;
4 დეკემბერი 2014      Ancho.     24 კომენტარი     ნანახია 6202-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები



TV Series/სერიალები
ტელევიზიას ძალიან დიდი გავლენა აქვს შექმნის დღიდან.
მას ერთი თვისება კერძოდ ნათესაურობა ახასიათებს.
ადამიანები ხშირად სატელევიზიო პროდუქტის გმირებს საკუთარ ოჯახის წევრებთან აიგივებენ.
ცხოვრებენ გმირების ცხოვრებით და იზიარებენ მათ "პრობლემებსა და გულისტკივილს".

აბა ერთი წუთით შეუწყვიტეთ დიასახლის ტელევიზია, ელექტროენერგია ან საყვარელ სერიალთან წვდომა,
ეს იგივეა რაც ახალგაზრდა ინტერნეტის გარეშე აცხოვრო. ასე რომ, სერიალები არის ის პროდუქტი,
რომელიც ყველა ასაკის, თუ სქესის ადამიანს განურჩევლად იტაცებს, მათი შეხედულებებისა და გემოვნების მიხედვით.



გვახსოვს ბავშვობაში ოჯახის წევრებთან ერთად ნაყურები ან უბრალოდ ცნობილი სერიალები,
გვახსოვს სკოლის ასაკში პოპულარული და გავლენიანი სერიალები მეგობრებთან ერთად რომ
ვჭორავდით და დღესაც დიდი სიამოვნებით ვტვირთვათ სეზონებს რომელიც გვახალისებს,
გვართობს გვასწავლის, დროს სასიამოვნოდ გვატარებინებს ან უბრალოდ გვხიბლავს
კინოინდუსტრიაში მიღწეული განვითარებით.

რომელ სერიალს ვუყუროთ?
ხშირად მივმართავთ ხოლმე რჩევით სხვა ადამიანებს.
მოდით დაახლოებითი მიმოხილვა გავაკეთოთ ამა თუ იმ ტიპის ადამიანზე თუ
რომელმა სერიალმა შეიძლება დააინტერესოთ.
არის შემთხვევები,
როდესაც პირველივე სერიიდან ვწყვიტავთ ყურებას, პირველი სეზონიდან
ან ბოლომდე ჩავდივართ და უკმაყოფილების შეგრძნება გვეუფლება.
მაგრამ ხშირად სერიალი პირველივე სერიიდან ვერ ახერხებს მაყურებლის
გაოცებასა და თავის შეყვარებას, ამიტომ საჭიროა მივცეთ შანსი.



დიდი გატაცებით კითხულობდით არტურ კონან დოილსა და აგათა კრისტის?

ოცნებობდით მკვლელობის ადგილას ჩაგეტარებინათ გამოძიება და მიგეგნოთ დამნაშავისათვის?
მაშინ დეტექტიური ჟანრი თქვენს იმედებს ნამდვილად გაამართლებს. მაგრამ ყველა ჟანრში მთავარია ხარისხი!
3 სერიალი, რომელიც დეტექტივის მოყვარულებს განაცვიფრებს გააოგნებს და დააინტერესებს,
ესენია: შერლოკი, ნამდვილი დეტექტივი და ჰანიბალი.

შერლოკ ჰოლმსი ყველასთვის ცნობილი გამომძიებელია,
მაგრამ გაამართლა კი ცნობილ სახელგანთქმულ ისტორიაზე შექმნილმა ეკრანიზაციამ?
კრიტიკოსებზე დაყრდნობით გეტყვით რომ დიახ.
3 სეზონის 9 სერია, რომლებიც დატვირთულია დაძაბულობით, გონებამახვილური სცენებითა და ინტრიგებით.
თითოეული სერია შესაძლოა დამოუკიდებელ ფილმადაც აღიქვას.
სერიალმა მილიონობით ადამიანი გახადა Sherlocked, და არ კარგავს აქტუალობას ახალი სეზონის ინტერესი.

http://data1.whicdn.com/images/149139470/large.gif

http://data3.whicdn.com/images/147656401/large.png

http://data1.whicdn.com/images/148990336/large.gif


ნამდვილი დეტექტივი / True detective
ჯერჯერობით 1 სეზონი და 10 სერია, რომელიც მთლიანად მხოლოდ ერთ გამოძიებას ეხება.
ფიქრობთ მოსაწყენია მთელი სეზონი მხოლოდ ერთი საქმის გახსნა?
ისევ და ისევ რეცენზიებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ არა.
ყურების ერთ-ერთ მიზეზად მეთიუ მაკკონახის ბრწყინვალე შესრულებას დაგისახელებთ.
როლი, რომელიც ოსკაროსანმა მსახიობმა ამ სერიალისთვის შექმნა გამაოგნებლად არამიწიურია.
ამისთვის რამდენიმეწამიანი ვიდეობის ხილვაც კმარა.




მეორე მიზეზად მელომანებსა და მუსიკის მოყვარულებს საუნდტრეკებს დაგისახელებთ.
სერიალი, რომლის დასაწტისსაც სიამოვნებით უყურებს ადამიანი გადახვევის გარეშე.
სერიები გაჯერებულია საუკეთესოდ შერჩეული ბექრაუნდებით.
და რაც მთავარია საქმე, რომლის გამოძიებასაც უამრავი დრო და ენერგია ეთმობა,
ნამდვილად დამაინტრიგებელი მკვლელობაა.



http://data2.whicdn.com/images/140893882/large.jpg


ჰანიბალი
შეიძლება ითქვას რომ ამ სერიალმა დეტექტივის ჟანრი სერიალებში ახალ საფეხურზე აიყვანა.
სერიალში რაც არ უნდა უხეში ნათქვამი იყოს, სიკვდილი ესთეტიურად არის წარმოდგენილი.
ყველა მიცვალებული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ეს სერიალი ყველა თქვენგანს შოკში ჩააგდებს
და 2 სეზონის ჩამთავრების შემდეგაც დიდხანს დატოვებს შოკირებულს.
დეტექტივი, რომელიც გამირჩევა უჩვეულო ნიჭით, ხილვების მეშვეობით თავი
წარმოიდგინოს მკვლელი ადგილას და დაინახოს რა მოიმოქმედა მან.
თუ თქვენთვის საინტერესოა ადამიანის ფსიქიკური შესაძლებლობები,
ადამიანთა მართვა და ნერვული გადაცდენები, მაშინ ეს საუკეთესო არჩევანია.

http://data2.whicdn.com/images/130450983/large.gif

http://data1.whicdn.com/images/149612834/large.jpg

http://data3.whicdn.com/images/148933020/large.png

http://data1.whicdn.com/images/137098054/large.gif



თუ თქვენთვის ის სერიალებია პრიორიტეტი სადაც თავის გადარჩენისთვის ბრძოლაა ასახული

ან ცხოვრება, რომელიც დამნაშავეობასთანაა კავშირში და ცხოვრებისეული დაბრკოლებები ჩანს,
მაშინ ამ განხრით 3 საუკეთესო სერიალს უნდა მიაკითხოთ.

Breaking bad
კიბოთი დაავადებული ქიმიკოსი, რომელიც საკუთარი ცოდნით ცდილობს ოჯახის მომავალი უზრუნველყოს,
იქამდე სანამ ცოცხლობს. შესაძლოა პირველი რამდენიმე სერია უხალისოდ ნახოთ,
მაგრამ ეს ნამდვილად ისეთი ტიპის სერიალებს მიეკუთვნება, რომელიც ჩათრევას
და მასზე დამოკიდებულებას იწვევს. არის პერიოდები, როდესაც ვერც კი გაიაზრებთ
ისე გადააბავთ რამდენიმე სერიას ერთად.

ის ოჯახისაგან მალულად აკეთებს შავ საქმეს", ამზადებს მეთანს, ნარკოტიკს,
რომელიც მართლაც რომ მაღალშემოსავლიანი ბიზნესია მიუხედავად საშიშროებისა და დიდი რისკისა.
აღსანიშნავია პროდუსერის შრომა, სერიიდან სერიამდე არ დააგდოს რეიტინგი
და მალ-მალე ცვალოს სიტუაციები სერიალში, რაც მრავალფეროვანსა და დაძაბულს ხდის მთლიან სიუჟეტს.

http://data2.whicdn.com/images/149127289/large.gif

http://data1.whicdn.com/images/149049680/large.jpg

http://data1.whicdn.com/images/148999657/large.png

http://data2.whicdn.com/images/148826281/large.jpg


ციხე, მასში შემთხვევით და განზრახ მოხვედრა და გაქცევასთან დაკავშირებული მთელი რიგი თავგადასავლები.
შესაძლოა ქართული ტელევიზიიდან გამომდინარე გახსოვთ კიდეც, მაგრამ Prison break არის სერიალი
რომლის სეზონებსაც რამდენჯერმეც კი უყურებს ამ ტიპის ფაბულით დაინტერესებული მაყურებელი.
მრავალ ჭირ-ვარამ გადატანილი პატიმრები მთელი სერიალის განმავლობაში, მათი სწრაფვა თავისუფლებისკენ,
სიცოცხლის ჟინი და ჩახლართული სიუჟეტები-ეს არის გაქცევა.


http://data3.whicdn.com/images/146869251/large.gif

http://data2.whicdn.com/images/136875350/large.gif

http://data2.whicdn.com/images/132179313/large.jpg

http://data3.whicdn.com/images/136874832/large.png


Lost/დაკარგულები
ამ სერიალის ლიცენზიაც ჰქონდა მოპოვებული ქართულ არხს რამდენიმე წლის წინ.
შესაძლოა ბევრ თქვენგანს უფიქრია კუნძულზე ცხოვრების საინტერესო მხარეების შესახებ.
ყველას სმენოდა რობიზონ კრუზოს გასაოცარი ისტორია და ფიქრობდა თავად რას იზავდა
უკაცრიელ კუნძულზე რომ აღმოჩენილიყო.

ავიაკატასტროფის შედეგად ეს ადამიანებიც ცივილიზაციისგან მოწყვეტილნი ცდილობენ თავის გატანას.
როგორი ძლიერია ადამიანის სურვილი გადაირჩინოს თავი და გააღწიოს ჩაკეტილი სივრციდან.
მათი ისტორია ხშრად იცვლება, იცვლებიან გმირთა გუნდები, მაგრამ თავიდან ბოლომდე
ამ სერიალის ყურება განსაზღვრული სპეციფიკის ადამიანებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.







თუ თქვენი ინტერესის სფეროს ფანტასტიკა და ისტორიული ელემენტები წარმოადგენს.

თუ გიყვართ გადაკარგვა ისეთ სამყაროში, რომელიც ოდესღაც იყო,
გამოგონილია ან რელობიდან აცდენილია,
სამეფო ტახტის თაამაშებს, ვიკინგებსა და დოქტორ ჰუს უნდა უყუროთ.

Game of thrones
რომელიც ჯორჯ მარტინის არაჩვეულებრივ ნაწარმოებზეა დაფუძნებული,
სულ სხვა დროსა და სივრცეში ამოგაყოფინებთ თავს. სხვადასხვა ტახტები,
მათი საგვარეულოები, პოლიტიკური გათვლები, ბრძოლები,
ინტრიგნული მკვლელობები, მატრიარქატისა და პატრიარქატის დაპირისპირება-
ეს ყველაფერი სატახტოთა თამაშებია.

გმირები, რომლებიც თავს გაყვარებენ და გმირები რომლებიც თავს გაძულებენ.
კეთილისა და ბოროტის შეჭიდება იუმორისტული ელემენტების არსებობითაც.
შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ბევრს კარგავს ის ვინც არ უყურებს სამეფო კარის თამაშებს.


http://data1.whicdn.com/images/148604721/large.jpg


http://data1.whicdn.com/images/148604721/large.jpg

http://data1.whicdn.com/images/148604721/large.jpg

http://data1.whicdn.com/images/148604721/large.jpg

http://data1.whicdn.com/images/148604721/large.jpg



გიტაცებთ ისტორია, მითუმეტეს ვიკინგები და საუკენეების წინანდელი დაპყრობითი პოლიტიკა?

მაშინ History Chanel-მა სერიალი "ვიკინგები" თქვენთვის შექმნა.
სერიალი არამარტო დიდ ცოდნას გაძლევთ ისტორიის კონკრეტულ ეპოქაზე, არამედ განიჭებთ სიამოვნების განცდას
იმდროინდელი ბრძოლისნურიანობისა და ცხოვრებისეული სტილის შემხედვარე.
უდიდესი პლიუსი, რომელიც ამ სერიალს აქვს მისი ქასთია.
იდეალურად შერჩეული და შესაფერისი. მხოლოდ მათი ყურება ღირს 2 სეზონის ნახვას.
გაგაოცებთ პერსონაჟების დამოკიდებულება და ქცევები. განსაკუთრებით მებრძოლი ქალის ხასიათი.
გადაინაცვლეთ სკანდინავიის ნახევარკუნძლზე და მიეგებეთ ამ საოცარ ტომებს.

http://data1.whicdn.com/images/148604721/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/144160939/large.gif

http://data2.whicdn.com/images/144872306/large.jpg


Doctor Who კი ფანტასტიკააა სამეცნიერო კუთხით.
უცხოპლანეტელები თუ თქვენი სისუსტე ან ინტერესის სფეროა,
ისტორია სწორედაც სხვა პლანეტაზე რამდენიმე ასეული წლის წინ
მომხდარი ბრძოლიდან მომდინარეობს.
"დროის ლორდები:" ებრძოდნენ ერთმანეთს და მათ ომს time war ეწოდებოდა.
ორივე მხარე განადგურდა და შემორჩა ერთადერთი time lord რომელიც სერიალის მთავარ გმირად გვევლინება.
ის თავის თავს დოქტორს უწოდებს, სახელის გარეშე და რადგანაც ყველა ამის შემდეგ უსვამს კითხვას doctor who?
სერიალის სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს.

ყველაზე საინტერესო კიდევ ისაა, რომ მას დროის მანქანა ჰყავს, ასეთი სასურველი რამ ბევრი ჩვენგანისათვის.
ერთადერთი "უცხოპლანეტელიც" მოგზაურობს დროსა და სივრცეში.
ის მარტოსულია, ამიტომაც დრო და დრო ადამიანებიდან კომპანიონებს ირჩევს ხოლმე,
ძირითადად მდედრობით სქესს და ყოველთვის მათი დატოვება უწევს.
რაც ასევე ხდის დრამატულს სიუჟეტს.

http://data1.whicdn.com/images/149595485/large.jpg


მიუხედავად იმისა, რომ დოქტორი ადამიანის აგებულებისაა, ამბობს რომ
"თაიმ ლორდ"ი კი არ ჰგავს ადამაინებს, რამედ ადამიანები ჰგვანან "თაიმ ლორდებს".


ის ისევე როგორც მომავალში, ასევე ხშრად წარსულის ცნობილ ადამიანებთან ხვდება:
შექსპირთან, დიკენსთან, ელიზაბეტ მეორესთან და მუდმივად ცდილობს დაიცვას დედამიწა,
კონკრეტულ ეპოქაში რა საფრთხეც ემუქრება მას.

კიდევ ერთი საოცარი თავისებურება რაც სერიალს ახასიათებს ის 1964 წლიდან იღებს სათავეს,
შესაბამისად მსახიობებიც იცვლებიან, გმირი კი ერთი რჩება.
მას უბრალოდ აქვს რეგენერაციის უნარი გადავიდეს სხვა ადამიანების სხეულებში.
თუ სერიალის სიდიდემ შეგაშინათ, გეტყვით, რომ არ არის სავალდებულო მისი თავიდან ყურება,
ის შესაძლებელია ნებისმიერი სეზონიდან დაიწყო.

http://data1.whicdn.com/images/149345073/large.gif



რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას, მარტივად საყურებელ სერიებს, მეგობრობას, და ურთიერთობებს,
ამ მხრივ სამ საუკეთესოთა რიგს sex and the city, friends და how I met your mother უნდა მივაკუთვნოთ.

გსურთ დამღლელი დღს ბოლოს 20 წუთიანი სერიებით იცინოთ, ცხოვრებისეული გაკვეთილები შეითვისოთ
და მეგობრების კამპანიაში ამოჰყოთ თავი, რომელთა ცხოვრებაც თქვენთვის ახლობელი, სასურველი და მისაბაძია?

სექსი დიდ ქალაქში
4 უახლოესი მეგობის ცხოვრებას ასახავს. ნიუ-ორკული დატვირთული ცხოვრება,
მათი განსხვავებული საქმიანობები და საერთო ინტერესები.
დრამები, რომლების მაგალითზეც ნებისმიერი გოგონა სწავლობს,
ის სირთულეები რაც ერთად გადააქვთ ერთმანეთის გვერდში დგომითა
და შთამაგონებელი ეპიზოდები, როდესაც საკუთარი თავის გჯერათ.
სექსი დიდ ქალაქში თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება,
რელობის გაანალიზებასა და პრობლემების გადაწყვეტას.

http://data3.whicdn.com/images/149637056/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/149013338/large.jpg

http://data3.whicdn.com/images/148977243/large.jpg

http://data3.whicdn.com/images/148182869/large.jpg


http://data1.whicdn.com/images/145357002/large.jpg


Friends
6 უახლოესი მეგობარი, საოცრად კეთილი, თბილი ურთიერთობებით გაჟღენთილი სერიალი,
რომელიც გაცხოვრებთ მათ სახლში მათ მეზობლად
გაგაზიარებინებთ მათ პრობლემებსა და ბედნიერ მომენტებს.
თქვენ იცინით ერთობით და ცხოვრებას უკეთესი თვალით უყურებთ.
რა არის იმაზე უეკთესი გყავდეს ასეთი სამეგობრო წრე-ოჯახი,
რომელთა სიტუაციები ყოველდღიურად გვგრით ღიმილს,
განეგუშებთა და გასწავლით ცხოვრებისეულ გაკვეთილებს.


http://data2.whicdn.com/images/128843140/large.gif

http://data2.whicdn.com/images/144982880/large.gif

http://data2.whicdn.com/images/147011068/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/139956745/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/146476257/large.jpg

http://data1.whicdn.com/images/111091449/large.gif

http://data3.whicdn.com/images/106330178/large.jpg


How I met your mother
გარდა იმისა რომ ეს სერიალიც კომედიურ ჟანრს მიეკუთვნება,
ესეც სავსეა იმ სიტუაციებითა და მომენტებით რითიც სწავლობთ და იზრდებით.
მსგავსად წინა ორისა, აქაც 20 წუთიანი სერიებია და დროც სასიამოვნოდ და შემეცნებით გადის.


http://data2.whicdn.com/images/147695758/large.png

http://data1.whicdn.com/images/149447642/large.png

http://data2.whicdn.com/images/147085303/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/146632112/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/111800209/large.jpg

ჩამოთვლილთაგან თქვენი ფავორიტი სერიალები:

შერლოკ ჰოლმსი
ნამდვილი დეტექტივი
ჰანიბალი
Breaking bad
Prison break
Lost/დაკარგულები
Game of thrones
ვიკინგები
Doctor Who
სექსი დიდ ქალაქში
Friends
How I met your mother

კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

24


  • rukuta თქვა:
    4 დეკემბერი 2014 23:19 - ID: 24,
    friends- საუკეთესოა love how i met your mother-ს არავის ვურჩევ დასასრული აქვს უსაშინლესი !!!! ისე ბევრი სერიალი გამოგრჩა მაგალითად მედიცინის და დრამის ჟანრში- Grey's Anatomy სუკეთესოა. თინეიჯერული და ცხოვრებისეული საუკეთესო სერიალი- One Tree Hill. კომედიის ჟანრში ერთერთი საუკეთესოა -The big Bang theory და კიდევ ბევრი რამის დაწერა შემიძლია. ( სერიალებზე ვარ შემჯდარი )

  • Ggvantsa თქვა:
    4 დეკემბერი 2014 23:09 - ID: 23,
    სად არის "modern family", "the walking dead", 'dr house'

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top