;
3 დეკემბერი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 7865-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა


დარიჩინის ჩხირების სარგებელი და გამოყენება

cinnamon - ანუ დარიჩინი დაფნისებრთა ოჯახის მცენარეს წარმოადგენს , რომლის ღეროებიც, მათი ნაფხვენი ან ნაყენი მრავალი დანიშნულებით გამოიყენება. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ დარიჩინის დღიურ რაციონში ჩართვით დაარეგულირებთ სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს, დაგეხმარებათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს და სიმსივნური უჯრედების პრევენციას აწარმოებს. არ დაგავიწყდეთ, რომ მას საოცარი არომატი აქვს და ხშირად გამოიყენება ცხობის დროს, ცხელი სასმელებისთვის არომატის გასამძაფრებლად და უბრალოდ გასაფორმებლადაც კი.
წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ დარიჩინის ჩხირები


დარიჩინის ჩხირები - მომცრო ზომის ხვეულა ტოტები რამდენიმე ჯერზე შეგვიძლია გამოვიყენოთ, გამოყენების შემდგომ კი გამდინარე წყლით მსუბუქად გავრეცხოთ და გასაშრობად ტილოს ნაჭერზე მოვათავსოთ. დარიჩინის ჩხირები მოათავსეთ ყავასა თუ ჩაის ფინჯანში ცხელ წყალში, რათა მას დარიჩინის არომატი გადაეცეს, ან მდუღარე ნალექიანი ყავის ჯავზის თავზე მოთავსებით სასმელს მსუბუქად გააჯერებთ მისი სასიამოვნო არომატით.

თუმცა დარიჩინის საუკეთესო თვისებების მისაღებად საჭიროა ის ქაფქაფა მდუღარე წყალში მოათავსოთ, შეგიძლიათ ჩაიდანში ჩააგდოთ და შემდგომ დარიჩინით გაჯერებული წყალი ყავა თუ ჩაისთვის გამოიყენოთ და მისი სიტკბოთი შაქარი ჩაანაცვლოთ.

დარიჩნის ჩხირებისგან სიროპის გაკეთება ან მათი დაფქვაც შეგიძლიათ,
რომელსაც შემდგომ შვრიის ფაფას დაუმატებთ ან ახლად დაფქვილ ყავას შეურევთ!

ბევრი კი თვითონ დარიჩინის ჩხირების ნატეხებს შეექცევა ან საწრუპის სახით იყენებს ბლანტი სითხის - მაგალითად ცხელი შოკოლადის დასალევად. ასევე დარიჩინი აუცილებელი ინგრედიენტია გლინტვეინის მოსამზადებლად და მის მოსართავად. ცხელი წითელი ღვინო, ციტრუსები და დარიჩინის ღეროები - ეს ხომ ზამთრის სურნელია.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც ყავით გაგიმასპინძლდებიან და ფინჯანს გვერდით მოხდენილად ეს ყავისფერი ხვიარა ღერო ედება, მოათავსეთ ის ფინჯანში და ცოტა ხანში დატკბით დარიჩინის მსუბუქი არომატით და სასარგებლო თვისებებით!





დარიჩინის ინფუზირებული წყალი

ელიტარულ რესტორნებში სადილის მომლოდინე სტუმრებს ხშირად უმასპინძლდებიან დარიჩინის ცივი სასმელით, რომელიც სასარგებლო თვისებებთან ერთად გამოირჩევა გამახალისებელი ეფექტით. მის დასამზადებლად ხმოლოდ დარიჩინი და წყალია საჭირო. ერთი მეთოდის მიხედვით დარიჩინის ჩხირებს წყლით სავსე დოქში ათავსებენ და ღამის განმავლობაში ტოვებენ, დილისთვის წყალი ოდნავ ყავისფერ შეფერილობას და სიბლანტეს მიიღებს. მეორე მეთოდი კი წყლის ადუღებას გულისხმობს, რომელიც დარიჩინის ჩხირებიდან მაქსიმალურად გამოიყვანს არომატს და დაჩქარებულ მეთოდსაც წარმოადგენს, ბონუსად კი სამზარეულოში გასაოცარი სურნელი დატრიალდება! დააცადეთ სითხეს გაციება და ყინულთან ერთად შესთავაზეთ სტუმრებს.



Smell Like Christmas

სახლში სასიამოვნო სურნელისთვის

დარიჩინის ჩხირების გამოყენების შემდეგ (სასმელებში თუ სხვა დანიშნულებით) გადაგდებამდე, შეგიძლიათ მათგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად წიწვოვან ტოტებთან ერთად წყლიან ქვაბში მოათავსოთ და ნელ ცეცხლზე ან შეშის ქურაზე/ბუხარში შემოდგათ. მოგვიანებით დაფნა, მოცვი, ვაშლი, მანდარინის და ფორთოხლის ქერქიც ჩაუმატეთ და დატკბით ამ საამო სურნელებით.





დარიჩინის ჩხირები ასევე უხდება ალკოჰოლს

სასმელში დარიჩინი მარტივად გამოყოფს თავის არომატს
შეგიძლიათ არაყი ან ვისკი გაამდიდროთ დარიჩინის, ყავისფერი შაქრის და ერთიოდე ვანილის მწიკვით.



წითელი ღვინოს, ბურბონის ან კონიაკის ნახარშის გარდა დარიჩინი ასევე უხდება კენკროვან წვენს.
წვრილ-კენკროვან, ბროწეულის, ალუბლის წვენს ალკოჰოლის დამატებით.




მეტი სარგებელისთვის რძესთან ერთად
თუ კი დიდად არ ხართ რძის მოყვარული ან უბრალოდ მისი გახალისება გადაწყვიტეთ,
დაუამტეთ მცირეოდენი დარიჩნის დაფქვილის მასა რძეს.
ჩხირები კი ბავშვებს შეუძლიათ საწრუპის სახით გამოიყენონ.




მწვანე ჩაი, ბალახეული ნაზავი და ლიმონი, დარიჩინი შესანიშნავი დანამატი იქნება მეტი პიკანტური ატომატისთვის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე პოპულარულია გოგრის ნახარშის სასმელში დანამატით ნაღებთან ერთად.




გემოგასული დარიჩინი (რომელიც რამდენიმე ნახარშის შემდეგ დაკარგავს გემოს)
წიწვოვან ტოტებთან და ორგანულ ბაწრებთან ერთად გამოიყენეთ სადრესასწაულო სუფრის მოსართავად
.
მეტ იდეებს კი PINTEREST-ზე ნახავთ, საძიებო ველში ჩაწერეთ cinnamon / cinnamon sticks





კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • MaRyaLiCe თქვა:
    4 დეკემბერი 2014 10:06 - ID: 1,
    ძალიან კარგი სიახლეა, დაფქვილ დარიჩინს ხშირად ვიყენებ ყავაში, მაგრამ ჩხირები ვერსად ვნახე :(((

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top