთანხმები იმაში რომ ნუკას უძლიერესი ხმა აქვს, მაგრამ მასე ნუკასაც არ ყავს მამა, ეგ არაფერ შუაშია ჩემი აზრით.. მე მაგალითად ორივე მომწონდა და სულ ერთი იყო ჩემთვის რომელი გაიმარჯვებდა.. ნინას თითქოს უფრო მეტი რამ აქვს ვარსკვლავობისთვის

  • sharona თქვა:
    15 სექტემბერი 2014 21:33 - ID: 11,
    ქართველებს გვყავს Nina Sublatti ეს უკვე დიდი პლიუსია ჩვენთვის. love love

  • natu თქვა:
    15 სექტემბერი 2014 20:45 - ID: 10,
    ძალიან კარგს აკეთებს რომ არ ნებდება და შრომობს, წარმატებებს გისურვებ love

  • liliana თქვა:
    15 სექტემბერი 2014 20:05 - ID: 9,
    ნუკას ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს.... მამისაგან მიტოვებული ბავშვის პიარმა იმოქმედა...არ ვამბობ რომ ცუდი ვოკალი აქვს მაგრამ ნუკა სხვა დონეა..უნიკალური ხმა აქვს... და ნუკას უნდა მოეგო..

  • liii :) თქვა:
    15 სექტემბერი 2014 19:47 - ID: 8,
    ნინას ფანი ნაღდად არ ვარ,მაგრამ საკმაოდ განათლებული ყოფილა(ინტერვიუდან ჩანს),ჭკვიანი,მიზანდასახული და რათქმაუნდა ნIჭიერი,წარმატებებს ვუსურვებ love

  • Countess A. თქვა:
    15 სექტემბერი 2014 19:34 - ID: 7,
    მღლის ამისი ხმა, თუმცა ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანია. დასაფასებელია მისი შრომა და მონდომება. წარმატებებს ვუსურვებ.!

  • Nia თქვა:
    15 სექტემბერი 2014 19:30 - ID: 6,
    .

  • mariland1 თქვა:
    15 სექტემბერი 2014 19:19 - ID: 5,
    უამრავი გრამატიკული შეცდომაა, თუმცა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ იყო. გვეღირსა ქართველებს ისეთი გემოვნებიანი, დახვეწილი და ნიჭიერი მომღერლის ყოლა, როგორიც ნინა სუბლატია. აღარაფერს ვამბობ მის ვიზუალზე.

  • N.J Siren თქვა:
    15 სექტემბერი 2014 17:05 - ID: 4,
    მაგარი გოგოა

  • Nina√ თქვა:
    15 სექტემბერი 2014 15:34 - ID: 3,
    ვგიჟდები ნინაზე ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ და ყოველდღიურად ვეცნობი მასზე სიახლეებს ძალიან კარგად დაიწყო კარიერა იმედია ესე გააგრძელებს love
    ძან გამიხარდა ამ სტატიის ნახვა love

  • kikimaari თქვა:
    15 სექტემბერი 2014 15:17 - ID: 2,
    ნინა ძალიან კარგი ხარ! <3

  • ancho_ano თქვა:
    15 სექტემბერი 2014 14:49 - ID: 1,
    ნიჭიერია და კარგი სიმღერები აქვს :))) სიამოვნებით ვუსმენ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top