;
28 დეკემბერი 2014      Nina√     5 კომენტარი     ნანახია 4639-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა


^აუცილებლად ჩართეთ მუსიკა^

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅


ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება . ახალი წელი - ეს ის დღესასწაულია, რომელსაც უკლებლივ ყველა, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა სულმოუთქმელად ელის. ახალი წელი ხომ ყველა ჩვენგანისთვის ბედნიერებასთან, სიხარულთან, სიკეთესთან, წარმატებასთან, და რაც მთავარია, რაღაც ახალთან ასოცირდება. ალბათ, სწორედ ამიტომ გვიყვარს ეს დღესასწაული ასე გამორჩეულად. დროა, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე თუ რას გააკეთებთ სამომავლოდ. ჯობს ახლავე დაიწყოთ. დროა, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროთ და იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ. დაივიწყეთ ყველაფერი ცუდი, რაც 2014 წელს გადაგხდათ თავს და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეთ. ნუ დაიზარებთ, გადით მაღაზიებში, შეიძინეთ საახალწლო სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები, ტკბილეულობა... ეს ხომ ახალი წელია! ხომ გსმენიათ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისე წარიმართებაო. ამიტომ გირჩევთ! აქედანვე დაიწყოთ ამ შესანიშნავი დღესასწაულისთვის მზადება და შეიქმნათ ამაღლებული განწყობა... რაღა თქმა უნდა ANGEL.GE -სთან ერთად

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅


2015 წელი ლურჯ-მწვანე თხის (ცხვრის) წელიწადია. თხა მშვიდი, გაწონასწორებული, უპრეტენზიო, კაცთმოყვარე ცხოველია, რომლისთვისაც უცხოა აგრესია. ამ წელს უნდა ვეცადოთ ყოველი უთანხმოება მშვიდობიანად მოვაგვაროთ, კამათისა და ჩხუბის გარეშე. თხა ესტეტიკის მოყვარულია, სწორედ ამიტომ 2015 წელს ბედი გაუღიმებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სილამაზეს ემსახურებიან. გთავაზობთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით.

❅ ❅ ❅

ალბათ ამ საიტის მომხმარებელთა უმეტესობას ძალიან აინტერესებს თუ რა უნდა ჩავიცვათ ახალი წლის საღამოს. თვლიან, რომ თხა მოდის მოყვარული კრეატიული არსებაა. ამის გათვალისწინებით, ჩაცმულობა უნდა იყოს ელეგანტური, დახვეწილი და არა პომპეზური. ყველაზე მიღებული 2015 წლისათვის არის თეთრი და შავი, ასევე ლურჯი და მწვანე ფერები. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სამოსს არ ააჭრელებთ და მხოლოდ ერთ ფერში გადაწყვეტთ.

იმის გათვალისწინებით, რომ თხა სიმყუდროვის მოყვარული ცხოველია, გირჩევთ, რომ ახალი წლის საღამოს სახლში დარჩეთ და ეს დიდებული დღესასწაული თქვენს ოჯახის წევრებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად აღნიშნოთ.

ნაძვის ხესთან აუცილებლად დადგით თხისა და ზარის ფორმის ფიგურები. სახლს ძალიან ნუ ააჭრელებთ. საახალწლო მორთულობა სადა უნდა იყოს, ისევე როგორც თქვენი სამოსი. გამოიყენეთ მწვანე, ცისფერი და კრემისფერი. კარგი იქნება ნაძვის ხეს ხის ან ქაღალდის სათამაშოებით თუ მორთავთ.

წარმოუდგენელია ქართველების საახალწლო სუფრა ტრადიციული კერძების გარეშე-უდავოა, რომ გოზინაყის, ხაჭაპურის, საცივის მომზადება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თხის ხასიათსაც ნუ დავივიწყებთ. სუფრაზე რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული მოათავსეთ, ამასთანავე საუკეთესო ვარიანტია მწვანილი, ხილი და სალათები. ეცადეთ, ყველაფერი იყოს ნატურალური. არ დაგავიწყდეთ მარილის დადებაც, რადგან ამ ცხოველს იგი განსაკუთრებულად უყვარს!

ხალი წლის ღამეს ეცადეთ მაქსიმალურად გაერთოთ, იცეკვოთ, გამხიარულდეთ დ სხვებიც აიყოლიოთ. აუცილებელია თავისუფლება და იუმორი.

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅
☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅
☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ახალი წლის შესახებ

პირველად ახალი წელი 4000 წლის წინ აღნიშნეს რომში. რომის იმპერატორი, იულიუს კეისარი იყო პირველი, ვინც 1-ლი იანვარი დღესასწაულად გამოაცხადა. მან ამ თვეს Janus დაარქვა. ერთ-ერთი ღმერთის სახელი, რომელსაც ორი სახე ჰქონდა: ერთი, რომელიც წინ იხედებოდა და მომავალზე იყო ორიენტირებული, ხოლო მეორე, რომელიც უკან იხედებოდა და წარსულზე ფიქრობდა.

ამერიკელების დაახლოებით 45% ახალ წელს იღებს მნიშვნელოვან დაგაწყვეტილებებს, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. მათ შორისაა:წონაში დაკლება, უკეთესი სამსახურის მოძებნა, ფულის ნაკლები ფლანგვა და მისი შენახვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მავნე ჩვევებზე თავის დანებება(აჰკოჰოლი, თამბაქო, ნარკიტიკები). თუმცა, 25% ამ გეგმის სისრულეში მოყვანაზე უკვე ერთი კვირის შემდეგ აცხადებს უარს. დამეთახნმებით, რომ ქართველებიც ასე ვიქცევით. მაგრამ, იმედია, წელს მაინც ეცდებით მიზანი ბოლომდე მიიყვანოთ.

ტრადიცია ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს სასურველია მწვანე სალათის ფურცლები მივირთვათ, რადგან ის ნეტარებისა და სასიამოვნო სიახლეების სიმბოლოა. კარგი იქნება თუ ლობიოსა და ბარდის მარცვლებსაც მოვაბნევთ სახლში, რაგან მათი მარცვლები მონეტებს წააგავს. ეს ტრადიცია უხვ და ნაყოფიერ წელიწადს გვპირდება. რა იცით რა ხდება, იქნებ სცადოთ?!




☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅
☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅

ახალ წელს ყველა ქვეყანაში ცდილობენ პირველები დაუკავშირდნენ თავიანთ ახლობლებსა და მეგობრებს, რადგან მათ ბედნიერების მოტანა შეუძლიათ. თუ ვის ნახავ ახალ წელს პირველად, განსზაღვრავს წლის ბედს, იღბალსა თუ უიღბლობას. ასე რომ, ახლოს შემოიკრიბეთ საყვარელი ადამიანები! მტრებისგან რაც შეიძლება შორს!

იტალიაში ახალი წლის ღამეს წითელ საცვლებს იცვამენ, რადგან მათი მრავალსაუკუნოვანი რწმენით, წითელი ფერი იღბლიანია.

ჩინეთი ნომერ პირველი ექსპორტიორია ფეიერვერკის გამოშვების მიხედვით. დაახლოებით 90% ყველწლიურად ჩინეთიდან შემოდის.

ფეიერვერკზე ფიქრი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

სანტას სულ 31 საათი აქვს იმისთვის, რომ შემოიაროს მთელი მსოფლიო და დაარიგოს საჩუქრები (დიდი მადლობა სასაათო სარტყლებს შორის განსხვავებას)

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅
☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅
☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅

სანტა კლაუსს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: Saint Nicholas, St Nick, Father Christmas, Black Peter, Kris Kringle, Pere Noel, La Befana, SinterKlaas და რაღა თქმა უნდა, თოვლის ბაბუა ^^

კოკა-კოლა არის პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც სანტა კლაუსის ილუსტრაცია გამოიყენა რეკლამაში. ეს იყო 1930 წელს

კანადაში სანტას თავისი კოდი აქვს, რომელიც ასე წარმოითქმის: HOH OHO

სანტას ტანსაცმელი თავდაპირევლად მწავნე იყო. იგი წითლად მას მერე შეფერადდა, რაც კოკა-კოლამ თავის ქილაზე იგი წითლად შემოსა.

სანტა გადის 510,000,000 კილომეტრს ახალი წლის ღამეს, 10,703,437.5 კილომეტრს საათში და 1 წამში 1,800 მილს, თანაც შეუჩერებლად!

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅

☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅



ახლა კი დატკბით ფოტოკრებულით






















































ნუ შესწირავთ თქვენს პრობლემებს ამ დიდებულ დღესასწაულს. ნუ მისცემთ სხვებს და საკუთარ თავსაც კი იმის უფლებას, რომ განწყობა გაგიფუჭოთ. ამ დღეს ყველა ბედნიერი უნდა იყოს. შეიძლება, ყველაფერი არ გაქვთ სრული ბედნიერებისთვის და უფრო მეტიც, ბევრი რამ გაკლიათ ამისთვის, მაგრამ კარგად დაფიქრდით, რა იქნებოდა ისიც რომ არ გქონდეთ, რაც ახლა გაქვთ?! ამიტომ, დააფასეთ თითოეული წამი და აქციეთ იგი ყველაზე დასამახსოვრებლად! დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება, სწავლასთან, სამსახურთან, თუნდაც სიყვარულთან დაკავშირებული პრობლემა, ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნით მაინც. გჯეროდეთ ვარდისფერი ფერის, ბევრი კოცნის, ყველაზე ცუდ დროსაც კი ძლიერად დარჩენის, სიცილის, ხვალინდელი დღისა და რაღა თქმა უნდა სასწაულების!

იმედი მაქვს, ამ სტატიამ ცოტაოდენი ხალისი მაინც შემატა თქვენს გაწყობას.

ANGEL.GE გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით. დაე, ისე წარმართულიყოს თქვენთვის 2015 წელი, როგორც ოცნებებში წარმოგიდგენიათ!

ავტორი: ნინი ხავთასი


☃ Be Cheerful! New Year is Coming ❅

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

5


  • lermaniac=) თქვა:
    4 იანვარი 2015 21:52 - ID: 5,
    ეჰ რა ცუდია ამ სტატიას ახალი წლის მერე რო ვკითხულობ :'D ჰაჰა ისე ძალიან მომეწონა, ნამდვილად ხალისიანი და მხიარული სტატიაა!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top