;
13 დეკემბერი 2014      Ancho.     5 კომენტარი     ნანახია 4044-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

სამეფო ხაზინა: რამდენს შეადგენს მონარქებისა და პრინცესების ხელფასი?

დედოფალი, მეფე, ჰერცოგინია თუ პრინცი - არამხოლოდ შესაშური ტიტულები,
არამედ ოფიციალური პასუხისმგებლობაც შესაბამისი ანაზღაურებით.
რამდენს გამოიმუშავებენ ევროპელი მონარქები?

დეკემბრის დასაწყისში, ელიზაბეტ მეორის 26 წლის შვილისშვილის ბეატრისის ხელფასი
გამოააშკარავეს. 2014 წლიდან პრინცესა Sony Pictures ის კომპანიაში ასრულებს
პროდიუსერის მოვალეობას. მისი წლიური ბრუნვა 19,5 ათასი ფუნტია, ყოველთვიურად
დაახლოებით 1600 ფუნტი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს სულაც არაა მაღალი მაჩვენებელი
ნათესავებსა და მეზობელ ქვეყნებში მყოფ "კოლეგებთან" შედარებით.

სამეფო ხაზინა

ელიზაბეტ მეორე
დიდი ბრიტანეთი
670 000 $


შვილიშვილი-კარიერისტი ბეატრისი ვერც კი მიუახლოვდება ბებიის შემოსავლებს. 2013 წლამდე
მისი შემოსავალი უცნობი რჩებოდა. სამეფო ოჯახის შენარჩუნებაზე, სასახლესა და მომსახურე
პერსონალზე 36,1 მილიონი ფუნტი იხარჯება. ექსპერტებმა დაითვალეს, რომ თუ ამ თანხას გავყობთ
ბრიტანეთის გადასახადების გადამხდელებზე, თითოეულ ადამიანს ერთ ფუნტზე ნაკლები გამოუვა გადასახდელად.

რაც შეეხება პირად ხარჯებს, მეფის დედას ყოველთვიურად გამოყოფილი აქვს 670 ათასი $ , ხოლო
მის ქმარს ედინბურგის ჰერცოგს, 515 ათასი $ . ოჯახის დანარჩენ წევრებს თავად ელიზაბეტი უნაწილებს თანხას.
მაგალითად პრინც უილიამისთვის მას არ ენანება 62 409 $ თვეში (დღეში 250 $). რაც შეეხება ჩარლზს,
მან პრინციპულად თქვა უარი დედის დახმარებაზე, ის თვითონ ინახავს თავს და ზედმიწევნით იხდის
საშემოსავლო გადასახადის 40% კორნუოლის საჰერცოგოს რენტიდან, რომელსაც მისთვის 6.5 მილიონი $
მოაქვს ყოველწლიურად.

დანარჩენი ოჯახის წევრები ცდილობენ ისე როგორც შეუძლიათ. უესექსის გრაფინია საზოგადოებასთან ურთიერთობის
სპეციალისტად მუშაობს და წლიურად 94 ათასი $ მოსდის. პრინცესა მარგარეტის ქალიშვილი ლედი სარა სურათებს
ხატავს ბაზრობებისთვის. ლედი ჰელენ ტეილორი, კენტის ჰერცოგის ქალიშვილი, არმანის წარმომადგენელია.


სამეფო ხაზინა სამეფო ხაზინა
სამეფო ხაზინა
სამეფო ხაზინა
სამეფო ხაზინა
სამეფო ხაზინა


ფილიპე
ესპანეთი
698 331 €


ამ წლის თებერვალში ესპანეთის მონარქებმა პირველად გამოააშკარავეს მათი წლიური შემოსავალი.
სამეფო ოჯახის შენარჩუნებისათვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 7,7 მილიონ $ს გამოყოფენ.
698 331 € ჯამური ხელფასია ოჯახის წევრებისთვის. მათგან, მეფეს -- € 292 752 , დედოფალს -- € 131 739
და შთამომავლებს € 146 376 .
ინფანტა კრისტინა, რომელიც წლის დასაწყისში ფულის გათეთრეაში დაადანაშაულეს, ერთადერთია
რომელსაც არაფერი ერგება. ის კომერციულ სექტორში მუშაობს და დამატებით მატერიალურ დახმარებას
არ საჭიროებს.

სამეფო ხაზინა

ვილემ-ალექსანდრე
ჰოლანდია
829 000€


ჰოლანდიაში მონარქები უფრო ძვირი უჯდებათ. სპეციალისტეის გამოკვლევით სამეფო სახლი წლიურად
90 მილიონ € ს მოიხმარს. მეფეს, ვილემ-ალექსანდრს 829 ათასი € აქვს.
მის ცოლს დამატებით 200 ათასი € . 2012 წელს მოსახლეოის აღშფოთეა
გამოიწვია მონარქების შენაძენმა "მოკრძალეულმა სახლმა" ჩრდილოეთ საბერძნეთში 4, 5 მილიონ ევროდ.
(ერთი ღობის ღირეულება შეადგენდა 460 ათას ევროს). იმისათვის, რომ ცოტათი დაეწყნარებინათ ხალხი,
მონარქებმა მოზამბიკის სახლი გაყიდეს. ჰოლანდიური ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია ევროპის მონარქთა შორის.

სამეფო ხაზინა

მარგარეტ მეორე
დანია
750 000 €


დანიის დედოფალს მარგარეტს გლიუკბურგსეის დინასტიიდან, სასახლის შესანარჩუნელად 13,5 მილიონ €ს
უყოფენ. ფიქსირეული სამეფო შემოსავალი ყოველთვიურად 750 000 ევროა. მისი ქმარი ჰენრი,
პირადი ხარჯებისათვის იღებს 83 000 ევროს.

სამეფო ხაზინა

ალბერტ მეორე
ბელგია
152 000 €


ეკნომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დაარტყა ბელგიის სამეფო ოჯახს. ადმინისტრაციული ხარჯები
შეუცვლელი დარჩა - 6 მილიონი ევრო ყოველწლიურად. ყოველთვიური შემოსავალი მეფე
ალბერტისთვის 10%ით შემცირდა 152 ათას ევრომდე. მის ცოლს უწევს "იკმაროს" 91 ათასი ევრო.
პრინცსა და პრინცესას 22 დან 65 ათას ევრომდე.

სამეფო ხაზინა

ჰანს ადამ მეორე
ლიხტენშტეინი
645 000 €


ლიხტენშტეინის მეფის ჰანს ადამის უკანასკნელი ფინანსური მონაცემები 2010 წელს გამომჟღავნდა.
მაშინ მისი ყოველთვიური შემოსავალი 645 000 ევრომდე მერყეობდა. ამ მომენტში კი ის ერთ-ერთი
შემდგარი მონარქია ევროპაში 5 მილიარდიანი (€) კაპიტალით.


სამეფო ხაზინა

ჰერალდ მეხუთე
ნორვეგია
100 000 €


ყველაზე დაბალშემოსავლიანი მონარქი კი ნორვეგიაშია. ჰერალდ მეხუთე 1.2 მილიონ €ს იღებს
წელიწადში. 20 მილიონ ევროს კი ხარჯებისათვის.

სამეფო ხაზინა


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

5


  • beonce თქვა:
    20 დეკემბერი 2014 02:16 - ID: 5,
    მე პირადად,ინგლისის მოქალაქე რომ ვიყო გავიმეტებდი ერთ ფუნტს,რადგან ძალიან მომწონს ინგლისის სამეფო ოჯახი.ზოგადად,ბევრი ძველი ღირებულება მიზიდავს და მმართველობის ისეთი ფორმა,როგორიც კონსტიტუციური მონარქიაა და რომელშიც კარგად არის შერწყმული სიძველე და თანამედროვეობა ჩემთვის მოსაწონია. feel

  • gnr თქვა:
    14 დეკემბერი 2014 15:29 - ID: 4,
    კიდევ კარგი ჩვენც არ გვყავს მონარქი crying

  • I.M თქვა:
    14 დეკემბერი 2014 14:57 - ID: 3,
    მართლა რა საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ :))

  • demetria თქვა:
    13 დეკემბერი 2014 12:55 - ID: 2,
    რა საინტერესო სტატია იყო, ლიხტენშტეინის მონარქს დამიხედეთ რამხელა თანხაა drunk

  • GLao თქვა:
    13 დეკემბერი 2014 11:18 - ID: 1,
    უფრო მეტს ვფიქრობდი მეე

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top