17 January 2015      slimshady     Views 16 147    
Category: Fun, Interesting / Films, Movies

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

15 იანვარს აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნმა და მსახიობმა კრის პაინმა გამოაცხადეს 2015 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგენილი ნომინანტები 25 კატეგორიაში; წლევანდელი ნომინანტთა სია ბევრი სიურპრიზებითა და იმედგაცრუებებით იყო სავსე. ნახეთ რომელმა ფილმმა მოიპოვა ყველაზე მეტი ნომინაცია, ვინ მიიღო თავისი მე-19 ნომინაცია და ვინ გახდა ყველაზე ასაკოვანი ოსკარის ნომინანტი აკადემიის ისტორიაში.

გთავაზობთ ნომინანტთა სიას + ყველაზე დიდი მოულოდნელობები


15 იანვარს ორ ნაწილად შედგა ოსკარის ნომინანტთა დასახელების ცერემონია

პირველი ნაწილი დილის 5:30-ზე დაიწყო: რეჟისორებმა ჯეი ჯეი აბრამსმა (J.J. Abrams) და ალფონსო კუარონმა (Alfonso Cuarón) გამოაცხადეს მეორეხარისხოვანი კატეგორიების ნომინანტები,როგორებიცაა :

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
ვიზუალური ეფექტები | საუკეტესო ხმის ეფექტები | საუკეტესო ხმის მონტაჟი

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
მხატვრული გაფორმება | მაკიაჟი და ვარცხნილობა | კოსტუმების დიზაინი

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
კინემატოგრაფია | მუსიკა | მონტაჟი

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
მოკლემეტრაჟიანი ფილმი | მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი | მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
საუკეთესო ანიმაცია | საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
საუკეთესო ორიგინალური სცენარი | საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
საუკეთესო სიმღერა | საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

5:38-ზე სცენა ალფონსო კუარონმა და ჯეი ჯეი აბრამსმა დაუთმეს აკადემიის პრეზიდენტ
შერილ ბუნსა და მსახიობ კრის პაინს, რომლებმაც ოსკარის მთავარი ნომინაციები გამოაცხადეს :


ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია
საუკეთესო ფილმი | საუკეთესო რეჟისორი

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

______________________________________________________________________________________

✪ როგორც ხედავთ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინებია" წარდგენილი ესტონეთის სახელით.ფილმის რეჟისორი - ზაზა ურუშაძე ასეთი სიტყვებით გამოეხმაურა ამ სასიხარულო ამბავს :

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

"მანდარინებთან" ერთად ამ კატეგორიაში წარდგენილი ფილმები აქვთ პოლონეთს,რუსეთს,მავრიტანიას(მისი პირველი ნომინაცია ოსკარზე) და არგენტინას.

ყველაზე მეტი ნომინაციები მოაგროვეს ფილმებმა Birdman და The Grand Budapest Hotel,ისინი 9-9 კატეგორიაში მოხვდნენ,საკვირველი კი ისაა რომ "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტმა" თავისი ვარსკვლავებით დახუნძლულობისდა მიუხედავად,ვერცერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა მსახიობების კატეგორიებში.

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სიაოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

✪ ფილმ Foxcatcher-ის რეჟისორი ბენეტ მილერი პირველი ოსკარზე ნომინირებული რეჟისორია,რომლის ფილმი კატეგორია "საუკეთესო ფილმში" არაა წარდგენილი."მელიებზე მონადირე"-ში სტივ კარელმა (Steve Carell) შეუდარებელი ტრანსფორმაცია გაიარა და ეკრანზე ამოუცნობი გახდა,რის გამოც ფილმი საუკეთესო გრიმისა და ვარცხნილობის კატეგორიაშიც მოხვდა.

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სიაოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

✪ მსახიობმა რობერტ დუვალმა (Robert Duvall) ჰალ ჰოლბრუკის რეკორდი მოხსნა და 84 წლის ასაკში ოსკარის დაჯილდოებაზე წარდგენილი ყველაზე ასაკოვანი მსახიობი გახდა ფილმისთვის - "The Judge"

ოსკარი 2015 - ნომინანტთა სია

✪ ჰობიტის ტრილოგიის მესამე ნაწილი - "ხუთი არმიის ბრძოლა" კი ტოლკიენის წიგნებზე დაფუძნებული ფილმებიდან ყველაზე ნაკლები ნომინაციების მფლობელი გახდა,ის მხოლოდ ერთ კატეგორიაში წარადგინეს.

✪ ლეგენდარულმა მსახიობმა მერილ სტრიპმა თავისივე რეკორდი მოხსნა და 2015 წელს მე-19 ოსკარის ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმისთვის "Into The Woods"

✪ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა,რომ ფილმი The Lego Movie არ არის წარდგენილი საუკეთესო ანიმაციის კატეგორიაში.ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ფილმ Gone Girl-ის მხოლოდ ერთმა ნომიციამ,"გაუჩინარებული გოგონა" მაყურებლის ფავორიტად ითვლებოდა და მის "საუკეთესო ფილმის" კატეგორიაში ხილვას ელოდნენ.არც ლეგენდარულ რეჟისორ - კლინტ ისტვუდს დაუფასდა შრომა და ის ფილმ "American Sniper"-ისთვის ნომინირებული არ გახდა.

✪ ამით არ დამთავრებულა სიურპრიზები ნომინაციების გამოცხადებისას : ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა იყო ფილმ "Selma"-ს მხოლოდ ორი ნომინაცია.საზოგადოების ნაწილი თვლის,რომ ეს უსამართლობაა შავკანიანი მსახიობებისადმი,რომლებიც ამ ფილმში შეუდარებლები იყვნენ და იმსახურებდნენ აკადემიის დაფასებას.თვითერში კი ხალხი ამ ფაქტს ასე ეხმაურებოდა : #OscarsSoWhite

✪ ოსკარზე ნომინირებული მსახიობებმა უკვე გააკეთეს კომენტარები
ემა სტოუნი ბილწსიტყვაობისგან თავს ვერ იკავებდა და განაცხადა:

"Well, this is surreal... Thank you to the Academy for this incredible honor.I am very proud and lucky to be a part of 'Birdman' and can't believe it came to this. I am so f***ing excited. Are you allowed to say f*** when you're making a statement for the Oscars? I'm just really f***ing excited."

კირა ნაითლი: "რა სასიხარულო დილაა!ეს დიდი პატივია ჩემთვის და მადლობელი ვარ აკადემიის ნომინაციისთვის ამ კატეგორიაში,რომელშიც ასეთი ნიჭიერი მსახიობები არიან წარდგენილნი" კირამ ეს პატივი ალან ტურინგს გაუზიარა,რომელზეცაა დაფუძნებული ფილმი "The Imitation Game"

ბენედიქტ კამბერბეჩმა კი განაცხადა,რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზეე საამაყო მომენტი იყო,რადგანაც მის მსახიობ მშობლებს ძალიან გაუხარდათ თავიანთი ერთადერთი შვილის ასეთი წარმატება.

სხვა სელებრითებმა მადლობა თვითერის საშუალებით გადაიხადეს :


Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top