21 October 2014      ANGEL     Views 5 270    
Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლალი ტოტიკაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ლალი ტოტიკაშვილი. კრისტისა და ლალის „ბიბლიოთეკამ“ უმასპინძლა, რომელიც შარდენის 4 ნომერში მდებარეობს. ლალი ტოტიკაშვილის სტილისა და საყვარელი აქსესუარების შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



ლალი,დიდი მადლობა რომ ხარ BUON VIAGGIO-ს სტუმარი.შენ ყოველთვის გამორჩეულად დახვეწილი და ამავდროულად, კომფორტული სტილი გაქვს.დღეს ,ჩვენთან ერთ-ერთი ბრენდის სამოსით მოხვედი.მოგვიყევი რა ბრენდია.

ეს არის იტალიური ბრენდი „Bessini”. საქართველოში ამ ბრენდის სახე ვიქნები. ძალიან მომწონს, ხარისხითაც გამოირჩევა. ძირითადად, საქმიანი ქალის სამოსია.ამ ბრენდის სამოსით ხარ ბიზნეს ლედიც და ასევე, საღამოზეც შეგიძლია ამავე კაბით წახვიდე. საქართველოში ახლახან გაიხსნა. დიზაინერი, რომელიც ამ ბრენდისთვის ქმნის კოლექციას არის სტელა მაკარტნის სახლის ყოფილი დიზაინერი. გემოვნებიანი, ხარისხიანი და კარგი მაღაზია შეემატა თბილისს.

instagram: @lalitotikashvili


ამდენი წელია მოდის სფეროში ხარ.ძალიან ბევრმა დიზაინერმა გაიარა გზა შენს თვალწინ,მაგრამ მაინც ვის გამოარჩევდი ?

ძალიან რთულია ასე ვთქვა. ყველა ძალიან მომწონს, მიყვარს და ვმეგობრობ. არ მიყვარს დასახელება, შეიძლება ვინმე გამომრჩეს. ზოგადად,ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები.განვითარდნენ და ნელ-ნელა კიდევ უფრო ვითარდებიან დროთა განმავლობაში. ძალიან კარგია რომ ავთანდილ ცქვიტინიძემ გამოუშვა სხვა ხაზი: ჯინსები,სპორტული ფეხსაცმელები. ძალიან მომწონს. მიხარია,რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს.


კრისტი: „მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა გრძელი თმა გქონდა და
წითელი კაბა გეცვა. რაღაც კასტინგი იყო.მას შემდეგ 20 წელი გავიდა.“


შენი საქორწილო კაბის დიზაინი ვის ეკუთვნის?

საქორწილო კაბა გვანცა ჯანაშიამ შემიკერა.
სადა,მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორ შეარჩიე გვანცა, კონკრეტული მოდელი მოგწონდა მისი კოლექციიდან?

ჩემს ქორწილამდე ჰქონდა მას საქორწილო კოლექციის ჩვენება. ძალიან მომეწონა კაბა კაპიშონით. ეკლესიაში ჯვრისწერისთვის თავსაბურავი მჭირდებოდა. ამის შემდეგ გადავიდე მხრებზე კაპიშონი,ძალიან ლამაზად იყო.

კრისტი: ძალიან ლამაზი იყო. ფერითაც გამორჩეული.




ყოველდღიურად რა ფერის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?

ძალიან მიყვარს შავი. სეზონსაც გააჩნია.
ძალიან მომწონს შავი ფერი.
ელეგანტურია და ყველას უხდება.ზაფხულში უფრო ფერად ფერებს ვანიჭებ უპირატესობას.

ყველაზე დიდი რაოდენობით რომელი აქსესუარებია შენს გარდერობში?

ალბათ, ფეხსაცმელები, ჩანთები და სათვალეები.

კრისტი: ჩემი რესპონდენტები ხშირად მეუბნებიან: „მივდივართ კაბის საყიდლად და უკან ფეხსაცმელებით ვბრუნდებითო.“





ბავშვების ჩაცმულობაში ერევი? ხშირად გაქვთ ხოლმე წინააღმდეგობები?

ჩემი 5 წლის გოგოსთან ნიტასთან ხშირად არის. 3 წლის ასაკიდან არჩევდა სამოსს და მეუბნებოდა: „ეს არ მინდა!“. დილას რასაც ვუმზადებდი, ის არ უნდოდა რომ ჩაეცვა. ბოლო ერთი წელია შოპინგზე ნიტასთან ერთად დავდივარ. თვითონ არჩევს. ვყიდულობდი და შემდეგ სულ გადაცვლა მიწევდა. შარვალი ვუყიდე ძალიან ლამაზი და მითხრა, რომ არ ჩავიცვამო. არც ჩაუცვამს. ამიტომ მირჩევნია ერთად შევარჩიოთ სამოსი. საბა უფრო ნაკლებად მეწინააღმდეგება.

შენი მეუღლე თუ გაძლევს რჩევებს სამოსთან დაკავშირებით?

კი,სადმე რომ მივდივართ, ძირითადად,აკადემიურად მაცვია.
თუ მოეწონა ჩემი ლუქი მეუბნება რომ კარგია.მენდობა.ყოველთვის მე ვირჩევ ჩემს სამოსს.



„რამდენიმე წლის წინ მთელ კოსმეტიკის ჩანთას ვატარებდი. ამოჩემებული მქონდა, სულ დამქონდა. ადრე უფრო მჭირდებოდა, როცა სამოდელო სფეროში ვიყავი დაკავებული. დღისა და ღამის განმავლობაში სულ მჭირდებოდა გადაღებებზე. ახლა, მხოლოდ ტუჩსაცხითაც კომფორტულად ვარ.“

ვარცხნილობას რა სიხშირით იცვლი,თუ არ გიყვარს ცვლილებები?

ხშირად არ ვიცვლი.ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე, ძალიან გრძელი თმა ძალიან მოკლედ შევიჭერი.
ძალიან მომწონდა.ვფიქრობ,თუ ისევ მომბეზრდა გრძელი,აუცილებლად შევიჭრი,მაგრამ ჩემზე უფრო გრძელი თმა მომწონს.

ამბობენ,რომ ჩანთა არის პატარა სახლი.შენთვის რა არის ჩანთა, როგორი ტიპის ჩანთები გიყვარს?

როცა საღამოზე ან წვეულებაზე მივდივარ კაბაზე პატარა კლატჩი რომ მიჭირავს დიდი დისკომფორტია.
ძლივს ეტევა საფულე და მობილური.ძალიან მიყვარს კომფორტული ჩანთები.





რა ხდება შენს ჩანთაში, რა ნივთები დევს ყოველდღიურად?

ახლა, საფულე და ტუჩსაცხები. რამდენიმე წლის წინ მთელ კოსმეტიკის ჩანთას ვატარებდი. ამოჩემებული მქონდა, სულ დამქონდა. მერე მივხვდი, რომ მამძიმებდა. ადრე უფრო მჭირდებოდა, როცა სამოდელო სფეროში ვიყავი დაკავებული. დღისა და ღამის განმავლობაში სულ მჭირდებოდა გადაღებებზე. ახლა, მხოლოდ ტუჩსაცხითაც კომფორტულად ვარ.

ვისაუბროთ პარფიუმერიაზე. რომელი სუნამო გიყვარს გამორჩეულად

პერიოდულად, მიყვარს ერთის ამოჩემება. 2-3 ფლაკონის მერე მბეზრდება. მომწონს ახალი სურნელება და ყოველთვის მაინტერესებს რა სუნამოები შემოდის. მიყვარს გრილი სურნელი. ახლა, ამოჩემებული მაქვს „CHANEL“. მეორე ფლაკონიც უნდა შევიძინო აუცილებლად.

ტატუ გაქვს?
არ მაქვს, მაგრამ ძალიან მომწონს. სხვაზე ძალიან მომწონს.

რომელია ის აქსესუარი,რომელის გარეშეც ვერ ძლებ?
საათი, სულ მიკეთია. საქორწილო ბეჭედი თავისთავად.

რა ხდება სამოდელო სააგენტო „შარმში“,არის რამე სიახლე?რა გეგმები გაქვს?

სამომავლო პროექტებზე ვმუშაობთ. ვაპირებთ,გოგონების გაგზავნას საფრანგეთში.

“Bessini-ს“ გახსნაშიც მიიღეს გოგონებმა მონაწილეობა. ვმუშაობთ აქტიურად.


დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!





Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა


Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO

Share it
Comments
Back to Top