;
5 ოქტომბერი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2621-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები, სარეკლამო სტატია



პილინგები: 10 პრობლემის გადაჭრა ერთი პროცედურით

შემოდგომა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დავფიქრდეთ თუ როგორ აღვადგინოთ და მოვუაროთ მზისა და სიცხისგან დაზიანებულ და გამომშრალ კანს.
თუ სიმშრალესთან ერთად გაწუხებთ აკნე, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, ან წვრილი ნაოჭები, შეგიძლიათ ყველა ეს პრობლემა ერთი პროცედურით -პილინგით მოაგვაროთ.

რა არის სახის პილინგი?
სახის პილინგი ერთგვარი „განახლებაა“(refresh) თქვენი კანისათვის. სახელწოდება ინგლისური სიტყვა peel -იდან მოდის რაც აქერცვლას, გაფცქვნას ნიშნავს. პილინგის დროს ხდება კანის მკვდარი უჯრედების ექსფლოცია ანუ აქერცვლა, ხდება რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი რის შედეგადაც დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ.



პილინგის საშუალებით შეგვიძლია
10 პრობლემის მოგვარება:

1. აკნე
2. პიგმენტური ლაქები
3. ნაწიბურები
4. ფორები
5. სტრიები
6. წვრილი ნაოჭები
7. გამომშრალი კანი
8. დაბერების პროცესი
9. კანის დაკარგული ელასტიურობა
10. კანის არაერთგვაროვანი სტრუქტურა და ფერი.




სახის პილინგის მრავალი სახე არსებობს. ჩვენ მოგითხრობთ ყველაზე თანამედროვე, ეფექტურ და უსაფრთხო პილინგების შესახებ, რომლებიც კლინიკა „მედი“-შია დანერგილი. XXI საუკუნეში პილინგები აღარ არის მტკივნეული და ხანგრძლივი პროცედურა, რთული რეაბილიტაციით. დღეს უკვე შესაძლებელია პილინგის ისეთი ტიპის შერჩევა, რომლის რეაბილიტაციაც შეუმჩნევლად მიდის, ხოლო შედეგი გაგაოცებთ.
პილინგები: 10 პრობლემის გადაჭრა ერთი პროცედურით

„მედი“-ში საქართველოში, პილინგების ყველაზე ფართო სპექტრია წარმოდგენილი. როგორც ლაზერული: ფრაქციული, აბლაციური და არააბლაციური(კანის აქერცვლა), ასევე არააპარატურული პილინგები: ზედაპირული, საშუალო და ღრმა პილინგები.პილინგის სახეობა შეირჩევაა ინდივიდუალურად კანის ტიპისა და პრობლემების შესაბამისად. გამოვყობთ რამოდენიმეს, რომლებზეც კლინიკაში, ტრადიციული, სეზონური ფასდაკლება იწყება:

ლაზერული პილინგები:


დოტ ლაზერი- DOT: ეს არის CO2 ფრაქციული ლაზერი, რომელიც ახდენს კანის აბლაციას, (კანის აქერცვლა ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით.) პროცედურის მიზანია განახლდეს დაზიანებული ან დაბერებული კანი. დოტ ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს დერმატო-ოპტიკური თერმოლიზის ტექნოლოგიას, ქმნის ახალ სტანდარტს კანის გაახალგაზრდავებასა და ლაზერულ პილინგებში. სხვა ტექნოლოგიებისაგან განსხვავებით ლაზერული პილინგის დოტ (DOT) თერაპია არ ახდენს მთლიანი კანის დარღვევას (დამუშავებას). ის ჯანსაღი ქსოვილების „კუნძულების“ირგვლივ ტოვებს, მიკროსკოპულ წერტილებს (DOT’s),
რის შედეგადაც კანი მომენტალურად ახდენს ახალი კოლაგენის სტიმულირებას.





ეს არის უნიკალური ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ახდენს კანზე არსებული არაერთი პრობლემის მოგვარებას. ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს.
რეაბილიტაცია მიმდინარეობს უმტიკვეულოდ, 3 დან-7 დღემდე.



ფრაქსელი-FRAXEL
არის ფრაქციული ლაზერული პილინგის უახლესი თაობის ტექნოლოგია, რომელსაც არ სჭირდება რეაბილიტაცია და პროცედურის დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ფრაქსელი ამუშავებს კანს ზედაპირზე, ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს. აჩერებს დაბერების პროცესს, ყოველგვარი აქერცვლის გარეშე.

ზედაპირული და საშუალო პილინგები:
კლინიკა „მედი“ ასევე გვთავაზობს არა აპარატურულ პილინგის რამოდენიმე მეთოდს, რომელიც ეფუძვნება სხვადასხვა ნივთიერებებით მიღებულ თერაპიულ ეფექტს: პოსტ აკნე, პიგმენტაცია, მზით გამოწვეული პიგმენტური ლაქები, წვრილი ნაოჭები, ასევე ნაწიბურები.

პილინგის უპირატესობაა ასევე ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სახისა და სხეულის ნებისმიერ ზონაზე; არის უსაფრთხო, არ საჭიროებს ანესთეზიას, აქვს უმოკლესი რეაბილიტაციის პერიოდი. წარმატებით მკურნალობენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცებიც.

პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე, რასაც ინდივიდუალურად არჩევს მკურნალი ექიმი.



პილინგის პროცედურის ჩატარებისათვის ყველაზე კარგი პერიოდი ოქტომბრიდან მარტამდეა, რადგან მზის სხივები პილინგების უკუჩვენებაა. სწორედ ამიტომ, კლინიკა „მედი“ იწყებს სპეციალურ აქციას ყველა სახის პილინგზე - 30% -ს. დღეიდან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ზემოთ ნახსენები პროცედურები სულ რაღაც 49 ლარიდან!



კლინიკა „მედი“
კოსტავას ქ. 52 / 2910000
www.medi.ge
www.facebook.com/mediEST

კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები, სარეკლამო სტატია
Tags:

2


  • darcu თქვა:
    6 ოქტომბერი 2014 14:59 - ID: 2,
    მოგესალმებით. ზედაპირული პილინგი თუ გაგიკეთებიათ ვინმეს ? როგორი შედეგი აქვს ?

  • ANGEL თქვა:
    5 ოქტომბერი 2014 14:03 - ID: 1,
    უხეშმა პილინგმა ძაან მიშველა ერთი 4 წლის წინ, შემდეგ საერთოდ აღარ მაყრიდა შუბლზე წვრილ-წვრილად, მაგრამ კინაღამ გული გამისკდა არ ვიყავი კარგად ინფორმირებული რომ 1 კვირა კანი ამეფცქვნებოდა:)) თან ეგ რამდენმე წლის წინ გავიკეთე და 'უხეში' პილინგი იყო,ძალიან ღრმად და ახლა ალბათ უკეთესი მეთოდები აქვთ მედიში:)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top