22 September 2014      ANGEL     Views 4 745    
Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზუზუ ბეჟაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის მასპინძელია „Unique Terrace“. ამჯერად, კრისტის სტუმარი ზუზუ ბეჟაშვილია.რას ფიქრობს ზუზუ მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




ზუზუ,შენ ყოველთვის კომფორტულად და ორგანულად ხარ,შენი სტილი გაქვს ჩამოყალიბებული. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იწყება,შენც მონაწილეობ და მინდა წარმატება გისურვო. მახსენდება ჩემი თავი, მეც სულ სავარჯიშო ფორმით დავდიოდი, რაღაცებს ვიგონებდი ხოლმე. მოგვიყევი როგორია შენი სტილი, რომელს ანიჭებ უპირატესობას?

ჩაცმაშიც, პროფესიასა და საქმეშიც მე არ ვეძებ სტილს, ის თვითონ მეძებს. თვითონ მოდის. არ არსებობს მომეწონოს შარვალ-კოსტუმი და მასთან ერთად ჩავიცვა ფეხსაცმელი. პატარა დარღვევა ყოველთვის უნდა იყოს. თუ ასე ჩავიცვამ, კომფორტულად ვერასდროს ვიგრძნობ თავს. როცა მეკითხებიან: „სად იცვამო“,სულ ვამბობ რომ „ არ ვიცი“. მაკა ასათიანის მაღაზია იყო „No Name”, რომელიც ძალიან მომწონდა. როგორი ქალის სამოსიც იყო იქ, ისეთივე მინდოდა კაცის. არასდროს არ გამომდის ტანსაცმლის გამოწერა.

ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოჰყოფდი, ვის ჩვენებებზეც ხშირად დადიხარ?

ძალიან მომწონს თეონა თავართქილაძე, იკა ბობოხიძე. მაკა ასათიანი ყველაფრით მომწონს.




მახსენდება, 20 წლის წინ ჩვენი ჩვენებები, სადაც შენ წამყვანი იყავი. ახლოს იყავი მოდის სფეროსთან.

სანამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, სულ ახლოს ვიყავი სცენასთან. ინსტიტუში ჩაბარების გარეშე ვერავის დააჯერებდი, რომ ამ საქმეში ყოფნა შეგეძლო, როგორც მსახიობს. ხან წამყვანი ვიყავი, პოდიუმზეც გამოვსულვარ. სანამ რეალიზებას ვერ ვახდენდი ჩემი თავის, როგორც არტისტის. ეს ყველაფერი ამაში მეხმარებოდა, სანამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი.

ჩვენ ერთად ვთამაშობდით ფილმში „გოგონა სლაიდიდან“. ძალიან საინტერესო როლი გქონდა. ვფიქრობ,საოცნებო როლი გქონდა მისი სირთულიდან გამომდინარე. გიწევდა კაბების ჩაცმა, არ გაწუხებდა ეს ფაქტორი?

საერთოდ არ მაწუხებდა რა მეცვა. მაწუხებდა ის, თუ როგორ ვითამაშებდი. ვეძებდით და ვმუშაობდით თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, ქალი თუ კაცი-რომელიც ქალია. ეს უფრო იყო დასაფიქრებელი.





რომელია შენი საყვარელი ფერი?

შავი.უფრო ჩამქვრალი ფერები მიყვარს.

ვარცხნილობას როგორც ვხედავ ხშირად არ იცვლი.

ვარცხნილობა არ გამაჩნია. დავუვარცხნივარ კინოსთვის გადაღებებზე, ცოტა გრძელი თმა მქონდა. 20-იანი წლების ვარცხნილობა მქონდა და მითხრეს რომ „ეს არის შენიო“. მე საერთოდ სავარცხელიც არ მაქვს. არც ვიმშრალებ, მაქსიმუმ მუსით ან თმის ჟელეთი თუ გავიკეთებ.

აქსესუარები გიყვარს?

კი, ძალიან. მიყვარს საათები.





ტატუ თუ გაქვს, აქვს რამე დატვირთვა მას შენთვის ?

ერთი ტატუ მაქვს, რომლის გაკეთებაც ზემფირას დავასწარი. “Z” გვაქვს ორივეს. მე მზეში ჩასმული, ზემფირას - ვარსკვლავში.

როგორი დამოკიდებულება გაქვს ჩანთებთან,როგორი ტიპის ჩანთებს ატარებ?

მიყვარს ზურგჩანთები. ძალიან ბევრი ჩემოდანი მაქვს, რომელშიც ყველაფერს ვდებ და არაფერს არ ვხმარობ. მგონია,რომ ყველაფერი უნდა დამჭირდეს. რატომ უნდა გაგჭირდეს სიცხეში პულოვერები ,მაგრამ მე მაინც ჩავდე.





რომელია შენთვის გამორჩეული დიზაინერი ან ბრენდი?

ყველას მოგვწონს Maison Martin Margiela, ძალიან ახლოს არის ჩემს სტილთან.
ძალიან მომწონს ბელგიელი დიზაინერები. ტანსაცმელი ცოტა „ძონძი“ უნდა იყოს.

უფრო კონცეპტუალური მოდა მოგწონს.

კი, არ მიყვარს კლასიკად ქცეული ბრენდები: Gucci, Armani. მიყვარს Unisex სამოსი.



მოგვიყევი სუნამოების შესახებ. ერთი სუნამოს ერთგული ხარ?

კი. „Comme des garcons 2“ მიყვარს. არ არსებობს შევიდე მაღაზიაში და ვიყიდო შანელის სუნამო ან სხვა, ყველაფერს ოხრახუშის სუნი აქვს ჩემთვის. მიყვარს "Tom Ford“. “მოლეკულაზე“ გავგიჟდი და უკვე მომბეზრდა. შხამიანი სუნები მომწონს.

“ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რამდენიმე დიზაინერი იქნება,ვისთან ითანამშრომლებ? შენივე გარდერობიდანაც გამოიყენებ სამოსს?

ჯერჯერობით, არ ვიცი. ძალიან ხშირად სერიალებსა და ფილმებში ჩემი სამოსი მაცვია.



პრეტენზიული ადამიანი ხარ?

თუ რაღაც მაწუხებს შეიძლება გავგიჟდე. “გოგონა სლაიდიდან“ ფილმში ძალიან მაღიზიანებდა იასამნისფერი პერანგი. “რაჯუ“ მეგონა თავი. ძალიან გამაფუჭა. მაგიჟებდა ფერი. არ იყო ჩემთვის ორგანული.

ფეხსაცმელებს რა ადგილი უკავია შენს გარდერობში?

თვითონ ფეხსაცმელი არ მიყვარს. მიყვარს კედები და ბატინკები.
მაქვს ერთი წყვილი ფეხსაცმელი ფორმალურად,იმასაც სხვა სტილთან შეხამებით ვიცვამ.

როგორია შენი სამომავლო გეგმები, გარდა იმისა რომ მონაწილეობ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“.

გარდა ამ პროექტისა. ბურდულმა გადამიღო ძალიან საინტერესო ეპიზოდში.
ძალიან ბევრ როლზე დამამტკიცეს, თუმცა ჯერ გადაღებები არ დაწყებულა.






Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე


Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO

Share it
Comments
Back to Top