;
12 სექტემბერი 2014      ANGEL     18 კომენტარი     ნანახია 12448-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



ინტერვიუ ქართველ მოდელ ელენე მახარაშვილთან ,
რომელსაც დარწმუნებით შეგვიძლია ვუწოდოთ It Girl

Look Models-ის და IMG-ს ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი, რომელიც უცხოეთშიც აქტიურად მოღვაწეობს ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრა მის სამოდელო კარიერაზე და სპეციფიურ სხვაობაზე საქართველოსა და უცხოეთს შორის. წარმტებისკენ მიმავალ გზაზე და პირად ცხოვრებაზე. ინტერვიუს თანხმლები ფოტოსესია კი ლისის ტბაზე დილით, ვარჯიშის დროს შედგა.

ელენე მრავალი ქართველი ფოტოგრაფის და დიზაინერის ფავორიტია, თუმცა ამბობს, რომ დაბალი ანაზღაურების გამო საქართველოში პოდიუმზე გამოსვით აღარ იღლის თავს. მოდელი ამ ეტაპისთვის მის მთავარ მიღწევად Margaret Howel, Topshop-თან და Urbanoutffiters-თან თანამშომლობას მიიჩნევს, "საქართველოში მოდელობა ჩემთვის ჰობია, თუმცა როგორც კი საზღვრებს ვცდები ეს ყოველივე ჩემთვის პროფესია ხდება." - გაგვიმხილა ელენემ, ის სულ მალე Elite Models-თან გაფორმებული კონტრაქტით კვლავ გაემგზავრება უცხოეთში სამუშაოდ.

ის ცოტა ხნის წინ გადაიღეს ალტას სატელევიზიო სარეკლამო რგოლში და მალევე მისი შეყვარებული, მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეც ვიხილეთ ტელეეკრანებზე ლიბერთი ბანკის რეკლამაში - "ჩემ შეყვარებულს ძალიან დატვირთული კალენდარი აქვთ თავის პროფესიიდან გამომდინარე (საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მოცურავე). სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა უწევს, ისევე როგორ მე და იშვიათად ვემთხვევით თბილისში, მაგრამ ეს ჩვენ ურთიერთობას არანაირ პრობლემას არ უქმნის, პირიქით, ერთმანეთს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს წარმატების მიღწევაში, რადგან ორივემ კარგად ვიცით, თუ რამხელა შრომაა საჭირო იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიუახლოვდე."


მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: სალომე დომბროვსკაია




სამოდელო კარიერის დასაწყისიდანვე მოექეცით ყურადღების ქვეშ, 13 წლის ასაკში სამოდელო სახლში მისვლიდან 2 კვირაში უკვე პოდიუმზე იდექით და მალევე უცხოეთშიც განაგრძეთ მოღვაწეობა, ცხადია ეს ყოველივე ჰობი არ არის თქვენთვის, რა გეგმები გაქვთ ამჟამად და სამომავლოდ რა პროფესიას ირჩევთ მოდელობის გარდა?

ამჟამად ჰონგ კონგის წამყვან სააგენტო Elite Models-თან გავაფორმე კონტრაქტი და 2 თვით ვაპირებ გამგზავრებას. საქართველოში მოდელობა ჩემთვის ჰობია, თუმცა როგორც კი საზღვრებს ვცდები ეს ყოველივე ჩემთვის პროფესია ხდება. რაც შეეხება სხვა ინტერესებს ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ, მაგრამ ესე კონკრეტულად პროფესია ჯერ არ ამირჩევია.

როგორც ვიცით ამჟამად Look Models-ის მოდელი ხართ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს აღზრდაში, კვლავ მოქმედია მოპოვებული კონტრაქტი IMG Models სააგენტოსთან?

დიახ Look Models-მოდელი ვარ და ჩემ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ნინო ცქიტიშვილს.
მისი დამსახურებით მოვაწერე IMG-სთან კონტრაქტი სხვადასხვა ქალაქში.(ლონდონი, მილანი, პარიზი) რა თქმა უნდა კონტრაქტები კვლავ ძალაშია.



ანა შელიასთან ერთად ჟურნალ BOUTIQUE-სთვის გამართულ ფოტოსესიაში



საქართველოში ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და დაკავებული, უკვე გამოცდილი მოდელი ხართ, მაგრამ მაინც (თუმცა რა თქმა უნდა არა ისე, როგორც ტოკიოსა, მილანსა და პარიზში) თუ გიგრძვნიათ კონკურენტული გარემოს არსებობა საქართველოში, და თუ შეუძლია მოდელს მიიღოს საკმარისი შემოთავაზებები საქართველოში ამ სფეროში?

საქართველოში ბევრი ლამაზი მოდელია, განსაკუთრებით ახალი თაობა, რომლებმაც ასევე გააფორმეს კონტრაქტები IMG-სთან. მე როდესაც პოდიუმზე დავდექი მაშინ თითქმის არავინ იყო საზღვარგარეთ გასული და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უკონკურენტო ვიყავი. ეხლა კი ძალიან კარგი თაობა მოდის, რომლებსაც გამოცდილება აკლიათ, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადადგმული აქვთ და თითოეულის წარმატება ძალიან მიხარია.



◆ უცხოეთში ხშირად გიწვევენ გადაღებებზე და თუ არ ვცდებით ახლაც მიემგზავრებით, თუ გრძნობთ დიდ განსხვავებას მოდის ბიზნესში საქართველოსა და უცხოეთის რიტმს შორის? ◆ აღნიშნეთ, რომ ტოკიოში ვიზიტის დროს ძალიან გადატვირთული და გადაღლილი იყავით, მიღებული გამოცდილების შემდეგ თუ ისურვებდით კვლავ დაუბრუნდეთ ასეთ გრაფიკში მუშაობას?

რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ამ სფეროში, ისინი ძალიან პროფესიონალები არიან, აფასებენ მოდელების შრომას და ყველაფერს მაღალ დონეზე აკეთებენ, სამოდელო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საზღვარგარეთ, რასაც ვერ ვიტყოდი საქართველოზე. ბევრს გონია, რომ მოდელობა მხოლოდ პოდიუმზე გავლა-გამოვლაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოთინებასა და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. აუცილებლად დავურუნდები ამ რეჟიმს, რადგან კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მივიღო და მეტ წარმატებას მივაღწიო.

◆ VOGUE და ELLE-ს ფურცლების შემდეგ, გიხილეთ BOUTIQUE-ს გლამურულ ფოტოსესიაში, გადაღებებისთვის ითანამშრომლეთ ქართველ დიზაინერებთან, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს მოდის კვირეულებს არ სწყალობდით, რა წარმოადგენს თქვენთვის პრიორიტეტს სამოდელო ბიზნესში, ხართ პრეტენზიული მოდელი?

სიმართლე გითხრათ თავიდან ემხალისებოდა პოდიუმზე ანაზღაურების გარეშე სიარული, რადგან ჩემთვის ახალი იყო და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ეხლა, როდესაც საზღვარგარეთ ყოველდღე ამით ვარ დაკავებული აღარ ვიღლი თავს დამატებითი შრომით.




◆ როგორ ინარჩუნებთ ფორმას? ვხედავთ დილაობით სუფთა ჰაერზე ვარჯიშს ანიჭებთ უპირატესობას, სხვა რა რეჟიმს იცავთ?

ფორმას ვარჯიშით და ჯანსაღი კვებით ვინარჩუნებ, მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ყოველთვის არ მაქვს საშუალება ვივარჯიშო, მაქსიმალურად ვცდილობ მცირე დრო მაინც გამოვნახო ამ ყველაფრისთვის.

◆ top 3 სიმღერა თქვენი პლეილისტიდან
Woodkid - I Love You, Moderat - Milk, Lana Del Rey - Summertime Sadness.





◆ ვფიქრობთ ჰუავეის სარეკლამო რგოლმა გარკვეულწილად აამაღლა თქვენი ცნობადობა, ახლა კი თქვენი შეყვარებული საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე გადაიღეს ლიბერთი ბანკის სარეკლამო რგოლში, ორივეს დატვირთული პროფესიული გრაფიკი გაქვთ ასეთი ადრეული ასაკიდან, თუ ახერხებთ გამონახოთ თავისუფალი დრო როგორც ახალგაზრდა წყვილმა

ჩემ შეყვარებულს ძალიან დატვირთული კალენდარი აქვთ თავის პროფესიიდან გამომდინარე. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა უწევს, ისევე როგორ მე და იშვიათად ვემთხვევით თბილისში, მაგრამ ეს ჩვენ ურთიერთობას არანაირ პრობლემას არ უქმნის, პირიქით, ერთმანეთს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს წარმატების მიღწევაში, რადგან ორივემ კარგად ვიცით, თუ რამხელა შრომაა საჭირო იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიუახლოვდე.

ელენე მახარაშვილი HUAWEI სმარტფონის სარეკლამო რგოლში / ლიბერთი ბანკის რეკლამა ირაკლი ბოლქვაძის მონაწილეობით



ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი - ყველაზე ტიტულოვანი მოქმედი ქართველი მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე
[საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მოცურავე, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი]



◆ ამ ეტაპისთვის რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?

ამ ეტაპისთვის ჩემ ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევ Margaret Howel, Topshop-თან და Urbanoutffiters-თან თანამშომლობას, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყოველივე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და მხოლოდ პირველი ნაბიჯებია წარმატებისკენ.

◆ რომელი მოდელი წარმოადგენს თქვენთვის სილამაზის და პროფესიონალიზმის ეტალონს და მისაბაძ მაგალითს?

ერთ მოდელს ვერ გამოვართევდი, რადგან ძალიან ბევრი მომწონს და დიდ სტიმულს მაძლევს ყველა წარმატებული მოდელი.

◆ როგორ ერთი ახალგაზრდა თბილისელი გოგონა, სად შოპინგობთ და როგორ ანახლებთ გარდერობს, თავად თუ ფლობთ ქართველი დიზაინერების და უცხოური ბრენდების სამოსს და როგორ აღწერდით თქვენს სტილს?

იმის გამო, რომ თბილისში დიდ დროს არ ვატარებ სულ უცხოეთში მიწევს შოპინგი, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს როგორც ყველა გოგოს.. ჩემი სტილი ხასიათზეა დამოკიდებული, შეიძლება ერთ დღეს სპორტულ სტილში მომინდეს ჩაცმა, მეორე დღეს ძალიან კლასიკურად ან ყოველდღიურად, მაგრამ ყველაფერი მუქ ტონალობებში, მიუხედავად იმისა, რომ ჭრელი ფერები სხვებზე ძალიან მომწონს ჩემ თავზე ვერ ვირგებ. რაც შეეხება ქართველი დიზაინერების სამოსს, რა თქმა უნდა გამაჩნია რამოდენიმე.



ელენე ინსტაგრამზე: @elensioo



angel.ge - instagram - @wwwangelge


კატეგორია: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags:

18


  • GongadzeBasti ♥ თქვა:
    26 ოქტომბერი 2014 23:21 - ID: 18,
    არ მომწონს .. ტანი კარგია .. მაგრამ მთლიანობაში არ ვარგა .. მხოლოდ წარბბეი და ტანი აქ კაარგი <3 წარბები ვაფშე კაია <3

  • Alex...Alex... თქვა:
    13 სექტემბერი 2014 22:17 - ID: 17,

    ციტატა: GiaCarangi
    ჯოფრის გავს game of throne-დან belay wink

    ვაიმე რატო მეცნობათქო wink wink wink

  • GiaCarangi თქვა:
    13 სექტემბერი 2014 21:03 - ID: 16,
    ჯოფრის გავს game of throne-დან belay wink

  • demetria თქვა:
    13 სექტემბერი 2014 18:10 - ID: 15,
    ჩვეულებრივი გარეგნობის ნაზიი გოგოა,
    ძალიან თვიდაჯერებული საურობდა, ალბათ აქვს ამის მიზეზი

  • mariamininutsa თქვა:
    13 სექტემბერი 2014 13:46 - ID: 13,
    ძალიან საყვარელი და ლამაზია,წარმატებები love

  • nothink თქვა:
    13 სექტემბერი 2014 10:17 - ID: 12,
    სანამ ამის ვიდეოს ვნახავდი გარეგნობით ნორმალური შთაბეჭდილება დამიტოვა,არ გადავრეულვარ გარეგნობაზე მაგრამ მისი ლაპარაკი და მანერები რომ ვნახე გული შემიწუხდა,მაგარი სოფლელი საქციელები და ლაპარაკი აქვს,ქერქეტაა :)))))))

  • gnr თქვა:
    13 სექტემბერი 2014 10:11 - ID: 11,
    რა ნაზიაა ^_^ წარმატებებს ვუსურვებ კარგი გოგოა ძალიან ^_^

  • GLao თქვა:
    12 სექტემბერი 2014 23:09 - ID: 10,
    კარგი გარეგნობა აქვს

  • annnnnna თქვა:
    12 სექტემბერი 2014 22:05 - ID: 9,
    სიმაღლეში რამდენია ?? love

  • liii :) თქვა:
    12 სექტემბერი 2014 22:02 - ID: 8,
    მე არ მომწონს...

  • niniiiiiii თქვა:
    12 სექტემბერი 2014 21:11 - ID: 7,
    მომწონს, ნაზი და ლამაზია...

  • machita თქვა:
    12 სექტემბერი 2014 21:10 - ID: 6,
    წარმატებები ელენე. იმედია ვიქტორიას სეკრეტისთვის შეუმჩნეველი არ დარჩები recourse

  • Kitty Pryde თქვა:
    12 სექტემბერი 2014 19:23 - ID: 5,
    ციტატა: Anaastasiaa
    დივერჯენთში რო გოგოა იმას გავს

    განსხვავებული ქვია და არა დივერჯენტი

  • GongadzeBasti ♥ თქვა:
    12 სექტემბერი 2014 19:06 - ID: 4,
    დიიდი ვერაფერი გოგოოაა ჩემი აზრით .. ტანი აქვს კარგი და ფიზიკურად არაფერიც!

  • Anaastasiaa თქვა:
    12 სექტემბერი 2014 17:25 - ID: 3,
    დივერჯენთში რო გოგოა იმას გავს

  • doit თქვა:
    12 სექტემბერი 2014 17:14 - ID: 2,
    ძალიან მომეწონა იმედია მალე ვიამაყებთ მისი წარმატებით.

  • liliana თქვა:
    12 სექტემბერი 2014 16:51 - ID: 1,
    უსაყვარლესია..წარმატებები love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top