;
11 იანვარი 2015      Ancho.     5 კომენტარი     ნანახია 5070-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები

http://38.media.tumblr.com/c5f72151207e7a6e6c38ad3689495203/tumblr_mx7zwvLIg41se7bylo1_500.gif

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

ყველა დროის მთავარი სექს სიმბოლო
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
დავახასიათოთ ის როგორც ცნობილი მსახიობი და ლეგენდარული ლამაზმანი, სიტყვები არ გვეყოფა. იმისათვის რომ გავიგოთ მისი პიროვნების მასშტაბურობა, უნდა ავღნიშნოთ, რომ მეოცე საუკუნეში არ არსებობდა ქალბატონი, რომელსაც ასე სცემდნენ თაყვანს. თუ კი მეოცე საუკუნის მთავარი სექს-სიმბოლოს დაფნის გვირგვინზე კონკურენციას მერლინ მონრო გაუწევდა, ის მას გამჭრიახი მსახიობის ტიტულს ნამდვილად ვერ წაართმევდა. ისევე როგორც დაფნას სტილით ეპოქის მთავარ აიქონობაზე.

მდიდარ ბურჟუაზიულ ოჯახში აღზრდილი ბრიჯიტი კლასიკური ბალეტით იყო დაკავებული. მას დიდ მომავალს უსახავდნენ, მაგრამ მან მოდელის კარიერა არჩია. იმ საბედისწერო გარეკნის შემდეგ ჟურნალი Elle-სთვის, რეჟისორი როჟე ვადირი მისმა სილამაზემ იმდენად მონუსხა, რომ ის გადაიღო თავის ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი". დაიწყო მასობრივი მისტერია ბრიჯიტის სახელის გარშემო-რეჟისორები ოცნებობდნენ მასთან მუშაობაზე, ქალები ბაძავდნენ მის სტილს, მოდის სამყარო მის ფეხქვეშ განერთხო.
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
60-იანების შუაში, მისი მომავალი მესამე ქმარი მულტიმილიონერი გიუნტერ ზაქსი ვერტმფრენიდან ჩამოხტა ბრიჯიტის ვილაზე, ბიზნესმენმა პოსტერ გაი პარამ მის სახელზე სასტუმრო ააშენა, დღეს ეს ლეგენდარული სასტუმრო დიდი პოპულარობით სარგებლობს და სენ ტროპეს ყველაზე გლამურულ ადგილად ითვლება.

ბარდო საოცარ უნარს ფლობდა, გაეხადა ყველაფერი მოდური რასაც ეხებოდა. სწორედაც მისი წყალობით, უბრალო სოფელი სენ ტროპე მსოფლიოს მთავარ გლამურულ კურორტად იქცა. აქ ვარსკვლავი აწყობდა თავის ცნობილ წვეულებებს თავის ქმარ გიუნტერ ზაქსთან ერთად, რომელიც ბრიჯიტის სიყვარულმა საოცარი მფლანგველი გახადა: პირადი თვითმფრინავები, შოპინგი, შამპანიურის მდინარეები. 90-იანებში სწორედ ზაქმა აჩვენა მსოფლიოს კლაუდია შიფერი, რომელსაც ბრიჯიტ ბარდოს კოპიას უწოდებდნენ.
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
რაც შეეხება მოდას, ბრიჯიტის სტილი არასოდეს გადადიოდა მოდიდან იმ დროიდან. საოცარია, რომ ბრიჯიტს ბუნებიდან არ ჰქონდა მონიჭებული იდეალური პარამეტრები, სახის სწორი ნაკვთები, მაგრამ სწორედ არასტანდარტული ტუჩების ფორმა ქმნიდა მიმიკის განსაკუთრებულ შარმს. ის არ ყოფილა კლასიკური სილამაზის პატრონი, მაგრამ იდეალური ქორეოგრაფიული ფორმა და მისი მოდური ხრიკები ქმნიდნენ მის ტიპაჟს, ისეთ მიმზიდველს, რომ კაცებს მისი მაგვარი არ ენახათ.
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
მისი შემოქმედებითად გააზრებული "ხარვეზები" ხდიდა მას სექსუალურს-აწეწილი თმა, დაუდევარი მაკიაჟი, კბილებში სიგარეტი, თავისუფალი მოძრაობები, დაჭმუჭნილი პერანგები. ეს იყო ამოუხსნელი მაგიური გავლენა. კინოსამყარომ, რომელიც მიჩვეული იყო ყველაფერ იდეალურს, ვარსკვლავებს კორსეტის ატლასის კაბებში, ბრიჯიტის სახით საოცარი თავისუფლება იგრძნო, ამიტომაც უმალ ჩაენცვლა მისი სტილი სილამაზისა და მოდის კანონიკის იდეალებს.
https://38.media.tumblr.com/12716039ca42fac49c2a3eac00dfdf34/tumblr_mngct0Hw2g1rruiv5o1_500.gif

სწორედ მან, მომავალმა ნოვატორმა, მოდაში შეიტანა უბრალო პერანგები, მუცელთან დახვეული და შეკრული. სადა "ბალეტკები" რომლებიც მისი ინტერპრეტაციით სექსუალური გახდა. ბიკინი საცურაო კოსტიუმები-სწორედ ბრიჯიტი პოზიორობდა კანის სანაპიროებზე საცურაო კოსტუმით ყველა პაპარაცის თვალწინ. კაბა-პერანგი და სწორი ქვედაბოლო (ზედმეტსახელად "ფანქრისებური") ასევე მისი გარდერობის იდეებია. და ჯინსები? სწორედ ბრიჯიტმა დაიწყო ჯინსების ისე ხმარება, რომ ისინი სპეციალურ სამუშაო ჩაცმულობად აღარ ითვლებოდა. სწორედ ბარდომ უარყო ქალის თეთრეული, არა იმიტომ, რომ გადაეტანა ის კულტივირებული იდეა, რომ ყურადღება ბიუსჰალტერებზე გადაეტანათ, (ხშირად კონუსის ფორმის ბიუსჰალტერებსაც ხმარობდნენ), არამედ იმიტომ, რომ გამოეხატა სირბილის, მოდუნების, სინატიფის შეგრძნება.
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
უფრო მეტი ნოვატორულობა იყო მისი სილამაზის გამოხატვაში. მერლინ მონროსა და გრეის კელის ლოკონების შემდეგ, ბრიჯიტის უსწორმასწორო თითქოს დაუვარცხნელი თმა პარიკმახერების შთაგონებად იქცა. მისი პირადი პარიკმახერი მისი თმისგან აკეთებდა ვარცხნილობების როკენროლის დივას სტილში. სწორედ ბარდოს დამკვიდრებულია smoky eyes და ასევე ვარცხნილობები დიდი "აბიომით".
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
მთელი 60 და 70-ანი წლები ბრიჯიტ ბარდოს მიეძღვნა, თუმცა წლების მერეც იმეორებდნენ მის სტილს და იდეებს. კლაუდია შიფერმა ბრიჯიტ ბარდოს მსგავსებით გაიკეთა კარიერა, ქეით მოსმა რიჯიტის სექსუალურობისადმი მიდგომაზე მოახდინა ინტერპრეტაცია. მაგრამ ალბათ ყველა ქალს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სწორედ ბრიჯიტმა დაამკვიდრა.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

http://media.giphy.com/media/O2k6Gqe6ou9aw/giphy.gif



1959წ. ბრიჯიტ ბარდო პატარძლის როლში ფილმში "იცეკვებთ ჩემთან ერთად?" გადასაღებ მოედანზე ის თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მამაკაცს მომღერალ სერჟ გინსბურგს, რომელთანაც საოცარი სიყვარულის ისტორია გადახდა. პირველი ქორწინება კი იყო რეჟისორი როჟე ვადიმი 18 წლის ასაკში.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1959წ. რეჟისორ კრისტიან ჟაკის იახტაზე, რომელმაც ბრიჯიტის მონაწილეობით გადაიღო ფილმი "ბაბეტა ომში მიდის".

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1946წ. 5 წლიდან ბრიჯიტი აქტიურად იყო დაკავებული ბალეტით.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1952წ. რეპეტიცია პარიზში, სახლის სახურავზე,იქ სადაც მას ბინა ჰქონდა.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1952წ. ბრიჯიტი ოჯახურ საგვარეულოსთან. მდიდარ ბურჟუაზიულ ოჯახში გაზრდილი ჯანყდებოდა არა იმიტომ, რომ ყურადღება მიექცია, არამედ იმიტომ რომ გაქცეოდა მოსაწყენ ცხოვრებას.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

გოდარის ფილმის Le Mépris-ის გადაღებებზე. ბრიჯიტ ბარტო თავისი მოწოდების ზენიტში იმყოფებოდა.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1963წ. ჟან ლუკ გოდარის ფილმის 'Le Mépris' პრესკონფერენციაზე ბრიჯიტი პროვოკაციულად სექსუალური იყო. მას ყველა იქ მყოფი რეჟისორი სთავაზობდა მასთან მუშაობას.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1965წ. ფილმ Viva Maria-ას გადაღებების შესვენებაზე.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1966 წელსგერმანიის ყველაზე მდიდარ კაცს გიუნტერ საქსს ყურებამდე შეუყვარდა ბრიჯიტ ბარდო. გაცნობიდან 3 საათის შემდეგ ის მის ეზოში ვერტმფენიდან დაეშვა, რამდენიმე კვირაში კი მათ იქორწინეს. ეს იყო მესამე ქორწინება, მაგრამ არა უკანასკნელი. ისინი იდეალური წყვილი ჩანდნენ. ბრიჯიტს ცხოვრება ზღაპრად ექცა, მაგრამ მათი დაშორებაისევ დაისევ ბრიჯიტის პოლიგამიურობის გამო მოხდა. გიუნტერი ცხოვრების ბოლომდე ყიდულობდა აუქციონზე გამოტანილ ბრიჯიტის ნივთებს.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

1968 წლის ზაფხულში, სენ ტროპეში გადაღებულმა ამ ფოტომ პუბლიკა აღაფრთოვანა. ცნობილი მსახიობები, ალენ დელონი და ბრიჯიტ ბარდო ერთად! მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯიტს ეკრანული სიყვარულები რეალობაშიც გადმოჰქონდა, ალენტან ურთიერთობას გაექცა. ორმა სექს-სიმბოლომ რატომღაც გადაწყვიტა მეგობრებად დარჩენა. ფოტო კი დარჩა ნოსტალგიად.

ბრიჯიტ ბარდო და მოდა

კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

5


  • laurenbacall თქვა:
    12 იანვარი 2015 20:55 - ID: 5,
    ულამაზესია,სასწაული ტანი აქვს და იმ დროისთვის შედარებით განსხვავებული ვარცხნილობა.კლაუდია შიფერს მილიონჯერ ჯობია,თუმცა ის ფილმებში დიდად არ მომწონს ძირითადად ვულგარული როლები აქვს.

  • demetria თქვა:
    11 იანვარი 2015 18:47 - ID: 4,
    რა სილამაზის პატრონი იყოო love

  • Bradshaw^^ თქვა:
    11 იანვარი 2015 16:25 - ID: 3,
    love სილამაზის ეტალონია რაა love

  • anabell) თქვა:
    11 იანვარი 2015 12:56 - ID: 2,
    ულამაზესი love

  • eekuna თქვა:
    11 იანვარი 2015 12:15 - ID: 1,
    <3 love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top