;
3 ნოემბერი 2014      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3727-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, მამაკაცი, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ხიზანიშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტისა და „ტიფლისოს“ სტუმარია ზურა ხიზანიშვილი . კრისტისა და ზურას საუბარი მოდაზე,მის ყოველდღიურ და სპორტულ სტილზე შედგა. ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა



„ფეხბურთიდან გამომდინარე, ყოველდღიურად, სპორტულად მიწევს ჩაცმა. არის დღეები, როდესაც შეხვედრებზე კოსტუმით მიწევს სიარული. ეს ბოლო წლებია ასე ხდება. ახალგაზრდა რომ ვიყავი ფეხბურთის მიღმა სხვა ბიზნესი და საფიქრალი არ მქონდა რომ კოსტუმი ჩამეცვა და ჰალსტუხი გამეკეთებინა. “

ზურა, დიდი მადლობა რომ ხარ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც მოდას უკავშირდება. როგორია შენი სტილი, შენი პროფესია თუ ახდებს გავლენას შენს ყოველდღიურ სტილზე?

ფეხბურთიდან გამომდინარე, ყოველდღიურად, სპორტულად მიწევს ჩაცმა. არის დღეები, როდესაც შეხვედრებზე კოსტუმით მიწევს სიარული. ეს ბოლო წლებია ასე ხდება. ახალგაზრდა რომ ვიყავი ფეხბურთის მიღმა სხვა ბიზნესი და საფიქრალი არ მქონდა რომ კოსტუმი ჩამეცვა და ჰალსტუხი გამეკეთებინა. რაც ასაკში შევედი და დაბერებისკენ მივდივარ სხვადასხვა ინტერესიც გაჩნდა.

რომელია შენი საყვარელი ფერი?

ცვალებადია. ამინდისა და ხასიათის მიხედვით. შავი ფერი არ მომწონს.
მაქვს შავი სამოსიც, მაგრამ უფრო შინდისფერი და თეთრი ფერი მიყვარს.

შენი კარიერის განმავლობაში რა ფერის სათამაშო ფორმები ჭარბობდა?

უმეტესად, თეთრი და ცისფერი ჭარბობდა.

ახლა, დინამოს გუნდში ხარ.აქ რა ფერის სამოსია და ვისი შექმნილია?

თეთრი და ლურჯი. გუნდის სპონსორია „Adidas”.

შენ რომელ ბრენდს ანიჭებ უპირატესობას?

„Adidas” ევროპაში უყვართ, „Nike” ამერიკაში.
ფეხბურთელები უფრო „Adidas” ანიჭებენ უპირატესობას.



„ერთი პერიოდი ფეხბურთელებში მოდური იყო „Louis Vuitton-ის“ ჩანთები.
22 ფეხბურთელი ჩავფრინდით იტალიაში და ყველას „Louis Vuitton-ის“ ჩანთა გვქონდა. “


ბავშვობაში როგორი ბავშვი იყავი, ემორჩილებოდი დედას?

სულ ერთი ტანსაცმელი მქონდა, მომწონდა თუ არ მომწონდა მაინც უნდა ჩამეცვა. გამახსენდა, ქუდი არ მიყვარდა და შორტის ჩაცმა არ მინდოდა. ახლა, 80 000 ადამიანი მიყურებს შორტებში რომ დავბივარ, მაგრამ მაშინ არ მიყვარდა. რაღაც მომენტი იყო გოგონებს რომ ვეპრანჭებოდი.

ახლა, თუ გაცვია შორტი?

კი, რა თქმა უნდა. გარეთ შეხვედრებზე შემიძლია შარვალ-კოსტუმით 24 საათი გავატარო, სახლში შევდივარ თუ არა ვიხდი აუცილებლად.

შენი პროფესიიდან გამომდინარე შენს გარდერობში ბევრი ჩანთა და ჩემოდანი უნდა იყოს.როგორი ტიპის ჩანთა გიყვარს?

კი, ხშირად დავფრინავთ. სულ ვატარებ ერთ ჩემოდანს და ერთ ზურგჩანთას.
ერთი პერიოდი ფეხბურთელებში მოდური იყო „Louis Vuitton-ის“ ჩანთები. 22 ფეხბურთელი ჩავფრინდით იტალიაში და ყველას „Louis Vuitton-ის“ ჩანთა გვქონდა. ბოლოს გვეხუმრებოდნენ, არიგებენ ამ ჩანთებსო?



„10 წელია მხოლოდ ფრანგულ სუნამოს „Creed-ს“ ვისხვამ. შეიძლება სხვა მივისხა,
იმიტომ რომ მეჩქარებოდეს და იმ მომენტში ჩემი პარფიუმერია არ მქონდეს. ის სულ მაქვს.“



ახლა, რომელი ბრენდია მოდური?

ახლა, აღარ ვაქცევ ამას ყურადღებას. მაშინ ვიცოდი რომ კარგი და ხარისხანი იყო,
მომწონდა და იმიტომ ვატარებდი. ახლა, რომ წავალ არ ვიცი რომელს დავიკავებ.

რა ადგილი უკავია შენს გარდერობში ფეხსაცმელებს, წარმომიდგენია რამდენი წყვილი ბუცი გექნება. რა განსხვავებაა ბუცებს შორის?

არის ექვს შიპიანი ბუცები, რომლებითაც წვიმაშიც და თოვლშიც თამაშობ.
სავარჯიშოდ, 13 შიპიანი ბუცები გვაცვია.

სავარჯიშო ფეხსაცმელიც “Adidas-ის“ გაქვს?

კი. კონტრაქტს და გუნდს გააჩნია. გუნდს თუ „Adidas-თან“ აქვს კონტრაქტი, თავისთავად გთავაზობენ.

ერთ თამაშში იცვითება? რამდენ ხანში ცვლი ხოლმე?

მინდვრებს გააჩნია. საქართველოში შეიძლება ერთი თვე გაგიძლოს, ევროპაში 6 თვე. 2-3 თვე მიძლებს.




რამდენი ტატუ გაქვს და რა დატვირთვა აქვს შენთვის?

ოთხი. ერთი თითზე „Salo”, მეორე ზურგზე, მხრებზე ტასოს და ნიტას სახელები. საერთოდ არ მიყვარს ტატუები. მაზიანი წავაგე სალოსთან და მეგობართან, მაშინ ინგლისში ვთამაშოდი, თუ თამაშზე გავიტან გოლს და კარგ ხასიათზე ვიქნები, მაშინ ტატუც უნდა გამეკეთებინა და ედინბურგშიც უნდა წავსულიყავით. ასეც მოხდა.

როგორი გოგოები გყავს,უყვართ გაპრანჭვა?

ნიტას ძალიან უყვარს. ტასო უფრო დინჯი და წინდახედულია.

ფეხბურთი არ აინტერესებთ?

2 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა ნიტას. სად გადაგიხადო-თქო ვკითხე და დინამოს
სტადიონზეო, ოღონდ მაყურებლებით სავსე უნდა ყოფილიყო სტადიონი. განსხვავებულები არიან.





რომელია შენი საყვარელი აქსესუარები,რომელთა გარეშეც ვერ გადიხარ სახლიდან?

სათვალე, საათი, საქორწილო ბეჭედი და მამაოს ნაჩუქარი ფსალმუნი.
სათვალის ამოჩემება ვიცი, მიხდება არ მიხდება მაინც ვიკეთებ.

სალომეს (მეუღლის) ჩაცმულობაში თუ ერევი,აძლევ რჩევებს?

არასდროს არ მახსოვს ისეთი შემთხვევა რომ რაღაც არ მომწონებია.
თვითონ ხშირად მეკითხება : „ეს თუ აი, ესო“. მეც ვეკითხები. როცა ხასიათზე ვარ, აღარ ვეკითხები და ხალისიანად ვიცვამ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ და თამაში მაქვს წაგებული მაშინ კი.

შოპინგი გიყვარს?

არა. შოპინგზე წავსულვარ ნახევარი საათით, ისიც მაშინ როცა ვიცოდი რისი ყიდვა მინდოდა. ან ვურეკავდი, მოჰქონდათ სახლში და ვიცვამდი.
ჯინსის ყიდვა დიდი პრობლემაა ჩემთვის, თუ მოვიზომე და არ მომერგო იმას უკან ვეღარ დავაბრუნებ. მიადვილდება მაისურისა და ფეხსაცმლის ყიდვა. თურქეთშიც და ინგლისშიც მყავდნენ ისეთი მეგობრები, რომლებსაც ვურეკავდი და მოჰქონდათ სამოსი. იცოდნენ ყველაფრის ზომები. შოპინგზე სერიოზული კამათი გვაქვს. თუ ერთად წავედით მე ვჯდები სადმე და დრო გამყავს.



ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. რომელს გამოყოფდი მოდის თვალსაზრისით?

იტალიაში ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან მომწონს იტალიელების სტილი. ბრიტანეთს უფრო ვერ აღვიქვამ. სულ დავდიოდი. ჩაცმის სტილიც და სამზარეულოც იტალიური უფრო მომწონდა. კომუნიკაბელურები არიან.

რომელია შენი საყვარელი სუნამო?

10 წელია მხოლოდ ფრანგულ სუნამოს „Creed-ს“ ვისხვამ.შეიძლება სხვა მივისხა, იმიტომ რომ მეჩქარებოდეს და იმ მომენტში ჩემი პარფიუმერია არ მქონდეს. ის სულ მაქვს.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

იანვრამდე დინამოს გუნდში ვიქნები.მერე ვნახოთ,შეიძლება მაისამდეც დავრჩე.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!






Buon Viaggio: ზურა ხიზანიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი
Buon Viaggio: ილია ბეროშვილი „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“

კატეგორია: საინტერესოა, მამაკაცი, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top