;
30 სექტემბერი 2014      ANGEL     15 კომენტარი     ნანახია 7840-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, for ANGEL.ge, ხელოვნება / ART


ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს.

წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას და ინტერვიუს
ფოტოგრაფი: ერეკლე ნაკუდაიძე , სპეციალურად angel.ge -სთვის.

გურამი ხშირად ასახავს საკუთარ ტილოებში თბილისის დანგრეულ შენობებსა და სოფლის სახლებს, საჰაერო ბურთს და ზამთრის პეიზაჟს, ამბობს, რომ მხატვრობა ბევრი რამის დათმობას გულისხმობს და გვესაუბრა ამ პროფესიის სირთულეებზე და მის ინსპირაციაზე.
„ის რაც მაწუხებს დღეს არ უნდა მაწუხებდეს. ნაკლებად საფიქრალი რომ მქონდეს ბევრ სხვა პრობლემაზე უფრო ღმად ჩავეფლობოდი იმ თემაში რაც მე მაინტერესებს.“



ART angel: გურამ ხეცურიანი
facebook: Art of Guram khetsuriani

ANGEL ◆ რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა და როგორ ჩამოყალიბდა თქვენი პერსონალური სტილი, რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნებით და თუ გახსენდებათ, რა მოვლენამ თუ არტისტმა მოახდინა თქვენზე ზეგავლენა

ხატვა ბავშვობიდან დავიწყე, არ მინდოდა ხატვაზე სიარული, მაგრამ მშობლები ძალით მატარებდნენ სამხატვრო სკოლაში : )
რაც შეეხება ჩემი სტილის ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ძიებაში ვარ და ნებისმიერ დროს შესაძლებელია რაღაც ახალი სტილი ჩამომიყალიბდეს. თუმცა ამ წუთას მომწონს ის რასაც ვაკეთებ და რა სტილშიც ვმუშაობ. არ ვთვლი, რომ რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას მივეკუთვნები, მომწონს ბევრი მხატვრის ნამუშევრები და ბევრს მოუხდენია ჩემზე ზეგავლენა, რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება.



ANGEL ◆ რა წარმოადგენს შთაგონების წყაროს, მაგალითად ბოლო ტილოებში ვხედავთ, რომ ასახეთ თბილისური აივნები და სახლები, რა ინსპირაცია იპოვეთ ამ ნანგრევებში?

მე განვიცდი იმ დანგრეულ სახლებს, წარმომიდგენია როგორ ცხოვრობდნენ ამ სახლებში ადამიანები. ამიტომ მომწონს თბილისური და არა მხოლოდ, სოფლის დანგრეული სახლები, ეზოები. მათგან მიღებული ემოცია დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და მსურს ამ ემოციის გადმოცემა ჩეს ნამუშევრებში.

ANGEL ◆ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ხელოვანის ყოველდღიური ცხოვრება?

პირადად ჩემი გამოცდილებით ხელოვანის ცხოვრება ბევრი რამის დათმობას გულისხმობს. მეც მიწევს დათმობა იმისთვის რომ ვხატო, თუმცა მთავარი მაინც ესაა. რთულია იცხოვრო მხოლოდ მხატვობით, მაგრამ მხატვარი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყო.








ANGEL ◆ საინტერესოა, საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი იყო მხატვარი და მხოლოდ ამ პროფესიით იცხოვრო?

საქართველოში ძალიან ძნელია მხოლოდ მხატვრობით იცხოვრო
, რადგან ქართველების უმეტესობას ნაკლებად აინტერესებს ფერწერული ნამუშევრების შეძენა, ამიტომ ჩემი ნახატების უმრავლესობა საზღვარგარეთ გადის.

ANGEL ◆ რა ხელშეწყობას ისურვებდით თქვენი შემოქმედებითი ფანტაზიის სრული გაღვივებისთვის?

ის რაც მაწუხებს დღეს არ უნდა მაწუხებდეს. ნაკლებად საფიქრალი რომ მქონდეს ბევრ სხვა პრობლემაზე უფრო ღმად ჩავეფლობოდი იმ თემაში რაც მე მაინტერესებს, თუმცა მაინც ვახერხებ ჩავეფლო ბოლომდე.



ANGEL ◆ ადვილია თქვენთვის ნახატის გაჩუქება? ანუ, რას ნიშნავს როდესაც ნახატს ჩუქნი ვინმეს, თუ ინტერესდებით შემდგომ რა ვითარებაშია ტილო

ადრე ნახტის გაჩუქება ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო
, ძალიან ადვილად ვიმეტებდი ჩემს ნამუშევრებს, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან მიჭირს ვინმეს ნახატი ვაჩუქო, მაგრამ ხანდახან მაინც მიწევს.

ANGEL ◆ სად არის შესაძლებელი თქვენი ნამუშევრების ხილვა და მათი შეძენა?

ჩემი ნამუშევრების უმეტესობის ხილვა შეიძლება ჩემსავე სახელოსნოში.
აქვე შესაძლებელია შეძენაც. ლესელიძის 49, ART STUDIO




ART angel: გურამ ხეცურიანი


Education

1996-2003 Tbilisi State Art school. Georgia.
2004-2008 Tbilisi State Academy of Art,
faculty of fine arts. Georgia.

Exhibitions

2014 – Gerogian National Museum, Tbilisi Historical Museum. Group exhibition.
2013 - Georgian National Museum. Tbilisi Historical Museum.

2012 – art studio "Leselidze 49" group exhibition
2012 - Georgian National Museum "Qarvasla" Meeting with Firosman
2012 – art studio "Leselidze 49" Solo exhibition
2012 – art studio "Leselidze 49" group exhibition
2012 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition

2011 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition.Namber Van.
2011 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition.

2010 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition. From Generation to Generation.
2010 - Gallery "VERNISSAGE", group exhibition.

2009 - Gallery "VERNISSAGE" Solo exhibition.
2009 - Gallery "VERNISSAGE", group exhibition “Landscape”.

2008 - Gallery "Wiliamston" group exhibition, Michigan, USA.
2008 - Gallery "VERNISSAGE" Solo exhibition

2007 - "Art-bar" group exhibition.
2007 - Academy of Art student exhibition, Chardin Street # 9, Tbilisi, Georgia.
2007 - "ProArt", "Procredit Bank", Academy of Art student exhibition - sale.

2006 - Rustaveli Society, a group exhibition.
2006 - “Gudamakari” - TSSA. Group exhibition.

2005 - TSSA. Student art exhibition, Gallery "Universe", Tbilisi, Georgia.
2005 - Akhalkalaki - TSSA. Group exhibition.
2005 - Mtskhetoba – an outdoor exhibition - sale, Mtskheta, Georgia.








ფოტოგრაფი (ფოტოები სახელოსნოდან) ერეკლე ნაკუდაიძე
სპეციალურად angel.ge -სთვის


გურამ ხეცურიანის შემოქმედება
facebook: Art of Guram khetsuriani



































კატეგორია: საინტერესოა, for ANGEL.ge, ხელოვნება / ART
Tags:

15


  • Jacktm თქვა:
    20 იანვარი 2015 08:06 - ID: 13,
    There are actually numerous libraries in a trendy forms of the Breitling Replica are bringing out with that brand name in which it confirm alone as a superior watchmaking company ever. This brand name caters require the Omega Replica uk all kinds of age group by causing the separate collection for these people. IWC even offers the very particular libraries to the pilots from some time. The IWC renders the Cartier Repilica Watches very good quality of pieces who have added an excellent movement within the http://lombardscotchwhisky.com/music.htm generating industrial sectors. Somebody by causing a priceless purchase to the IWC Wrist watches can savor the purchase to the while time. The complete making in the Rolex Replica are make in way that they may easily be pleasing to your face.

  • debeccatis თქვა:
    20 ნოემბერი 2014 06:10 - ID: 12,
    One thing sprang to mind as I finish replica handbags watching the show, it fuel my intention to get the game.replica shoes Not just to continue on the story after the 3rd episode, but to really experience the phenomenon. replica handbags And after playing thru the game and going back to this disc, the plot makes more sense and I would like to say that these stories are a great extension to the game's storyline gucci replica. But for those that don't actually had a chance to try the game out, it's not a lost cause as the first 3 episodes are replica louis vuitton really good building blocks and makes the show a little more interesting. Another thing hublot replica I like to note: I'm a Kousuke Fujishima junkie, so that's the other reason why I wanted to rolex replica check this series out.

  • anita თქვა:
    9 ნოემბერი 2014 20:33 - ID: 11,
    ძალიან კარგი ნამუშევრებია გურამი ნიჭერი მხატვარია

  • salome. თქვა:
    16 ოქტომბერი 2014 23:20 - ID: 10,
    პირველ სურათში რონახატი უჭირავს ის რატო არ დევს? ;3 ყველაზე კარგი ეგარის ;33

  • Darcy თქვა:
    1 ოქტომბერი 2014 21:59 - ID: 9,
    საოცრად მომწონს გურამის შემოქმედება, მეც ასევე ასეთივე ართ სთუდიოში დავდივარ და ძალიან მიყვარს მუშაობის ასეტი სტილი... ძალიან კარგი სიახლეა ))

  • Airplanes თქვა:
    1 ოქტომბერი 2014 21:26 - ID: 8,
    უზომოდ ნიჭიერია !

  • evergreen_angel თქვა:
    30 სექტემბერი 2014 19:34 - ID: 6,
    love

  • ANGEL თქვა:
    30 სექტემბერი 2014 17:05 - ID: 5,
    love ძალიან მომწონს

  • Challo თქვა:
    30 სექტემბერი 2014 12:42 - ID: 4,
    მმ ლამაზია. განსაკუთრებით ბოლოდან მეექვსე love

  • tami-tami8990 თქვა:
    30 სექტემბერი 2014 00:17 - ID: 3,
    ძალიან ორიგინალურია ყოჩაღ

  • anuki... თქვა:
    29 სექტემბერი 2014 23:30 - ID: 2,
    ძააან სერიოზულია !!!! ყოჩაღ ! ძალიან ძლიერია winked

  • tamorock თქვა:
    29 სექტემბერი 2014 22:13 - ID: 1,
    მაგარია საღოლ!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top