;
11 დეკემბერი 2014      Ancho.     3 კომენტარი     ნანახია 6257-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, არქიტექტურა, ვარსკვლავები

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან

ვარსკვლავებთან სახლში
სტუმრად ტომი ჰილფიგერთან


ცოტა ხნის წინ, ტომი ჰილფიგერმა მაიამიზე ვილა შეიძინა. დიზაინერმა თანამედროვე ხელოვნების
ნიმუშებს უმალ მოუყარა თავი. გადაიტანა ენდი უარჰოლისა და დემიენჰერსტის კოლექციებიდან
საუკეთესო ნამუშევრები, მეოცე საუკუნის ვინტაჟური ავეჯი.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
ტომი და დი ჰილფიგერი ჰოლში მაიერის სკულპტურასთან "მიკი".

ტომი ჰილფიგერი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მუდმივად გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე.
მოდელიერის მონაპოვარს მიეკუთვნება ორსართულიანი აპარტამენტები მანჰეტენზე მდიდრული ხედებით ცენტრალურ პარკზე
და კოლონების სტილის ვილა კარიბის ზღვის კუნძულებზე, მიკ ჯაგერის სახლის მეზობლად.
ამ ყველაფერს კი მაიამის სახლიც დაემატა. შენობა თეთრი ფასადით ატლანტის ოკეანის ქვიშის ტონალობაში
და ზღვისგან მხოლოდ და მხოლოდ პალმის რიგით გამოყოფილი. სახლის ინტერიერზე ზრუნვა ერგო შოუ-ბიზნესის
ვარსკვლავს, ცნობილ დეკორატორ მარტინ ლოურენს-ბალლარდას, რომლის კლიენტებიც იყვნენ შერი, ოზი ოზბორნი..
ამ შემთხვევაში დეკორატორს ვრცელი სათამაშო მოედანი ჰქონდა, მის განკარგულებაში იყო 1300 კვადრატული მეტრი.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
მისაღები ოთახი.

<<ჩემთვის სახლი არამარტო საცხოვრებელია, არამედ არტ-გალერეაც.
აქ ხელოვნება ყველგანაა, ბასეინთან არსებულ ტერასაზეც კი.>>


ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
სასადილო ოთახი. კედელზე უარჰოლისა და ბასკის ნამუშევრები.

სათავსოები გახდა ფართო და ეს პასუხობს მაიამის სტილს-ყვება მარტინი-დიდი ძალისხმევა დაიხარჯა
გამაპრიალებელი ლაკის მოშორებაზე დეკორში ხის ელემენტებისგან. გარაჟი ერთ დიდ ლაქის ქარხანად გადაიქცა.
დეკორატორს ასევე რთული სამუშაო ედგა წინ. მას არა მხოლოდ უნდა გაეფორმებინა სათავსო, არამედ სწორად
გაეტამაშებინა ხელოვნების ნიმუშები ჰილფიგერის კოლექციიდან. მარტინმა იმოქმედა არასტანდარტულად, მას
არ შეურჩევია სკულპტურა და მხატვრობა უკვე გამზადებული ინტერიერისათვის, მან თავდაპირველად აარჩია
ექსპონატები და მათ გარშემო შექმნა ინტერიერის კომპოზიცია.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
მუსიკალური ოთახი.
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
სასტუმრო ოთახი.
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
სახლის კინოთეატრი.


"შეურჩიო ნივთები ინტერიერს, არტ-პროდუქტებთან ერთად, არც ისე მარტივია.-ყვება დეკორატორი-
ჩვენ ვეძებდით ავეჯს ყველგან: ლონდონის, პარიზის, რომის, ნეაპოლის, ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკისა
და მაიამის მაღაზიებში. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქ ვინტაჟზე მოდის. ბევრი მათგანი ინტერნეტით
იქნა შეკვეთილი და ნაყიდი აუქციონებზე." რაც შეეხება ინტერიერის მთავარ პალიტრას, ეს არის თეთრი
შერეული ეცხლისფერი წითლითა და ყვითლით. დეკორატორმა ეს გამა ტომი ჰილფიგერის ტანისამოსის
კოლექციაზე დაყრყრდნობით შექმნა. მისი მთავარი სიამაყე არის შავ-ნაცრისფერი სასტუმრო ოთახი ნიუ-იორკის
კლუბის Studio 54-ის სტილში და ალისფერი კინოთეატრი ოსტინ პაუერსზე ფილმების სტილში.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
ინტერიერის პალიტრა იმეორებს ჰილფიგერის ბრენდის სამ ძირითად ფერს: თეთრს, წითელსა და ლურჯს.

>>სახლში ბევრი უცნაური ნივთია.
მაგალითად არომატული შპალერი ბანანის არომატით.<<


ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
საძინებელი.
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
საძინებელი სტუმრებისათვის
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
საკმარისია შეეხოტ ხელით, შეიგრძნობთ ბანანის სურნელებას.


"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სახლით, მაგრამ თუ მაინც საყვარელ ოთახზე მიდგა არჩევანი, ეს სასტუმრო ოთახია.
-ამბობს ჰილფიგერი-(სპეციალურად მისთვის მარტინმა წითელ, იასამნისფერ და ტეთრ ტონალობაში დააგო ხალიჩა)
მაიამი არამარტო მოდური კუტრორტი, არამედ კულტურული ცენტრია. აქ არაჩვეულებრივი ხელოვნების მუზეუმია,
ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. ჩემი სახლიც ჩემი პირადი არტ-გალერეაა."

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
სასტუმრო ოთახი.

სახლის პატრონი სახლის მოსაწყობ ყველა აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული.
"მარტინი ნამდვილი გენიოსია. მე და დიმ ზუსტად ის მივიღეთ, რაც გვჭირდებოდა.
აქ შეიძლება ისეთ უცნაურ რამეებს შეხვდეთ, რასაც დასაწყისში ვერც ვიფიქრებდით.
გაგიგიათ, კედელს სასიამოვნო არომატი ჰქონდეს? რემონტის დროს დრო კარგად გავატარეთ."

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
აბაზანა.

ბოლო დროს ჟურნალ Elle ში გამოქვეყნებული ინტერვიუ დიზაინერთან

-თქვენ დიდ დროს ატარებთ ნიუ-იორკში. როგორ დაახასიათებდით ამ ქალაქის სტილს?

-ჩემი ღრმა რწმენით, არ ახასიათებს ნიუ-იორკს კონკრეტული სტილი. ეს უფრო განსხვავებული სტილის
არევაა, და სწორედ ეს ხდის ქალაქს გამორჩეულს. მე ვგიჟდები ნიუ-იორკის მრავალფეროვნებაზე-ხალხით,
კულტურით, ტრადიციებითა და სტილით. 30 წლის ცხოვრების შემდეგ, კიდევ მაოცებს მანჰეტენის დაუჯერებელი ენერგეტიკა.

-ბრენდის რა განსაკუთრებული მახასიათებელი იტაცებს რუს მოდის მოყვარულებს?

-ეხლა მოდაშია preppy style-კოლეჯის სტილი. ადამაინები მას სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებენ.
რუს მომხმარებლებს მოსწონთ მოდური კლასიკური სტილი და ჰილფიგერის მრავალფუნქციური ნივთები.
ეს სტილი უფრო და უფრო ვითარდება. ბოსტონიდან ფლორიდამდე. სწორედაც ეს სტილია ჩემი კოლექციის
მთავარი გასაღები.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
სტუდია მანჰეტენზე

-შემდეგ წელს ბრენდს 30 წელი უსრულდება. როგორ შეიცვალა ტომი ჰილფიგერის სტილი დაარსებიდან დღემდე?
რა არის ის რაც ყოველთვის უცვლელია?


-იმის მიუხედავად, რომ ბრენდი მუდმივად ვითარდება, ჩვენთვის მთავარია დავრჩეთ ერთგულები ამერიკული მოდისათვის.
ყოველ სეზონზე ვცდილობ მოვახერხო კლასიკის ინტერპრეტაცია ახალი ფორმების, მატერიალების და მოულოდნელი პრინტების
დახმარებით. უცვლელი რჩება მხოლოდ ბრენდის ფილოსოფია: მოახდინოს კლასიკურისა და თანამედროვეს ადაპტაცია.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
შემოდგომა-ზამთარი 2014-15

-რა არის თქვენი მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო?

-ჩემი შვილები. მათი ახალგაზრდული ემოცია და ენერგია შთამაგონებს ყოველდღიურად.

-თქვენი კოლექციები მუდმივად დაკავშირებულია პოპულარულ მუსიკალურ მიმდინარეობებთან.
რომელი მუსიკალური სტილია თქვენთან ყველაზე ახლოს და როგორ მოქმედებს პოპ-კულტურა მოდაზე?


-მე მომწონს სხვადასხვა ჟანრის მუსიკა. დაწყებული ბითლზიდან, როლინგ სტოუნიდან და დევიდ ბოუიდან
ალიშა კისამდე და imagine dragon მდე. მუსიკა ყოველთვის დიდ როლს ტამაშობდა ჩემს ცხოვრებაში. ის შთამაგონებდა
პირველი მაღაზიის გახსნისას.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან

-გყავთ თუ არა მუზა? ვიზე ფიქრობთ კოლექციის შექმნისას?

-ჩემი მუზა არს ჩემი ცოლი დი. მას განუმეორებელი გემოვნება აქვს. მე აგრეთვე მაღფრთოვანებს
ოდრი ჰეპბერნი, გრეის კელი, ბიანკა ჯაგერი. ის ხასიათები, რომელსაც დაუსრულებლად ვათამაშებთ.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან
შემოდგომა-ზამთარი 2014-15

-იდეალური ჯინსი როგორია?

-რაც შეეხება ჯინსებს, მთავარია კარგად "გაჯდეს". მე ყოველტვის ვეძებ კომფორტის, სტილისა და
ფორმის შერწყმას.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან

-ყველაზე თამამი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ კარიერაში მიიღეთ.

-1985 წელს მე უკვე ვცხოვრობდი ნიუ-იორკში და ახალი დაბადებული იყ ჩემი უფროსი ქალიშვილი, როდესაც
მიმიწვიეს სტაბილურ სამსახურზე გიგანტურ მოდურ ბრენდში. პარალელურად, ბიზნესმენმა მორხან მურჟანიმ
შემომთავაზა დამერსებინა საკუთრი ბრენდი. ერთი მხრივ, ეს იყო საუკეთესო საშუალება რეალიზება მომეხდინა
მთავარი ოცნების, მაგრამ მეორე მხრივ ეს პერსპექტივა ძალიან მაშინებდა. მაგრამ მივხვდი, რომ შანსი უნდა გამომეყენებინა.
მე საკუთარი თავის რწმენა მოვიპოვე და წავედი რისკზე- ეს იყო საუკეთესო არჩევანი, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან

-რას თვლით დიზაინერისათვის საუკეთესო კომპლიმენტად?

-უყურო ხალხს საკუთარ ტანისამოსში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

-წარმატების ყველაზე სასიამოვნო მხარე.

-მე მინდოდა ყოველთვის ვყოფილიყავი იმდენად გავლენიანი, რომ მიმეღო მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში,
რომლებიც ჩემთვის მართლაც ძვირი იყო. საქველმოქმედო ფონდის Tommy Cares მიღწევაც ესაა, რითიც ვმაყობ.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად ტომი ჰილფიგერთან


კატეგორია: საინტერესოა, არქიტექტურა, ვარსკვლავები
Tags:

3


  • QueenL თქვა:
    12 დეკემბერი 2014 20:38 - ID: 3,
    მაგარი სახლია love ყველაზე მაგარი საძინებელია,ეს მომეწონა ყველაზე მეტად love

  • GLao თქვა:
    12 დეკემბერი 2014 20:04 - ID: 2,
    მომკალი და ესეთ სახლში ვერ ვიცხოვრებ რაა

  • 5sos თქვა:
    12 დეკემბერი 2014 16:01 - ID: 1,
    ძაან კარი ნიუსია ხოლო რაც შეეხება სახლს ძაან ორიგინალირი და განსხვავებულია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top